Category: ახალი ამბები

  • როგორ შევავსოთ განაცხადი – 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის  200-ლარიანი დახმარებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

    როგორ შევავსოთ განაცხადი – 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

    დღეიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარინaი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ თანხას მხოლოდ 17 წლამდე ასაკის ადამიანები მიიღებდნენ, თუმცა გვერდზე, რომელზეც რეგისტრაციის გავლაა საჭირო, მითითებულია, რომ ერთჯერადი დახმარება 18 წლამდეა გათვალისწინებული.

    რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

    ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

    •  ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

    •  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

    •  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

    •  საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

    უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე daxmareba.moh.gov.ge, სადაც დაგხვდებათ შემდეგი ავტორიზაციის ფანჯარა:

    იმ შემთხვევაში თუ არ ხართ გვერდზე რეგისტრირებული,  თავდაპირველად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ. 

    მას შემდეგ რაც დარეგისტრირდებით და შეავსებთ სარეგისტრაციო გრაფებს, გამოჩნდება ასეთი ფანჯარა, სადაც ირჩევთ გასვლას.

    შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, უნდა დააწკაპოთ ღილაკზე სმს გაგზავნა. ეს მიღებული სმს  ერთი წუთის განმავლობაშია აქტიური, ანუ დაგვიანების შემთხვევაში კოდი კარგავს ძალას და  სისტემაში ვერ შეხვალთ. იმ შემთხვევაში, თუ კოდი ერთი წუთის განმავლობაში არ მოვიდა, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ სმს გაგზავნა ღილაკზე ხელახლა დაწკაპეთ.

    როცა სისტემაში შეხვალთ, ავტომატურად იქნება შევსებული შემდეგი ველები:

    • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი;
    • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გვარი;
    • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი;
    • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი;
    • ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტი);
    • მობილური ტელეფონის ნომერი.

    ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება მწვანე ღილაკი, რომელზეც წერია ბავშვის რეგისტრაცია. დააწკაპეთ ამ ღილაკს და გადახვალთ შემდეგ ფანჯარა: 

    მიჰყევით აქვე მითითებულ ინსტრუქციას  და დააჭირეთ გადამოწმების ღილაკს. როცა გადამოწმების პროცესი დასრულდება, ეკრანზე ბავშვის მონაცემებს დაინახავთ. ამის შემდეგ, უნდა დააწკაპოთ ღილაკს რეგისტრაცია.

    იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ ეს ყველაფერი დაადასტურა, ეკრანზე გამოჩნდება ბავშვის მონაცემები და შეგეძლებათ დააწკაპოთ მწვანე ღილაკს — რეგისტრაცია. ამის შემდეგ განაცხადი იგზავნება სოცუალური მომსახურების სააგენტოში.

    თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

    თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

    სოციალური დახმარება, ბავშვის ერთერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა.

    17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება სექტემბრიდან დაიწყება.

    იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

    •  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს;

    •  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს;

    •  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;

    •  “ლიბერთი ბანკის” ფილიალებს.

    ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. (დამატებითი ინფორმაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505).

  • მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატებს – სამადაშვილი ბაქრაძის განცხადებაზე

    მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატებს – სამადაშვილი ბაქრაძის განცხადებაზე

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, დავით ბაქრაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატებს ძვირი დაუჯდება.

    გუშინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ  მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.

    “როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.“– თქვა ბაქრაძემ რუსთავი2–ის ეთერში.

    მის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

    “ჩემთვის გაუგებარია რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე  ძალიან ძვირი დაუჯდება მაჟორიტარობის კანდიდატებს “ევროპული საქართველოდან. მაგალითად, მაჟორიტარ კანდიდატებს “ევროპული საქართველოდან”, მაგალითად, თბილისში, სადაც მათ სჭირდებათ  ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მხარდაჭერა.მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას.  ” – ამბობს სალომე სამადაშვილი.

  • მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა ორი თვით შეიზღუდება –  მერია

    მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა ორი თვით შეიზღუდება – მერია

    თბილისის მერიის ცნობით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორი თვით შეიზღუდება. უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი ამ ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა და შეზღუდვა 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.

    მერიაში აღნიშნავენ, რომ დაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ იკაროსის შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებასთან მისასვლელი გზა.

    “სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლადრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ ბრიკორამასა და აგროჰაბს შორის ამავალი გზით”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს- სესიაშვილი

    ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს- სესიაშვილი

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შეახსენონ „ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდიოდა მათი მმართველობიდან“.

    „ის პერიოდი, ის 9 წელი, რომლის დროსაც სააკაშვილის ხელისუფლება მართვადა ქვეყანას და რომლის დროსაც არაერთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ადამიანების წინააღმდეგ, ამის გახსენების პასუხისმგებლობა ჩვენ კი არ გვეკისრება, არამედ მათ, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომ საკუთარ თავს მოსთხოვონ. მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქი-ბუქით, არამედ ჩვენს მოსახლეობასთან უნდა მივიდნენ და ბოდიში მოიხადონ. ერთი ბოდიში არ მოუხდიათ ამ წლის განმავლობაში. არ აქვთ მათ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი არქმევენ სახელმწიფოს ღალატს, მაგალითად, კომპრომისს. ასეთი ხალხისგან არის პრეტენზიები, რომ რატომ ვახსენებთ წარსულს – იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ. როგორც ოკუპაციის, ისე ადამიანის უფლებების მიმართ. ჩვენი საზოგადოებისთვის შეხსენება არის პრევენცია“,- განაცხადა სესიაშვილმა.

