Category: ახალი ამბები

  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზ.ხ-ს შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან – ადვოკატი

    არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზ.ხ-ს შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან – ადვოკატი

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საქმისახალ მასალებში ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაცაა, რომელიც მისი წინა ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

    „საქმის ახალ მასალებში ამირხანაშვილი არის გამოკითხული დამატებით, ეს მისი მეხუთე ჩვენებაა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება და არ შეესაბამება მის წინა ჩვენებებს. ლოგიკურია, რომ მას სხვაგვარად არ გამოკითხვადნენ. ამირხანაშვილი უარყოფს იმ ფაქტებს რომლის ირგვლივაც ის გამოიკითხა. ეს არათუ დეტალების დაზუსტება, არამედ ჩვენების შეცვლაა,” – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

    მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა.

    „პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაცვის მხარემ არ ითანამშრომლოს მედიასთან, საზოგადოებასთან და არ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაამძიმეს ბრალდება. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან, არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ განხორციელდა ძალადობა და მკვლელობა შაქარაშვილთან მიმართებით. პროკურატურამ ზუსტად ამიტომ მიმართა ამ ხრიკს, რომ ვერ გაიგოთ ინფორმაცია, რის საფუძელზეც მოახდინეს ბრალის დამძიმება“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

    ცნობისთვის, პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

  • “პირველ ადგილზე ვართ ჩვენ”-  ირმა ინაშვილი IRI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს

    “პირველ ადგილზე ვართ ჩვენ”- ირმა ინაშვილი IRI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს

    “პირველ ადგილზე ვართ ჩვენ” – “პატრიოტთა ალიანსი”  IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს.  პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ მათი პარტია პირველ ადგილზეა და “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” უსწრებს.

    “დღეს ჩვენ წარმოვადგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას ან ვის კანდიდატს დაუჭერთ მხარს. პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ, მეორე ადგილზე იყო “ქართული ოცნება”. ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს საქართველოში,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?–IRI-ის კვლევის შედეგები

  • ბაგა-ბაღების თანამშრომლებს სექტემბრიდან ხელფასები 10-20%-ით გაეზრდებათ –  გვანცელაძე

    ბაგა-ბაღების თანამშრომლებს სექტემბრიდან ხელფასები 10-20%-ით გაეზრდებათ – გვანცელაძე

    “ბაგა-ბაღების თანამშრომლებს სექტემბრიდან ხელფასები 10-20%-ით გაეზრდებათ”- ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.  მისი თქმით თქმით, ანაზღაურება ფუნქცია-მოვალეობების მიხედვით 10%-დან 20%-მდე მოიმატებს.  აღმზრდელ პედაგოგებს და თანაშემწეებს 20-%-ით, სასწავლო ნაწილის კოორდინატორებს — 15%-ით, დირექტორებს 10%-ით და ა.შ.

    “ჯერ კიდევ გასულ წელს საქართველოს პრემიერის და ქალაქის მერის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ ბაღის თანამშრომლებს გაეზრდებოდათ ხელფასები. სწორედ, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს უკვე გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა, სექტემბრიდან”, – აცხადებს  კახაბერ გვანცელაძე.

  • ჩინეთში, ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა – REUTERS

    ჩინეთში, ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა – REUTERS

    ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

    მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ქალაქ პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა, ჩინეთი იმპორტირებულ ზღვის და ხორცის პროდუქტებზე კვლევებს აწარმოებს. დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია.

    ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.

    ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

  • თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

    თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

    თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული გუშინ ღამესვე, ცხელ კვალზე დააკავეს.

    საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

  • ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი რომლიც მისცემს ხმას –  ხაზარაძე ხოშტარიაზე

    ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი რომლიც მისცემს ხმას – ხაზარაძე ხოშტარიაზე

    “ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი, რომლიც ამას მისცემს ხმას”- ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ  ვაკეში “ლელოს”  კანდიდატის დაყენება ელენე ხოშტარიასთვისაც კარგიც არის.

    “მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც კარგია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ოპოზიცია მოიგებს და ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი, რომლიც ამას მისცემს ხმას”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    ხაზარაძის განცხადებით,  ამომრჩეველმა დასვა კითხვა, რატომ არ უნდა ჰყავდეს ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლელოს და პარტიამ ეს “ვერ ახსნა”. შესაბამისად, ლელომ ამ მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი დაუყენა ელენე ხოშტარიას, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია და მის მხარდაჭერაზე პარტიები შეთანხმდნენ.

