Category: ახალი ამბები

  • “საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?“–ოქრუაშვილი ვაკეში ლელოს კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილებაზე

    “საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?“–ოქრუაშვილი ვაკეში ლელოს კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილებაზე

    “ლელოს“ გადაწყვეტილებას, ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძის დაყენების შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცოტა ხნის წინ ლელოს ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათ სიმპატია ქონდათ ელენე ხოშტარიას მიმართ, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია და შესაძლოა ვაკეში კანდიდატურია არ დაეყენებინათ, განსხვავებით სხვა ოლქებისგან, რადგან ლელოს თავიდანვე გაცხადებული ქონდა, რომ ის ოპოზიციის საერთო კანდიდატის შეთანხმების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა. გუშინ ლელომ 25 მაჟორიტარი წარადგინა, მათ შორის ვაკის ოლქში.
    ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე წერს:
    “ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში

    Helen Khoshtaria-ს დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა.
    ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო.
    სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?
    ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს.“– წერს ოქრუაშვილი.
    გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოეხმაურა თავად ელენე ხოშტარიაც:
    “ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!
    არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით.“– დაწერა ხოშტარიამ.
     
  • სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

    სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

    პრემიერ – მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა 2020 წლის დეკემბრამდე ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს. აღნიშნული განცხადება გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

    როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა ის კომპანია, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება, დამატებით სუბსიდირებას მიიღებს 10 თეთრის ოდენობით.

    „ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სექტორალურად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს, ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეობისთვის. მოგეხსენებათ, წელს მთავრობა სუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას და შემდეგი ნაბიჯი, რასაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს, საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბდსიდირების შესახებ 10 თეთრით, საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრი. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით შეიქმნება, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით, ეს ალბათ, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, – განაცხადა გახარიამ.

  • “ამერიკა დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,ნატოსთან დაახლოებაში“–აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

    “ამერიკა დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,ნატოსთან დაახლოებაში“–აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

    შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის ფონდის და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ, ონლაინ კონფერენციაზე ამერიკა-საქართველოს ახლო პარტნიორობაზე, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ორ ქვეყნას შორის მტკიცე სამხედრო პარტნიორობაზე ისაუბრა.

    ბიგანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია. „საქართველოს სჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ბიზნესებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის გარანტი იქნება და სწრაფად გადაჭრის მათ დავებს. უკეთესად დაკავშირებული, ეკონომიკურად უფრო წარმატებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ცენტრალური აზია შედის როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს ინტერესებში. საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ სატრანზიტო ცენტრი იყოს ევრაზიიდან ევროპისთვის. გაზის სამხრეთის დერეფნის დასრულება და ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ლაპილ ლარულის დერეფანი, ამ ამბიციებს დააწინაურებს. ეს ძალისხმევა რეგიონის ქვეყნებს ხელს შეუწყობს წინააღმდეგობა გაუწიონ მტრულ გავლენებს ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც გავლენათა სფეროების შექმნას ცდილობენ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ჩინეთის ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტს და საბანკო სესხებს, რომლებიც მმართველობასა და ავტონომიას ასუსტებს.“

    ბიგანმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის მიზანია „იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლი და შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორების შერჩევაში.“

    ამერიკის მეორე დიპლომატმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და დახმარების მეშვეობით, საქართველომ ააშენა ძლიერი, მდგრადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო თითქმის 6 მილიონი დოლარი კოვიდ-19-ის [წინააღმდეგ ბროლაში] დასახმარებლად და აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტომ (USAID) დამატებით 13 მილიონი დოლარი გამოყო მიმდინარე პროგრამებზე, რომელთა მიზანიც საქართველოზე კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის [შემსუბუქებაა],“ თქვა ბიგანმა.

    რუსულ დეზინფორმაციაზე საუბრისას, სტივ ბიგანმა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არავის უკვირს ის, რომ ამერიკული დაფინანსებით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია რუსული მავნე პროპაგანდის უწყვეტი სამიზნეა.

    მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ლუგარის „ცენტრმა ქართველ ხალხს დაანახა საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის არჩევანის ხელშესახები შედეგი.“

    საუბრის ბოლოს, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ქვეყნის დასავლური მისწრაფებების შესრულებაში და მადლობა გადაუხადა ქვეყანას საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკა დაეხმარება „საქართველოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, შესაძლებლობების გაძლიერებაში და ნატოსთან თავსებადობის დახვეწაში. მხოლოდ 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 66 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო სამხედრო დახმარების სახით. ჩვენ გულითადად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ წვლილს ნატოს ავღანეთის მისიის მხარდაჭერაში და ამერიკისა და ნატოს წვრთნებში სხვაგან.“

    სტივენ ბიგანმა ხაზი გაუსვა ლევან მიქელაძის ფონდის საქმიანობას და წვლილს საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავებაში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აშენებულია საერთო ღირებულებებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ TASS მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც ვიცე-პრემიერის თანაშემწემ განაცხადა, იური ტრუტნევი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

    უცნობია, ისარგებლებს თუ არა ის “ვაქცინით”, რომელიც პუტინის მტკიცებით, უკვე მზადაა და მისმა შვილმაც გამოიყენა.

  • საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 – ით გაიზარდა და 1068 – ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7718. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • ბაჩალიაშვილის ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია – რამიშვილი

    ბაჩალიაშვილის ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია – რამიშვილი

    თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია , – ამის შესახებ, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ადვოკატი გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაშ იმყოფებოდა.

    “7 საათი ვიმყოფებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს, მოტანილი იყო მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონიდან ვნახეთ ინფორმაციის რაღაც ნაწილი, რაც მოვახერხეთ. Whatsapp-ი, Messenger-ი, Facebook-ი, Viber-ი – ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.

    ბოლო ჩატი Whatsapp-ში 24 ივნისიდან არის წაშლილი. ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი. არანაირი ლოკაცია, ადგილმდებარეობა არ არის ნაჩვენები. როგორ შეეძლო განეხორციელებინა გადაადგილება თეთრიწყაროში და იმ ადგილებში, სადაც აღმოჩენილი იყო. თვით გამოძიებასაც, იმ პირებთან ერთად, ვისთანაც დათვალიერებას ვახორციელებდით, ჩემს კითხვებზე არ ჰქონდათ პასუხი.

    ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, ვნახეთ 18 ივლისის , ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც მან გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სევდიანი სახით, ეს იყო მისი გადაღებული სურათები”, – განაცხადა რამიშვილმა.

  • არჩევნების გაყალბების მექანიზმი გარდაბანში – “ოცნება” ოქტომბრისთვის ემზადება

    არჩევნების გაყალბების მექანიზმი გარდაბანში – “ოცნება” ოქტომბრისთვის ემზადება

    მთავარი არხის ინფორმაციით “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გაყალბების მექანიზმი აამუშავა. გარდაბანში “ოცნების” აქტივისტები ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების ასლებს პედაგოგებისგან მოითხოვენ და არც მალავენ, რომ ეს არჩევნებს და ხმის მიცემას უკავშირდება.

    “მთავარმა არხმა” ჩანაწერი მოიპოვა. ხმოვანი შეტყობინება გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა კოლეგებსა და მშობლებს გაუგზავნა. დაწყებითების პედაგოგმა მხარდამჭერების მოგროვება მარნეულსა და გარდაბანში “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და მარნეულის ამჟამინდელი მერის ზაურ დარგალისთვის დაიწყო. ვაგიფა რუსთამოვა დარგალის ძმის სიდედრია და კოლეგებს სწორედ მის მხარდაჭერას სთხოვს.

    მხარდამჭერებს დარგალისთვის, რომ ნამდვილად აგროვებს, ეს ვაგიფა რუსთამოვამ “მთავარ არხთანაც” დაადასტურა. მისი თქმით, საჯარო პირია და ვალდებულია, მმართველ პარტიას დაეხმაროს. მის ქმედებაში კი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ჩანაწერის გასაჯაროებით მაინც უკმაყოფილოა.

    მშობლებსა და პედაგოგების, მათი სიძეების და თუ დედამთილების პირადობების ასლებს, რომ აგროვებს რუსთამოვა, მისი სკოლის დირექტორი ამბობს , რომ ამის შესახებ არ იცის. ჩანაწერში თავისი მასწავლებლის ხმა კი ნამდვილად ამოიცნო. თუმცა ვერც ის ხედავს პრობლემას და ფიქრობს, რომ არჩევნებში მთავარი სწორედ მასწავლებლები არიან.

