Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი

    8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და  2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ბოლო მონაცემებით საქართველოში:

    • კორონავირუსის ინფიცირებულია – 1 216 ადამიანი;
    • გამოჯანმრთელებულია – 996;
    • მათ შორის გარდაცვლილია – 17;
    • კარანტინის რეჟიმში რჩება – 7 166;
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 203,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
  • სროლა ქობულეთში. თვითმხილველების თქმით გასროლა სუსის ავტომობილიდან მოხდა

    სროლა ქობულეთში. თვითმხილველების თქმით გასროლა სუსის ავტომობილიდან მოხდა

    ცოტა ხნის წინ ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გასართობი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი გასროლა მოხდა. ერთი გასროლა მოხდა ავტომობილიდან, რომელიც თვითმხილველების თქმით სუსის მანქანა იყო და  “სამთავრობო ნომრები“ ჰქონდა. თვითმხილველების თქმით მანქანიდან გადმოსულმა მამაკაცმა კიდევ ორჯერ გაისროლა. მათი თქმით მანქანაში ქალებიც ისხდნენ. ავტომობილმა სროლის შემდეგ ადგილი მალევე დატოვა. ადგილობრივების თქმით ავტომობილი შავი ფერის, დაბურულ მინებიანი ჯიპი იყო.

    სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებულია პატრული.

  • სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ მტრების წინააღმდეგ – მიხეილ  სააკაშვილი აგვისტოს ომის 12 წლისთავზე

    სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ მტრების წინააღმდეგ – მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის 12 წლისთავზე

    “სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ მტრების წინააღმდეგ “- საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 12 წლისთავზე  განცხადება ჰააგის სასამართლოსთან გააკეთა და თქვა, რომ აგვისტოს ომის შესახებ სპეციალისტებმა დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, კერძოდ კი თეა წულუკიანმა ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მანიპულაციები ჩაიდინეს.

    “სანამ პირში სული მიდგას, ვიბძროლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის. ვიბრძოლებ ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშებისა და საქართველოს მტრების, სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ყველაფერში დადგინდება სიმართლე და დადგინდება, ვინ აყალბებს და ვინ არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო გამტყუნდეს, ვინ არის დაინტერესებული იმაში, რომ მტრის, რუსეთის დავალება შეასრულოს, პუტინ-მედვედევის მაშინდელი დაკვეთა შეასრულოს. საქართველოს ოფიცრები, ვინც იცავდა თავის თავისუფლებას, აღმოჩნდნენ გამტყუნებულები. ეს მათ არ გამოუვათ, დარწმუნებული ვარ, დამნაშავე დაისჯება, საქართველო იქნება აუცილებლად თავისუფალი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

  • ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი : პუტინი და სააკაშვილი – კობახიძე

    ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი : პუტინი და სააკაშვილი – კობახიძე

    მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან.

    „დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ 12 წლის წინანდელ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოგვცა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ეს იყო ძალიან მძიმე ქმედებების შედეგი, მე ვიტყოდი – ღალატის შედეგი.

    ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაშინ და მე ვიტყოდი, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა“, – განაცხადა კობახიძემ.

  • ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას – კახა კალაძე

    ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას – კახა კალაძე

    საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

    „ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული – ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით“, – განაცხადა კალაძემ.

    ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

  • არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანად – გიორგი გახარია

    არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანად – გიორგი გახარია

    არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათი განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 251 დევნილი ოჯახისთვის “დირსის” ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 7 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა.

    „დღეს არის 7 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღე, როდესაც დაწყებულმა ომმა დაგვაკარგვინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, დაგვაკარგვინა საქართველოს ტერიტორიის 20 %. დღეს, რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა. ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როდესაც ჩვენ დღეს ასეთი სიხარულით, პირველ რიგში ბავშვების გამო, ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს – ადამიანებს, რომელთაც ამ ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ, სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრისი და წელს წლის ბოლომდე კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს, ეს მაინც არაფერია, იმიტომ რომ ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომ გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ – არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით. საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევამდე – და ეს მიზანია ქვეყნის სრული დეოკუპაცია, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიდგეთ ერთად, ეს ის მიზანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქე. მინდა, ამ ბავშვების სიხარული აუცილებლად გავაზიაროთ და მწუხარებით ქედი მოვიხაროთ, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ვაჟკაცები, რომლებმაც შესწირეს თავისი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და საქართველოს მთლიანობას. მინდა, ამ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში, რომ ამ ქვეყანას აღარ დასჭირდეს სიცოცხლის გაღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

