Category: ახალი ამბები

  • პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი – ბაჩალიაშვილის დედა

    პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი – ბაჩალიაშვილის დედა

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრას ვერ დაესწრო თავად კათოლიკოს – პატრიარქი.

    როგორც თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს.

    „პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

  • მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის – თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით და პოლიციის ცრუ განგაში

    მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის – თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით და პოლიციის ცრუ განგაში

    თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით: გორელი გოგოს ხუმრობას პოლიცია მთელი ღამე იძიებდა – ფეისბუქმომხმარებელი, შალვა ლონდარიძე სოციალურ ქსელში წერს იმ ისტორიაზე, რომელიც მას გუშინ გვიან ღამით გადახდა.  როგორც შალვა ლონდარიძე წერს, მან ფეისბუქით უცხო გოგონას დაუმეგობრდა, მისი განცხადებით ის თავიდანვე დეპრესიული საუბრებით გამოირჩეოდა, ერთ დღეს კი მისგან მიიღო ვიდეო, სადაც გოგონა ვენებს იჭრიდა.

    “წუხელ პოლიციის განყოფილებაში გავათენე, ჩემს ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი სამართალდამცავთა შენობაში, როგორც…

    “ისტორიას ოდნავ შორიდან დავიწყებ. დაახლოებით 1 თვის წინ, სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა გოგონამ მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა.
    მეგობრობაზე უარის თქმა არ მახასიათებს, მიუხედავად მეგობრობის მსურველთა პოლიტიკური, რელიგიური,თუ სხვა განმასხვავებელი რაიმე ნიშნისა.

    გოგონას რეპუტაციას ვუფრთხილდები, ამიტომ მას, ინიციალებით მოვიხსენიებ.

    ა.ლ. ჩემთან საუბრით, თავიდანვე დეპრესიული საუბრით გამოირჩეოდა. ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ არავის უყვარდა და ყველასგან მიტოვებული იყო. წერდა იმასაც, რომ იყო მძიმედ ავადმყოფი. ადამიანურად ამ ისტორიებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, იმ დონეზე მივიღე მისი ტკივილი, რომ ეკლესიაში, ჩემს მოძღვართან გასაუბრებაც კი შევთავაზე, თუმცა გოგონამ აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

    ასე გადიოდა დრო… ანნის პრობლემები დღითიდღე მრავლდებოდა, მეც როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, თუმცა წუხელ, მისმა პრობლემამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იგი კვლავ დამიკავშირდა და მომწერა, რომ ძალიან ცუდად იყო, რამდენიმე წამის შემდეგ კი ვიდეო გამომიგზავნა, სადაც აღწერდა თუ იმ წუთას როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა… ვიდეოში მოქმედ პირს ხელში ბრიტვა უჭირავს, როლო ხელები რამდენიმე ადგილზე აქვს დასერილი და ძლიერი სიხლდდენაა…

    სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავარდი… ადამიანის თვითმკვლელობისა, თუ თვითდაზიანების ასეთი კადრი პირველად ვნახე… თუმცა ახლა მთავარი იყო ანნის გადარჩენა…

    დავუყონებლივ დავუკავშირდი 112-ტს და ზედმიწევნით ვუამბე ვიდეოში ნანახის შესახებ.

    „გამარჯობა, გიკავშირდებით შალვა ლონდარიძე. არ ვიცი ტყუილია, თუ მართალი, მაგრამ სოციალური ქსელით მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის, არის სიხლდენა, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე… გთხოვთ სასწრაფო რეაგირებას. გოგონა ფიზიკურად არასოდეს მინახავს და არც საცხოვრებელი ადგილი ვიცი, გარდა იმისა, რომ ცხოვრობს გორში“.

    შესაძლოა კიდევ რაღაც ვთქვი, მაგრამ დეტალურად ნამდვილად აღარ მახსოვს, ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით ანნის სიცოცხლე ახლა უკიდურეს საფრთხეში იყო, მე კი ძლიერ სტრესში…

    112-ში შეტყობინების დატოვების შემდეგ პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ნებაყოფლობით გამოვცხადდი.

