Category: ახალი ამბები

  • ბაჩალიაშვილის დედა FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს

    ბაჩალიაშვილის დედა FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს

    თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი FBI-ს ექსპერტების ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს. როგორც მან გაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში თქვა, აქციის მოწყობას ის ხვალ, 4 აგვისტოს 12 საათზე აპირებს.

    “ამდენი ხანია არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ. ამიტომაც მე იძულებული ვარ. FBI-ს ჩართვა მოვითხოვო. ამისთვის ხვალ 12 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას აშშ-ს საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ, ვინც მწერდა მესენჯერში, მისამძიმრებდა, თუკი რამით შეგვიძლია დახმარებაო, აი, დადგა მომენტი, როცა შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება. რაც მეტი ვიქნებით, ქუდზე კაცი თუ გამოვა და დამიდგებით გვერდში და მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს, დიდი მადლობელი ვიქნები”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

    მისივე თქმით, თუ პროკურატურამ FBI-ს ჩართვაზე უარი განაცხადა, ამით ისინი “საკუთარ თავს გაყიდიან”.

  • შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფებში 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას ითხოვს

    შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფებში 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას ითხოვს

    ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში, ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება. კერძოდ, შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ.

    შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება.

    „ვმუშაობთ და რაღაც მონახაზი შემუშავებული გვაქვს, გადაგზავნილია კერძო ბაღების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვგეგმავთ 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს ვარიანტი და გვთავაზობენ 2 კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებას. არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება 2 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვება. ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ეპიდემიოლოგებთან.

    თერმოსკრინინგი აუცილებლად ჩაუტარდება, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და მომსახურე პერსონალს. ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ.

    ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროს ისე უნდა დაყონ ბავშვები, რომ ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე ჯგუფი გავიდეს.

    დეზინფექცია აუცილებელია. ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადენზინფექციო ხსნარით. ეს არის ძირითადი. ეს რეკომენდაციები იქნება აუცილებლად, სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ჯერ გვაქვს სამუშაო ვერსია, ვმუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე ბაღების წარმომადგენლები, ჩართულები იქნებიან ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

    4 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

    ბოლო მონაცემებით საქართველოში:

    • კორონავირუსის ინფიცირებულია – 1 182 ადამიანი;
    • გამოჯანმრთელებულია – 962;
    • მათ შორის გარდაცვლილია – 17;
    • კარანტინის რეჟიმში რჩება – 7 007;
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
  • იმედი მქონდა შემხვდებოდა,სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, მაგრამ სრული იგნორია- ბაჩალიაშვილის დედა გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

    იმედი მქონდა შემხვდებოდა,სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, მაგრამ სრული იგნორია- ბაჩალიაშვილის დედა გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

    თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ, – აღნიშნული სიტყვები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

    „სრული იგნორია. ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი მოქმედება, რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, ან პრესცენტრს დამაკავშირებდნენ, მაგრამ სრული იგნორია. თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია, ალბათ. გულგრილი ადამიანია ალბათ, მე უფრო გულკეთილი, თანამგრძნობი ადამიანი მეგონა და შევცდი, სამწუხაროდ“, – აცხადებს თამაზაშვილი.

    კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, როცა ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, გაიჟღერა თუ არა ვერსიამ იმის შესახებ, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, 3 მაღალჩინოსანი ფიგურირებდეს, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ უწყებას თავად მოუყვა.

    „ეს მე გავაჟღერე იქ და მითხრეს, ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევიაო, გამომძიებლის ოთახს ვინც ალაგებს, იმ დამლაგებელსაც აქვს ვერსიის ქონის უფლებაო და ამ დროს, მეორე დღეს დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. მაშინ, რაღატომ დაიბარეს, თუ ყველას აქვს ვერსიის ქონის უფლება? ამ ვერსიამ ჩემი ინტუიცია გაამყარა, თუმცა, მე ერთ ადამიანზე ვფიქრობდი და 3 აღმოჩნდა, ეს უკვე ჯგუფურ მკვლელობაზე მიანიშნებს. 3 მაღალჩინოსანი ადამიანი გაერთიანდა 40 კილო გოგონას წინააღმდეგ, რომელიც შემთხვევით რაღაცას წააწყდა“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

  • მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს

    მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

    „ეტყობა, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, მას ჰქონდა რაღაც ისეთ ინფორმაციასთან შეხება, რომელმაც ასეთი შედეგი მოუტანა მას…ჯგუფური მკვლელობა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ეს ერთი კაცის გაკეთებული არ არის, დეტალურად საუბარი არ შემიძლია“, – აცხადებს რამიშვილი.

    წამყვანის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ჯგუფური მკვლელობის განმახორციელებლად, კრიმინალურ სამყაროს თუ სპეცსამსახურებს, რამიშვილი პასუხობს, რომ სპეცსამსახურებს.

    „სპეცსამსახურები… ყველაფერი შესაძლებელია, მაგას უკვე გვანახებს, ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს და ვინ რა ინტერესით იმოქმედებს ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. იდეალური ხომ იცით, არაფერი არ არის, ყოველთვის რაღაც მაინც რჩება, რაღაცები უნივერსალურად შეიძლება, ვერ გათვალო“, – განაცხადა რამიშვილმა.

  • ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას გამართავს

    ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას გამართავს

    დღეს, 18:00 საათზე, პოლიტიკური გუნდის “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები ” პრეზენტაცია გაიმართება. ელისაშვილი ამომრჩეველს გუნდს გააცნობს, რომელთან ერთადაც 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს და ასევე გააჟღერებს გადაწყვეტილებას საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დადგომის თაობაზე.

    “გუნდის პრეზენტაცია გვექნება საბურთალოზე, იმ ეზოში, სადაც გავიზარდე. საგანგებოდ და სპეციალურად ვთქვით უარი გადაპრანჭულ სივრცეებზე. პირადად მე უფრო მეტი პასუხისმგებლობით განმაწყობს ის სივრცე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც უმრავი ადამიანი მიცნობს. მინდა, თვალებში ვუყურებდე იმ ხალხს, რომლებმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და მათ ჩავაბარო, აქამდე ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, გავაცნო ჩვენი პარტიის გეგმებიც. ასევე, ხვალ გამოვაცხადებ, რა გადაწყვეტილება მივიღე საბურთალოსთან დაკავშირებით, დავდგები თუ არა მაჟორიტარ კანდიდატად “, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

  • ფოთში მდინარეში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

    ფოთში მდინარეში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

    ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა წყალში გადახტა.

    შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის პოლიციის, სასწრაფოსა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.

     

  • განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძეზე თავდასხმის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

    განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძეზე თავდასხმის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

    პროკურატურამ გოგი თოფაძის შვილიშვილის,  ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს:

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

    ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

    გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

    სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

    ყოფილი პრემიერის შვილი თავდაპირველად შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

    ბუსა ჟვანიასა და გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს შორის დაპირისპირება, რასაც თოფაძის დაჭრა მოჰყვა, 2 აგვისტოს გამეთენიისას, თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა.

    გამოძიების ინფორმაციით, ჟვანიამ შელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

    დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო. მას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ჟვანიაც, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

     

  • “მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“–ლევან სამუშიამ თავისუფალი დემოკრატები დატოვა

    “მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“–ლევან სამუშიამ თავისუფალი დემოკრატები დატოვა

    თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ლევან სამუშიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. ლევან სამუშია ამ პარტიის წევრია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მას ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა. ის პარტიაში რჩებოდა მას შემდეგაც, რაც თავისუფალი დემოკრატები ევროპულ საქართველოსთან გაერთიანდნენ. თუმცა დღეს პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო:

    “მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ” თავისუფალი დემოკრატები” .
    წარმატებას ვუსურვებ ” თავისუფალ დემოკრატებს”!
    სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

    P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.“ – წერს ლევან სამუშია ფეისბუქზე.

     

  • ახლა კონკურენტები ვართ და როცა პარლამენტში შევალთ, მერე ვიქნებით პარტნიორები – გოცირიძე ოპოზიციურ პარტიებზე

    ახლა კონკურენტები ვართ და როცა პარლამენტში შევალთ, მერე ვიქნებით პარტნიორები – გოცირიძე ოპოზიციურ პარტიებზე

    ჩვენ ვართ კონკურენტები ახლა და მერე ვიქნებით პარტნიორები, როცა პარლამენტში შევალთ და კოალიციურ ხელისუფლებას შევქმნით, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “ევროპული საქართველოს” მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

    “ამ საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, როცა მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით, ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში, კონკურენტები არიან. არ არის იმ მოვლენის დრამატიზება საჭირო, რომ შესაძლებელია სადღაც კონკურენტები ვიყოთ.ოპოზიციას შორის უპრეცედენტო ისტორიული შეთანხმება მოხდა, როცა მივაღწიეთ გამარჯვებას და პროპორციულთან მიახლობული საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული, თბილისში 6 ოლქში შეთანხმებული კანდიდატია დაყენებული. ამაზე მეტს არჩევნებში ოპოზიციას ნუ მოვთხოვთ“, – განაცხადა გოცორიძემ.

    მისივე თქმოთ, არჩევნები ეს არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა და რაღაც მოვლენაზე წინააღმდეგობის გამოგონება არ შეიძლება.

    “ნორმალურად მიდის პროცესი, ჩვენც დავაყენებთ ყველგან რეგიონებში. 30 ოლქიდან უდიდეს ნაწილში იქნება მეორე ტური, რომელი ოპოზიციური პარტიაც გავა მეორე ტურში, მთელი ოპოზიციური ფრონტის მხარდაჭერა ექნება, დავეხმარებით ყველას, თუ მათ მეორე ტურში გასვლა შეძლეს, ისევე როგორც ყველა ოპოზიციური სპექტრი დაეხმარება “ნაციონალურ მოძრაობას” მეორე ტურში. წარმოუდგენელია “ქართულმა ოცნებამ” მოაგროვოს ხმების 40-45%-ზე მეტი. მეორე ტური იქნება სწორედ კონფრონტაციისა და გაერთიანების საფუძველი”, – განაცხადა გოცირიძემ.