Category: ახალი ამბები

  • მეტროში დაკვამლიანების გამო მოძრაობა დროებით შეჩერდა

    მეტროში დაკვამლიანების გამო მოძრაობა დროებით შეჩერდა

    ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს ქვესადგურში მოკლე ჩართვის გამო,  რამაც დაკვამლიანება გამოიწვია თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზი ორი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. მოძრაობა მხოლოდ საღამოს 21 საათზე აღდგა.

    როგორც თვითმხილველები ამბობენ, ვაგშონებში დაკვამლიანება მას შემდეგ შენიშნეს, რაც მატარებელი ადგილიდან დაიძრა, თუმცა მემანქანემ ვაგონების შემადგენლობა მალევე გააჩერა.

    მოხდა მგზავრების ევაკუაცია და მოძრაობა დროებით გაჩერდა. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობდნენ, რომლებმაც პერიმეტრი გადაამოწმეს.

    დაკვამლიანება ქვესადგურში აგრეგატის დაზიანებამ დაკვამლიანება, რის შემდეგაც ტექნიკური ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილსა და მერაბიშვილთან, აბსოლუტურად გამორიცხულია – ბურჯანაძე

    ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილსა და მერაბიშვილთან, აბსოლუტურად გამორიცხულია – ბურჯანაძე

    “ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილსა და მერაბიშვილთან, აბსოლუტურად გამორიცხულია “- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

    “ჩემი ხმები ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მრავალპარტიული კოალიცია, სადაც შეიძლება იყოს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან – აბსოლუტურად გამორიცხულია. ამიტომ, რაც ნაკლებად ჩაერევიან თუნდაც დღევანდელ “ნაციონალურ მოძრაობაში” ეს ადამიანები, მით უკეთესი იქნება ეს პარტიისთვის,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

  • ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს – მათიკაშვილი

    ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს – მათიკაშვილი

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძის „ცინიზმს და უპასუხისმგებლობას“ დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ამის შესახებ მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელის მოწერა კომპრომისი იყო.

    „დავით ბაქრაძე და „ნაცსექტის“ ანასხლეტები სრულიად აბსურდულ და არარელევანტურ განცხადებებს აკეთებენ: რატომ დაუჭირეს თურმე მხარი 2008 წლის კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მალევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, რომლის შესაბამისად, ქართული მხარე დადანაშაულებულია ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ჭურვებით დაბომბვაში?! თურმე იმიტომ იქ, იმ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მინიჭებია! დავით ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხის და ქვეყნის, როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ და რატომ? რუსეთის ოკუპანტობის დასამტკიცებლად გაეროს უშიშროების საბჭო რამდენჯერ გამოიყენეს „ნაცებმა“, აბა იკითხეთ?! არც ერთხელ! ვინ განაცხადა გენერალურ ასამბლეაში 2008 წლის ომისა და კონფლიქტის დაწყება? გგონიათ იმდროინდელმა ხელისუფალმა სააკაშვილ-ბაქრაძემ? არაა, რუსეთმა! ვინ მიყიდა ოკუპანტს ომის დასრულებიდან ძალიან მალევე სტრატეგიული დანიშნულების ენერგო ობიექტები?! მიხეილ სააკაშვილმა, დავით ბაქრაძის და სხვა „ნაცკლასტერის“ ხელდასმითა და ტაშის დაკვრით! ამიტომ ტყული და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ ურა პატრიოტული რიტორიკა! ვეღარ მოატყუებთ თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს!2020 წლის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიიღებს ნაციონალურ კრიმინალური ბანდა და მისი ანასხლეტები ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს!“- წერს მათიკაშვილი.​

  • ქობულეთში, კაფე “ჰავანაში” მომუშავე პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა – პაატა იმნაძე

    ქობულეთში, კაფე “ჰავანაში” მომუშავე პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე “ჰავანაში” 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს მიმართონ.

    მისი თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სწორედ ამ კაფეში მუშაობდა.

    “ძალიან არასასიამოვნო შემთხვევაა – ქობულეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე “ჰავანაში” მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • ბელორუსის აქციებთან დაკავშირებით ლუკაშენკომ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

    ბელორუსის აქციებთან დაკავშირებით ლუკაშენკომ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

    ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. .

    ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული არიან, რომ ბელარუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე გადაიჭრება.

    „ეს პრობლემები დესტრუქციულმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ თანამშრომლობას,“- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს.

  • იურისტი ლია მუხაშავრია პოლიტიკაში მიდის

    იურისტი ლია მუხაშავრია პოლიტიკაში მიდის

    იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პოლიტიკაში მიდის. დღეს ის პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ წარადგინა. მუხაშავრია სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიას უერთდება:

    „ტრიბუნა“ არის ის ადგილი, სადაც მივაღწევთ, რომ ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა გავუჩინოთ.ამ არჩევნებმა, ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი, უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას.