    “ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოს გვითხრა, რომ ვერ გაიგეს მათ, ლელოს რატომ არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი ვაკეში. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ვეღარც ავხსენით ეს ყველაფერი ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, მით უმეტეს, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მოილაპარაკეს. თუ არ მოილაპარაკეს ეს მათი საქმეა”, – განაცხადა ლელოს თავმჯდომარემ.

  • “ლელოს” მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო -ელენე  ხოშტარია

    “ლელოს” მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო -ელენე ხოშტარია

    “ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად”-  ასე გამოეხმაურა, ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი, ელენე ხოშტარია “ლელოს” მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კობერიძის წარდგენას გამოეხმაურა.

    ” ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!

    არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით.”- წერს ელენე ხოშტარია.

  • რუსულ ვაქცინას ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია, შედეგები გამოქვეყნებული არ არის, ამიტომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ – გამყრელიძე

    რუსულ ვაქცინას ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია, შედეგები გამოქვეყნებული არ არის, ამიტომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ რუსულ ვაქცინას, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, რის გამოც მას სკეპტიკურად უყურებენ.

    „რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენთანაც ის ინფორმაციაა, რაც მასობრივი ინფორმაციის წყაროებში არის. ამ რუსულ ვაქცინას, როგორც ვიცით ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია არ არის გამოქვეყნებული მისი შედეგები, ამიტომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა რუსეთის მარეგულირებელმა ის დაამტკიცა გამოყენებისთვის. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი – მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს – კანდელაკი

    მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს – კანდელაკი

    „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხდებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.

    „საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ავიაკომპანიებს, განსაკუთრებით „ვიზეარს“ და „რაინეარს“ საქართველოს მთავრობის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე. ჩვენ მოიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძალაშია ეს აკრძალვა, არის შიში იმისა, რომ ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც, რამდენიმე ათეული ათასი დაბრუნდება არჩევნებისთვის და ხმას მისცემს „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროებიდან საქართველოს მთავრობის შიგნით. ამას ადასტურებს ისიც, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპის დედაქალაქებში პრაქტიკულად საარჩევნო უბნების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა წააგო, მათ შორის, პარიზში. სწორედ ამის გამო საქართველოს მთავრობას უსაფრთო ქვეყნების ნუსხაში არ შეჰყავს პოლონეთი და საბერძნეთი. შეგახსენებთ, საბერძნეთში ძალიან ბევრია ჩვენი თანამოქალაქე, ათეულ ათასობით, შეიძლება ასეულათასობითაც, რომელთა ნაწილსაც საქართველოში დაბრუნება სურს… როცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ეპიდემიოლოგიური სურათით სარგებლობენ, რა შუაშია ეპიდემიოლოგიურ სურათთან არჩევნები? ვირუსი არჩევნების მიხედვით ხელმძღვანელობს? ასევე ისინი სხვადასხვა ავიაკომპანიებს ეუბნებიან არჩევნებამდე მოიცადეთო, რა შუაშია არჩევნები ვირუსთან საერთოდ? ეს არის გამაოგნებელი ინფორმაცია, ფაქტობრივად, პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი უამრავი თანამოქალაქისთვის ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში შემოსვლის აკრძალვასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული, ანტიკონსტიტუციური კარანტინი არა ყველა ქვეყანასთან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებთან, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი და სტატისტიკა აქვთ და დართოს ავიაკომპანიებს ნება, პირველ რიგში, „ვიზიარს“ იფრინონ იმ ქვეყნებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა უსაფრთხოდ აცხადებს. თუ არ არის უსაფრთხო, მაშინ რატომ აცხადებენ მათ უსაფრთხო ქვეყნებად?“ – აღნიშნა კანდელაკმა.

  • მთავრობა ავტომობილების განბაჟებას  2021 წლის მარტამდე გადაავადებს

    მთავრობა ავტომობილების განბაჟებას 2021 წლის მარტამდე გადაავადებს

    პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, განბაჟებასთან დაკავშირებული ცვლილება 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება და არ მოხდება არც საურავების დარიცხვა, რაც, ჯამში, 24 000 ავტომფლობელს შეეხება.

    “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და ფაქტია უკვე, იქნება გრძელვადიანი, ჩვენ რამდენჯერმე მოგვამრთეს ავტოიმპორტიორებმა და ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით განბაჟებასთან დაკავშირებით, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეეხება 24 000 ავტომფლობელს და ესაა 30 მილიონზე მეტი შეღავათი”, – განაცხადა გახარიამ