Category: ახალი ამბები

  • გაბრიელ სალოსის გამზირზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    გაბრიელ სალოსის გამზირზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ცოტა ხნის წინ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

    შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • სამცხე-ჯავახეთი უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი – ზურაბიშვილი

    სამცხე-ჯავახეთი უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში მოგზაურობას განაგრძლობს. ის სალომე ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად, შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის “აღმოაჩინე საქართველო” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

    ზურაბიშვილის თქმით, სამცხე–ჯავახეთი რელიგიური ტურიზმის ადგილი უნდა გახდეს.

    “მინდოდა ელჩს ენახა სამცხე-ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა. სამცხე – ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვიყვანე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

    “ეს განსაკუთრებული ადგილია. მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა”, – განაცხადა დეგნანმა.

    ელჩის თქმით, სავარაუდოდ, ის კვლავ ესტუმრება სამცხე-ჯავახეთს.

  • გამოართვით ყველაფერი: 200 ლარი, კიტრი და პომიდორი, რაზვადნოი კლუჩი და ხმა არ მისცეთ – თარგამაძე

    გამოართვით ყველაფერი: 200 ლარი, კიტრი და პომიდორი, რაზვადნოი კლუჩი და ხმა არ მისცეთ – თარგამაძე

    “გამოართვით ყველაფერი, 200 ლარი, კიტრი და პომიდორი, რაზვადნოი კლუჩი და ხმა არ მისცეთ”,- ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს წევრი გიგი თარგამაძე მთავრობის მიერ სოციალური დახმარებების დაანონსებას.

    თარგამაძე მოქალაქეებს ღირსეული ყოფის აღდგენისკენ მოუწოდებს.

    “გამოართვით! გამოართვით ყველაფერი. 200 ლარი, კიტრი და პომიდორი, რაზვადნოი კლუჩი, ნარმანია, ლურსმნები, პოლის ჯოხი, მერე ხალხის მოსაგროვებლად 50 ლარი, ბოლო საათებში ზედ 20 ლარი, ხმა არ მისცეთ, დაიბრუნეთ ქვეყანა, აღადგინეთ ღირსეული ყოფა და მიიღეთ ის, რაც თქვენია და რის მეათასედებსაც ასე წყალობად გიგდებენ”, – წერს გივი თარგამაძე Facebook-ზე.

    მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

    გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

    მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

  • სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ – ღარიბაშვილი

    სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ – ღარიბაშვილი

    თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას.

    მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობის “მინისტრის სტიპენდიას” მიიღებენ.

    “განათლება თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროების და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50 პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

    მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამხედრო მოსამსახურეების, მათი მეუღლეებისა და შვილებისთვის ვაწესებთ სემესტრულ, 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდიას”, —აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

    უწყების ცნობით, ასევე, იგეგმება პროექტის – “ჩვენი ჯარი” ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

  • შოთაძე შემპირდა, რომ საქმეში FBI აუცილებლად ჩაერთვება – ბაჩალიაშვილის დედა

    შოთაძე შემპირდა, რომ საქმეში FBI აუცილებლად ჩაერთვება – ბაჩალიაშვილის დედა

    23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა მთავარ პროკურორთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, მთავარი პროკურორი ოჯახს დაპირდა, რომ საქმეში ნებისმიერ ექსპერიტზაზე ფედერალური ბიურო აუცილებლად ჩაერთვება, ამიტომ ჯერჯერობით შიმშილობისგან თავს შეიკავებს.

    “ჯერჯერობით არ ვაპირებ [შიმშილობას], რადგან შემხვდა შოთაძე და შემპირდა, რომ FBI–ს ჩართულობა იქნება, ობიექტურად იქნება გამოძიებული და ვინც არ უნდა იყოს, არავის ხელს არ დააფარებენ და ყველას გამოოაშკარავებენ. მივიღე დაპირება, რომ ნებმისიერ ექსპერტიზაზე, რასაც მოვითხოვ, FBI აუცილებლად იქნება ჩართული”,– ამბობს თამაზაშვილი.

    ის შსს–ს მიერ ექსპერტიზის დასკვნაც ეხმიანება, რომელმაც, სამინისტროს მტკიცებით, დაადგინა, რომ ფურცელზე ჩანაწერი “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. თამარის დედის თქმით, სავარაუდოდ ეს ტექსტი იძულებით დააწერინეს.

    “წერილი სავარაუდოდ იმათ დააწერინეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მზაკვრული გეგმა იყო და ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდებოდა, თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. შესაბამისად, ისიც იყო გამოვკლეული, ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა და დააწერინეს, რომ “გამოიყენეთ თანხა”.

  • ხალხს ფარად გადავეფარეთ, საარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი აბსურდია – ოხანაშვილი

    ხალხს ფარად გადავეფარეთ, საარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი აბსურდია – ოხანაშვილი

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის კრიტიკა ერთჯერად დახმარებებთან დაკავშირებით აბსურდულია.

    ოხანაშვილის შეფასებით, წინასაარჩევნოდ სოციალური დახმარებების გაცემა მოსყიდვა არ არის.

