Category: ახალი ამბები

  • თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტს ოპერაცია ულიცენზიო ექიმებმა გაუკეთეს, ის კომაშია – პროკურატურა

    თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტს ოპერაცია ულიცენზიო ექიმებმა გაუკეთეს, ის კომაშია – პროკურატურა

    პროკურატურის ინფორმაციით, “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ორჯერ ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს, რის გამოც ის 2018 წლის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაშია.

    „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

    პაციენტი – ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია, შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა”,– აცხადებს პროკურატურა.

    უწყების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

    თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. უკვე დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.

    „ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    რაც შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

  • ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ- ვანო მერაბიშვილი ილია მეორეს  შეხვდა

    ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ- ვანო მერაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

    “ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ”- ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პატრიარქს შეხვდა, როგორც მან აღნიშნა ილია მეორემ ჯანმრთელობა უსურვა.

    “დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა”, – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

  • თუ სახელმწიფო საქმეში FBI-ის ჩართვის წინააღმდეგ წავა, თავის თავს დაღუპავს- ბაჩალიაშვილის მამა

    თუ სახელმწიფო საქმეში FBI-ის ჩართვის წინააღმდეგ წავა, თავის თავს დაღუპავს- ბაჩალიაშვილის მამა

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ დახმარებას დაჰპირდნენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სახელმწიფო საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეწინააღმდეგება, ამით საკუთარ თავს “დაღუპავს”.

    „ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, რაც ხდება. ძალიან წუხან. იმედი მოგვცეს, რომ რაც შეუძლიათ დაგვეხმარებიან, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს. თუ სახელმწიფო FBI-ის ჩართვაში წინააღმდეგი წავა, თავის თავს დაღუპავს”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

  • ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო – ადვოკატი

    ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო – ადვოკატი

    თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

    ადვოკატის თქმით, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში „18 ივლისის, 10:02-ზეა შესული, მას შემდეგ კი ლეპტოპს არ გაკარებია“.

    მისივე განმარტებით, „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული“.

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. ლეპტოპის გახსნის პროცესი ახლახანს დასრულდ

  • “მე თვითონ მოგაკითხავ და თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – კალაძის მუქარა Instagram-ზე

    “მე თვითონ მოგაკითხავ და თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – კალაძის მუქარა Instagram-ზე

    “თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – ასე ემუქრება თბილისის მერი კახა კალაძე Instagram-ზე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც ანუკი არეშიძის ფოტოზე დაწერა.

    ” რა სახე გაქვს, ვაკეში ხომ არ ჩაიარე?”

    “ყველაზე ევროპული გინებაც ისმის ყველა მხრიდან, არ გინდათ, არ ჩაიაროთ. პ.ს. თუ მაინცდამაინც, გაჩერება მაინც მაპოვნინეთ”, – წერს  მოქალაქე ფოტოზე.

    “არაა საჭირო, არ შეწუხდე, მე თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – წერს კახა კალაძე.

    ამ დროისთვის კი  კომენტარები წაშლილია.

  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლას 4 აგვისტოდან შეძლებენ

    საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლას 4 აგვისტოდან შეძლებენ

    საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა 4 აგვისტოდან შეეძლევათ. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საქართველოს მთავრობის 164-ე დადგენილებაზე მიუთითებს.

    უწყებაში განმარტავენ, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც სეზონურ სამუშაოებზე წასვლა სურთ, უნდა ჰქონდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფიზიკური, ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული სამთვიანი მოწვევა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იყოს დამოწმებული ნოტარიულად თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის გათვალისწინებით.

    საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც სეზონურ სამუშაოებზე წასვლა სურთ, უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია. მოქალაქემ უნდა მიუთითოს საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარადგინოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა (ქართულ ენაზე თარგმნილ ნოტარიულად დამოწმებულ ვერსიასთან ერთად). განმცხადებლები პასუხს 7 კალენდარული დღის ვადაში მიიღებენ. ისინი ამ ინფორმაციის მიღებას შეძლებენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზეც.

