Category: ახალი ამბები

  • მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ  გადასვლის უფლება ამ დროისთვის 101 პირს მისცა

    მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ გადასვლის უფლება ამ დროისთვის 101 პირს მისცა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთში მოწვევის საფუძველზე 3 თვის ვადით წასვლაზე დადებითი პასუხი საქართველოს 101 მოქალაქეს გასცეს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ მოქალაქეების ნაწილმა საზღვარი დღეს  გადაკვეთა.

    “საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ,“ – აცხადებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძემ.

    თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს.

    განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომელბმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. განმცხადებელს პასუხი 7 დღეში ეცნობება.

    თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

  • პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

    პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე – ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

    შსს–ს ინფრმაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

    შსს ავრცელებს ინფორმაციას,  რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი.
    სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით.

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

  • ფეისბუქმა, ტვიტერმა და იუთუბმა დონალდ ტრამპს  პოსტი და ვიდეო დაუბლოკეს

    ფეისბუქმა, ტვიტერმა და იუთუბმა დონალდ ტრამპს პოსტი და ვიდეო დაუბლოკეს

    „ფეისბუქმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი მოხსნა იმ მიზეზით, რომ ის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

    პოსტი შეიცავდა ვიდეო კლიპს, რომელშიც „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ბავშვებს „თითქმის იმუნურები“ არიან კოვიდ-19-ს მიმართ.

    “ეს ვიდეო შეიცავს მცდარ განცხადებებს იმაზე, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვს, რაც კოვიდის გარშემო მავნე დეზინფორმაციის შესახებ ჩვენს პოლიტიკას არღვევს,“ განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა.

    ტრამპის საარჩევნო კამპანიამ @TeamTrump იგივე ვიდეო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა ეს ტვიტი საკუთარ გვერდზე გადაიტანა, რაც მოგვიანებით „ტვიტერმა“ მოხსნა (დამალა) კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით.

    კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ @TeamTrump-ის ანგარიში ახალს მესიჯებს ვერ გაავრცელებს, სანამ აღნიშნულ ვიდეოს არ წაშლის.

    ვიდეო „იუ-ტუბმაც“ მოხსნა საკუთარი პლატფორმიდან. ამ შემთხვევაშიც მიზეზი კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა. პრეზიდენტ ტრამპის თავდაპირველი ინტერვიუ „ფოქს ნიუსთან“ ჯერ ისევ დევს „იუთუბზე.“ კომპანიას შეკითხვაზე, თუ რომელი ვიდეო მოხსნა პლატფორმიდან, ჯერ პასუხი არ გაუცია.

    ტრამპის კამპანია სოციალური მედიის კომპანიებს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არსებულ მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, ფაქტია. „სოციალური მედიის კომპანიები სიმართლის არბიტრები არ არიან,“ თქვა საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა კორტნი პარელამ.

    ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით დაავადებულთა უმრავლესობა ზრდასრული ადამიანია, თუმცა არსებობს ბავშვებისა და ჩვილების დაავადების შემთხვევებიც. გარდა ამისა, მათ დაავადების სხვებზე გადადება შეუძლიათ.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზი ამბობს, რომ 24 თებერვლიდან 12 ივლისამდე გამოვლენილი 6 მილიონი შემთხვევის 4,6% 5-14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ 10 მილიონს სთავაზობს მას, ვინც რუსულ დეზინფორმაციას გამოავლენს

    აშშ 10 მილიონს სთავაზობს მას, ვინც რუსულ დეზინფორმაციას გამოავლენს

    შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე საუბრობს.

    შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი იყენებს სტრატეგიის ერთიანობას, „კომუნიკაციის არხებსა და პლატფორმებს, ოფიციალური, არაპირდაპირი და უცნობი წყაროების გამოყენებით”, რათა ცრუ ნარატივები გაავრცელოს და შექმნას.

    სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის ანგარიშში საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი, როგორც ოფიციალური კომუნიკაციის გზებს, ასევე არაპირდაპირ მეთოდებს, მათ შორის სოციალურ მედიაში, პროპაგანდის გასავრცელებლად.

    „პეკინი რუსეთის გზამკვლევიდან სწავლობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად შეთქმულების თეორიების ვებ-გვერდების და არაპირდაპირი არხების გამოყენებას, იმ მიზნით, რომ დემოკრატიულ წესებსა და ინსტიტუტებს ძირი გამოუთხაროს“, – ამბობს ლეა გაბრიელი, ცენტრის კოორდინატორი.

    „დეზინფორმაციის საფრთხე ორივესგან, რუსეთიდან და ჩინეთიდან რეალურია და საშიში“, – ამბობს ის.

    პარალელურად, შეერთებული შტატები 10 მილიონს სთავაზობთ მათ, ვინც მოახდენს ნებისმიერი პიროვნების იდენტიფიკაციას, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობებს ეხმარებიან შეერთებული შტატების მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

    „შეერთებული შტატები არ შეეგუება უცხო [ქვეყნის] ჩარევას ჩვენს არჩევნებში“, – განუცხადა გაბრიელმა „ამერიკის ხმას“. „გლობალური ჩართულობის ცენტრი მსოფლიოს გარშემო პარტნიორებთან მუშაობს, რომლებიც გვიზიარებენ ინფორმაციას არჩევნებში ჩარევის ტაქტიკების შესახებ, რომელსაც რუსეთი და სხვები იყენებენ“, – თქვა მან.

