Category: ახალი ამბები

  • IRI-ის კონტრაქტორები, რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ – მამუკა  მდინარაძე

    IRI-ის კონტრაქტორები, რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ – მამუკა მდინარაძე

    “ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა ჭირთ – პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთრებით, რატომღაც მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება,”  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm, რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს რეალური მონაცემები და რეალური განწყობები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

  • IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციას ძალიან მაღალი შანსები აქვს ივანიშვილის პარტიის დასამარცხებლად – სამადაშვილი

    IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციას ძალიან მაღალი შანსები აქვს ივანიშვილის პარტიის დასამარცხებლად – სამადაშვილი

    ოპოზიციას, გაერთიანებული ძალებით აქვს მაღალი შანსი, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაამარცხოს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა,და  „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები შეაფასა.

    „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა აჩვენებს, რომ თუ არჩევნების შემდგომ, ოპოზიციას კოალიციური გაერთიანება დასჭირდება, მთავარი მოთამაშე ამ კოალიციურ გაერთიანებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.ამასთან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ ოპოზიციას ჯამში აქვს ძალიან მაღალი შანსები და ალბათობა იმის, რომ გაერთიანებული ძალებით დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია. ეს საკმაოდ მყარად არის გარანტირებული ამ კვლევით.მმართველ პარტიას, რომელსაც ტრადიციულად გამოკითხვებში საგრძნობლად მაღალი შედეგები აქვს ხოლმე, ვიდრე რეალური მხარდაჭერა, ამ კვლევითაც კი მხოლოდ მოსახლეობის 33 % უჭერს მხარს, ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ სცენარს, რომელშიც „ქართული ოცნება“ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

  • გამოკითხულთა 64% ევროკავშირში, ხოლო 56% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს – IRI

    გამოკითხულთა 64% ევროკავშირში, ხოლო 56% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს – IRI

    საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები  გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. კვლევის თანახმად, ივნისის მონაცემებით, გამოკითხულთა 56 %  საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხოლო 19%  ნატოს წევრობის ყველაზე მნიშვნელოვან სარგებლად უსაფრთხოება მიაჩნია.

    კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე  რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

  • „ლელომ“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

    „ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

    პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“   თამვჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს მაშტაბით 30 მაჟორიტარული ოლქიდან “ლელომ“ მაჟორიტარები 25 ოლქში დაასახელა.

    მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში  გაიმართა. კანდიდატების წარდგენას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის  მამუკა ხაზარაძის გარდა, „ლელოს“  გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის   ლიდერები ესწრებოდნენ.   ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

    „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

    1 .  ბადრი ჯაფარიძე – საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ბიზნესმენი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი. თსუ-ს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული.  არის თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი. არის ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში. არის ასამდე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი, როგორიცაა, „ბორჯომი“, შატო მუხრანი, ჩაი გურიელი, ლისი დეველოპმენტი, ამერიკული აკადემია, ანაკლია, თიბისი ბანკი და სხვა.

    2. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო.

    3.  გრიგოლ გეგელია –  რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    პოლიტიკური თეორიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში; იდეების ისტორიის მაგისტრის წოდება – ლონდონის უნივერსიტეტში, ისტორიის ბაკალავრიატი დაამთავრა ბრისტოლის

    უნივერსიტეტში. არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში.

    4.       გიგლა მიქაუტაძე – გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ეკონომისტი. განათლება მიიღო გერმანიაში. სტაჟირება გაიარა გერმანიის პარლამენტში. იყო გერმანული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მკვლევარი. არის გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

    5.    ირაკლი კუპრაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    საჯარო სამართლის იურისტი.სამოქალაქო აქტივისტი. თსუ-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე: შრომითი უფლებები, მწვანე პოლიტიკა.  იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.

    6.    ფიქრია ჩიხრაძე – სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ფილოლოგი. პოლიტიკოსი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და  დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის “ივერია-ექსპრესის” მთავარი რედაქტორი; იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი.

    7.  კახა კოჟორიძე – ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    იურისტი. ადვოკატი. არის თსუ-ს და GIPA-ს კურსდამთავრებული. სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონში უნივერსიტეტში.

    იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე  და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

    8.   მურად მურადოვი -მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ქალაქ მარნეულში დაბადებული და გაზრდილი. დაამთავრა თსუ. გახლავთ  პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, მრავალი წელია იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად.  დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეთნიკური უმცირესობების  სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების პროცესში.