    დაუყონებლივ დაიწყო გოგონას სამძებრო სამუშაოები, საქმეში გორის რაიონის რეგიონალური პოლიცია ჩაერთო. ასევე გადამოწმდა საავადმყოფოები, ხომ არ იყო აღნიშნული დაზიანებებით ვინმე შემოსული… საქმის პარალელურად გაიხსნა ჩემი „ფეისბუქ“ გვერდიც და პოლიციამ ანნისა და ჩემი მიმოწერის შესწავლა დაიწყო. გაიშიფრა მთელი ისტორია და დადგინდა, რომ ანნის ახალი მეგობარი, (თქვენი მონამორჩილი) აბსოლუტურად სუფთა ისტორიით იყო… და მამობრივი დარიგებების გარდა, პირადი მიმოწერის რეჟიმში სხვა სახის ტექსტი არ არსებობდა!

    ამასობაში პარალელურად დადგინდა, რომ გოგონა გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი იყო. პოლიციის ჯგუფი მისამართზე დაუყონებლივ გავიდა.

    ამასობაში, თბილისის პოლიციის დიდი დიღმის განყოფილებაში ყველას განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს. როგორ არის ანნი?..

    უცებ მესმის პოლიციის ხმა, „სანერვიულო არაფერია, მისამართზე მისვლისას გოგონას ეძინა“…

    ჰო, მეგობრებო, აი ასე… ჩვეულებრივ, უდარდელად ეძინა ანნის… უბრალოდ უდარდელად ეძინა…

    არ ვიც, ახლა რა დავწერო, თუმცა რაც გონებაში მოვა ამ წუთას, იმას დავწერ.

    ანნი, შენ მომავალი მეუღლე, დედა და უბრალოდ – მოქალაქე ხარ. სისხლის ემოციით თამაში ყველაზე საშინელი რამაა, რაც ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს. აღარ ჩაიდინო ასეთი საქციელი, ვინაიდან ეს იგივეა, რომ ადამიანს ტყვია ესროლო და მოარტყა, ოღონდ ვერბალურად…

    მე მეტს აღარაფერს გეტყვი, თუმცა შენმა ამ გაუგონარმა, თავხედურმა ტყუილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ ადამიანურ „კაპიტალში“, რომელსაც მეგობრობა ჰქვია.

    სიამაყით წარვადგენ ჩემს მეგობარს ზურა დოლიძეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამე ჩემთან ერთად გაატარა. გვერდით მედგა იმიტომ რომ ამ ქვეყნად ჯერ კიდევ არსებობს ადამიანობა, ოჯახიშვილობა, ვაჟკაცობა, სიყვარული. გულწრფელ მეგობრობაში არ დაისმის და არ გაისმის კითხვები „რატომ გჭირდები“?.. უბრალოდ იქ ხარ, სადაც შენი მეგობარია, უბრალოდ იქ ხარ და მორჩა!..

    ჩემი ამ ისტორიის შემდეგ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა, ასევე პოლიციას გადავუხადო. ამ ქყეყანაში უამრავი შეკითხვა არსებობს ამ ძალოვანი უწყების მიმართ, არსებობს ობიექტურად, მაგრამ ასევე ობიექტურად არსებობს ფაქტები, როდესაც პოლიცია პროფესიონალური უნარ-ჩვევების საფუძველზე მოქმედებს და შედეგიც ისეთია, როგორიც სიმართლეს შეეფერება!

    ოპერატიული მუშაობისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გორის რაიონის პოლიციასა და თბილისის დიდი დიღმის რაიონის პოლიციის განყოფილებას.

    მეგობრებო, ნაცნობებო, თუ უბრალოდ სრულიად უცნობო ადამიანებო, ყველას უსაფრთხო და შინაარსიან დღეს გისურვეთ!

    თქვენდამი პატივისცემით, შალვა ლონდარიძე

    P.S. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვაკეთებ დამატებით განმარტებას. გოგონა ამ წუთებში გორის რაიონის ბოლიციის გაყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

    მისი განცხადებით, მან იხუმრა…”- წერს შალვა ლონდარიძე.

  • ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში მეუფე შიოს შეხვდება

    ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში მეუფე შიოს შეხვდება

    დაღუბული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში ილია მეორის მოსაყრდრეს, მეუფე შიოს შეხვდება. ოჯახის განხილვის თემა, როგორც ცნობილია “წესის აგების” რიტუალია. ბაჩალიაშვილის მშობელბი არ იზიარებენ ვერსიას, რომ თამარმა თავი მოიკლა, სწორედ ამიტომ, სურთ გარდაცვლილისთვის “წესის აგების” რიტუალი შეასრულონ.

    “მთავარი არიხს” ინფომაციით, შეხვედრას მცირე დორით დაესწრება პატრიარქი, ილია მეორეც.

     

  • გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა,როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში – ხუხაშვილი

    გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა,როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში – ხუხაშვილი

    გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა,როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში – ექსპერტი გია ხუხაშვილი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიის ლიდერების წარდგენას „პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს“ უწოდებს.

     

    „პარადოქსია ამას რომ ვამბობ, მაგრამ გარკვეულ პატივისცემასაც იწვევს მისი გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში. ბოკერია უფრო მეტად კულისებიდან ახდენდა ძალის დემონსტრირებას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობას ცდილობდა, მას ასე პირდაპირ ამომრჩეველთან საკუთარი ძალები არ მოუსინჯავს და მისი გამბედაობდა აქ იწვევს გარკვეულ პატივისცემას. ძალიან ბუნდოვანად მეჩვენება მისი შანსები, მაგრამ მეორე მხრივ, თეორიულადაც თუ იქნება იმის შანსი, რომ ბოკერიამ მოიგოს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული კოლაფსის მაჩვენებელი.

    ზუგდიდში საკმაოდ კონკურენტული არჩევნები იქნება იმიტომ, რომ ტრადიციულად ხელისუფლებას იქ არ აქვს მყარი პოზიციები, შესაბამისად გარკვეულ ინტრიგას უნდა ველოდოთ. ერთი მხრივ, შიდა კონკურენციის თვალსაზირისით, მნიშვნელოვანია, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და მეორე მხრივ, რა პოზიციაშია „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით დიდი ინტრიგა არის ზუგდიდი, მაგრამ ბოკერიას, როგორც ანტიგმირის შედეგიც, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა ორჯერ იჯდა ციხეში, ნაკლებად ანტიგმირია. ბოკერიასადმი აგრესია ძალიან მაღალია „ანტიმიშას“ თვალსაზრისით. ამომრჩეველი არანაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს ბოკერიას ე.წ „სისხლიან 9 წელზე“ ვიდრე მიშას და მეორე მხრივ, მის მიმართ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატშიც საკმაოდ მაღალი აგრესიაა. შესაბამისად, მისი ჯამური ანტირეიტინგი მაღალია. უგულავას მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში აგრესია არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ბევრად უფრო კორექტული იყო თავის მოქმედებებსა და რიტორიკაში”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

  • ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

    ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

    ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.  ცენტრალურ გზაზე მოძრავმა “ფორდის” ტიპის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა.შემთხვევის შედეგად დაიღუპა “ფორდის” მძღოლი, შუახნის მამაკაცი.

  • წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება გაუგებარია – სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძეზე

    წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება გაუგებარია – სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძეზე

    არჩევნების წინ გაუგებარია წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება და ოპოზიციის რიგებში დამატებითი დაქსასულობის შეტანა, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.

    “გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი რჩება და ამ ფორმატიდან გავიდა გიორგი ვაშაძე ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან ერთად. ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი. არჩევნების წინ გაუგებარია წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება და ოპოზიციის რიგებში დამატებითი დაქსასულობის შეტანა. ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან უარყოფითად შეაფასებს ამ ნაბიჯს, რომელიც გადადგა ბატონმა ვაშაძემ”, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

  • თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! – თაკო ჩარკვიანი

    თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! – თაკო ჩარკვიანი

    “თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! “- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა.

