Category: ახალი ამბები

  • ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ! – სოზარ სუბარი

    ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ! – სოზარ სუბარი

    პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და სააკაშვილი კიდევ იმ წარსულის ყველაზე მძიმე წარსული”.

    მისივე თქმით, სააკაშვილი გზაკვალარეული ადამიანია, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ აქვს.

    „ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ გაურკვევია რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რაზე ილაპარაკოს, რომელ ქვეყანას ელაპარაკოს, რომელი ქვეყნის მოსახლეობას ელაპარაკოს, რა უნდა საერთოდ ცხვორებაში… დაბნეული და გზაკვალარეული ადამიანია, რომელსაც უცებ, როცა ჰგონია, რომ უკრაინაში რაღაც პერსპექტივა აქვს, ამბობს, რომ ის არის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში წარმატებული ადამიანი და საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები არ აინტერესებს და რა წამსაც აღმოაჩენს, რომ იმ ქვეყანაშიც არავის აინტერესებს, ისეთი თანამდებობა აქვს, რომ არანაირი ბერკეტი არ აქვს, საჯარო მოხელეც კი არაა, ისევ იწყებს საქართველოზე საუბარს“, – განაცხადა სუბარმა.

    მანვე აღნიშნა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიცია გაერთიანდება, „ქართული ოცნება“ ერთ კანდიდატს დაამარცხებს, იქ, სადაც ბევრი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას, მმართველი პარტია, ბევრს დაამარცხებს.

    „ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ, ისევე როგორც პროპორციული სიით გვეყოლება უმრავლესობა. ამაში ვარ დარწმუნებული მეც და მგონი თვითონაც, უბრალოდ იხტიბარს არ იტეხენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

  • აშშ-ს კონრესმა დაამტკიცა შესწორება აქტში, რომლითაც საქართველოს პირობებს უყენებს

    აშშ-ს კონრესმა დაამტკიცა შესწორება აქტში, რომლითაც საქართველოს პირობებს უყენებს

    პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში  აშშ გარკვეულ პირობებს აწესებს . აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით 125 ის წინააღმდეგ შესწორება შეიტანა აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

    “შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ მიმავალ გზას, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი დაცვა“ არა უგვიანეს 180 დღისა, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეიცავს:

    1. ანალიზს იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს, რათა გაამყაროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები

    2. ანალიზს: ა) ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა საარჩევნო რეფორმას

    ბ) პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის დამოუკიდებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისაგან

    გ) ეფექტურად ახორციელებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა.

    დ) სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა და მედიიშ თავისუფლება

    ე) ნებისმიერი სხვა შესაბამისი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი განსაღვრავს

  • ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული – “რუსთავის აზოტი”

    ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული – “რუსთავის აზოტი”

    “რუსთავის აზოტის” გენერალური დირექტორის მოადგილებმ, ლევან ბურდილაძემ განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული.

    მისი განმარტებით, სს “რუსთავის აზოტი” ქარხანას 2017 წლიდან მართავს, ტვირთი კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს მიეკუთვნება. მაშინ ქარხნის ოპერირებას სხვა კომპანია, შპს “რუსთავის აზოტი” ახორციელებდა.

    “შესაძლებელია, მართლად რუსთავში ნაწარმოები გვარჯილა იყოს ეს, დანამდვილებით მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ შპს-ს წარმომადგენელი. გადაჭრით და დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ეს მართლაც იყოს რუსთავში წარმოებული პროდუქცია”, – თქვა ბურდილაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

    მისი ინფორმაციით, რუსთავში წარმოებულ ამონიუმის ნიტრატს ვარგისიანობის ვადა 6 თვე აქვს, ბეირუთში აფეთქება კი უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

    “ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვადაგასული ამონიუმის ნიტრატის შენახვა წლების განმავლობაში ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით და ამან გამოიწვია ეს აფეთქება”, – ამბობს სს „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

    ცნობისთვის, ლიბანის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

    ბეირუთის პორტში გუშინ, 4 აგვისტოს 2 ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 100 ადამიანი და 4000–ზე მეტი დაშავდა.

  • ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

    ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

    ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, “მთავარ არხს” მასთან ერთად გადაღებული ვიდეომასალა გადასცა. ვიდეო გადაცემაში “დღის სტუმარი” გასაჯაროვდა.

    მანამდე კი, გადაცემაში “დღის სტუმარი” ბაჩანა ლობჟანიძემ არ გამორიცხა, რომ კომპანია ZAG, სადაც 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა, პორნოინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.

    მის ამ ბრალდებებს “მთავარი არხის” ეთერშივე უპასუხა კომპანია ZAG-ის ადვოკატმა და თქვა, რომ კომპანია ქართულ მენტალიტეტთან შეუთავსებელ საქმიანობას არ ახორციელებს.

    შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

    კომპანია “ZAG”-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.

    25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • სააკაშვილი დაემსგავსა ღამურას, ის არასდროს ყოფილა რეფორმატორი – წულუკიანი

    სააკაშვილი დაემსგავსა ღამურას, ის არასდროს ყოფილა რეფორმატორი – წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი არასდროს ყოფილა და ის კრიმინალია.

    “სააკაშვილი ქვეყნის შიგნით განაჩენებით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ უკვე რასაც მისი განცხადებებიც მოწმობს, დაემსგავსა ღამურას.

    ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსი მას არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან ის არც არასდროს არ ყოფილა რეფორმატორი.

    ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის ”,- აცხადებს თეა წულუკიანი.

