Category: ახალი ამბები

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტმა  ნაგვის ურნების შესაძენად 76,000 ლარი გამოყო

    ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ნაგვის ურნების შესაძენად 76,000 ლარი გამოყო

    ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ნაგვის ურნების შესაძენად 76,000 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    ტენდერში გამარჯვებულად შპს ელიტ-ტექნოლოჯი გამოცხადდა, რომელიც 65,699 ლარად მუნიციპალიტეტს 80 ცალ ურნას მიაწვდის და თითოეული ურნა 821 ლარი დაჯდება.

    გამარჯვებული კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი გიორგი მამადაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი +“-ის ყოფილი მეწილეა, თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დღემდე რჩება მისი მეუღლე – თამარ კანდელაკი.

    შპს ელიტ ტექნოლოჯის პოსტ პანდემიურ პერიოდში ჯამში 152 ათას ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. 11 თანამშრომლიდან – 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა – მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

    ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

    აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

    აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

  • ქობულეთში პოლიციელი სცემეს

    ქობულეთში პოლიციელი სცემეს

    ქობულეთში, სოფელ გვარაში  პოლიციელს სცემეს. დაპირისპირება ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა.

    ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოქალაქეებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, მათ გამოჩენას კი მძღოლის გაღიზიანება მოჰყვა.

    სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო.

  • პუტინი ამბობს, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა რუსეთმა უკვე შექმნა

    პუტინი ამბობს, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა რუსეთმა უკვე შექმნა

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა. რუსეთში ამბობენ, რომ ვაქცინა მარეგულირებლების მიერ უკვე დამტკიცებულია. პუტინის განცხადებით, რუსეთში ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის სრულად უსაფრთხოა.

    ვაქცინა, რომელიც პუტინმა წარადგინა, რეალურად არ არის დადასტურებული და მას საბოლოო გამოკვლევები არ გაუვლია. მარეგულირებელმა წამალი სიჩქარიდან გამომდინარე დაადასტურა, რის გამოც სპეციალისტების ნაწილი შეშფოთებულია. მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე რუსეთი გეგმავს ვაქცინის წარმოების დაწყებას. ბაზარზე ვაქცინა სახელით “სპუტნიკV” გამოვა.

    რუსეთში კი უახლოეს პერიოდში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს სწორედ ამ ვაქცინით უმკურნალებენ. კრემლში ფიქრობენ, რომ ვაქცინის არსებობა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და ქვეყანაში ბიზნესები სრული დატვირთვით ამუშავდება.

    “სპუტნიკის მომენტი” – ასე აფასებს კირილ დიმიტიევი რუსეთის მიერ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას და პარალელს ავლებს საბჭოთა კავშირის მიერ 1956 წელს გაშვებულ პირვე თანამგზავრზე “სპუტნიკ1”.

    რუსეთი ამბობს, რომ მათ უკვე აქვთ ვაქცინაზე საერთაშორისო გამოხმაურება და მოთხოვნა. მეტიც, მათ 1 მილიარდ დოზაზე შეკვეთა მიიღეს. ხელშეკრულებით რუსეთმა ყოველწლიურად 500 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა აწარმოოს, არ არის გამორიცხული რუსული კოვიდ19-ის ვაქცინის წარმოება რუსეთსა და ბრაზილიაში მოხდეს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

    ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

    დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში ანტიგენის და ანტისხეულების 200 000 ტესტი შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    “ანტისხეულების 100 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც ამავე ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-საც ამარაგებს. პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ხოლო ანტიგენ 100 000 ტესტის მომწოდებელი კორეული კომპანიაა, რომლისგანაც სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს ტესტები. ტესტები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. სწრაფი ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.“– აცხადებენ სამინისტროში.

  • ახალციხის სასამართლოსთან სავარაუდოდ მარიხუანა იზრდება

    ახალციხის სასამართლოსთან სავარაუდოდ მარიხუანა იზრდება

    ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მარიხუანა იზრდება.

    მცენარის ათობით ძირი ადგილზე “ფორმულას” გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა.

    ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროკომენტარს არ აკეთებს.

  • ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი – რამიშვილი

    ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი – რამიშვილი

    23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის პაროლი შეცვლილი იყო.

    „ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი. ეს იყო მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ჩვენ ვესაუბრეთ და შემდეგი განმარტება მოგვცეს. უნდა გაუქმებულიყო, რადგან პიროვნების სამსახურიდან წასვლა როდესაც ხდება მისი ელექტრონული ფოსტაც უქმდება. გაუქმებასა და შეცვლას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

    შესაბამისად, როდესაც უქმდება, მისი ელეტრონული ფოსტა უნდა გაუქმებულიყო. მანდ გაუქმება არ იყო, ელექტრონული ფოსტა იყო დარჩენილი, მხოლოდ მისი პაროლი იყო შეცვლილი. ჩვენ და გამომძიებელმაც მოითხოვა გადაამოწმონ ვისგან იყო პაროლი შეცვლილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

  • „ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება – არჩილ გაგნიძის ადვოკატი

    „ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება – არჩილ გაგნიძის ადვოკატი

    „ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, – ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

    „მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ ბატონი მირიან ნიკოლაძისგან, მისი საუბარი გადაიტანა პროკურატურამ და გამოსცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი,” – აღნიშნა მამულაშვილმა.

    ადვოკატის განცხადებით, „არ არსებობს ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ბრალდებულების რაიმე სახის შემხებლობას გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან”. მისივე თქმით, ასევე არ არსებობდა არცერთი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა გარდაცვლილთან რაიმე სახის შემხებლობას.

  • ბრალის დამძიმების მოლოდინი არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი

    ბრალის დამძიმების მოლოდინი არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი

    გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვანი ზ.ხ. -ს, მორაგბე არჩილ გაგნიძისა და ნიკა რევაზიშვილის ადვოკატები შევიდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინებათ და საქმის მასალები გადაეცემათ.

    როგორც პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე არასრულწლოვანი ზ.ხ. – ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე არსებული საქმის მასალებით ,,არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ბრალის დამძიმება”.

    „ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. გამომძიებლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბრალი უნდა წარედგინათ, ჩვენ მოვედით. იმედია, რომ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ბრალის დამძიმება და შემდეგ უკვე დეტალურად ვისაუბრებთ. ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე გადმოცემული საქმის მასალებით არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულება რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. გარემოება, რომ ვიღაცამ შაქარაშვილს გზა მოუჭრა, არის აბსურდი, ზ.ხ. დასაწყისშივე ამბობდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად ფერადი შენობიდან და შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონიათ ,” – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

  • ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ყაზბეგში, ლარსის გამშვები პუნქტზე, საზღვრის დაცვის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ადგილზე დაინფიცირებულთა კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

    ინფიცირებული სასაზღვროს თანამშრომლები დღეს გამოვლენილ 14 ახალ შემთხვევაში შედიან.

    11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში ჯამში ინფიცირებულია 1 264 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია – 1 054.  გარდაცვლილია – 17. კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 930;