Category: ახალი ამბები

  • გარდაცვლილია მინიმუმ 50 ადამიანი – ბეირუთის შოკისმომგვრელი აფეთქება (ვიდეო)

    გარდაცვლილია მინიმუმ 50 ადამიანი – ბეირუთის შოკისმომგვრელი აფეთქება (ვიდეო)

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 2,700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია და დანგრეულია უამრავი შენობა.

    შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

    ლიბანის პრეზიდენტმა, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ.

    ასევე, მან სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ამასთან, „წითელი ჯვრის“ ლიბანის სამსახურმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის დონორს მობილიზება სთხოვა.

    CNN-ის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ბიძგები 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსშიც იგრძნობოდა.

  • ვინ არის ბიჭი, რომელიც ამბობს რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ინტერვიუ ბიჭთან, რომელიც ოჯახის ეჭვებს იწვევს

    ვინ არის ბიჭი, რომელიც ამბობს რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ინტერვიუ ბიჭთან, რომელიც ოჯახის ეჭვებს იწვევს

    თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ვინმე ბაჩანა ჩნდება, რომელიც ამბობს რომ თამარის შეყვარებული იყო, თუმცა  ის  გარდაცვლილის დედის ეჭვებს იწვევს . თეონა თამაზაშვილი, “ღამის მთავარში” ამბობს, რომ ამ პიროვნებამ – ბაჩანამ, ოჯახის მოთხოვნა- გამოძიებაში FBI-ს ჩართვაზე, გააპროტესტა.

    გარდა ამისა, როგორც თამაზაშვილი ამბობს, ვინმე ბაჩო აშშ-ს საელჩოსთან აქციის გამართვის წინააღმდეგიც იყო.

    დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ მათ ოჯახში ბაჩანა პირველად თამარ ბაჩალიაშვლის გასვენების დღეს, მისმა ნათესავმა მიიყვანა. ამის შემდეგ კი კონტაქტი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ინტერნეტის საშუალებით ჰქონდა.

    “წუხელ საღამოს, რომ უკვე გადავწყვიტე საელჩოსთან შეხვედრა, მომწერა რას შვები, როგორა ხარ, რას აპირებო. რომ ვახსენე ამერიკის საელჩოსთან უნდ გავმართო აქცია, FBI-ი რათ გინდა, რას გაარკვევსო…მე ვუთხარი მოგზავნილი ხო არა ხარმეთქი, აქეთ მწერს, იქნებ შენ ხარ მოგზავნილიო…მე მგონი შემოგზავნილი და შემოგდებული ვიღაცაა​” ამბობს თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ წაშალა სოციალური ქსელიდან თამაზაშვილმა ვინმე ბაჩანა.

    ბაჩალიაშვილის დედა ასევე ყვება, რომ გასვენების შემდეგ ბაჩანამ “მესენჯერის” საშუალებით შვილმკვდარ დედას თამართან ერთად, 19 ივნისს გადაღებული ფოტოები გაუგზავნა და მიწერა, რომ მათ, თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

    გარდა ამისა, თეონა თამაზაშვილი სამართალდამცველების მხრიდან მეზობლების ზეწოლაზე საუბრობს.

    ბაჩალიაშვილის საქმეში ვინმე ბაჩანას გამოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორიც:

    ამბავი პირველი:
    ბაჩანა ლობჟანიძე !
    დანიშნულია თამუნას შეყვარებულის როლზე.
    ახლა გამოკითხვაზეა ტელეფონით.ველოდები მის ზარს.
    თამუნას სხვა ბაჩანა მოსწონდა,” 
    წერს FACEBOOK-ზე ელისო კილაძე.

    მოგვიანებით ელისო კილაძე ბაჩანა ლობჟანიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც ბიჭი მისი და თამარის ურთიერთობის შესახებ ყვება, თუმცა მისი მონათხრობი ბევრ კითხვას აჩენს:

  • არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ – ელისაშვილი

    არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ – ელისაშვილი

    პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ არჩევნებში მათი პარტიის კანდიდატი წააგებს და მეორე ტურში ოპოზიციის სხვა კანდიდატი გავა, მხარს უპირობოდ არ დაუჭერენ.