    “არ იყო კარგი განცხადება. საქართველოში შავ-თეთრად არა, ფერადად აზროვნებს ხალხი. არის კიდევ ხალხი, რომელსაც პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ. აქვთ კიდევ რაღაც სხვა პოზიცია. არ შეიძლება ეს მენშევიკურ-ბოლშევკური დამოკიდებულება. ეს არის რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა ხდება, განა ნიჭიერ ადამიანებს შეცდომა არ მოსდით?! შორს არის ის. მართლაც შეიძლება სამშობლოდან შორს რომ ხარ რაღაცეები შავ-თეთრად ჩანდეს და მე მესმის მისი მდგომარეობა. იმისტი და ამისტი ხომ უნდა დასრულდეს საქართველოში. რა შავ-თეთრი და რა ბოლშევიკი-მენშევიკი. მან არ გააკეთა პოლიტიკოსისთვის ღირსეული განცხადება. ანუ მე ახლა თუკი ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! უდიდესი შეურაცხყოფაა, რის უფლებასაც მე არც არავის მივცემ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

    ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. „ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • ტრანსპორტს ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება – მაია ბითაძე

    ტრანსპორტს ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება – მაია ბითაძე

    თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება.

    „ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს, ბუნებრივია, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ავტომობილების მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. მთელი შაბათ-კვირა მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა ახალ მარშრუტთან მიმართებით. აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები, რომელიც დაფუძნებულია სატრანსპორტო მოდელის კვლევებსა და ნაკადების დათვლაზე. ნაკადების დათვლა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და არა მარტო ჭავჭავაძის გამზირის ნაკადებია დათვლილი, არამედ, მთელი თბილისის მასშტაბით. სამარშრუტო სქემები, რომელსაც მერია განახორციელებს, დაფუძნებული იქნება სწორედ ამ კვლევებზე და ელექტრონულ-პროგრამულ-ციფრულ მოდელებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის საქართველოში პირველი ნაბიჯი, როდესაც თანამედროვე მეთოდებზე დამყარებით უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისში საცობები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ეს მოხდება იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება“, – განაცხადა ბითაძემ.

  • დავით ქაშიაშვილი შსს-ში იმყოფებოდა, მან ჟურნალისტის უფლებით ისარგებლა და წყარო არ დაასახელა

    დავით ქაშიაშვილი შსს-ში იმყოფებოდა, მან ჟურნალისტის უფლებით ისარგებლა და წყარო არ დაასახელა

    ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. საქმე ეხება ფორმულაზე გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ბაჩალიაშვილი მის მიერ მოპოვებული კომპრომატების გამო მოკლეს. როგორც ჟურნალისტმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მან ისარგებლა თავისი პროესიული უფლებით, ასევე, იხელმძღვანელა მედია ეთიკით და საგამოძიებო უწყებისთვის ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.

    “საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშილის ბუდოვან გარდაცვალებას. შაბათის ფორმულაში გავრცელებული ინფორმაია არის სხვადასხვა წყაროსგან მოწოდებული, ეს ინფორმაცია უფრო ადრე გვქონდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის დაზუსტება არ ხდებოდა, ჩვენ თავი შევიკავეთ გავრცელებისგან. მას შემდეგ, რაც სანდო წყარო გამოჩნდა საგამოძიებო სისტემიდან და დაგვიდასტურეს ის ინფორმაცია, რასაც ვფლობდთ, შემდომ გავაშუქეთ. გამოძიება გარდა შაბათის ფორმულაში გასული ინფორმაიისა, ვერ გაიგებს ჩემგან ვერაფერს”, – თქვა დავით ქაშიაშვილმა.

    ცნობისთვის, ტელევიზიამ შაბათს, საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

  • თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას რედაქტორის პოსტს ტოვებს და ბოკერიას კამპანიაში მონაწილეობისთვის ფოთში გადადის საცხოვრებლად

    თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას რედაქტორის პოსტს ტოვებს და ბოკერიას კამპანიაში მონაწილეობისთვის ფოთში გადადის საცხოვრებლად

    ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მისი მეუღლის, ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება და საცხოვრებლად ფოთში გადადის. გიგა ბოკერია პარტიამ ფოთი–ხობი–სენაკის მაჟორიტარად დღეს დაასახელა. თამარ ჩერგოლეიშვილი დროებით ტაბულას რედაქტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა:
    “მოკლედ, ასეთი ამბავია:
    დაგვადგა ნათელი!
    გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.
    ფოთი, ხობი, სენაკი.
    ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს:
    1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები – სანამ კამპანიაა.
    2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას.
    3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ.
    ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ – როგორ მოვიგოთ.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.