Category: ახალი ამბები

  • “ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს“ – შაქარაშვილის ბიძა

    “ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს“ – შაქარაშვილის ბიძა

    „ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში“– ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პროკურატურის ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ის ამბობს, რომ ოჯახი გამოძიების ვერსიას ენდობა:

    „საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

    გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ოჯახი თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები– მაგალითად პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, შეწყალება და ა.შ.

    პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს  „ტოიოტა ქამრის“ მგზავრს 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის წარუდგინა ბრალი, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

  • ოჯახი თვლის, რომ  განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად არიან პასუხისგებაში მიცემული – ნიკოლაძე

    ოჯახი თვლის, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად არიან პასუხისგებაში მიცემული – ნიკოლაძე

    „ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის 5 მგზავრისა, სხვა პირები ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ აღნიშნულ დანაშაულს.

    „საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

  • მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას – მირიან ნიკოლაძე

    მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას – მირიან ნიკოლაძე

    გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

    მისი თქმით, ოჯახი ასევე თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს.

    „დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

    ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა.

  • როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ და ქედს ვიხრი მათ წინაშე – ზურაბიშვილი შინდისის გმირებზე

    როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ და ქედს ვიხრი მათ წინაშე – ზურაბიშვილი შინდისის გმირებზე

    პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამაყია შინდისის გმირებით და ქედს იხრის მათი ხსოვნის წინაშე. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ.

    “სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ.

    თავდადებისთვის მზადყოფნა ჩვენი ეროვნული სულისკვეთებაა. საქართველო აქამდე სწორედ ამ თავდადებამ მოიყვანა.

    სამშობლოსათვის დაღუპულთა პატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა და მათი თავგანწირვის მაგალითზე შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი.

    როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!”- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

  • შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს – პროკურატურა

    შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს – პროკურატურა

    პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს.პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ის შურიძიების მიზნით, თბილისში, ნაძალადევში დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით უკან მცხეთის მიმართულებით გაემართა.

    “დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

    “გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, — აღნიშნავენ პროკურატურაში.

    ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

    პროკურატურამ ხუთივე თავდამსხმელის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.

  • ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში! – ელისო კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

    ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში! – ელისო კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

    “შეიცვლება ხელისუფლება და ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში !”- ასე ეხმაურება “ქრონიკს+”- ის რედაქტორი ელისო კილაძე შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას,  რომლის მიხედვითაც დაკავებული 17 პირიდან სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ 5 პირის მიმართ დაიწყო.

    “როგორც მოსალოდნელი იყო,შაქარას მკვლელობის საქმეზე ბრალი მხოლოდ ქამრის მგზავრებს დაუმძიმდათ,ჩაირბინა,გაეკიდნენ,სცემეს,წყალში გადააგდეს ვერსიით!
    ნიკა ჟვანიას უშველა ასკანელმა ძმამ,ნათლია გოჩამ !
    შეიცვლება ხელისუფლება და ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში !”- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

  • შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა

    შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

    “პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო, – აღნიშნეს ბრიფინგზე.

    პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

    ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

    თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

    მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ.

    დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

    პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით.

    გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად  გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

    გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

    ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

    გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

    ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

    გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი,  საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

    გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.”

  • ლევან კობერიძე ლელოში გაწევრიანდა

    ლევან კობერიძე ლელოში გაწევრიანდა

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე პარტია “ლელოში” გაწევრიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცელა. ხაზარაძის თქმით, ლევან კობერიძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

    “მე ამ ადამიანებთან, ამ გუნდთან ერთად ვაკვირდებოდი დიდი ხანის განმავლობაში, მე ჩემი მხრიდან, ისინი თავის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის”, – თქვა ლევან კობერიძემ.

  • პროცესი, რომელიც რუსეთმა საქართველოში 2008 წლის ომით დაიწყო, ჯერ არ დამთავრებულა – ამერიკელი გენერალი

    პროცესი, რომელიც რუსეთმა საქართველოში 2008 წლის ომით დაიწყო, ჯერ არ დამთავრებულა – ამერიკელი გენერალი

    საქართველოში შეჭრიდან 12 წლის შემდეგ რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს. ომი, რომელმაც რეგიონში რუსეთის ექსპანსიური ზრახვები გამოაჩინა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დამთავრდა, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს.

