Category: ახალი ამბები

  • ადამიანების მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო – ვოლსკი დახმარებებზე

    ადამიანების მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო – ვოლსკი დახმარებებზე

    “ადამიანების მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი მთავრობის მიერ ფინანსური დახმარებების დაანონსებას.

    ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოში რთული ვითარებაა, ამიტომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობით პრობლემები დაიძლევა.

    “არის მთელი რიგი დახმარებები, რომლებიც ვერ ჩაითვლება მოსყიდვად, მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს.

    რთული ვითარებაა და იმედი გვაქვს, რომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობით ამ პერიოდს დავძლევთ, არჩევნებსაც ჩავატარებთ მაღალ დონეზე და მომავალი წლისთვის უფრო მომზადებულები ვიქნებით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

    გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

    მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

  • მთავრობამ ადამიანები შიმშილისთვის გაწირა, რომ შემდეგ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერა – ბაქრაძე

    მთავრობამ ადამიანები შიმშილისთვის გაწირა, რომ შემდეგ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერა – ბაქრაძე

    ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ თვითდასაქმებულები 5 თვის განმავლობაში შიმშილისთვის გაწირა, რათა შემდეგ წინასაარჩევოდ ქულები ჩაეწერა.

    “ევროპული საქართველო თავიდანვე ითხოვდა, რომ დახმარება მიეღო ყველა თვითდასაქმებულს და აკრიტიკებდა ხელისუფლებას, როდესაც მან შემოიღო დისკრიმინაციული და უაზრო მოთხოვნა დოკუმენტაციის თაობაზე. ამ მოთხოვნის უაზრობა თავიდანვე ნათელი იყო, ამიტომ, გადაწყვეტილება, რომ ყველამ მიიღოს დახმარება, რა თქმა უნდა, სწორი ინიციატივაა, ოღონდ პრობლემა სხვა რამეაშია – ხელისუფლებამ 5 თვის მანძილზე შიმშილისთვის გაწირა თვითდასაქმებულები, რომ შემდეგ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერა”, – თქვა დავით ბაქრაძემ.

    ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მიუღებელია, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხის გაჭირვებას იყენებს.

    “ინიციატივა, რომ თითოეულ ადამიანს მეტად დაეხმაროს მთავრობა, სწორია, ეს არის ის, რასაც ევროპული საქართველო თავიდანვე ითხოვდა. მაგრამ, არასწორი და მიუღებელია, როდესაც მთავრობა ადამიანების გაჭირვებას იყენებს საკუთარი წინასაარჩევნო მიზნებისთვის და ადამიანებს ეხმარება არა მაშინ, როდესაც მათ უჭირთ, არამედ მაშინ, როდესაც მათგან ხმები სჭირდება”, – ამბობს ბაქრაძე.

    ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

    გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

    მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

  • სახელმწიფო ფრონტერას თანამშრომლებს ერთჯერადად 1 200 ლარის დახმარებას გაუწევს – თურნავა

    სახელმწიფო ფრონტერას თანამშრომლებს ერთჯერადად 1 200 ლარის დახმარებას გაუწევს – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფრონტერას 84 თანამშრომელს მთავრობა 1200 ლარით დაეხმარება.

    თურნავას თქმით, ამჟამად მთავრობა ფრონტერასთან “საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია და გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად შეხვედრისთვის ემზადებიან.” ამავდროულად თურნავას თქმით, დიდ პრობლემად რჩება იმ 84 თანამშრომლის სახელფასო დავალიანების საკითხი, რომელიც ფრონტერამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა.

    “ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეს ადამიანები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნავთობისა და გაზის კოროპორაციამ ერთჯერადი დახმარების სახით გაწიოს 1 200 ლარის სახით. ამასთან, „ფრონტერას“ მოვუწოდებთ, რომ დღესდღეობით, როდესაც შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, მოველით, რომ ამ სახელფასო დავალიანებას დაფარავენ“, – აღნიშნა თურნავამ.

    შეგახსენებთ, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

  • გამოართვით ყველას ყველაფერი და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება – უგულავა

    გამოართვით ყველას ყველაფერი და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება – უგულავა

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შეურაცხმყოფელია. უგულავა მიიჩევს, რომ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მთავრობისგან შეთავაზებული დახმარება, რადგან ეს მათ ეკუთვნით, შემდგომ კი არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ.

    “გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო, თუ გინდათ, აი, ასეთ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, აი ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ.

    ეს მთავრობა სხვა არაფერზე რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

    ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, გააგდებინეთ ყვავს კაკალი პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია და გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები და გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე”, – ამბობს უგულავა.

    ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

    გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

    მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

  • როდის მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას 17 წლამდე ბავშვები – ტიკარაძის განმარტება

    როდის მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას 17 წლამდე ბავშვები – ტიკარაძის განმარტება

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე გადაეცემათ.

    ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

    „განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს ერთჯერადად 200-ლარიანი დახმარება გადაეცემათ.