  • 300-მდე ტურისტია ჩამოსული – ნათია  თურნავა

    300-მდე ტურისტია ჩამოსული – ნათია თურნავა

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე, ე.წ. ნაცვალგების პრინციპით 300-მდე უცხოელი ტურისტია ჩამოსული. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

    “5 უსაფრთხო ქვეყნიდან უკვე პირველი რეისები განხორციელდა, სტატისტიკაც გვაქვს. ბოლო რეისის სტატისტიკა არა მაქვს ჯერ, მაგრამ მანამდე იყო ბერლინი, მიუნხენი და პარიზი, შესაბამისად, ე.წ. ნაცვალგების პრინციპით 300-მდე ადამიანია ჩამოსული. ეს არის ის პირველი ტურისტები ვისაც გადააწყდებით ქუჩებში. შიდა ტურიზმის რესურსი მნშვნელოვანია, იმიტომ, რომ ახლა ისეთი ვითარება შექმნაა მთელს ტურისტულ დარგებს მსოფლიოსა და საქართველოშიც, რომ არ არის საუბარი დიდ მოგებებზე და საერთოდ მოგებებზე. საუბარია იმაზე, რომ შეინარჩუნონ თავისი თავი, არ შეამცირონ ადამიანები და შეინარჩუნონ დასაქმებულები”, –  აღნიშნა მინისტრმა პალიტრანიუსის ეთერში.

  • არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, რომ მთავრობას პატივი არ მიეგო ომის გმირებისთვის – თეა წულუკიანი

    არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, რომ მთავრობას პატივი არ მიეგო ომის გმირებისთვის – თეა წულუკიანი

    “არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, რომ მთავრობას პატივი არ მიეგო ომის გმირებისთვის”- ამის შესახებ,  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს.

    არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, როდესაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა, ასევე, დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიის მთავრობა არ მისულიყო და პატივი არ მიეგო პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი შესწირა ჩვენს სამშობლოს და მათი შვილებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, გმირი დედები და ისინი, ვინც მუდმივად იქნებიან ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში, – ამბობს თეა წულუკიანი.

    2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმსხვერპლა.170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია.

  • შსს-მ აღარ გაავრცელოს განცხადებები, რომელიც თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის – რამიშვილი

    შსს-მ აღარ გაავრცელოს განცხადებები, რომელიც თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის – რამიშვილი

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროოს.

    „მოთხოვნა გვაქვს, რომ იმდაგვარი შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პირდაპირ თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის და თითქოს, სხვა ვერსია არ არსებობს, აღარ გავრცელდეს, არც ექსპერტიზის არანაირი შუალედური მონაცემები, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად არის მცდელობა, საზოგადოებაში იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება გარკვეული ჯგუფის მიერ. ეს გუშინაც ვუთხარი მთავარ პროკურორს და დღეს უკვე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლების ჯგუფს მოვახსენე.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა, რომ თამუნას ფსიქოლოგი ჰყავდა, რომ მის საქმეში აღმოჩენილია წერილი, აბები და მერე უკვე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაავრცელეს, რაც პირდაპირ უთითებს, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირ ვერსიაზე არ მუშაობდნენ“, – აცხადებს რამიშვილი.

  • საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი – კიზინგერი

    საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი – კიზინგერი

    საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად მასპინძლობს.

    „დიდი მადლობა ყველას, რომ აქ ვიმყოფებით, დიდი მადლობა ჩემ ევროპელ და ქართველ მეგობრებს, განსაკუთრებით, ბატონო მინისტრო, მადლობა. მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 წელი ძალიან გრძელია, საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, ფაქტობრივად ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის. ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან“, – განაცხადა კინზინგერმა.