    მისი თქმით, მხარდაჭერის გადაწყვეტილებას პარტიისა და კანდიდატის მიხედვით მიიღებენ.

    “პარტიის და კანდიდატის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ. მაგრამ წაგებისთვის, ტივტივისთვის და საშოვარისთვის ჩვენ პოლიტიკაში არ მივდივართ. ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის, ბრძოლისთვის და ხალხის სამსახურისთვის. აი, ამისთვის შევქმენით ჩვენ პოლიტიკური გუნდი და არსად ტივტვისითვის და რაღაც ოლიმპიური პრინციპისთვის ჩვენ არ ვიქნებით. ვიბრძოლებთ, სადაც დავდგებით, გამარჯვებისთვის. მე დავდექი საბურთალოზე და მე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის”,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

    ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა დღეს პარტია “მოქალაქეების” პრეზენტაცია გამართა, სადაც თვითონ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარსდგა.

  • ირაკლი ჩიქოვანთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა – ვოლსკი

    ირაკლი ჩიქოვანთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა – ვოლსკი

    საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის აზრით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, გიგი უგულავა ან სხვა ოპოზიციონერი ვერც მონაცემებით და ვერც ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებით ვერ შეედრება.

    „ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოვლდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ”, – ამბობს ვოლსკი პალიტრანიუსის ეთერში.

    მანვე აღნიშნა, რომ სამეგრელომ 9–წლიანი რეჟიმი უნდა გაიხსენოს და მერე დაუჭიროს მხარი მაჟორიტარს.

    “მთავარი საკითხია კიდევ-საერთოდ, რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი, მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ანახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- აცხადებს ვოლსკი.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეგიონებში ცალ-ცალკე იბრძვიან, მათ საერთო ნიშანი აქვთ.

    „ცალ-ცალკე იბრძვიან და ეს მათი არსია, რაში აწყობთ და არ აწყობთ, მათ აერთიანებთ საერთო დამახასიათებელი ნიშანი – ახალგაზრდების სისხლზე დამყნობილი პარტიული ორგანიზაციაა“, – ამბობს გია ვოლსკი.

  • ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მათ სახლში უცნობი პირი კარადაში იქექებოდა

    ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მათ სახლში უცნობი პირი კარადაში იქექებოდა

    23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ უცნობი პირი მის სახლში კარადაში რაღაცას ეძებდა.

    “მე ძალიან ცუდად ვიყავი, გამთიშეს, ფაქტობრივად, მედიკამენტებით, იმიტომ რომ მალ–მალე გული მიმდიოდა. აქ მყოფმა მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი, იქექებოდა იმ კარადაში. გაუკვირდათ, რას აკეთებ და ვინ ხარო. უთხრა, მეზობელი ვარო, ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, ჩვენ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთქო, ხოდა არ გცნობებივარ, მე არ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი, რას ეძებდა იქ, თუ რამეს აყენებდა. შეამჩნიეს იმ კარადასთან და შეიძლება მანადმე სხვა ადგილთანაც ჰქონდა მოქმედებები”,– ამბობს ბაჩალიაშვილის დედა ფორმულასთან ინტერვიუში.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ის პირი იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

    თამაზაშვილისვე თქმით, გამოძიება საქმის კურსშია, მაგრამ არავინ ინტერესდება.

  • ძლიერი აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში – დაშავდა ათობით ადამიანი (ვიდეო)

    ძლიერი აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში – დაშავდა ათობით ადამიანი (ვიდეო)

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ქალაქის საპორტო ნაწილში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქდა ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები.

    შემთხვევის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, თუმცა მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოებს მოუწოდა, მოემზადონ დაშავებულების მისაღებად.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლია-განმუხურის გზაზე – დაიღუპა 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლია-განმუხურის გზაზე – დაიღუპა 3 ადამიანი

    ანაკლია- განმუხურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ცენტრალურ გზაზე მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა.

    ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

    შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • ვფიქრობ ფართომასშტაბიან აქციებზე, გამოვიღვიძოთ და დავდგეთ ერთად – ბაჩალიაშვილის მამა

    ვფიქრობ ფართომასშტაბიან აქციებზე, გამოვიღვიძოთ და დავდგეთ ერთად – ბაჩალიაშვილის მამა

    23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშილის მამა ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

    “ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ. აუცილებლად ვფიქრობთ ფართომასშტაბიან [აქციებს]”,-აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ფორმულას ეთერში.

    ის პრემიერმინისტრს გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასთან შეხვედრის მრავალდღიანი მოთხოვნის მიუხედავად, გახარია არც კი შეხმიანებია.

    “არც ტელეფონით დამკავშირებია, არც შემხვედრია, საერთოდ გულთან არ მიიტანა. ადამიანი მოკლეს, თუ გაფრენილი ჩიტი, ეგეთ მდგომარეობაშია. როგორი ქვეყნის მეთაურია, როცა ადამიანი გთხოვს, მისმინე ჩემი დარდი, დამიდექი გვერდზე და არ გამოდის, ესე იგი აწყობს ამ ადამიანს, ამას არ სჭირდება მცოდნე ადამიანი”,– ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

    შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

    29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

  • გინდ შეულოცე, გინდ მგლის ქონი წაუსვი საარჩევნო ყუთებს, არაფერი გიშველის, ბიძინა – სააკაშვილი

    გინდ შეულოცე, გინდ მგლის ქონი წაუსვი საარჩევნო ყუთებს, არაფერი გიშველის, ბიძინა – სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, როგორც თვითონ, ისე ბიძინა ივანიშვილი, ერთნაირ უბედურებად წარმოაჩინონ და ამით უპირატესობა მოიპოვონ.

    მისი თქმით, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, აღარაფერი უშველის და ცვლილებები საქართველოში მაინც დაიწყება.

    “ამ გეგმას აკეთებენ – არც ქოცები, არც ნაცები. მიშაც ერთი უბედურებაა, ბიძინაც – აღარავინ მაგას არ ჭამს, დაგიძველდათ ხრიკები. ჩამოიყვანეთ ისევ ისრაელიდან ის ფსიქიურად დაავადებული მანიაკი პიარის გასაკეთებლად. პიარი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მხოლოდ შავი. გინდა შავი პიარი აკეთეთ, გინდა ყვავის ნახარში სვით, გინდა მგლის ქონი წაუსვით საარჩევნო ყუთებს, გინდა უდუიზმი და სხვადასხვა ქვები რომ ჩამოაქვს ივანიშვილს – გინდა შეულოცე, ბიძინა, არაფერი აღარ გიშველის. იმიტომ რომ ქართველი ხალხის ნება სრულიად ნათელია, ჰაერში არის დიდი ცვლილებების განცდა, ეს ცვლილებები მოდის და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით”, – ამბობს სააკაშვილი ტვ პირველის ეთერში.

    მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო რადარებიდან გაუჩინარებულია, ამიტომ ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დასრულდეს.

    “საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. ივანიშვილს სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილი რადარიდან არის გამქრალიო, მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე, ხოლო საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება […]

    ვემზადებით არჩევნებისთვის, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავუსვათ ამ უბედურებას და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა მშენებლობა. მეცინება, როდესაც ხალხი თანამდებობზე ლაპარაკობს, რა თანამდებობეს იყოფთ ხალხო?! ყველაფერი უკან მოგრჩებათ”,– თქვა სააკაშვილმა.

  • შსს მზადყოფნას გამოთქვამს, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს

    შსს მზადყოფნას გამოთქვამს, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს.

    უწყების ცნობით, ამ საკითხზე ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზეს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, – აცხადებენ უწყებაში.

    ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს. მათ საქმეში FBI–ს ჩართვა მოითხოვეს.

    თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.