    „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს ჯარების მთავარსარდალი 2008 წელს, ამერიკის არმიის გენერალი ჯონ კრადოკი ამბობს, რომ ნატო რუსეთის ამ ნაბიჯს არ მოელოდა. ის შეერთებული შტატების როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკამ აქტიური როლი ითამაშა ომის მასშტაბების შემცირებასა და თბილისის დაცვაში. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი გენერალ კრადოკს იმ დროისთვის ნატოში ომთან დაკავშირებულ მიმდინარე დისკუსიაზე, ომის დაწყებაზე, მის შედეგებზე და იმაზე ესაუბრა, იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება.​

    გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. 12 წლის წინ, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. იმ დროისთვის თქვენ ნატოს ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყავით. როგორ იხსენებთ ომის დაწყებას? რა მოვლენები გახსოვთ განსაკუთრებით იმ დღეს?

    ამ დროისთვის, საქართველოს ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში იყვნენ დისლოცირებული. ჩვენს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, როდესაც საქართველოს მთავრობა მათ სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდა, ამის უზრუნველყოფა ჩვენ უნდა მოგვეხდინა. გენერალმა მალენმა [აშშ-ის გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელი] მითხრა, რომ ქართველები დაუყოვნებლივ საქართველოში უნდა დაგვებრუნებინა. სიტუაცია ძალიან რთული იყო. რუსეთის ზრახვები უკვე ვიცოდით. ის უნდა გადაგვეწყვიტა ჯარისკაცებს თვითმფრინავით თბილისში დავაბრუნებდით, თუ სადმე სხვაგან გადავიყვანდით და შემდეგ იქიდან მოვახდენდით მათ ტრანსპორტირებას რკინიგზით იქნებოდა ეს თუ სხვა სახმელეთო მეთოდით. საბოლოო ჯამში, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გენერალი მალენი მის რუს კოლეგას დაურეკავდა და ეტყოდა რას ვაპირებდით და რომ მათ უკან უნდა დაეხიათ და ამერიკული თვითმფრინავები საქართველოში უნდა შეეშვათ. ეს ზარი შედგა და როგორც ახლა ვიცით, ჯარისკაცები საქართველოში 24 საათში უპრობლემოდ დაბრუნდნენ. მეც დაუყოვნებლივ დავბრუნდი ნატოში სიტუაციაში გასარკვევად. ბევრი რამ ჯერ ისევ უცნობი იყო.

    ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რომლსაც დღემდე ვისმენთ ისაა, თუ ვინ დაიწყო ომი. ამ კითხვის მანიპულაციით რუსეთმა საქართველოს ზოგიერთ მეგობარსაც გაუჩინა კითხვის ნიშნები. როგორ გახსენდებათ მაშინდელი დისკუსიები? რა ხდებოდა, ვინ რას ამბობდა? თქვენ, პირადად, რას ფიქრობდით იმაზე, თუ რა მოხდა?

    დისკუსია პირველ რიგში იმას ეხებოდა, თუ როგორ მოხდა ეს ისე, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით. ამ გადმოსახედიდან, არ ვიცოდით იმიტომ, რომ ყოველ წელს, რუსეთის ჯარი ქვეყნის სამხრეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს წვრთნებს ატარებდა. ყოველ წელს ისმოდა იარაღის ჟღარუნი და ფართო-მასშტაბიანი წვრთნების შემდეგ სამხედრო დანაყოფები საკუთარ ბაზებში უკან ბრუნდებოდნენ. მეორე მიზეზი რატომაც არ ვიცოდით ის იყო, რომ სადაზვერვო სენსორები განუსაზღვრელი რაოდენობით არ გვაქვს და ის რესურსი, რაც მანამდე შეიძლებოდა ევროპის სარდლობისთვის გამოგვეყენებინა, ავღანეთისა და ერაყის ომებზეც განაწილდა.

    თავდაპირველი შეფასება იყო ის, რომ რუსებმა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს და საქართველოში გვირაბის გავლით და სხვა გზებით შეიყვანეს ტანკები და ქვეითი ჯარი. ჩვენ ვიცოდით, რომ სამხრეთ ოსეთში დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი მიმდინარეობდა და ეს სამწუხარო ფაქტი იყო. როგორც თქვენ თქვით, მოგვიანებით, წარმოიქმნა ნარატივი, რომ ომი ქართველების მიერ განსაკუთრებით აგრესიულ თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯი იყო. არ მგონია ეს შეხედულება ოდესმე რომ დადასტურებულიყო, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ჯერ ისევ შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი. ჩემი აზრით, ეს პროვოცირების გარეშე არაპროპორციული რეაგირება იყო დაბალი ინტენსივობის კონფლიქტზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, შეერთებულ შტატებს შეეძლო უფრო მეტის გაკეთება კონფლიქტამდე და განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ?

    იმისთვის, რომ რამე წინასწარ გააკეთო, წინასწარ უნდა გქონდეს ინდიკატორები და გაფრთხილებები. ჩვენ ასეთ გაფრთხილებებზე კომუნიკაცია არ გვქონია. ვიცოდით ის, რომ რუსეთი, როგორც სხვა დროს, სამხედრო წვრთნებს ატარებდა, მაგრამ ეს ნორმალური იყო, ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა. წინასწარ განგაშის ინდიკატორები რომ გვქონოდა მოვიქცეოდით სხვანაირად? კი. შეგვეძლო ჯარის მზადყოფნის ბრძანება გაგვეცა, რეგიონში საჰაერო შესაძლებლობები გაგვეძლიერებინა, საზღვაო მობილიზება, სტამბოლის შეთანხმების გამო რთული იქნებოდა, რაც მოგვიანებით ასეც იყო, როცა შავ ზღვაში გემი-ჰოსპიტლის გაგზავნა დავაპირეთ. რეგიონში საჰაერო ძალების მობილიზება შეკავების ყველაზე კარგი მეთოდი იქნებოდა.

    საქართველოს მაშინდელი მთავრობა ამბობდა, რომ ამერიკის პოლიტიკურ წრეებში უმაღლეს დონეზე ეუბნებოდა კოლეგებს, რომ რუსები თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. სამხედრო თვალსაზრისით რაიმე სახის სხვა ინდიკატორებია საჭირო?

    როცა ასეთი ინფორმაცია ამერიკის სადაზვერვო ქსელში სათანადო არხებით შემოდის, მისი გადამოწმება ხდება. მე არ ვიცი მოხდა თუ არა ეს და იყო თუ არა რაიმე სახის ვერიფიკაცია. ასევე არ ვიცი საქართველოს მთავრობამ გამოგზავნა თუ არა ეს ცნობები. თუ მათ ეს გაფრთხილებები გამოგზავნეს და ვიღაცამ მათ ყურადღება არ მიაქცია, სირცხვილი მათ.

    რაც ვიცი ისაა, რაზეც მაშინ ვფიქრობდით. რამდენად შორს წავლენ რუსები? გაჩერდებიან თბილისთან თუ შევლენ ქალაქში? ეს ძალიან გვაღელვებდა. მაშინ ამერიკის ელჩთან, ჯონ ტეფტთან და ქვეყანაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის დროს ჩვენ, ევროპის სარდლობამ, წამოვაყენეთ იდეა, რომ თბილისში ამერიკული თვითმფრინავი გაგვეშვა ჰუმანიტარული დახმარებით. ამით, საქართველოს მთავრობასაც დავეხმარებოდით ომისგან დევნილი ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენაში. რამდენიმე დღეში თბილისში მეც ჩავფრინდი.

    ვფიქრობ, ამ ომზე ბევრი შეცვლილი ისტორია დაიწერა. ადეკვატური გაფრთხილებები, ინდიკატორები, სიგნალები რომ გვქონოდა, ვფიქრობ გვექნებოდა რისკების შემცირების, იმის გათვლის საშუალება, თუ რუსეთი რა რისკებზე წასასვლელად იქნებოდა მზად. მაგრამ წარსულის შეფასებისას, ყველაფერი ყოველთვის კარგად ჩანს.

    როგორ ფიქრობთ, რუსეთის საქართველოში შეჭრის პრევენცია შესაძლებელი იყო?

    რთული შეკითხვაა… ვფიქრობ, რომ ყოფილიყო ინდიკატორები, რომ რუსეთი შეჭრას აპირებდა, შესაძლებელი იქნებოდა დიპლომატიურთან ერთად, სამხედრო მეთოდების მობილიზება იმისთვის, რომ იმ კონკრეტულ დროს ამის პრევენცია მომხდარიყო. ეს მაინც დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ საქართველოში შეჭრაზე ინფორმაცია რამდენად საფუძვლიანი იყო. არ მგონია რუსეთი საქართველოში შეჭრილიყო იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდა, რომ ომის საფასური, მისგან მიღებულ მოგებაზე ძვირი იქნებოდა. ვფიქრობ, ეს რუსეთის მხრიდან საცდელი გამოწვევა იყო, მათ ნიადაგი მოსინჯეს.

    არსებობს შეხედულება, რომ საქართველომ რუსეთის პროვოცირება მოახდინა. თქვენ რას ფიქრობთ?

