Category: ახალი ამბები

  • “ბელორუსის არჩევნები ფალსიფიცირებულია. ვიწყებთ მუშაობას სანქციებზე“–ევროკავშირი

    “ბელორუსის არჩევნები ფალსიფიცირებულია. ვიწყებთ მუშაობას სანქციებზე“–ევროკავშირი

    ევროკავშირი ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იწყებს სანქციების შემუშავებას ფალსიფიცირებისა და ოპოზიციაზე ძალადობის მონაწილეთა წინააღმდეგ.

    “ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ევროკავშირი მის შედეგებს ფალსიფიცირებულად თვლის და ამიტომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, რომელიც ბელორუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა“– ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირის შედეგების მიხედვით შედგა.

    მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სანქციების შემოღება მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიებზე და არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაზე.

    დამატებით სიებზე მუშაობა ბელორუსის წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების რეჟიმის ჩარჩოში დაუყოვნებლივ დაიწყება.

    ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გადაწყვიტეს ბელორუსს დახმარება შესთავაზონ დიალოგის დაწყებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ამ საქმეში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყება ჩაერთვება, ჟოზეპ ბორელის მეთაურობთ.

    ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ლატვიის ტელევიზიას უთხრა, რომ მინისტრებმა გადაწყვიტეს დაიწყონ სანქციების მომზადება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ვის წინააღმდეგ შემოიღებენ სანქციას.

    პოლონური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აკონკრეტებს, რომ სანქციები პერსონალური იქნება.

    სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იყო მოსალოდნელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების მეთაურთა დღევანდელი შეხვედრისგან: მთელი კვირა პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირმა ოთხი წლის წინ გაუქმებული პერსონალური სანქციები უნდა აღადგინოს ალექსანდრე ლუკაშენკოს, მისი ჩინოვნიკების და ძალოვანების წინააღმდეგ (სავიზო შეზღუდვები და აქტივების გაყინვა) , მაგრამ არ შემოიღონ ეკონომიკური სანქციები, რადგან მათ შეიძლება რიგით მოქალაქეებს დაარტყან.

    ბორელი და მინისტრები სანქციების მომზადებაზე საუბრობენ და არა მათ შემოღებაზე, რადგან ოფიციალურ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი იღებს. მინისტრები მხოლოდ პოზიციებს აჯერებენ.

    გარდა ამისა, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი გამოდიან წინადადებით, ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს ბელორუსის საკითხებში, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ორგანიზებას დაიწყებს.

    ევროკავშირმა პირველად ბელორუსის მმართველი ელიტის წინააღმდეგ სანქციები 1997 წელს შემოიღო. მას შემდეგ სანქციებს პერიოდოულად ამსუბუქებს, ხან კი ისევ ამკაცრებს, იმის მიხედვით, რამდენად იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკა და პოლიტიკა.

    2016 წლის დასაწყისში ევროკავშირმა გააუქმა სანქციები ლუკაშენკოს და კიდევ 169 ბელორუსი ჩინოვნიკის, მოსამართლეების და ძალოვანების, ასევე ოთხი ბელორუსული კომპანიის წინააღმდეგ.

    ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლუკაშენკომ უარი თქვა ღიად დაეჭირა მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისთვის, და მზადყოფნა გამოთვაქ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საკითხში შუამავლის როლი პერსონალურად ეთამაშა,  ასევე 2015 წლის აგვისტოში ციხიდან გამოუშვა ექვსი პოლიტპატიმარი.

    მას შემდეგ ძალაში რჩება მხოლოდ ემბარგო ბელორუსისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ და პერსონალური სანქციები ოთხი ძალოვანის წინააღმდეგ, რომლებიც 1999–2000 წლებში ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების გატაცებასა და მკვლელობასთან არიან დაკავშირებული.

  • “ლუკაშენკო არის მკვლელი” – რუსთაველის გამზირზე ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

    “ლუკაშენკო არის მკვლელი” – რუსთაველის გამზირზე ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

    გუშინ, რუსთაველის გამზირზე ბელარუსში მიმდინარე აქციების მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. ბელარუსი ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციას მოძრაობა “სირცხვილია” ეხმარება. მონაწილეები თავისუფლებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი, ირა მასალსკაია აცხადებს, რომ  მინსკში მსგავსი პროტესტის გამოხატვის  საშუალება არ აქვთ:

    “მინსკში, თუნდაც მშვიდობიანი პროტესტით რომ გამოვსულიყავი, მეორე დღეს კაკუნს გავიგებდი კარზე და ციხეში წამიყვანდნენ. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ხალხს, ვინც ახლა ბელარუსში საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის”, – განაცხადა მასალსკაიამ.