    რას ფიქრობს თავად მარნეულის მერი და “ქართული ოცნების’” მაჟორიტაროი დეპუტატობის კანდიდატი? ზაურ დარგალმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურავა და შეხვედრაზე უარი თქვა.

    ოპოზიცია ამბობს, რომ მართველმა პარტიამ უკვე დაიწყო ადმინისტრაიცული რესურსის მობილიზება და ამომრჩეველთა დაშინება. მათი აზრით “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს რეიტინგი და მხოლოდ ამ მეთოდების იმედად არის. ამომრჩევლის მოსყიდვას კი ყველა რეიგიონში შეეცდება.

    ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” საჭირო ხმების მობილიზებისთვის არა მარტო მასწავლებლებს, არამედ ყველა საჯარო პირს გამოიყენეს, დააშინებს და სამსახურის დაკარგვითაც დაემუქრება. შეეცდებიან ამომრჩევლის მოსყიდვასაც.

  • ყაზბეგი შეიძლება ჩაიკეტოსო და უფალი ვეღარ მოვა მეორედ? თუ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს? – ბასილ კობახიძე

    “ყაზბეგი შეიძლება ჩაიკეტოსო და უფალი ვეღარ მოვა მეორედ? თუ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს?”,- ამის შესახებ პატრიარქის ყოფილი პრესმდივანი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

    “პატრიარქის მამის სიზმრის საფუძველზე ეკლესია ასწავლის რომ მეორედ მოსვლა სოფელ აჩხოტში, ყაზბეგში იქნებაო, ნიშიც დადგეს იმ ადგილას სადაც მორედ მოსვლა იქნება, აგერაა ფოტოზე. ასევე ეკლესია გაჰყვირის მეორედ მოსვლა ძალიან ახლოსააო. მთავრობა ამბობს კოვიდის გამო ყაზბეგი შეიძლება ჩაიკეტოსო და უფალი ვეღარ მოვა მეორედ? თუ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს? ორი კვირა ვგულაობთ, გადაიდო მეორედ მოსვლა? რატომ სდუმს ამაზე ეკლესია? დიდება მის დუმილს”- წერს ბასილ კობახიძე.

  • ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს- სერგი კაპანაძე IRI-ის კვლევაზე

    ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს- სერგი კაპანაძე IRI-ის კვლევაზე

    “ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს. მისი თქმით „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ ნდობა 33 პროცენტზე დაეცა, რაც სერიოზული დაღმასვლაა.

    “ხელისუფლების ნდობა ჩამოვარდა 33%-ზე, რასაც სხვა კვლევებს თუ შევადარებთ სერიოზული დაღმასვლაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაღმასვლა გაგრძელდება. ამ კვლევაში ჩანს, ხალხს რა აწუხებს ყველაზე მეტად – გაზრდილი ფასები და უმუშევრობა, რაზეც არანაირი პასუხი არ აქვთ. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მეტია. მესამე, კვლევაში ჩანს ის, რომ ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს. ეს სამი კომპონენტი ერთად არის კარგი მანიშნებელი იმის, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე აუცილებლად დამარცხდება.

    რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ჩვენ გვაქვს ზრდის პოტენციალი, ჩვენი საბაზისო პოზიცია ვიცით, რაც არის. ჩვენი ამოცანა იქნება, ეს გავაფართოვოთ იმ მიზნით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები შეუმცირდეს და დამარცხდნენ.ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად რჩება ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის.საბოლოო ჯამში, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ კვლევას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს კარგი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ დაღმასვლას განიცდის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

  • მესტიაში ტესტირებული 600 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდგინდა – ამირან გამყრელიძე

    მესტიაში ტესტირებული 600 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდგინდა – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

    „მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუცია სრულად მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. იმის გამო, რომ 600 ტესტირებულში ერთი დადებითია, ჩემში საიმედო პროგნოზი არსებობს, რომ ალბათ ინფექცია ჯერჯერობით მუნიციპალიტეტში გავრცელებული არ არის. ამიტომ საჭირო იყო ამ მკაცრი ზომების გატარება. დღეს დავაინსტალირეთ ე.წ. სწრაფი, PCR-ის აპარატები მესტიის საავადმყოფოში, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს. ერთდროულად, ყოველ 45-ში შეუძლია 4 ნიმუშის ტესტირება, ანუ დღის განმავლობაში, დაახლოებით 40-50-ის“,- განაცხადა გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.