Category: ახალი ამბები

  • საკვების მეშვეობით COVID-19-ის გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს – ჯანმო

    საკვების მეშვეობით COVID-19-ის გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს – ჯანმო

    მტკიცებულება საკვების მეშვეობით COVID-19-ის გადაცემის შესახებ არ არსებობს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

    “არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქტის ჯაჭვი ვირუსის გადაცემაში მონაწილეობს“, – აღნიშნა მან.

    “რამდენადაც ვიცით, ჩინეთმა ჩაატარა შეფუთვის ტესტირება. გაიტესტა რამდენიმე ასეული შეკვრა, მათგან მხოლოდ ათმა აჩვენა დადებითი შედეგი. ვირუსი, შესაძლოა, მართლაც დარჩეს ზედაპირზე გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ თუ ვირუსი აღმოჩნდება საკვებში, ის განადგურდება მომზადების პროცესში, ისე როგორც სხვა ვირუსები”, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებათა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ

  • ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვაზე გაფრთხილება არ მიგვიღია – სურსათის ეროვნული სააგენტო

    ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვაზე გაფრთხილება არ მიგვიღია – სურსათის ეროვნული სააგენტო

    საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგანშეტყობინება არ მიუღია ,- აცხადებენ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში

    მათივე ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება.

    „გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც, შესაძლოა, გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა.

    სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს.

    ამ ეტაპზე, საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია“,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

    შეგახსენებთ, სააგენტო „როიტერმა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

  • თამარ ბაჩალიაშვილის დედა ხვალ ირაკლი შოთაძეს შეხვდება

    თამარ ბაჩალიაშვილის დედა ხვალ ირაკლი შოთაძეს შეხვდება

    თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება.

    როგორც ბაჩალიაშვილის დედა განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა. თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

    „ჩემი დაბულინგება იყო, მილიონჯერ მკითხეს რატომ არის მიხეილ რამიშვილი თქვენს გვერდით, რა ჰონორარს უხდით, თქვენთან საიდან მოხვდაო. პროკურორი იყო მარიამ გოგორელიანი, წერილი გიორგი კაპანაძის ხელში როგორ მოხვდაო, თან ერთხელ კი არ მკითხა, მილიონჯერ და მერე გამოვიდა და უსირცხვილოდ თქვა, ასეთი რაღაც არ ყოფილაო. თურე, ვიგონებ და ისე ვამბობ, აქამდე რატომ არ მოვიგონე და არ ვთქვი? შვილმკვდარ დედას მეტი საქმე არ მაქვს და ვიგონებ ვის, რა დავაბრალო?გიორგი კაპანაძემ თავისი წყაროთი მოიპოვა წერილი და პროკურორი მეუბნებოდა, გინდა თუ არა, შენ მიეციო, ანძებიდან მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ კაპანაძე შენს სახლში იყოო. მერე რაა, ყველა ჟურნალისტი იყო ჩემთან სახლში. კაპანაძემ წერილი თავისი წყაროდან მოიპოვა და მიიჩნია, რომ ეს გასაჯაროვებელი იყო და გაასაჯაროვა. მაბულინგებდა, მეთქვა, რომ ეს ფურცელი მე მივეცი… ასე რის ეშინიათ? მარტო იმით არიან დაინტერესებული, რითი ვარსებობთ, რას ვჭამთ და ვის ველაპარაკებით, სად მივდივართ და იმ საქმეს ვერ აკეთებენ, რაც საჭიროა. შოთაძეს უნდა შევხვდე ხვალ და პირადად მისგან უნდა მოვისმინო, რატომ ჰყავს პროკურატურას ასეთი არაკომპეტენტური თანამშრომლები“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

  • ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

    ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონი დღეს გაიმართა.

    „2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • შაქარაშვილის საქმის მთავარმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა

    შაქარაშვილის საქმის მთავარმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა

    გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარმა მოწმემ, მისმა მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა.  პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, გურამ ამირხანაშვილი ბოლო, რიგით მეხუთე ჩვენებაში ამბობს, რომ “ტოიტა ქამრიში” იძულებით ჩასვეს. მისივე თქმით, მოპოვებულია ახალი  ვიდეომტკიცებულებებიც. შეგახსენებთ, რომ ამირხანაშვილი ე.წ. ფერადი სახლის უკან იმალებოდა, როცა ტოიოტა ქამრის მგზავრები შაქარაშვილს მისდევდნენ, შემდეგ კი ის ამავე პიროვნებებმა მანქანაში ჩასვეს და თბილისში წამოიყვანეს. ერთ–ერთ ჩვენებაში ამირხანაშვილი ამბობდა, რომ ის იძულებით არ ჩაუსვამთ მანქანაში და უბრალოდ თბილისში  წაყვანა შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა.

    “ამირხანაშვილი ამბობს, რომ იძულებით ჩასვეს მანქანაში… პროკურატურა არაფერს მალავს. ყველა ეს მასალა და მტკიცებულება ადვოკატებს გადაეცათ. თუმცა უშუალოდ ტელევიზიების საშუალებით და სხვა მასმედიის საშუალებით. ყველა ის მასალა, რომელიც საქმეში არის მოთავსებული და აქამდე საჯაროდ ვრცელდებოდა, ასაჯაროებდნენ ადვოკატები თუ ჟურნალისტები. ეს პროცესი ხელს უშლის გამოძიებას. შესაბამისად, ის მოწმეები რომლებიც მოდიოდნენ დასაკითხად, იცოდნენ რა გარემოებების ირგვლივ იკითხებოდნენ, წინასწარ ემზადებოდნენ ამ ყველაფრისთვის და შესაბამისად, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოძიებას. აქიდან გამომდინარე, კონკრეტულად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გახდა, რომ შეზღუდულიყო ინფორმაცია, –  ამბობს დავით ყაზარაშვილი.