    უკვე მეხუთე დღეა  ბელარუსიის ხელისუფლება საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით ახშობს. საპროტესტო აქციები ბელარუსში მას შემდეგ  დაიწყო რაც  ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79.7 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მის მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 6.8 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა. ქვეყანაში ალექსანდრე ლუკაშენკოს 26 წლიან მმართველობას აპროტესტებენ და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.

  • 15.9 მლნ ლარი მთავრობის წევრების მივლინებისთვის –  “ოცნების” მაღალჩინოსნები ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობენ

    15.9 მლნ ლარი მთავრობის წევრების მივლინებისთვის – “ოცნების” მაღალჩინოსნები ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობენ

    ოფიციალური კვლევა ადასტურებს, რომ მმართველი პარტია სამივლინებოდ კოლოსალურ თანხას ხარჯავს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი” ავრცელებსს.

    16 მილიონი ლარი წლევანდელი წლის პირველ სამ თვეში – ეს გამაოგნებელი თანხაა იმ ფონზე, რომ 2019 წელს ხელისუფლებამ სულ 18 მილიონზე ოდნავ მეტი დახარჯა. კიდევ უფრო გამაოგნებელია ეს სამივლინებო ხარჯები იმ ფონზე, რომ ვერავინ ვერ ასახელებს ვერცერთ საერთაშორისო პროექტს, ან რაიმე ტიპის დიპლომატიურ მისიას, რომლის განხორციელებსაც ასეთი აქტიური მოგზაურობა სჭირდებოდა. მით უფრო, რომ მხარჯველებს შორის გამორჩეული რეკორდსმენები შინაგან საქმთა, თვდაცვის და განათლების სამინისტროები არიან.

    აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს ხელისუფლებამ, აღმასრულებელმა შტომ მივლინებებში საკმაოდ სოლიდური თანხა, თითქმის 16 მილიონი ლარი დახარჯა:

    • თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის უწყება – 1 200 000 ლარი 
    • შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტან გომელაურის უწყება –  890 049 ლარი 
    • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 760 496 ლარი 
    • მთავრობის ადმინისტრაცია – 613 003
    • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 541 793

    კორონაპანდემიის გამო საზღვარი 22 მარტიდან ჩაიკეტა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ იმას, რომ ახალიწლის შემდგომ და თებერვალშიც მძიმე სიტუაცია იყო მსოფლიოში და აქიდან გამომდინარე, მათთვის ცოტა გასაკვირია ის ციფრები, რომელიც აუდიტის სამსახურისგან მოდის. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება საკამაოდ დიდ თანხებს ხარჯავს: რემონტზე, ინფრასტრუქტურაზე, რბილ ავეჯზე და იმ ნივთებზეც, რომელიც ფუფუნებას უქმნის სახელმწიფო მოხელეებს.

    გასულ წელთან შედარებით 16 მილიონი ოდნავ შემცირებულია, შარშან, ამავე პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა 18 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

  • ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკიდან გაყვანა

    ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკიდან გაყვანა

    თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კახეთში, მოსახლეობასთან ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის დროსკვლავ 2008 წლის აგვისტოს ომსა და “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრა.

    “ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას… ახლა ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, “ნაციონალური მოძრაობის” მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი”, – მიმართა ამომრჩეველს ღარიბაშვილმა.

    დღეს “ქართულმა ოცნებამ” საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატი, დავით სონღულაშვილი, მოსახლეობას წარუდგინა.

  • გაგრძელდება თუ არა ძალადობა ბელორუსში– ექსპრტების აზრი მასობრივი პროტესტის და ევროპის უკანასკნელი დიქტატორის შესახებ

    გაგრძელდება თუ არა ძალადობა ბელორუსში– ექსპრტების აზრი მასობრივი პროტესტის და ევროპის უკანასკნელი დიქტატორის შესახებ

    ბელორუსის ცესკომ დღეს კვირას ჩატარებული  საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა. ისინი თითქმის არ განსხვავდება წინასწარი შედეგებისგან, რომელმაც ქვეყანაში პროტესტის ტალღა და შეტაკებები გამოიწვია. ხუთშაბათი ღამე შედარებით მშვიდი იყო.

    რას ფიქრობენ ადგილობრივი ექსპერტები მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ.