    9.  ლევან კობერიძე – ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვისა და ეკონომიკისა კომიტეტების წევრი,  ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე.

    განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. იყო პირველი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი, კლუბ „რა სად როდის“ თანადამფუძნებელი და ქართული ღვინის მწარმობელთა კავშირის თავმჯდომარე.

    10. ეკა ქვლივიძე  – გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, თითქმის 12 წელიწადი მსახურობდა საქართველოს  შეიარაღებულ ძალებში. ბოლო დროს  აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების საგანმანათლებლო საქმიანობასა და აღზრდაში.

    11.  საბა ბუაძე – მთაწმინდა – კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ახალი თაობის პოლიტიკოსი, იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ნიუ-იორკში; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო ორგანიზაციების ანტიკორუფციულ პროგრამებს.

    12.   სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    დაიბადა ცხინვალში. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო  საქართველოს პარლამენტის წევრი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; საერო უნივერსიტეტის ლექტორი; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და შიდა ქართლის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

    13. გიორგი სიორიძე –  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში  მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს  საინვესტიციო ფონდში.

    14.  ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    იურისტი. ადვოკატი 16 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. 2005 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს.  ამჯერად „ლელოსთან“ ერთად იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემის დასამკვიდრებლად.

    15.  ალექსანდრე ახვლედიანი –  ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები და კორუფციასთან ბრძოლის“ დამფუძნებელი. იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

    16.   ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    სამართლის დოქტორი. პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. თსუ-ს,  მოსკოვის დიპლომატიური აკადემიისა და ფრანკფუტის ვიადრინის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მართლმსაჯულების ომბუდსმენი, ,ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი.

    17.   ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ფრანკოს სახელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებული,  იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და კარგად იცნობს ლტოლვილებისა და ეკო-მიგრანტების პრობლემებს. იყო ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

    18. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი. მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამათლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის. არის ეკონომიკის მაგისტრი. არის არაერთი წიგნის ავტორი და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული.

    19.  პაპუნა კობერიძე- გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ინჟინერ-ეკონომისტი, სამართალმცოდნე. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი. იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის  საკრებულოს თავმჯდომარე, არის თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაციისთვის აქტიური მებრძოლი.

    20.  ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი.

    21.          გიორგი ბარამია – ფოთის, სენაკისა და ხობის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    დაიბადა სოხუმში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არის დიპოლომატი და იყო  საქართველოს კონსული  საბერძნეთში.  წლების მანძილზე იყო აფხაზებთან დიალოგის ინიციატორი.

    22.  თორნიკე ართქმელაძე – წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი,  ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს  მოწვეული ლექტორი და იურდიული მიმართულენის ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

    23.  სოსო ლიპარტელიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    ქართველი ძიუდოისტი, სამბოს ეროვნული ფედერაციიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი. პროფესიით მანქანათმშენებელი. პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე. არის მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

    24. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

    25. პაატა ცივაძე – ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

    იურისტი, სამართალმცოდნე. ტერტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიტი. ამ კუთხით განათღლება აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებლებში. არის სახალხო მოძრაობის “იყავი აქტიური საქართველოში” დამფუძნებელი და თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტის გენერალური დირექტორი.

  • ადვოკატების უმრავლესობამ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა – შაქარაშვილის საქმე

    ადვოკატების უმრავლესობამ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა – შაქარაშვილის საქმე

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების უმრავლესობამ საქმის მასალების გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა.

    უფლებადამცველები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება მათ უკრძალავს ილაპარაკონ სიმართლე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმის ახალი ტომები, რომლითაც “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა არ გადაეცათ.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლის შემდეგ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ „მოესპოთ შესაძლებლობა საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე ისაუბრონ”.

    „ჩვენ შევიტანეთ განცხადება, რომლითაც უარს ვამბობთ ჩავიბაროთ საქმის მასალები, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სანაცვლოდ ითხოვს გაუთქმელობის შესახებ ხელწერილისთვის ხელის მოწერას, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი ხელწერის ხელმოწერას გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიბარებთ ამ მასალებს.

    გზის მოჭრა არის ის აბსურდული ვერსია, რომელიც არაფრით არ დასტურდება და ვერ დადასტურდება სასამართლოშიც. ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ მოგვესპოს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება,” – აღნიშნა ბექა ნემსიწვერიძემ.