    ცენტრის ანგარიშში შვიდი ვებსაიტი და ორგანიზაცია შესული, რომლებიც რუსული დეზინფორმაციაში გავრცელებაში მონაწილეობენ. მათ შორის მოხვდა ალექსანდრე დუგინის კვლევითი ინსტიტუტი „კატეჰონი“ და „სტრატეგიული კულტურის ფონდი“. ეს ორგანიზაციები ანტიამერიკულ ინფორმაციას ავრცელებენ და რუსეთის პოპულარიზაციას ეწევიან, განსაკუთრებით კოვიდ-19-თან დაკავშირებით.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ზოგადი მიზანი „დემოკრატიული ინსტიტუტების ღირებულების კითხვის ქვეშ დაყენება“ და „შეერთებული შტატების, მისი პარტნიორების და მოკავშირეების ერთიანობის და საერთაშორისო სანდოობის შესუსტებაა”.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • დიმიტრი მედვედევის ოფიციალურმა გვერდმა ფეისბუქზე საქართველო დაბლოკა

    დიმიტრი მედვედევის ოფიციალურმა გვერდმა ფეისბუქზე საქართველო დაბლოკა

    რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა. საქართველოდან მისი ოფიციალური Facebook-გვერდი აღარ იძებნება;

    სავარაუდოდ გადაწყვეტილების მიზეზი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ქართველი ფეისბუქმომხმარებლების რეაქცია გახდა.

    დიმიტრი მედვედევის Facebook გვერდის მოძებნა სხვა ქვეყნებიდან შესაძლებელია.

    რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა და თქვა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა “ნაძირლების ქმედებებს უპასუხა”.

  • დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

    დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

    რუსეთის გადამდგარმა პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა.  საქართველოში მყოფი ვერცერთი ადამიანი   დიმიტრი მედვედევის ოფიციალურ Facebook-გვერდს ვეღარ იპოვის.  მედვედევმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში  დაწერა და  პოსტზე  საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება და უარყოფითი რეაქციები დაიმსახურა.

    იძებნება თუ არა მისი Facebook-გვერდი სხვა ქვეყნებში?! როგორც ირკვევა დიმიტრი მედვედევის Facebook-პროფილი გერმანიაში მყოფი ადამიანებისთვის დაბლოკილი არ არის და  ხელმისაწვდომია.

    რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა – დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე

  • სპეცრაზმი ახალქალაქში – კულიკამის მოსახლეობამ 4 სახლი და სასტუმრო დაწვა

    სპეცრაზმი ახალქალაქში – კულიკამის მოსახლეობამ 4 სახლი და სასტუმრო დაწვა

    სპეცრაზმი და ათობით სახანძრო სამაშველო ჯგუფი ახალქალაქის ქუჩებში. სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რასაც ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ქალაქში დაპირისპირება გამწვავდა.

    ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქში იმ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ჩავიდა, საიდანაც გარდაცვლილი პირია. სოფელ კულიკამის მოსახლეობა ამ წუთებშიც ახალქალაქში იმყოფება,
    დაპირისპირებამ კი ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. მათ მაშტოცის ქუჩაზე 2 ​​საცხოვრებელი სახლი დაწვეს. ცეცხლი წაუკიდეს ლაბანდიანის ქუჩებზე მდებარე სახლებსაც.

    ადგილზე იმყოფება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და მობილიზებულია რეგიონის პოლიცია სრული შემადგენლობით. ახალქალაქში მეზობელი სოფლებიდან რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმები და სახანძროები ამ დრომდე გადაჰყავთ.

    ახალქალაქში სროლა დაახლოებით 19:00 საათიდან დაიწყო. ახალგაზრდები ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ახალქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი დაჭრილი.

  • ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

    შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია და დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

     

  • სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეუფარდა

    სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეუფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    როგორც დაკავებულის ადვოკატმა სოსო ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.

    „მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით მურვანიძე. ჩვენ დავაყენეთ გირაო. მისი დაკამყოფილება არ მოხდა, თუმცა მიმაჩნია, რომ არგუმენტაცია რეალური იყო იმიტომ, რომ საქმის მასალებიდან გამოვდიოდი და ბევრად საფუძვლიანი იყო, ვიდრე დაცვის მხარის, მაგრამ, სამწუხაროდ, გაიზიარა მათი“,- აცხადებს ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.

    შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე – პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

    ამ დროისთვის ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ირაკლი ღლონტი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

  • რუსეთი ახლო მეგობარ ქართველ ერს ყოველთვის უფრთხილდებოდა – კრემლის საგარეო უწყება

    რუსეთი ახლო მეგობარ ქართველ ერს ყოველთვის უფრთხილდებოდა – კრემლის საგარეო უწყება

    სამხერთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი, რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაკეთბულ განცხადებაშია საუბარი.

    “რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მისთვის ახლო მეგობარ ქართველ ერს, რომელთან ერთადაც ერთ იმპერიაში, სხვადასხვა სახელით, წლების განმავლობაში ვიცხოვრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა, ორმხრივი კავშირების სრული აღდგენა და განვითრება ჩვენი ერების გრძლევადიან ინტერესებს ემსახურება”, – წერია კრემლის საგარეო უწყების განცხადებაში.