Category: ახალი ამბები

  • პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი – ბოკერია

    პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი – ბოკერია

    “ეს დღე არის ტრაგიკული დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის დღე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც მრავალი წელია, ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა”, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

    მისი თქმით, პუტინის რუსეთი საქართველოს მტერია და ქართულმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

    “დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ოკუპირებულ საქართველოში. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც, თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ვალია, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ და გვესმოდეს, რომ ვერ მოიტყუებ თავს, რომ მტერს მტერი არ დაუძახო.

    პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ პირველ რიგში თავიდან ავიცილოთ საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის და როცა საქმე მიდის ჩვენი სამშობლოს თავისუფლების დაცვაზე, ამისთვის გვჭირდება საზოგადოების სიმტკიცე და ერთიანობა”,-აცხადებს ბოკერია.

  • მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება – აშშ-ის საელჩო

    მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება – აშშ-ის საელჩო

    აშშ–ის საელჩო საქართველოში რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომს იხსენებს.

    “თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს”,–წერს საელჩო.

    მათი განცხადებით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის მიტაცაებს და ოკუპირებული ტერიტორიის გაფართოვებას.

    “გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას,– წერია აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    საელჩო რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

    “2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ”,–აცხადებს საელჩო.

  • ჩვენ არასდროს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს – გახარია 2008 წლის ომზე

    ჩვენ არასდროს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს – გახარია 2008 წლის ომზე

  • ბაჩალიაშვილის ფეისბუქ პროფილის გაქრობამდე პროფილის ფოტო შეცვლილი იყო – ზეგ-ის დირექტორი

    ბაჩალიაშვილის ფეისბუქ პროფილის გაქრობამდე პროფილის ფოტო შეცვლილი იყო – ზეგ-ის დირექტორი

    კომპანია ზეგ-ის დირექტორი, თამარ კობერიძე მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ მაშინ, როდესაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა და უნდოდა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამოღება, თამარის ფეისბუქ პროფილი გაქრა. მისი თქმით, მან ნახა, რომ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი პერსონალურ ბლოგად იყო გადაკეთებული, ხოლო მისი პროფილის ფოტო შეცვლილი იყო.

    “ჩვენი ერთერთი პოზიტიური საუბარი ფეისბუქზე მინდოდა, რომ ამოეღო გამოძიებას. რომ შევედით სანახავად, გამქრალი იყო მისი ფეისბუქი და Personal Blog-ი ეწერა, ასევე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი რამდენიმე საათით ადრე. შემდგომ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით, მესიჯები დაგვენახა”, – ამბობს კობერიძე.

    ბაჩალიაშვილის Facebook-ანგარიში 28 ივლისს წაიშალა. პროკურატურის განცხადებით, იმავე დღეს, Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართეს განმარტებისთვის – რა შეიძლებოდა, გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი.

    “Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები”,– განაცხადა პროკურატურამ.

    ცნობისთვის, შსს–მ გამაოქვეყნა ბაჩალიაშვილის ბრაუზერის ისტორია, სადაც ჩანს, რომ თამარი 17 ივლისს არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში.

    “ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ”,– აცხადებს შსს.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათი საერთო რაოდენობა კი 1213–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი, მთლიანობაში –994. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    საქართველოში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

  • თამარს ჰყავდა შეყვარებული, რომელიც არ არის ბაჩანა ლობჟანიძე – ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი

    თამარს ჰყავდა შეყვარებული, რომელიც არ არის ბაჩანა ლობჟანიძე – ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი

    23 წლის გარდაცვალილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაქალი დეა კაპანაძე ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარის შეყვარებული არ ყოფილა. მისი თქმით, თამარს ნამდვილად ჰყავდა შეყვარებული, თუმცა ის ლობჟანიძე არ ყოფილა.

    “თამარს ჰყავდა შეყვარებული, რომელიც ვიცი და თვითონაც გამაცნო, ახლაც მაქვს მაგ ადამიანთან კონტაქტი. ის არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. 2015 წელს როცა თამუნამ ჩააბარა [უნივერსიტეტში], რაღაც საგნებზე ერთმანეთს ემთხვეოდნენ და მაშინ დაიწყო მათი ურთიერთობა, 2018–ში დაშორდნენ ერთმანეთს. გაწყდა ურთიერთობა და აღარც ჰქონიათ ურთიერობა”, – ამბობს კაპანაძე.

    მისი თქმით, ბაჩანა ლობჟანიძემ თამარის გარდაცვალების შემდეგ მიწერა.