  • გოგო, რომელიც სამი დღის წინ ფოთში ხიდიდან გადახტა, რიონში გარდაცვლილი იპოვეს

    გოგო, რომელიც სამი დღის წინ ფოთში ხიდიდან გადახტა, რიონში გარდაცვლილი იპოვეს

    სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.

    შსს–ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ბაჩანა ლობჟანიძე ჩანერგილია, არ გამოვრიცხავ, რომ მან გაიტყუა სახლიდან – თამაზაშვილი

    ბაჩანა ლობჟანიძე ჩანერგილია, არ გამოვრიცხავ, რომ მან გაიტყუა სახლიდან – თამაზაშვილი

    თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს რომ თამარის შეყვარებული იყო, ჩანერგილია.

    “ბაჩანა ლობჟანიძეძე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერგილი პიროვნება, სპეციალურად მოგზავნილი. მარიამ ვარდიაშვილის ჩვენება წავიკითხე – ბაჩანა სთხოვა თამარის გაცნობას. ის ჩანერგილია ალბათ შსს–ს მიერ. ის ბრძანდებოდა შსს–ში ტელეფონით, ვის უშვებენ შსს–ში ტელეფონით? კითხვები არ გიჩნდებათ?”,– ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

    მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს გატყუებული მისი შვილი სახლიდან. ეს ეჭვი, თამაზაშვილის განცხადებით, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი ინტერვიუები და ფოტოები ნახა.

    “შსს–ში მე დავაყენე ბაჩანა ლობჟანიძის ფსიქიკური პრობლემების საკითხი და ამაას გადავამოწმებთქო. რატო არ დადეს, ფსიქიკურად ნორმალურია თუ არა ეს ბიჭი”,– განაცხადა თამაზაშვილმა.

    ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურასთან დღეს შიმშილობა დაიწყო.

  • პროკურატურასთან ვიწყებ შიმშილობას – ბაჩალიაშვილის დედა

    პროკურატურასთან ვიწყებ შიმშილობას – ბაჩალიაშვილის დედა

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, დღეიდან პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს.

    მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყუება და “ღამე არ სძინავთ, სად რა გამოთხარონ, რომ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია”. თამაზაშვილის თქმით, შსს გარეულია მისი შვილის მკვლელობაში.

    “მივმართავთ პროტესტის რადიკალურ ფორმას და დღეიდან პროკურატურასთან ვიწყებ შიმშილობას. ამათ გამოძებას არ ვენდობი. მოვუწოდებ საქართველოს ყველა დედას, ყველა მშვილმკვდარ დედას და ვისაც ცოცხალი ჰყავს შვილი, სანამ არ მოუკლავენ, გვერდში დამიდგნენ. სანამ FBI არ ჩაერთვება და არ დამიდასტურებს, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით არ დაასრულა სიცოცხლე, იქამდე არ დავიჯერებ მაგ ვერსიას”,– განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურის წინ.

    ცნობისთვის, შსს–მ გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ისტორია, საიდანაც, სამინისტროს მტკიცებით, ირკვევა, რომ თამარი სუიციდის მეთოდებს google–ში ეძებდა. 

    უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილი ასევე არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ პროფილს მისი გარდაცვალების შემდეგ.

    გარდა ამისა, შსს ირწმუნება, რომ ბაჩალიაშვილის ნაპოვნი წამლები იმ წამლებს ემთხვევა, რომელიც მან 17 ივლისს “დაგუგლა”.

  • თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტები სრულად ვერ წარმოადგინეს, დახმარებას მიიღებენ – გახარია

    თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტები სრულად ვერ წარმოადგინეს, დახმარებას მიიღებენ – გახარია

    საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის გამო მთავრობას დასახმარებლად 250 000-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან, 170 000-მა პირმა ერთჯერადი 300 ლარი მიიღო , მათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარადგინეს, თუმცა დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა 80 ათასმა თვითდასაქმებულმა.

    “მივიღეთ გადაწყვეტილება, დარჩენილ 80 000-ს მოქალაქეს, რომლებმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა და წარმოადგინა დოკუმენტაცია, დაერიცხოს ეს სამასი ლარი. ამით თვითდასაქმებულთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება” – თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ 80 000 მოქალაქე დახმარებას სექტებრამდე მიიღებს.

  • ყველა სტუდენტს 150-ათას სოციალურ ქულამდე 1 სასწავლო სემესტრს დავუფინანსებთ – პრემიერი

    ყველა სტუდენტს 150-ათას სოციალურ ქულამდე 1 სასწავლო სემესტრს დავუფინანსებთ – პრემიერი

    პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომლის სოციალური ქულაც 150 ათასამდეა, სახელმწიფოს  1 სემესტრს დაუფინანსებს.

    “ასევე, ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ უკვე ერთი წლის სწავლის საფასურს”, – ამბობს გახარია.

    პრემიერ აღნიშნავს, რომ მე–3 ეტაპის სოციალური მხარდაჭერის შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.