    დღეს  მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა განისაზღვროს. სხდომას დღესვე ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანიც დაესწრებიან, ისინი ვისაც ძიება ახლა სისხლის სამართლის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

    დღევანდელ სხდომას ასევე ესწრებიან სახაზინო ადვოკატებიც, რომლებიც პროკურატურამ დაკავებულებს მათი დამცველების მიერ გაუთქმელობის პირობის გაპროტესტების გამო დაუნიშნა.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.5 დაკავებულს რამდენიმე დღის წინ ბრალი გაზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენეს.

  • სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით თბილისიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა

    სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით თბილისიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა.

    ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

    • 16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );


    • 20 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );


    • 23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი -კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );


    • 23აგვისტო,ავიაკომპანია Pegasus Airlines,თბილისი-სტამბოლი(გაფრენა 05:05: ჩაფრენა 06:40 )


    • 28 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );


    • 30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );


    • 31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი -კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ.

     აგვისტოში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

  • რეალურად, რეიტინგი 60%-მდე გვაქვს –  მდინარაძე

    რეალურად, რეიტინგი 60%-მდე გვაქვს – მდინარაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, “ქართული ოცნების” რეალური რეტინგი 60%-ია. ამის შესახებ მდინარაძემ “რუთავი 2”-ის ეთერში, კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

    კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დაუვეთა, გამოკითხულთა 52% არჩევნებში “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 19% – “ნაციონალურ მოძრაობას”.

    “რეალურად, ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის – ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ ციფრების გამართლება მაშინ ასე ვიტყოდი. პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით 33%, თქვენი კვლევით 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 7 თვეში 17.6 %-ით შემცირდა – საქსტატი

    საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 7 თვეში 17.6 %-ით შემცირდა – საქსტატი

    2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17,6 პროცენტით ნაკლებია.საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა.

    აქედან, ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარი (17.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივლისში 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტი შეადგინა.

    საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2015-2020 წლებში ასეთია:

    სტატისტიკის მიხედვით, ივლისში გასულ თვესთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია 5.2%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 20.3 %-ით.

    საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

     

  • ბაჩალიაშვილის ტელეფონში გაუჩინარების დღეს გადაღებული ფოტოები იპოვეს

    ბაჩალიაშვილის ტელეფონში გაუჩინარების დღეს გადაღებული ფოტოები იპოვეს

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი,  მიხეილ რამიშვილი აცხადებს,  რომ გარდაცვლილს გაუჩინარების დღეს რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული.

    რამიშვილის თქმით, ფოტოებზე არ ჩანს, რომ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის განწყობა ჰქონდა.

    “ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა, ძალიან კარგ ხასიათზე არის ბავშვი. სელფი არის გადაღებული. დილის 10:03:43 საათზე არის გადაღებული. გუშინ აღმოვაჩინეთ ფოტოები, თავის მობილურშია“, – აცხადებს რამიშვილი.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს  ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

  • მსჯავრდებულმა საკანში ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები გადაყლაპა

    მსჯავრდებულმა საკანში ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები გადაყლაპა

    სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ლითონის ნივთები გადაყლაპა.

    პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, სიმართლეს არ შეესაბამება. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულის  ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    “მსჯავრდებული ბ.წ. 2019 წლის 19 ოქტომბრიდან სასჯელს იხდის საქართველოს სსკ 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ჩადენილი ჯგფუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

    2020 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებული N6 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იყო გადაყვანილი დიაგნოზით – რეტენციული კბილი. კლინიკაში ჩაუტარდა კბილის ექსტრაქცია, კორტიკოტომია. ამის შემდეგ მას კლინიკაში უტარდებოდა ანტიბაქტერიული და ანალგეტიკური თერაპია, ხოლო 7 აგვისტოს, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, პანდემიის პერიოდში დადგენილი წესის შესაბამისად, გადაყვანილი იყო პენიტენციური სამსახურის სპეციალურ საკარანტინო სივრცეში. მოცემული წესის თანახმად, პატიმარი, რომელიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გაივლის, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავსდება სპეციალურ COVID-19 საკარანტინო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო პერიოდის გავლის და ვირუსზე ტესტირების შემდეგ ბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე.

    2020 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულმა, საკარანტინო სივრცეში ყოფნის პერიოდში გადაყლაპა ლითონის ნივთები (სავარაუდოდ, საკანში არსებული ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები), რის შემდეგაც მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ქირურგიული ოპერაციის გზით მოხდა მოცემული უცხო სხეულების ამოღება.

    კლინიკიდან გაწერის შემდეგ, 2020 წლის 12 აგვისტოს, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა COVID-19-ის საკარანტინო სივრცეში გადაყვანაზე. შესაბამისად, იგი დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში.

    ამჟამად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უტარდება სამოქალაქო კლინიკის მიერ დანიშნული პოსტოპერაციული თერაპია.

    რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ის სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმრის იდენტურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელთანაც თანამშრომლობს სპეციალური პენიტენციური სამსახური და აწვდის მას ყველა საჭირო ინფორმაციას”, – წერია განცხადებაში.