  • განმუხური-ანაკლიას გზაზე მომხდარ ავარიას 2 მორაგბე ემსხვერპლა

    განმუხური-ანაკლიას გზაზე მომხდარ ავარიას 2 მორაგბე ემსხვერპლა

    გუშინ ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა.

    როგორც ზუგდიდის სარაგბო კლუბი სოციალურ ქსელში წერს, ავარიას 2 ზუგდიდელი მორაგბე: იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია ემსხვერპლა.

    “სამწუხარო ინფორმაცია – ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა რაგბი კლუბი ზუგდიდის ორი მოთამაშე იაკობ ოთხოზორია ლევან მაქაცარია. კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს , უფალმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე ჟამს”,- წერს რაგბის კლუბი ზუგდიდი.

    პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • საქართველოს ელჩმა ბერძნულ მხარს უთხრა, რომ შესაძლოა მათი დოკუმენტები ყალბი იყოს – კანდელაკი

    საქართველოს ელჩმა ბერძნულ მხარს უთხრა, რომ შესაძლოა მათი დოკუმენტები ყალბი იყოს – კანდელაკი

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის თქმთ, საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რა დროსაც, კანდელაკის ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ დოკუმენტები, რომლებიც საბერძნეთის მხარემ წარმოადგინა, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო. კანდელაკი ამბობს, რომ ამან ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო.

    მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საბერძნეთის მხარემ საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი დააყენა და ევროკავშირის შიდა დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში საბერძნეთის მთავრობა აქტიურობდა.

    “დოკუმენტებზე, რომლებიც საბერძნეთის მხარემ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოსანიჭებლად, საქართველოს ელჩმა, როგორც ჩანს, თბილისიდან ინსტრუქციით თქვა, რომ მე რა ვიცი, იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო. ამან შოკი გამოიწვია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შექმნა ძალიან უხერხული სიტუაცია საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობაში”, – განაცხადა კანდელაკმა.

    კანდელაკი აზრით, საქართველოს მიერ საბერძნეთისთვის საზღვრეიბს არგახსნა მავნებლობაა.

    “იმ ფონზე, რომ საბერძნეთს, მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კორონავირუსის კარგი სტატისტიკა გააჩნია, საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთში იმყოფება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მთავრობის გაჯიუტება და გაჯიქება, რომ კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყანას არ გაუხსნას საზღვარი და მის ავიაკომანიას, ეგეოსის ავიახაზებს და ასევე ვიზეარს, რომელიც ქუთაისიდან საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში დაფრინავდა, არ მისცეს რეგულარული ფრენების განხორციელების საშუალება, არის სიბრიყვე და მავნებლობა”, – თქვა ბრიფინგზე კანდელაკმა.

    ცნობისთვის, საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, თუმცა მთავრობამ მაინც საზღვრების არგახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  დიმიტრის კარაბალისის განცხადებით, ახსნას ვერ პოულობს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვრები.

    მას დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უპასუხა და თქვა, რომ “გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან”. თურნავას აზრით, საბერძნეთის ელჩი ბერძნულმა ავიაკომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს. 

  • ბეირუთის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა (ვიდეო)

    ბეირუთის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა (ვიდეო)

    ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბუტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. ბეირუთის პორტის აფეთქება გუბერნატორმა, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას შეადარა.

    ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. ათეულობით დაკარგულს პოლიცია  და სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურებულია პორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

    წინასწარი მონაცემებით ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აჭარბებს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.

    ლიბანის პრემიერ მინისტრი ჰასსან დიაბი ამბობს, რომ ეს აფეთქება არა მხოლოდ ერთეულების, არამედ ეროვნული ტრაგედიაა.

    მომხდარი დაუსჯელი არ დარჩება, ნებისმიერი, ვისაც მომხდარში წვლილი მიუძღვის, შესაბამის საფასურს გადაიხდის, – განაცხადა მან.

    ლიბანში სამი დღის განმავლობაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

     

    https://www.youtube.com/watch?v=2frMkFUcwE8

  • გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, რამაც მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა – მიხეილ რამიშვილი

    გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, რამაც მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა – მიხეილ რამიშვილი

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში დღეს გარკვეულ ჩვენებებს გაეცნენ, რამაც საქმეში კიდევ უფრო მეტი კითვის ნიშნები გააჩინა.

    რამიშვილმა ასევე დრონის კადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კადრები უკვე მოსულია, თუმცა ის ძალიან დიდი მოცულობისაა, მისი გადმოწერა უნდა მოხდეს, რათა დეტალურად შეისწავლონ.

    „გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ვერსიებმა კიდევ უფრო იმატა. მაგალითებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებ. სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით ჯერ არ არის პასუხი მოსული, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის და ახლა უნდა მოხდეს გადმოწერა, რომ შემდეგ დიდ ეკრანზე დეტალურად გავეცნოთ“, – განაცხადა რამიშვილმა.ა.

  • სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, შემოწმებულია 38 სოფელი, დათვალიერებულია 7 მდინარე

    სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, შემოწმებულია 38 სოფელი, დათვალიერებულია 7 მდინარე

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს. ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

    „მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში“, – აცხადებს მღებრიშვილი.

    უწყების ცნობით, საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე.

    „ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები.

    ასევე, შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი.

    მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

    ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები.

    მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

    საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან. ილია ფილფანის მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

    მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, მოწმდება სამართალდამცველების მიერ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.