    ხმების ოფიციალურ იდათვლით ლუკაშენკომ 80.1% მიიღო, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10.21%. ანა კონოპაცკაიამ 1.67, ანდრეი დმიტრიევმა 1.21, სერგეი ჩერეჩენმა 1.14, ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 4.59%–მა.

    პოლიტოლოგი ალექსეი ზერმანტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდისტულ ანალიტიკურ სადისკუსიო გადაცემებში და პროსახელისუფლო ექსპერტად ითვლება, ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეებისკენ ნაბიჯი გადადგა:

    “შს მინისტრმა, კარაევმა ბოდიში მოიხადა უსამართლოდ დაკავებულების და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენების გამო, პირობა დადო, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებენ და დღეს ეს ინფორმაცია დადასტურდა. რესპუბლიკის საბჭოს მეთაურმა, ნატალია კოჩანოვამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მშრომელთა მოთხოვნები გაითვალისწინა. ჩანს, რომ ხელისუფლება პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს. ვნახოთ რა რეაქცია ექნებათ პროტესტის მონაწილეებს“ – ამბობს ის და ამტკიცებს, რომ არჩევნების შემდეგ ვნებათაღელვა მოსალოდნელი იყო და ხელისუფლება მისთვის მზად იყო, ერთადერთი სათანადოდ ვერ შეაფასა ახალი ინსტრუმენტების გავლენა, როგორიც არის მესენჯერები, ტელეგრამ არხები და ა.შ. მისი თქმით, ხელისუფლება მიმდინარე მოვლენების გამო შეშინებული არ არის, თუმცა ექსპერტი არ არის დარწმუნებული, რომ დაძაბულობის პიკმა გადაიარა. მისი თქმით, შაბათ–კვირას გამოჩნდება, გაქრება თუ არა ქუჩიდან ძალადობა და შეძლებენ თუ არა მხარეები მოლაპარაკებას. მისი თქმით, აუცილებელია დიალოგი და პრობლემების მოგვარების პოლიტიკური მეთოდები.

    თუმცა, ვინ ვისთან უნდა გამართოს დიალოგი და ვინ იქნება მისაღები შუამავალი ხელსუფლებასა და აღშფოთებულ მოქალაქეებს შორის, ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს.

    პრეზიდენტობის ახლა უკვე ყოფილი კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რიგი პირობები უნდა შეასრულოს, სანამ ქუჩაში გამოსულ ხალხთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

    “იმედი მაქვს ეს დაზავების მცდელობაა, თუმცა  ვიტყვი, რომ ჩვენთვის ხელისუფლების ბოდიში არასაკმარისია. ფეხზე ფეხი კი არ დაგვაბიჯეს, მათ ცემეს ადამიანები, გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ, გააყალბეს არჩევნები. ამიტომაც ბოდიშს კი არა, ყველას გათავისუფლებას ველოდებით, ვინც ამ დღეებში და მანამდე დააკავეს, ვინც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტპატიმარი გახდა. ველოდებით ძალის გამოყენების ყოველ შემთხვევაზე გამოძიებას. ველოდებდით ძალოვანი მინისტრების და ცესკოს წევრების გადადგომას იმის გამო, რომ ასეთი რამ დაუშვეს. ველოდებით რომ იქნება ხმების ხელახალი გადათვლა, ან ახალი არჩევნები დაინიშნება.“

    მზად არის თუ არა ლუკაშენკო ამ პირობების დასაკმაყოფილებლად:

    ანალიტიკოსი ალექსანდრ კლასკოვსკი პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ ხელისუფლებისთვის ყველაზე პრობლემურად თვლის. მისი აზრით ლუკაშენკო ბოლომდე იბრძოლებს,  რადგან ის მზად არ არის ძალაუფლება დათმოს, ამიტომაც კონფლიქტი რეჟიმსა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის გაგრძელდება.  ექსპერტის აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა პოლიტიკურ არენაზე “კლასიკური პროლეტარიატის“ გამოსვლა.

    “საერთონაციონალური გაფიცვის აჩრდილი ხელისუფლებისთვის ნამდვილი კოშმარია. ჯერჯერობით ასეთი გაფიცვა არ არის, თუმცა არის სერიოზული განაცხადები ქარხნების მუშების მხრიდან, რომლებსაც უკვე ვიღაც “ერთ მუჭა ნაძირლებს“ ვეღარ უწოდებ, როგორც ცოტა ხნის წინ ოფიციალური ლიდერი და მისი პროპაგანდა უწოდებდა ხოლმე პროტესტანტებს. იმოქმედა იმან, რომ პროლეტარიატის ხმა გაისმა, მუშათა კლასის ხმა. თუმცა ჩემი აზრით ეს ჯერჯერობით “ბელორუსული რევოლუციის“ არანაირი გამარჯვება არ არის. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრალოდ ტაქტიკურ მანევრს აკეთებს და დროის მოგება უნდა“.– ამბობს ექსპერტი.