    როგორც ის აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას უნდა შეახსენოს, რომ თუ ხელისუფლებაში ეს „საფრთხის მატარებელი ძალა“ მოვიდა, საზოგადოებას პრობლემებს შეუქმნის.

    „ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის პრობლემები, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხები. მთლიანად ამ საკითხებზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა, თავისთავად ცხადია, გვწამს და გვჯერა რა, გამომდინარე იმ მძიმე ფაქტებიდან, რაც წინა ხელისულებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა, რომ ეს პოლიტიკური ძალები, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის „კლასტერს“, არის ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელი (ეს არის ფაქტებით განმტკიცებული და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები, ამ ფაქტებს ამტკიცებს მათ შორის სტრასბურგის სასამართლო თავი არაერთ გადაწყვეტილებაში), ჩვენ საზოგადოებას, რომელსაც ყოველდღიური გამოწვევები აქვს, უნდა შევახსენოთ, რომ თუ ეს საფრთხის მატარებელი ძალა მოვიდა, პრობლემებს შეუქმნის საზოგადოებას. ცხადია, მათ არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, თუმცა საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდიოდა მათი მმართველობიდან და რომელთაც აქვთ პოლიტიკური ამბიცია, რომ არჩევნებში რამეს მიაღწიონ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

  • კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს

    კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს

    თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 პაციენტს აქვს ეპიდაფეთქების ზონაში, კერძოდ სვანეთში მოგზაურობის ისტორია, 4 შემთხვევა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 არის იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება, ერთი პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

    „გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და გახდა 1088. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. ამ 216 პაციენტის განაწილება სიმძიმის მიხედვით ასეთია, გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის დღეს უკვე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, ამიტომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ, პროგნოზირებაც კეთილსაიმედო უნდა იყოს.

    ჩვენი ცენტრის მონაცემების მიხედვით, გუშინ გვყავდა 31 დადასტურებული პაციენტი. ახალი დადასტურებული პაციენტი გუშინ ჩვენთან არ მოთავსებულა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ 2 და დღეს დილის მონაცემებით, 29 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, აქედან 1 პაციენტი აღარ განიხილება როგორც მძიმე, მისი მდგომარეობა უკვე საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში ამ ეტაპზე 2 მძიმე პაციენტია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

  • ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონი ბელარუსში არ შეუშვეს

    ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონი ბელარუსში არ შეუშვეს

    ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონი ბელარუსში არ შეუშვეს. ინფორმაციას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი Twitter-ზე ავრცელებს:

    “ლუკაშენკოს რეჟიმმა ჩემი კოლეგა, ევროპარლამენტის წევრი, რობერტ ბიედრონი არ შეუშვა  მინსკში დღეს. რობერტი დაადეპორტეს, ჩემი ბილეთები კი გააუქმეს. ეს არის ის, რასაც ლუკაშენკო დიალოგს ეძახის. Zhyvie Belarus!” – წერს აუსტრევიჩიუსი.

    ბიედრონი მინსკში, ამ დროისათვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესასწავლად უნდა ჩასულიყო.

    შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი კვირაა ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების არ სჯერა და აპროტესტებს.

    ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით ლუკაშენკომ 80%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მისმა კონკურენტმა კი 10%.

    მოსახლეობა ცვლილებებს და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. დემონსტრაციები სპეცრაზმთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო მონცემებით დაღუპულია 2 ადმიანი. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

  • კარანტინში მყოფი ახალგაზრდა, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს

    კარანტინში მყოფი ახალგაზრდა, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს

    კარანტინში გადაყვანილი პირი, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.

    პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    „წუხელ ღამით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება“, – აცხადებენ კლინიკაში.

    ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

  • საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1321- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3- ით გაიზარდა და 1088 -ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმშია 7597 ადამიანი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • ქვის სროლისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

    ქვის სროლისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

    სამეგრელო – ზემო სვანეთში სამართალდამცავებმა სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ – ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს.

    როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირმა ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო – ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ – ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

    დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი – თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა. პოლიციამ გ.ჯ. ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

    მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს – ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში“ – დავით ბაქრაძე

    “სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში“ – დავით ბაქრაძე

    იმ შემთხვევაში თუ “ნაციონალური მოძრაობა” თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს გვარებს: სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი, მისაღები იქნება თუ არა “ევროპული საქართველოსთვის” ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება? – “ღამის კურიერის” ეთერში კითხვას “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ უპასუხა.

    დავით ბაქრაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.

    “როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.

    იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები.

    დიახ, პიროვნების როლი პარტიაში იყო ერთ-ერთი თემა, რის გამოც ჩვენ გვქონდა მაშინ განსხვავებული ხედვა,” – განმარტა დავით ბაქრაძემ.

    “საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “ცესკო-ს” მონაცემების თანახმად შეძლებს მოსვლას იმ რაოდენობით, რომ არ დასჭირდეს კოალიციაში არავისთან შესვლა, აღიარებს თუ არა ასეთ არჩევნებს “ევროპული საქართველო?” – დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება სურთ, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება “ევროპული საქართველო” ხალხის ნებას დაემორჩილება და არჩევნების შედეგებს აღიარებს.