    “თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, ყველაფრის მკადრებელი ხარ პოლიტიკურად. ეს იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომ ვითომ ეს არის პოლიტიკური მოსყიდვა. საუბარი საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით არის აბსურდი”, – ამბობს ოხანაშვილი.

    ქართლი ოცნების წევრი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობას პანდემიის პირობებში “ფარად გადაეფარა” და ერთჯერადი დახმარებების წინასაარჩევნო პერიოდთან და მოსყიდვასთან არანაირ კავშირში არ არის.

    “ჩვენ ვიმყოფებით კრიზისულ სიტუაციაში. ქართული ოცნების გუნდი, არის ის გუნდი, რომელიც მზად არის კრიზისულ სიტუაციებში – ეს უკვე დადასტურდა და ამას უკვე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიეცა შეფასება, გუნდი, რომელიც გადაეფარა საზოგადოებას ფარივით წინ, რომ მათ არ მიეღოთ დარტყმა. ჩვენ გადავეფარეთ ფარად და ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ძალის უპირველესი მოვალეობა.

    ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა მიიღოს დარტყმა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიღაც ვაი პოლიტიკოსების პოლიტიკურ სისულელეებზე საუბრის გამო დავკომპლექსდეთ და საზოგადოებას არ დავეხმაროთ. ვაი პოლიტიკოსებს ვერ ავყვებით. მოვუწოდებთ მთავრობას რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

    ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

    გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

    მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

  • ეს წინადადებები გახარიამ მოახლოებული არჩევნებისა და წაგების შიშით გააჟერა – სამადაშვილი

    ეს წინადადებები გახარიამ მოახლოებული არჩევნებისა და წაგების შიშით გააჟერა – სამადაშვილი

    პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ სოციალურ დახმარებებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ეხმიანება. მსიი თქმით, ეს წინადადებები გახარიამ წაგების შიშის და მოახლოებული არჩევნების გამო გააჟღერა. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დახმარებები აბსოლუტურად არის აცდენილი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს.

    “ის წინადადებაც კი, რომელიც მოახლოებული არჩევნებისა და წაგების შიშით გახარიამ გაჟღერა, არის რეალურად ძალიან აცდენაში იმ საჭიროებებთნ, რაც აქვს ჩვენს მოქალაქეებს და საზოგადოებას. გარდა ამისა, დახმარებების გარდა, ბატონმა გახარიამ თუ შეიძლება აუხსნას მოსახლეობას, რა არის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც შეეხება ბიზნესის გახსნას, იმ პირობების შექმნას, რაც ბიზნესს მისცემს გადარჩენის შესაძლებლობას, რადგან ქვეყნის ტურისტებისტვის თუ ვიზიტორებითვის გახნის პოლიტიკა არის სრულიად აუხსნელი”, — განაცხადა სამადაშვილმა.

    ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

    გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

    მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

  • ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ,,ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, ბაჩალიაშვილმა დაწერა – შსს

    ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ,,ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, ბაჩალიაშვილმა დაწერა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელწერილის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაწერი “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილია.

    “2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.

    შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.

    თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება”,– აცხადებს შსს.

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გარდაცვლილის საფულეში ბევრი ფურცელი აღმოჩნდა, რომელზეც ყოველდღიური ჩანაწერები ეწერა. რამიშვილის განმარტებით, ეს ჩანაწერები არაფრისმთქმელი არ არის და წინასწარ იმის თქმა, რომ ვიღაცას დაუტოვა, არ შეიძლება.

  • აქტიურად გავხსენით საზღვრები, ფრენებიც ინტენსიურად ხორციელდება – თურნავა

    აქტიურად გავხსენით საზღვრები, ფრენებიც ინტენსიურად ხორციელდება – თურნავა

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფრენები ინტენსიურად ხორციელდება. მისი ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება.

    “საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ვხედავთ, რომ ფრენებიც ინტენსიურად ხორციელდება. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა იგივე ეგეოსის ავიახაზებთან. შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ახლა გავედით ბოლოში. აგვისტოს ბოლომდე მინიმუმ ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება, კონკრეტულ თარიღს გამოვაქვეყნებთ. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დღეს აწყობს საბერძნეთსაც და საქართველოსაც”, – აცხადებს თურნავა.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ Lufthansa-ს (კვირაში ორჯერ), Air France-ს (კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (კვირაში ერთხელ) მისცა.  დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს – Wizzar-ს და ryanair-ს ფრენების გაუქმება კიდევ ერთხელ მოუწიათ.

    საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, თუმცა მთავრობამ მაინც საზღვრების არგახსნის გადაწყვეტილება მიიღო. დიმიტრის კარაბალისის განცხადებით, ახსნას ვერ პოულობს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვრები.

    მას ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უპასუხა და თქვა, რომ “გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან”. თურნავას აზრით, საბერძნეთის ელჩი ბერძნულმა ავიაკომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს. 

  • ანანურთან ობიექტში ტრაილერი შევარდა – გარდაიცვალა 2 ადამიანი

    ანანურთან ობიექტში ტრაილერი შევარდა – გარდაიცვალა 2 ადამიანი

    სოფელ ანანურთან მომხდარ ავტოსაგაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი ერთ-ერთ ობიექტთან შევარდა.

    შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.