    დაეხმარება თუ არა ლუკაშენკოს მოსკოვი

    დასავლური სახელმწიფოების ლიდერები და ევროკავშირის სტრუქტურები მწვავედ აკრიტიკებენ ოფიციალურ მინსკს დემონსტრანტებზე ძალადობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებისთვის.

    ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბელორუსში დასავლელი დამკვირვებლები არ ყოფილან – ხელისუფლებამ მათ მიწვევა დროულად არ გაუგზავნა. ბევრმა უცხოელმა ჟურნალისტმა აკრედიტაცია ვერ მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ამის გარეშე კი ბელორუსში მუშაობა უკანონოა. ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის რუსული მედიიდან ბელორუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.

    ბელორუსი ექსპერტებისთვის ცხადია, რომ არჩევნებს დასავლეთი არ აღიარებს, როგორც დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისს, ისევე, როგორც დასავლეთს ასეთად არ უღიარებია არცერთი არჩევნები, რომელიც ლუკაშენკომ მოიგო, გარდა 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა.

    “ბელორუსის ხელისუფლება დიდად არასდროს რეაგირებდა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე. ახლაც, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სანქციებით მათი შეშინება არ გამოვა, რადგან სანქციების არ ეშინიათ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ სერიოზულ ზომებს, რომლებიც დასავლეთმა შეიძლება მიიღოს. ყველაფერი ისევ პიროვნული სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით დამთავრდება ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ძალიან ძლიერი ზეწოლის ბერკეტია, რომელიც აიძულებს ბელორუსის ხელისუფლებას დათმობაზე წავიდეს, დასავლეთის და საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილის აზრი გაითვალისწინოს“ – ამბობს ანალიტიკოსი ანდრეი ფიოდოროვი.

    მისი აზრით, რუსეთი მოულოდნელ ქმედებებს არ მიმართავს და განაგრძობს ლუკაშენკოს “ზომიერ მხარდაჭერას“, მიუხედავად მისი მკვეთრი გამოხტომებისა მოსკოვის მიმართ ბოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

    მისი თქმით, მოსკოვის აშკარა მიზანი ლუკაშენკოს იმ დონემდე დასუსტებაა, რომ ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდეს “საგზაო რუკების“ ხელმოწერას ინტეგრაციის გაღრმავებამდე, და ფაქტიურ ინკორპორაციამდე.

    “ ფორმალურად შესაძლოა დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს, მაგრამ მოსკოვის აშკარა ოცნებაა ბელორუსის სრულად დაქვემდებარება“ – ამბობს ფიოდოროვი.

    ბელორუსის ქალაქების ქუჩებში ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება ბოლო ორი დღეა სისასტიკის ფაზიდან გამოვიდა. შსს–ს ოფიციალური მონაცემებით საპროტესტო აქციები არჩევნების შემდეგ ქვეყნის 33 ქალაქში გაიმართა.

    ექსპერტები თვლიან, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და პროტესტანტებს გარდა დაკავებულთა დიდი ნაწილის გათავისუფლებისა ჯერ სხვა არაფრისთვის მიუღწევიათ, შესაბამისად, ისინი პროტესტის გაგრძელებაზე უარს არ იტყვიან.

    აქციები იგეგმება შაბათს და კვირას. ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელორუსის ქალაქების მერებს მოუწოდებს 15 და 16 აგვისტოს თავად გახდნენ მშვიდობიანი მასობრივი აქციების ორგანიზატორები.

    “ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძალადობა ბელორუსის ქალაქებში“ – თქვა მან ბოლო მიმართვაში, რომელიც ლიეტუვაში ჩაწერა. ის ამჟამად სწორედ ამ ქვეყანაში იმყოფება.

  • კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 12 დღით განისაზღვრა

    კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 12 დღით განისაზღვრა

    მთავრობის დადგენილების თანახმად, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადად 12 დღე განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია აღნიშნული. ამ დრომდე კარანტინის ვადად 14 დღე იყო განსაზღვრული.

    როგორც დადგენილებაში წერია, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.“;

    ამასთან, იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.“.

    „ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან“,- ნათქვამია დადგენილებაში.

    მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.“.

    გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში კარანტინს.