    დაუშვებელია ქვეყანაში გამუდმებით  ირღვეოდეს ადამიანების უფლებები და არ მოქმედებდეს იმ წესებისა და კანონების ერთობლიობა, რომელიც ამ დარღვეულ უფლებებს აღადგენდა, კანონს აღასრულებდა და სამართალს თავის სიმაღლეზე დააყენებდა.

    მე ვფიქრობ, რომ “ტრიბუნას”  სწორე  ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული  გეგმები პოლიტიკაში და ამ ნიადაგზე მოხდა ჩვენი გაერთიანება.

    მითუმეტეს, რომ 30 წელია ვიბრძვი ადამიანების უფლებებისთვის და ძირითადად საქართველოს საზღვრებს გარეთ. საქართველოში კი, ჯერ  „ნაციონალების“ ცხრა წლის და შემდეგ „ოცნების“ რვა წლიანი მმართველობის პირობებში, არცერთხელ არ მიეცათ ამ უფლებების აღდგენის შანსი. ამის გარეშე კი, არათუ მომავალი ვერ გვექნება წარმატებული, საერთოდ საუბარიც არ იქნება მომავალზე.“ – აცხადებს ლია მუხაშავრია.

    „ რადგან საქართველოში , ვერც „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში მოხერხდა  სამართლიანობის აღდგენა, ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნა“  კი , იბრძვის იმისთვის,  რომ სამართალი აღდგეს, სამართლიანობისთვის  ერთ ერთი ნათელი მებრძლის, ლია მუხაშავრიას, ჩვენს პარტიაში მოსვლა, მართლაც რომ სერიოზული განაცხადი და შენაძენია. „ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

  • ნიღაბი გავიკეთოთ, დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება – პაატა იმნაძე მეორე ტალღაზე

    ნიღაბი გავიკეთოთ, დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება – პაატა იმნაძე მეორე ტალღაზე

    სულ ტალღებზეა ხოლმე ლაპარაკი – პირველი, მეცხრე, მეცამეტე… ჩვენ პირველი ტალღაც ისეთი არ გვქონია, როგორიც უმრავლეს ქვეყნებს, ამიტომ რას დავარქმევთ, მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს თუ ა.შ მთავარი არის ის, რომ კორონა არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძემ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო. პაატა იმნაძის თქმით, „ნიღაბი გავიკეთოთ და დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება“.

    „კორონა გრძელდება. როგორც ხედავთ, გეოგრაფიით რასაც ვაცხადებ – თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა – წესის დაცვა, ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მაქსიმალურად, თუ არ შეგვიძლია ღია სივრცეში დისტანციის დაცვა, იქაც ნიღაბი და კორონა ასე თითო ოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, იქნება ბევრი და რას ნიშნავს ეს ბევრი? გადახედეთ სხვა ქვეყნების მედიას და ნახავთ რა იქნება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • ბარსელონას მცველს სამუელ უმტიტის  კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბარსელონას მცველს სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა

    „ბარსელონას“ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

    „13 აგვისტოს ჩატარებული PCR-ტესტირების დროს სამუელ უმტიტის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფეხბურთელს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, ის თავს კარგად გრძნობს და თავის სახლში, კარანტინში იმყოფება. კლუბმა ამის შესახებ შესაბამის სპორტულ და სამედიცინო უწყებებს აცნობა. ინფიცირებულ ფეხბურთელთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი ტესტირებას გაივლის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    26 წლის ფეხბურთელი ივლისის თვიდან მუხლის ტრავმის გამო თამაშებში აღარ მონაწილეობდა, შესაბამისად, ის არც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შემადგენლობაში ყოფილა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ბაიერნთან” 8:2 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

  • გორის მერს დაბადების დღის “საჩუქრად” რუსეთის დროშა დაუხატეს

    გორის მერს დაბადების დღის “საჩუქრად” რუსეთის დროშა დაუხატეს

    გორის მერს დაბადების დღის “საჩუქრად” რუსეთის დროშა დაუხატეს -კონსტანტინე თავზარაშვილს 63  წლის იუბილე გორელებმა აქცია-პერფორმანსით მიულოცეს და  მერიის შენობის წინ, მათ სიმბოლურად რუსული დროშა დახატეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ  ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა და საბჭოთა ნოსტალგია აწუხებს.

    რუსული დროშის მერიის შენობის წინ დახატვის პროცესი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გააპროტესტეს და ხელის შეშლა სცადეს. აქციის ორგანიზატორი “ევროპული საქართველოს” იყო.

  • თბილისში ცხელების ცენტრებს მესტიაში ნამყოფმა 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა – პაატა  იმნაძე

    თბილისში ცხელების ცენტრებს მესტიაში ნამყოფმა 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების მანძილზე თბილისში ცხელების ცენტრს მესტიაში მყოფმა 1000-მა ადამიანმა მიაკითხა.

    “ბოლო დღეებში თბილისში 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო 2 კვირის მანძილზე. აქედან 9 ახლა გამოვლინდა გუშინ, მანამდე იყო კიდევ შემთხვევა, ვინც მესტიაში იყო. ასე, რომ სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას”, – განააცხადა პაატა იმნაძემ.