Category: ახალი ამბები

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი დაიღუპა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი დაიღუპა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევისას ასევე სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

    არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

    ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას თავის ქალა აქვს დაზიანებული, ხოლო ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.

    შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ზურაბ ჯაფარიძე მაჟორიტარად კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის

    ზურაბ ჯაფარიძე მაჟორიტარად კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის

    პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

    ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

    „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.

    იმის გამო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

    მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

    მისივე თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მისი კონკურენტი გია ვოლსკი იქნება და მასთან საჯარო დისკუსიის გასამართად მზად არის.

    „იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან, „საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან“ ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • კიდევ ერთი საეჭვო პიროვნება დეა კაპანაძის ძმაა – ელისო კილაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

    კიდევ ერთი საეჭვო პიროვნება დეა კაპანაძის ძმაა – ელისო კილაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

    ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ ერთი საეჭვო პიროვნება დეა კაპანაძის ძმაა – ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ნიკა გვარამიას გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.

    კილაძის მტკიცებით, როდესაც იგი დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარ დეა კაპანაძესთან ინტერვიუს წერდა, მოულოდნელად მათთან მამაკაცი მივიდა, რომელიც მას დეას ძმად გაეცნო.

    ამის შემდეგ დეა ფაქტიურად გაჩუმდა და საერთოდ არ გააგრძელა საუბარი… ამის შემდეგ ის გავიდა გვერდით ოთახში და ტელეფონით ვიღაცას ანგარიში ჩააბარა. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მეორე პერსონაჟი, რომელიც ამ საქმეში არის აბსოლუტურად საეჭვო, არის დეა კაპანაძის ძმა – ამბობს კილაძე.

    გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ სცადა კაპანაძეებთან დაკავშირება, თუმცა დეა კონტაქტზე არ გამოვიდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღო. კილაძე ამბობს, რომ ერთი ვერსიით, კაპანაძე ყაზბეგშია, მეორე ვერსიით – რაჭაში.

    ელისო კილაძის თქმით, გამოძიებას სურს,  დეა კაპანაძემ მედიასთან არ იკონტაქტოს და “მის იზოლირებას ცდილობენ”.

    “ის გაუჩინარდა და საერთოდ ჰორიზონტზე აღარ ჩანს, წყვეტს ყოველგარ კომუნიკაციას… მას აქვს მიცემული 4 ჩვენება და საუბრობს არა საეჭვო გარემოებებზე, არამედ იმაზე, რომ სუიციდის მცდელობა, შეიძლება იყოს რეალური და სუიციდის მცდელობებს ადრეც ჰქონია ადგილი. ეს არის საერთო სამთავრობო მესიჯბოქსი, – ამბობს კილაძე “მთავარ აქცენტებში” საუბრისას.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

    გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

    სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

    უბედური შემთხვევა სამტრედიაში – სამტრედიის შესასვლელში ცოტა ხნის წინ მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. 

    მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს ხმოვანი სიგნალი რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა მან სავარაუდოდ სიგანლის ხმა ვერ გაიგო.

    მატარებლის შეჯახების შემდეგ მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები  მუშაობენ.

  • გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

    გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სოფელ ვეჯინში მცხოვრები 27 წლის კაცი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს. მას covid-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.

    ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ინფიცირებული პირი ოჯახში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.​ დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

  • “საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს“–სალომე ზურაბიშვილი

    “საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს“–სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიმინალის ფართოდ გაშუქება ახალგაზრდების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. პრეზიდენტის შეფასებით, კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია და საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც არ ხდება სხვაგან:

    “ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან დილიდან საღამომდე მხოლოდ ეს გვესმის. ეს ჩვენს ახალგაზრდობას და მათ ფსიქიკას ძალიან ცუდად აღესახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ, არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“ – ამბობს ზურაბიშვილი.

  • რუსთავში მამაკაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა

    რუსთავში მამაკაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა

    რუსთავში, კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 64 წლის კაცი გადმოვარდა.

    ადგილზე მისულმა  სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.  ადგილზე მივიდნენ  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტის მდომარეობა მძიმეა.

    გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოძიებას ელისო კილაძის დაკითხვას ურჩევს

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოძიებას ელისო კილაძის დაკითხვას ურჩევს

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გამოძიებას ელისო კილაძის დაკითხვას ურჩევს.
    მიხეილ რამიშვილის თქმით, ელისო კილაძის დაკითხვა მათივე ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან კილაძე არა ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრობს, რომ თითქოს მას ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ბაჩალეიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

    “არა ერთ პირდაპირ ეთერში ელისო კილაძემ თქვა, რომ ვიღაც დაუკავშირდა და უთხრა, თითქოს თამუნა ბაჩალიაშვილს, რაღაც ვებ გვერდთან ჰქონდა შეხება, რაც ელისოს ჩაწერილი აქვს. თუ ასეა ელისოც დაკითხონ, ეს გამოძიების ინტერესებიდან მომდინარეობს , დაინტერესდეს გამოძიება.

    ვინ დაურეკა  ელისო კილაძეს , რა იცის იმ ადამიანმა და რა ინფორმაცია მიაწოდა მას. მე არ ვიცი მასთან რა ილაპარაკა იმ ადამიანმა.“– ამბობს რამიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სავარაუდოდ თვითმკვლელობის ვერსიისკენ იხრება, თუმცა ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მის მკვლელობაზე საუბრობენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ. ბოლო დღეებში გაჩნდა ვერსია, რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა კომპანიას უკავშირდებოდეს, რომელშიც ის მუშაობდა. 

  • ექიმს, რომელიც ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობს კორონავირუსი დაუდგინდა

    ექიმს, რომელიც ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობს კორონავირუსი დაუდგინდა

    ექიმს, რომელიც გორის, მცხეთისა და თბილისის 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა.

    ინფორმაციას ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” შიდა ქართლის წარმომადგენელი ადასტურებს. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მედიკოსის კონტაქტების დასადგენად.

    დღეისათვის კოვიდ 19-ით 1225 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 1000 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.