  • მირიან ნიკოლაძე  2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს

    მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს

    გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს.ნიკოლაძე გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მირიან ნიკოლაძე ადასტურებს.

    “მოგეხსენებათ, რომ ერთი პარტიის წევრები ვართ მე და გედევანი. ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია, უახლოესი მეგობარი. მე არსად მაჟორიტარად არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას და ამის პრობლემა არ არის. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობარს დავეხმარო. მე ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ”, —აცხადებს  მირიან ნიკოლაძემ.

  • კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, დესტაბილიზაციის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ – კალაძე

    კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, დესტაბილიზაციის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ – კალაძე

    კიდევ ერთხელ ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, დედოფლისწყაროში, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას განაცხადა.

    „დღეს, ჩვენ აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. „ქართული ოცნება“ ადამიანზე, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული ძალაა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა, რომელმაც მოიტანა თავისუფლება და თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის. „ქართული ოცნება“ ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველამ ერთად შევძელით, რომ ავტორიტარული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა. რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს, არეკეტებდა ბიზნესს, ახშობდა თავისუფალ სიტყვას, კარგავდა ტერიტორიებს, იპარავდა ხალხის კუთვნილ ბიუჯეტის ფულს და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, თუმცა მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, არეულობის, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ. დედოფლისწყაროში ბევრი გამოწვევაა, ბევრია შესაძლებლობაც და განვითარების პოტენციალი. ამ გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს.

    ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, რომ თქვენთვის, ადგოლობრივი მოსახლეობისთვის მისაღები კანდიდატი ყოფილიყო.

    მითუმეტეს, იცით, რომ წლევანდელი არჩევნები ცოტა განსხვავებული სისტემით ჩატარდება. თუ წინა შემთხვევებში ყველა ქალაქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, წელს განსხვავებული რეალობაა, რადგან მხოლოდ 30 მაჟორიტარი კანდიდატი იქნება დასახელებული და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში”,-განაცხადა კალაძემ.

  • კარანტინში მყოფი, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი პირის მდგომარეობა მძიმეა

    კარანტინში მყოფი, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი პირის მდგომარეობა მძიმეა

    უბედური შემთხვევა ბათუმში – სასტუმრო”ლეგასში” კარანტინში მყოფი 27 წლის ფელიქს ჯიქია მე-4 სართულიდან გადმოვარდა. ამ დროისთვის დაშავებული ბათუმის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.

    ფელიქს ჯიქიას ცოლი, სალომე ცანავა ამბობს, რომ ზუგდიდში ცხოვრობენ, თუმცა დაშავებული თურქეთიდან ბათუმში გუშინ შემოვიდა. ის თვითმკვლელვობის ვერსიას გამორიცხავს და ვიდეოჩანაწერების ამოღებას ითხოვს. მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსა და სასტუმროს პერსონალს აკისრებს.

    მას არანაირის ფსიქიკური და დაპრესიული აშლილობა არ აქვს. ჩვეულებრივას, ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი… სასტუმროში უნდა ვნახოთ ჩანაწერები, რა და როგრო, აი იმის მიხედვით შეიძლება დავიჯერო, მოიფიქრეს თვითმკვლეობის ვერსია. სასტუმრო “ლეგასის” ცხელხაზზე ვრეკავ და არანაირი პასუხი არ არის…როგორ შეიძლება პირველი დღეა საკანტინო პერიოდის და გარეთ თუ გავიდა, პერსონალი არ არის ვინც პასუხისმგებელაია კონტროლზე. კარანტინი რატომა, მაშინ, თუ შეიძლება რომ 3-4 ერთად იყვნენ და ისაუბრონ –  მაშინ კარანტინი რანაირადაა. მაშნ ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან დიდი შეცდომა ყოფილა ” -აცხადებს  სალომე ცანავა

  • ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება – ღარიბაშვილი

    ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება – ღარიბაშვილი

    ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გააკეთა.

    “ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა, ყოველთვის აპელირებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი იყო იდეალურად და 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ერთიანად დაინგრა. ეს არის ის ნარატივი და ტყუილი, რასაც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ” ამბობს ღარიბაშვილი.

    „მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული 10 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, ომი გაგრძელდა 13 თვეს და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით. მე ეს შემთხვევით არ მიხსენებია, ეს არის თითოეულის ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ შეცდომა. საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგუნურმა ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ აარიდა ის უბედურება და ნგრევა, რაც გამოიწვია აგვისტოს ომმა. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება“- ამბობს ღარიბაშვილი.