  • IRI-ის კვლევის მიხედვით ინსტიტუტებს შორის ქართული ჯარი,  საპატრიარქო  და მედია ლიდერობს

    IRI-ის კვლევის მიხედვით ინსტიტუტებს შორის ქართული ჯარი, საპატრიარქო და მედია ლიდერობს

    საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები  გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობა ქართული ჯარის, საპატრიარქოს და მედიის მიმართაა კეთილგანწყობილი.

    ლურჯი ფერი ნიშნავს მოწონებას, მელნისფერი– უარყოფით დამოკიდებულებას, ცისფერი ნიშნავს იმას, რომ ამ პერსონის შესახებ გამოკითხულს არაფერი სმენია, ნაცრისფერი კი ნიშნავს პასუხს – არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.

    როგორ შეაფასებთ ჩამოთვლილი ინსტიტუციების მუშაობას?

    ქართული ჯარი – კეთილგანწყობილია 89%

    ნეგატიური პასუხი – 8%

    არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 4%

    საქართველოს საპატრიარქო – კეთილგანწყობილია 85%

    ნეგატიური პასუხი – 11%

    არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 4%

    ქართული მედია – კეთილგანწყობილია 71%;

    ნეგატიური პასუხი – 26%

    არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 4%

    იუსტიციის სახლი – კეთილგანწყობილია 65%

    ნეგატიური პასუხი – 26%

    არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 9%

    პოლიცია – კეთილგანწყობილია 62%

    ნეგატიური პასუხი – 33%

    არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 5%

    კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ  2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში, ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე  რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

  • ნახეთ პოლიტიკოსების და სხვა საჯარო ფიგურების რეიტინგი IRI–ის კვლევის მიხედვით

    ნახეთ პოლიტიკოსების და სხვა საჯარო ფიგურების რეიტინგი IRI–ის კვლევის მიხედვით

    საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხება. მათ შორის პოლიტიკოსების და სხვა საჯარო ფიგურების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას:

    “მე წაგიკითხავთ ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო და სასულიერო პირების გვარებს. გვითხარით თუ შეიძლება თქვენი აზრი მათ შესახებ.“– ასე ჩამოაყალიბა კითხვა IRI-მ.

    ლურჯი ფერი ნიშნავს მოწონებას, მელნისფერი– უარყოფით დამოკიდებულებას, ცისფერი ნიშნავს იმას, რომ ამ პერსონის შესახებ გამოკითხულს არაფერი სმენია, ნაცრისფერი კი ნიშნავს პასუხს – არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.

     

    კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ  2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში, ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე  რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

  • კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?–IRI-ის კვლევის შედეგები

    კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?–IRI-ის კვლევის შედეგები

    საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები  გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგსაც მოიცავს.

    კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას(პირველი არჩევანი)? პასუხები ასე განაწილდა:

    • ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო – 33%
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია– 16%
    • ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატები – 5%
    • ახალი საქართველოსთვის–სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
    • პატრიოტთა ალიანსი–3%
    • ლეიბორისტული პარტია – 2%
    • სამოქალაქო მოძრაობა2%
    • ლელო საქართველოსთვის 2%
    • გირჩი – 2%
    • დემოკრატიული მოძრაობა გაერთიანებული საქართველო – 1%
    • გამარჯვებული საქართველოსთვის – 1%
    • სხვა – 1%
    • არცერთი – 1%
    • არ ვიცი – 17%
    • უარი პასუხზე – 11%

     

    კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ  2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში, ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე  რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

     

     

  • არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებაზე საუბრისთვის – გახარია

    არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებაზე საუბრისთვის – გახარია

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების გადადების პირობა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დღეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ არჩევნების თარიღი გადაიდოს.

    „დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“, -განაცხადა გახარიამ.

  • “პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე”- რა  ჩანაწერი იპოვნეს თამარ ბაჩალიაშვილის  სახლში

    “პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე”- რა ჩანაწერი იპოვნეს თამარ ბაჩალიაშვილის სახლში

    presa.ge-ს რედაქტორი და გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აღმოჩენილი ახალი გარემოების შესახებ წერს:

    “გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ…
    “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”…
    ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური?
    რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?”- წერს გიორგი კაპანაძე.

    18 ივლისს დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში  გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.