    “მწერდა და სურათებს, ვიდეოებს მიგზავნიდა, მეგონა კურსელი იყო. არ ვიცი ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხდა, დამრჩა [შთაბეჭდილება], რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. ჩემს გარშემო ყველას მიწერა და უსვამდა უამრავ კითხვას, რომელიც თამუნას ეხებოდა”,– ამბობს დეა კაპანაძე ელისო კილაძესთან ინტერვიუში.

  • გურამიშვილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

    გურამიშვილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

    გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის, შედეგად 3 ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულებიც.

    გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია

  • Facebook-ს და Google-ს ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვა ვთხოვეთ, დაგვთანხმდნენ – პროკურატურა

    Facebook-ს და Google-ს ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვა ვთხოვეთ, დაგვთანხმდნენ – პროკურატურა

    საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, Facebook-ს და Google-ს თამარ ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით მიმართეს, რაზეც ამ კომპანიებმა თანხმობა განუცხადეს.

    “24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოვითხოვეთ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით.

    facebook-ის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად.

    27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Instagram მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

    27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია Google-ს ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Google-ს მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება Google-მ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა.

    28 ივლისს (Facebook ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში Facebook-ს 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. Facebook-მა იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ.

    28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.

    რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას მიმართა მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება.

    5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა facebook და Instagram მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს” – აცხადებს პროკურატურა.

    ცნობისთვის, დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მერე საქმეში FBI ჩაერთვება. მისივე თქმით, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე შეჰპირდა, რომ ხელს არავის დააფარებენ და ვინც არ უნდა იყოს, გამოააშკარავებენ.

  • სანდრო ბრეგაძემ დავით გარეჯში ქვები დაკოცნა

    სანდრო ბრეგაძემ დავით გარეჯში ქვები დაკოცნა

    პრორუსული პარტიის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე დავით-გარეჯში იმყოფებოდა, სადაც ქვებს მოეფერა და დაკოცნა.

    “ვეღარაფერს ვეღარ ვამბობ, ერთადერთი, რაც შემიძლია, გავაკეთო, არის ის, რომ აი, ამ ქვებს ვაკოცო. ამ ქვებს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვაკოცოთ, და აი, ამ ქვებს თითოეული ჩვენთაგანი უნდა მოვეფეროთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, ეს არის საქართველო და ვერასოდეს ვერავინ ვერ წაიღებს ვერც ამ ქვას, ვერც ამ მიწას, ვერც ამ ხეს” – ამბობს ბრეგაძე ფეისბუქის ლაივში.

  • “ქართული ოცნება” არის ოცნება საბჭოთა საქართველოზე – ზურაბ ჯაფარიძე

    “ქართული ოცნება” არის ოცნება საბჭოთა საქართველოზე – ზურაბ ჯაფარიძე

    გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კარგია, რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე თანხმდება, თუმცა არჩევნებში გამარჯვებისთვის ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა აუხსნას, რა შეიცვლება ქვეყანაში არჩევნების შემდეგ.

    “ოპოზიციამ გასაგებად უნდა თქვას, რა იქნება არჩევნების შემდეგ. როგორ შეიცვლება ეს ქვეყანა, რა ნაბიჯები გადაიდგმება, კონკრეტულად ეკონომიკაში რა გაკეთდება, განათლებაში რა გაკეთდება, სასამართლოში რა გაკეთდება – სასამართლოში უკვე გვაქვს წინასწარი შეთანხმება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას. ეს მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი”,– ამბობს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საზოგადოებას აღუწეროს, რა არის “ქართული ოცნება” და რა დევს მის საპირწონედ. ჯაფარიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” არის ოცნება საბჭოთა საქართველოზე.

    “ჩემი ხედვა არის ის, რომ “ქართული ოცნება” არის ჩვეულებრივი ოცნება საბჭოთა საქართველოზე. ამის საპირწონე არის ერთადერთი იდეა, რასაც “გირჩი” ატარებს, მართლა თავისუფალი საქართველო და მართლა თავისუფალი საზოგადოება. ის რასაც ვუყურებთ დასავლეთის ქვეყნებში, რა კეთილდღეობის დონეც მოგვწონს და გვინდა ეგრე ვიცხოვროთ, მაგრამ არ გვესმის, რომ ეს ყველაფერი თავისუფლებამ მოიტანა. გასააზრებელია ეს ოპოზიციის მიერ, რა იდეას ვებრძვით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საბჭოთა საქართველო უნდა დავამარცხოთ მართლა და ამას მხოლოდ თავისუფლების იდეა შეძლებს”,– აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

    ცნობისთვის, შესაძლოა ჯაფარიძემ იმ ოლქში იყაროს კენჭი, რომელშიც ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა. ასეთი თბილისში 2 რაიონია – დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო.