Category: ახალი ამბები

  • საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ – ბაჩალეიშვილის დედა

    საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ – ბაჩალეიშვილის დედა

    ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ნებისმიერ დროს შეგხვდებით, თუ რამე კითხვა გექნებათო, ვახტანგ გომელაურის განცხადების საფუძველზე კი ახლა ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

    თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რის გამოც, ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.

    „საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ. შოთაძემ თქვა, წერილები უკვე გაგზავნილიაო, თუ წერილები და მოთხოვნა FBI-ში გაგზავნილია, ჩამოიყვანენ და მერე ეტყვიან, საქმეში ჩაგრთავთ, ან არ ჩაგრთავთო? ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ეს ყველაფერი კი დროის გაჭიანურებას ემსახურება, ამასობაში ექსპერტიზის დასკვნას დადებენ, რომ თვითმკვლელობაა და თვითმკვლელობაზე FBI-ის არ ჩამოიყვანენ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

     

  • სლოვაკეთი ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 3 რუს დიპლომატს აძევებს

    სლოვაკეთი ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 3 რუს დიპლომატს აძევებს

    სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

    ”სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.

    ”ამის გარდა, ადგილი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის გენერალური საკონსულოდან გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რასაც ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე დანაშაული უკავშირდება ,” – აღნიშნა მან.

    BBC-ი წერს, რომ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.

    რუსეთში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს სათანადოდ უპასუხებენ.

    ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიმპლმატი გააძევა, რასაც რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

    ზელიხან ხანგოშვილი ბერლინში შარშან აგვისტოში მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების ვადიმ კ. დააკავეს. მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.

  • გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, მალე დასრულდება – გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე

    შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის გამოძიება სავარაუდოდ მალე დასრულდება.

    „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა გომელაურმა.

    რაც შეეხება ქვეყანაში კრიმინალის ზრდის შესახებ კითხვას, მინისტრის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით ზრდა ან კლება „ჩვეულებრივი თემაა”.

    „ეს სულ მოხდება, კრიმინალის სტატისტიკა ხან მოიმატებს ხან დაიკლებს. გასაკვირი არაა”,- განაცხადა გომელაურმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

  • საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44- ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

    სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

    სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

    „კოვიდ 19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

    “ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით. ზემო სვანეთიდან ტურისტების მიმდებარე რეგიონების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის და ადგილზე გადაკეთებულ საკარანტინო სივრცეებში მათი განთავსების საკითხების დროულ მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება. ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური. ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია. ამჟამინდელი მონაცემებით სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი დარჩა არსებულ სასტუმროებში, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ახალი ფიგურანტები და გავლენიანი პირები ბაჩალიაშვილის საქმეში.ადვოკატი მაღალჩინოსნების ინტერესებზე საუბრობს

    ახალი ფიგურანტები და გავლენიანი პირები ბაჩალიაშვილის საქმეში.ადვოკატი მაღალჩინოსნების ინტერესებზე საუბრობს

    თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვერ ხსნის მიზეზს, რატომ დაიბარეს დღეს ექსპერტიზის ბიუროში, რადგან ახალი არაფერი გაუგიათ. გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახი მხოლოდ იმაში დარწმუნდა, რომ გამოძიება FBI-ის გამომძიებელთა ჩართვის გარეშე ვერაფერს გახდება.

    გარდაცვლილის ოჯახსა და ადვოკატს ექსპერტებმა ვერც გამოძიებიდან სამი კვირის თავზე უპასუხეს, როგორ გაქრა პროგრამისტის ფეისბუქი. არ აქვთ პასუხი, მართლაც თამარმა მისცა ეს დავალება თუ სხვა პირების ჩარევით გაუქმდა.

    ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში დებენ პირობას, რომ ყველა მასალას, რომელიც ლეპტოპში შეიძლება ყოფილიყო აღადგენენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ, როცა საქმეში Facebook – ის ადმინისტრაცია და ამერიკელი გამომძიებლები ჩაერთვებიან, მანამდე გამოძიება მორიგი სასწაულის იმედზეა.

    მიხეილ რამიშვილი საქმეში ახალი ფიგურანტების გამოჩენის შესახებაც საუბრობს, მისი თქმით, მოწმეთა ახალმა ჩვენებებმა დაადასტურა ოჯახის ეჭვი, რომ ეს ბანალური მიზეზით თვითმკვლელობა არ ყოფილა.

    ადვოკატი საქმეში მაღალჩინოსნების ინტერესებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ გამოძიებას საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან აქვს და გავლენიანი ფიგურების დახმარებით დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობენ.

    გამოძიებისა და ოჯახის ინტერესების დამცველისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გარდაცვლილის უახლოესი მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებაა. კაპანაძემ გამოძიებას ჩვენება 5-ჯერ მისცა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ხუთივე ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავებულია.

    გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი პირობას დებს, რომ ძალიან მალე საგამოძიებო უწყებას დაუსახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რომლებიც საქმის მთავარი და გავლენიანი ფიგურანტები არიან.

  • მესტიაში  შავღელესთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ მესტიამდე მისასვლელი გზა ჩახერგა

    მესტიაში შავღელესთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ მესტიამდე მისასვლელი გზა ჩახერგა

    ამ დროისთვის მესტიამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია. შავღელეს მონაკევეთზე მეწყერი ჩამოწვა. მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა.

    მესტიამდე მისასვლელ გზაზე კი ავტომანქანების კოლონა დგას, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ. სამართალდამცველები ტერიტორიაზე არც ჟურნალისტებს უშვებენ.

    მეწყერის გამო შესაძლოა წითელ ზონაში ეპიდემიოლოგების ჩასვლა და მოსახლეობისთვის პროდუქტის ჩატანა შეფერხდეს.

    მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სვანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. დღეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მესტიასა და უშგულში კარანტინი გამოცხადდა, რის გამოც იქ მყოფ მოსახლეობას, მათ შორის ტურისტებს და ადგილობრივებსაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ. რეგიონის დატოვების შემთხვევაში მათ 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

  • ხაშურში ბენზინმზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

    ხაშურში ბენზინმზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

    ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის მოშორებით, პარკინგზე, ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი ცისტერნა დახვდათ.

    იყო ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.​ ოპერატიულად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება, საპატრულო პოლიციამ გადაკეტა პერიმეტრი და საშიში ზონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა მოსახლეობა.

    მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

  • ლიბანის მთავრობა გადადგა

    ლიბანის მთავრობა გადადგა

    ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით.

    უახლოეს საათებში ლიბანის პრემიერ-მინისტრი საგანგებო პრესკონფერენციას ჩაატარებს, საიდანაც აცნობებს ქვეყანას მთავრობის გადადგომის შესახებ.

    ჰასან დიაბი მოსხლეობას ბეირუთის დროით საღამოს 7:30-ზე მიმართავს და გადაგომის შესახებ ოფიციალურად იტყვის.

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მძლავრი აფეთქების შემდეგ, ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.

    მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილები მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

    ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში დაზიანდა სახლები. დაიღუპა 160-მდე ადამიანი. სამაშველო-საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშიც გაიგეს. ნიქოზია ბეირუთიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.

    ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

  • ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო – რამიშვილი

    ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო – რამიშვილი

    23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში დაბარების შემდეგ მათ განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვთ, რომლის პროგრამირება და დამუშავება მიმდინარეობს.

    „როგორც გავიგე, რაღაც ინფორმაციები კიდევ მოიძიეს და ამ ყველაფრის პროგრამირება მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა დამუშავდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა“, – განაცხადა რამიშვილმა.

    ადვოკატის განმარტებით, როდის და რა ვითარებაში გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“ გვერდი ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ამერიკიდან შინარსობრივი ინფორმაცია იქნება.

    „ერთი „ფეისბუქის“ გვერდი, რომელიც გაქრა. მეორე, არსებობდა, რომელშიც ვერ შევედით. ვერანაირი კოდი ვერ მოერგო, ვერ გაიხსნა. ამიტომ მიმდინარეობს ახლა იმაზე მუშაობა, რომ დავადგინოთ, რატომ არ მოერგო, არცერთმა ელექტრონულმა და არცერთმა კოდმა არ იმუშავა“, – განმარტავს რამიშვილი.

    ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მასალებს აღადგენენ.

    „როგორც ამბობენ, ყველაფრის აღდგენას და დამუშავებას შეძლებენ. გარანტიას იძლევიან, რომ როდესაც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციიდან შინაარსობრივ ინფორმაციას მიიღებენ, ნდმ-ის დონეზეც კი იქნება ყველაფერი იდენტურიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება და მოთხოვნა, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით“, – აცხადებს რამიშვილი.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.