    არ მგონია ვინმეს შეეძლოს რუსეთის აგრესიის პროვოცირება. რუსეთი, განსაკუთრებით ეს რუსეთი, აგრესიული ქვეყანაა. მე ვფიქრობ საქართველო საცდელი ოპერაცია იყო და მათ ეს ოპერაცია ჩაატარეს. პუტინმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა. მომდევნო წლებში პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯებით მივხვდით, რომ მაშინ ეს სტრატეგია იყო იმისთვის, რომ მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები რუსეთის გავლენის ქვეშ დაებრუნებინა. მე არ მგონია, რომ ეს პროცესი დამთავრდა.

    რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე? უნდა მიიღოს თუ არა საქართველო ნატომ? არის თუ არა საქართველო მზად?

    მე მოვლენებს ცოტა ჩამოვრჩი. ნატოში თანამდებობა ბოლოს 11 წლის წინ მეკავა. ერთი რამის მტკიცედ მჯერა, რომ თუ ხალხს, ქვეყნის მოქალაქეებს სურთ ნატოში გაწევრიანება, მაშინ მთავრობამ ამაში სერიოზული ძალისხმევა უნდა ჩადოს. ამის შემდეგ, ნატომ ქვეყანას, მის მთავრობას გზა უნდა დაუსახოს, რომელიც მათ წევრობამდე მიიყვანს. საქართველოს შემთხვევაში, ქართველ ხალხს სურს ნატოში გაწევრიანება, მთავრობის ხელმძღვანელებსაც სურთ ნატოს წევრობა. მე მჯერა, იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს უსაფრთხოების მომწოდებელი და არა უსაფრთხოების მომხმარებელი. საქართველოს შემთხვევაში, იმ დროისთვის, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს აბალანსებდა. ახლა, ვფიქრობ დროა, რადგან საქართველომ ერაყის და ავღანეთის მისიებში ძლიერი მონაწილოებით დაადასტურა, რომ უსაფრთხოების მიწოდებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია.

    ვფიქრობ, 2008-2009 წლებში საქართველო იმაზე მეტად იყო მომზადებული წევრობისთვის, ვიდრე სხვა ასპირანტი წევრები. ვფიქრობ, ნატომ ზოგიერთი ისეთი ქვეყანა მიიღო, რომლებიც უფრო მეტად უსაფრთხოების მომხმარებლები არიან, ვიდრე მომწოდებლები. არ მგონია, რომ საქართველო ამ კატეგორიაში იყოს. ვფიქრობ, საქართველო ნატოს ძლიერი წევრი იქნება, ალიანსის უსაფრთხოებაში საკუთარ წვლილს შეიტანს და მხოლოდ მისი მომხმარებელი არ იქნება.

    როგორც თქვენ თქვით, 2008 წელს ქართველი ჯარისკაცების ერაყიდან დაბრუნების ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვენ იყავით. გქონიათ თუ არა შეხება ქართველ ჯარისკაცებთან და რას ფიქრობთ ქართულ ჯარზე ზოგადად?

    ერაყში მათთან გარკვეული შეხება მქონდა. ასევე ნატოს მხრიდან, ისინი ნანახი მყავს სამხედრო წვრთნების დროს. მათ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ვფიქრობ, საქართველოს კარგი ჯარი ჰყავს. ომის ერთ ისტორიას მოგიყვებით. რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვეში ქართველ სამხედროებს შევხვდი. თითოეული მათგანი მომიყვა იმის შესახებ, თუ რუსეთის შემოჭრის დროს სად იყო. ასევე მომიყვნენ, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ საკუთარი მაქანებით, ეკონტაქტებიდნენ ერთმანეთს მობილურებითი იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.

    ვფიქრობ, ეს იმის კარგი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ჯარი იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვას, მითუმეტეს მაშინ, როცა ასეთ მტრულად განწყობილი მეზობელი ჰყავს. ვფიქრობ, როცა ნატოდან წამოვედი, იმ დროისთვის ქართული ჯარი ისეთივე ხარისხის იყო, როგორც ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის. ჯარს უნდოდა კარგი ყოფილიყო. ხშირად, როდესაც ქვეყანას სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს, ჯარისკაცები ჯარში იმიტომ მიდიან, რომ სხვა გზა არ აქვთ, ან სხვა სამსახურს ვერ შოულობენ. ქართველ ჯარისკაცებზე მგონია, რომ ჯარში ყოფნა თვითონ უნდოდათ და მათ ამას არავინ აიძულებდა. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს შეინარჩუნოს.

    საქართველომ ავღანეთშიც დაამტკიცა საკუთარი ჯარის ხარისხი.

    დიახ, ყველა რთულ თეატრში, სადაც საქართველო მონაწილეობს, მისი ჯარისკაცები არაჩვეულებრივ გამოცდილებას იღებენ. შემდეგ ისინი შინ ბრუნდებიან და გამოცდილებას საკუთარ თანემებრძოლებს უზიარებენ. ამას სამუდამოდ ვერ გააკეთებ და ამისთვის გაუმართელებელი დანაკარგები ვერ გექნება. უნდა იყოს ბალანსი. და კიდევ ერთი რამ – როდესაც მისიაში მონაწილეობ, მასში წვლილი უნდა შეიტანო. მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ადგილი შეავსო, ან შენი დროშა სადღაც გამოაჩინო და თქვა „აქ ვარ“, ამისთვის მონაწილეობა არ ღირს. ქართველები სწორედ მისიას ასრულებენ და დიდი წვლილი შეაქვთ მასში. ამ გადმოსახედიდან, ნატოში საქართველოსთვის ადგილი არის.

    რუსეთი, რა თქმა უნდა, საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობას სათავისოდ იყენებს და ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში სხვებისთვის იღუპებიან. საქართველოს ავღანეთის მისიაში სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი მსხვერპლი აქვს.

    ეს იმის ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ მათ ენდობიან და მათი სჯერათ. ამიტომ უშვებენ მათ რთულ მისიებში, სადაც მათ მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

    იმ ადამიანებს რომ ესაუბრებოდეთ, რომლებიც შესაძლოა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, რას ეტყოდით მათ? რატომ უნდა იყვნენ საქართველოს ჯარისკაცები ჩართული ისეთ მისიებში, როგორიც ავღანეთის აისაფია?

    პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ჯარი იმდენად კარგია, იმდენად შემძლეა, იმდენად მოქნილია, რომ მას არა მხოლოდ საკთარი ქვეყნის დაცვა, არამედ სხვა ქვეყნების დახმარებაც შეუძლია, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მეტს იღებს საკუთარი ჯარისგან და ამასთან მეტ როლს თამაშობს საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, ქვეყანას საშუალება ეძლევა ნახოს და გაიზიაროს, თუ როგორია საუკეთესო პრაქტიკა, რის სწავლა შეიძლება სხვა ქვეყნებისგან, სხვები გამოწვევებს თავს როგორ ართმევენ , რას აკეთებენ არასწორად.

    და ბოლოს, ყველაფერი რაც რუსეთისგან გესმით, ფრთხილად მოისმინეთ. ამ ყველაფერს კონკრეტული მიზანი აქვს. რუსეთს არსებული წესების შეცვლა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ვფიქრობ უნდა წაიკითხოთ ყველა შეხედულება და გადაწყვეტილებები ინფორმაციის ქონის საფუძველზე მიიღოთ. ასევე შეხედეთ ვინ რას აკეთებს, ვის შეაქვს საკუთარი წვლილი ქვეყნების დასახმარებლად და ვის აქვს ბოროტი ზრახვები. ქართველ ჯარისკაცებს ვეტყოდი, რომ მათ შეუძლიათ გადახედონ საკუთარ ისტორიას და შეხედონ იმას, თუ სად იყვნენ, რა გადაიტანეს და სად მიდიან. რა გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის ისეთი, რამაც სიამაყით სახეზე ღიმილი მოჰფინა. მათ ასევე ბევრი უნდა იკითხონ იმისთვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. თუ ამას გააკეთებენ, ზუსტად ეცოდინებათ ვის დაუჯერონ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყო ჰკითხეთ, როცა ჩვენი გმირების ცხედრები მინდორში ესვენა, თბილისში დისკოტეკები იყო გამართული, რას ზეიმობდნენ? – გომელაური

    ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყო ჰკითხეთ, როცა ჩვენი გმირების ცხედრები მინდორში ესვენა, თბილისში დისკოტეკები იყო გამართული, რას ზეიმობდნენ? – გომელაური

    „ჩვენ ვინც გვეძახის და გვეუბნება, ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებსო, 2008 წელს ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ რატომ მოხდა ომი, ძალიან კარგი იქნება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომდგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ბორდერიზაციის“ შესაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

    „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკებთ, ჩვენ ვერ დავიწყებთ ომს. ზუსტად ვიცი, ჩვენ ვინც გვეძახის და გვეუბნება, ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებსო, ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში 2008 წელს და კითხვას თუ დაუსვამთ, რატომ მოხდა ომი, ძალიან კარგი იქნება და ასევე ჰკითხეთ, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორში და ტყეებში ესვენა, თბილისში დისკოტეკები და კონცერტები იყო გამართული და რატომ ხდებოდა, რას ზეიმობდნენ? კარგი იქნება, ეს კითხვები რომ დაუსვათ მათ”, – განაცხადა გომელაურმა.