  • თუ არ მოხდება FBI-ს ჩართულობა, აშშ-ის საელჩოს წინ შიმშილობას დავიწყებ – ბაჩალეიშვილის დედა

    თუ არ მოხდება FBI-ს ჩართულობა, აშშ-ის საელჩოს წინ შიმშილობას დავიწყებ – ბაჩალეიშვილის დედა

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი ელჩთან შეხვედრას და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ.

    “ჩემი მოთხოვნაა პირველ რიგში საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და ჰყავს შვილები. მინდა გულთან ახლოს მიიტანოს დედის ტკივილი, რომელსაც შვილი უმოწყალოდ, წვალებით, ტანჯვით, დაკრუნჩხული თითებით აწამეს და ისე მოკლეს. ვთხოვ კელი დგენანს, ვემუდარები, გულთან ახლოს მიიტანეთ. ამერიკის მთავრობას ვთხოვ. აქ ვერ მივაღწიე მთავრობას სამართალს 18 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის მოკვლის თაობაზე მოვითხოვ ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. თუ არ მოხდება FBI-ს ჩართულობა, ამერიკის საელჩოს წინ შიმშილობას დავიწყებ. ჩემი უმანკო კრავი ყველანაირ ლაფში ამოსვარეს, ნარკომანობასაც კი აბრალებენ. სიკვდილი არ აკმარეს და ათასნაირ ცილს სწამებენ”, – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

  • გამიხარდება, თუ ზუგდიდში, მეორე ტურში გავა გიგი უგულავა – რომან გოცირიძე

    გამიხარდება, თუ ზუგდიდში, მეორე ტურში გავა გიგი უგულავა – რომან გოცირიძე

    ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ რაც მიკარნახა, ის მოხდა – როგორც გამოვთვალე, გიგი უგულავამ ზუგდიდში დააყენა თავისი კანდიდატურა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.

    „ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ მიკარნახა ის, რომ გამოვთვალე, რაც მოხდა. აგერ, ზუგდიდში დააყენა გიგიმ თავისი კანდიდატურა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყოლება სერიოზული კანდიდატი. მითუმეტეს, ვიცით, რომ ზუგდიდელები და სამეგრელო ყოველთვის სწორ ხაზზე იყო და უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.გამიხარდება, თუ მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მეორე ტურში კი მოვუგებთ. ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

    შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ზუგდიდში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

  • ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით, აშშ-ს საელჩოსთან აქციას მართავენ

    ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით, აშშ-ს საელჩოსთან აქციას მართავენ

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნაა საქმეში FBI ჩაერთოს.

    დედა ასევე აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს.

    თეონა თამაზაშვილმა საელჩოს შენობის წინ დაიჩოქა და საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ ითხოვა. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში საქმის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

  • ნაძალადევში “მთავარი არხის” თანამშრომლის ბინა გაძარცვეს

    ნაძალადევში “მთავარი არხის” თანამშრომლის ბინა გაძარცვეს

    რამდენიმე წუთის წინ ნაძალადევში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები ოჯახი შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახის წევრი სახლიდან გავიდა, 10 წუთის შემდეგ უკან დაბრუნებულს კი ბინა გატეხილი, ძვირფასეულობა კი წაღებული დახვდა.

    დაზარალებული “მთავარი არხის” თანამშრომელია. გაძარცვული ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძარცველმა კარგად იცოდა, როდის არ იყვნენ ისინი სახლში და რომ სახლში ახალხანს ლომბარდიდან გამოტანილი ძვირფასეულობა ჰქონდათ. სახლის პერიმეტრზე განლაგებულია სათვალთვალო კამერები.

    შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე მობილიზებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გამოძახებულია ასევე სამძებრო ძაღლი და მტკიცებულებების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით გაძარცვულ ბინაში ისინიც არ შედიან.