Category: ახალი ამბები

  • სკოლებს სწავლისთვის შაბათი დღის გამოყენება შეეძლებათ

    სკოლებს სწავლისთვის შაბათი დღის გამოყენება შეეძლებათ

    საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები უფრო მეტად განიტვირთოს და მოხდეს 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შესაძლებელია შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება.

    „იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება სკოლა, სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ცვლების დაორგანიზების პროცესი. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს შაბათის დღე, როგორც სასწავლო დღე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს განტვირთული შენობები და ის რეკომენდაცია, რაც არის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოსწავლეებს შორის, იყოს დაცული“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

  • ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არის

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არის

    სვანეთსა და ყაზბეგში და ზოგადად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია,- ამის შესახება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადების რეკომენდაცია არ გაიცემა და ასევე ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.

    „დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. აქედან 6 არის ე.წ ლენჯერის კლასტერი, 11 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მძღოლია.

    ინტენსიური გამოკვლევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, 2 800- მდე ნიმუშია აღებული მესტიაში, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

    მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნო საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ექნება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112- ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევე, თუ არ აქვთ სიმპტომები მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა.

    ხაზს ვუსვამ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. დიდი თავშეყრებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, თავი უნდა ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • “ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“–ტრამპი ამერიკულ საშხაპეებში წყლის ხარჯვის ლიმიტს აუქმებს

    “ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“–ტრამპი ამერიკულ საშხაპეებში წყლის ხარჯვის ლიმიტს აუქმებს

    “ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“– განაცხადა ცოტა ხნის წინ აშშ–ს პრეზიდენტმა და დაიჩივლა, რომ თავი ნორმალურად ვერ დაუბანია. მისი ადმინისტრაცია გამოვიდა ინიციატივით, გაუქმდეს ამერიკული შხაპების სიმძლავრის შეზღუდვა.

    აშშ–ს ენერგეტიკის სამინისტრო ოფიციალურად გამოვიდა წინადადებით შეიცვალოს შხაპში წყლის ხარჯვის დაანგარიშების მეთოდი და ფაქტიურად გაუქმდეს შეზღუდვა, რომელიც თითქმის 30 წლის წინ შემოიღეს, შემდეგ კი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაზუსტდა.

    1992 წლის კანონის მიხედვით (მაშინ პრეზიდენტო ჯორჯ ბუშ უფროსი იყო), ამერიკული შხაპის გამტარიანობა წუთში 9.5 ლიტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

    ეს კანონი ქვეყანამ წყლისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით მიიღო.

    უფროსი ბუშის ეპოქის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და გამოჩნდა რამდენიმე თავიანი საშხაპეები. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კი დააკონკრეტა წესი და დაადგინა, რომ 9.5 ლიტრი წყლის ლიმიტი არა ყოველ ცალკეულ თავს, არამედ მთლიანად საშხაპე კონსტრუქციას ეხებოდა.

    სწორედ ამ წესის შეცვლა უნდა ენერგეტიკის სამინისტროს. მისი ინიციატივით კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ლიმიტი შხაპის ყოველ ცალკეულ თავს ეხება. ანუ, თუ საშხაპეში მაგალითად ოთხი შხაპის თავია, წყლის ჯამური გამტარობა შეიძლება წუთში 38 ლიტრი იყოს.

    ერთი თვის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიჩივლა, რომ თავის ნორმალურად დაბანა არ შეუძლია:

    “ჩართავ შხაპს და წყალი არ მოდის. გინდა ხელი დაიბანო – წყალი არ მოდის. და რა უნდა ქნა? დგახარ შხაპში უფრო დიდხანს. არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ მე თმა იდეალურად უნდა მქონდეს. იდეალურად!“–თქვა ტრამპმა 16 ივლისს თეთრი სახლის წინ მდელოზე გამოსვლისას.

    მანამდე, გასული წლის დეკემბერში ტრამპი ჩიოდა, რომ შხაპში წყალი კი არ მოედინებოდა, წვეთავდა. ცოტა ხნის წინ, კომპანია  Whirpool–ის ქარხანაში ვიზიტისას კი განაცხადა, რომ უკვე გაათავისუფლა ამერიკელი ხალხი შხაპში წყლის ხარჯვის ლიმიტისგან, თუმცა იმ დროისთვის ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება ოფიციალურად გამოქვეყნებული ჯერ არ იყო.

    ორგანიზაციები, რომლებიც ეკოლოგიისა და ენერგომომარაგების საკითხებზე მუშაობენ, ტრამპის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან. ერთ–ერთი მათგანის ხელმძღვანელი, ენდრიუ დელასკი ინიციატივას სულელურს უწოდებს.

    “თუ 4–5 თავიან საშხაპეში თითო თავზე  წუთში 38 ლიტრი წყლის ხარჯვა გექნებათ, უბრალოდ წყალი წაგიღებთ“– უთხრა დელასკიმ ასოშეითედ პრესს.

  • თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ – თამარ გაბუნია

    თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ – თამარ გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, თუკი სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

    „რას ვაკეთებთ, თუ ბავშვს აქვს სიცხე სკოლაში მისვლის პერიოდში – რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის მდგომარეობას და თუ ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა შეიცვალა, აქვს სიცხე, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმი მას შესთავაზრებს იმ საჭირო გამოკვლევებს, რასაც ასეთ დროს ჩვენ სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით ვაკეთებთ. ტესტირების შესაძლებლობა ქვეყანაში ძალიან ფართოდ არის გაშლილი, ტესტირება, ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა, ამ კუთხით პრობლემა და ბარიერი არ არსებობს, მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, ნუ წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ის არის ავად. თუ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, ან თერმოსკრინინგის დროს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკოლაში შესვლამდე, ბავშვს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც ბავშვი იქნება დროებით გადაყვანილი, ვიდრე ექიმის გამოძახება და ბავშვის გადაყვანა მოხდება ან ბინაზე, ან სამედიცინო დაწესებულებაში შემდეგი მეთვალყურეიობისათვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

  • რა პირობებით შეძლებენ სკოლები 15 სექტემბერს სწავლის განახლებას. განათლების სამინისტრომ  რეკომენდაციები შეიმუშავა

    რა პირობებით შეძლებენ სკოლები 15 სექტემბერს სწავლის განახლებას. განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა

    2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს სკოლებში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი.

    რეკომენდაციების მიხედვით სავალდებულოა:

    მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

    შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა.

    შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა.

    სკოლებში პირბადეების რეზერვის არსებობა.

    სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;

    ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება.

    სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა.

    ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე.

    ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება.

    სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

    სკოლებს უფლება ეძლევათ ამ რეკომენდაციების მიხედვით, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:

    თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები).

    განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);

    განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები.

    საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.

    სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი.

    სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

    სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

    განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების, სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლების ჩართულობით, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით შეიმუშავეს და სამინისტროს მიზანია დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ასევე სრულყოფილი სასწავლო გარემო.

     

  • სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება

    სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება

    სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან დაახლოებით 2- თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაასრულა რეკომენდაციების პაკეტის მოხმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ და სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები შეიზღუდოს.

    „მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

  • საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1306- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17 – ით გაიზარდა და 1085-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში 7635. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

  • ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

    ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

    ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. საქართველოს გარდა ისრაელის „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში არიან: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

    ამ ქვეყნებიდან ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს კარანტიის გავლა აღარ მოუწვთ.

    გარდა ამისა, ისრაელის ხელისუფლება სავარაუდოდ 16 აგვისტოდან ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნასაც გეგმავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისრაელში დაინფიცირების მაჩვენებელმა იმატა. ქვეყანაში სულ  90 283  ინფიცირებული და   651 გარდაცვლილია.

  • აფეთქება დიდუბეში – არიან დაშავებულები

    აფეთქება დიდუბეში – არიან დაშავებულები

    დიდუბეში, საცხობი აფეთქდა.აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ორმა თანამშრომელმა დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

    ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

  • “ჩვენი მოკვლევით საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია“–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

    “ჩვენი მოკვლევით საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია“–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

    “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმეში მთავარი ბრალდებული ნიკა ჟვანიაა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

    “ჩვენი მოკვლევით, ჩვენი გამოძიებით და ჩვენი წყაროების ცნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მომარჯვებული საგნის – ე.წ დრინის, გადამწვარი მტკიცებულებების, პროკურატურის ვერსიის შეუძლებლობის და ა.შ. ერთიანობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია, რომელიც დღეს მთავარი პასუხისმგებლობის მიღმაა დატოვებული და მისი ბრალი რაში მდგომარეობს არც ვიცით.

    იგი დაკითხულია ყველაზე გვიან და მემგონი ერთადერთხელ. გვამი გადაადგილებულია, უფრო სწორედ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არის გადაადგილებული და აქედან მოდის ლაქები წინ და უკან, როგორც ქალბატონმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა. საქმეში ჩარეულია ექიმი, რომელმაც დაასკვნა, რომ ეს ადამიანი ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ ხდება გიორგი შაქარაშვილის წყალში ჩაგდება და პრაქტიკულად ასფიქსია ანუ დახრჩობა კვალის მოშორების მიზნით.

    ეს არის ისტორია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. ახლა რას იზამს პროკურატურა, არის მისი საქმე. ოღონდ ეს საქმე ამ პროკურატურის მიერ თუ არა სხვა პროკურატურის მიერ აუცილებლად გაიხსნება და ბატონი ჟვანიას პასუხისმგებლობაც მოეჩვენებათ ანიმაციად იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს  ხელს აფარებს, -ამბობს ნიკა გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრესსაგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

    პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.

    19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული