Category: ახალი ამბები

  • ურეკში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    ურეკში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    ურეკში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 15 აგვისტოს ურეკში 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათი ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

    უწყების განცხადებით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშულება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი.

  • იმ ადგილზე, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, მწყემსები გადაადგილდებოდნენ – რამიშვილი

    იმ ადგილზე, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, მწყემსები გადაადგილდებოდნენ – რამიშვილი

    ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პრესკონფერენციაზე მედიას კადრები წარუდგინა, სადაც მისი მტკიცებით, ჩანს, რომ იმ ადგილზე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი და მანქანა იპოვეს, მწყემსები გადაადგილდებოდნენ. მისი თქმით, ეს გამორიცხავს იმას, რომ 5 დღის განმავლობაში მანქანას ვერავინ შეამჩნევდა.

    “ვადასტურებთ, რომ ადამიანების, ნახირის იქ გადასვლა ხდებოდა. მტკიცება იმისა, რომ იქ 5 დღე ავტომობილი იდგა, ისე რომ ვერავინ ნახა, არის აბსურდი. ზუსტად ის ადგილმდებარეობაა [კადრებზე], სადაც მწყემსი მე–5 დღეს კი არ დაინახავდა, ზუსტად იმ 5 დღის ვადაში დაინახავდა [მანქანას]. ამ ნახირს მიყვება ოთხფეხა ძაღლი. როდესაც 5 დღის განმავლობაში არის ცხადარი, სუნით და ყნოსვით აუცილებლად მიდის ცხედართან. ეს არის რამდენიმე დღის ჩანაწერი”,– ამბობს მიხეილ რამიშვილი.

    მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივები ტერორში არიან ძმები ბეჟუაშვილების მხრიდან, რომლებსაც დიდი ძალაუფლება აქვთ.

    “ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მცხოვრებლებზე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, არის ძალიან დიდი ზეწოლა. მოსახლეობა ჰყავთ ტერორის ქვეშ.

    დასახელდა ძმები ბეჟუაშვილები, რომლებიც დიდი ძალაუფლებით სარგებლობენ. პოლიცილები დიდ ტერორში ამყოფებენ და აფრთხილებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ გაბედონ”,– ამბობს ადვოკატი.

  • დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

    დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

    “რობერტი ჩემთვის არა მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო. ძალიან მოგვენატრება, მაგრამ კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. რობერტ, მე შენ მიყვარხარ. მშვიდად განისვენე”, – წერია ტრამპის განცხადებაში.

    რობერტ ტრამპი ავად რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. ის ჰოსპიტალში 14 აგვისტოს მოათავსეს, თუმცა მისი ავადმყოფობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • „ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

    „ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

    “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

    შსს-ს განცხადებით, ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა.

    „ბაუჰაუს ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აცხადებს შსს.

    “Bauhaus Bar“-ის ორი თანამშრომლის, გიორგი შალამბერიძსა და ბაია ბერუაშვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია თავად ბარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

  • საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს COVID-19–სგან არავინ გამოჯანმრთელებულა. ინფორმაცია stopcov.ge–ზე გამოქვეყნდა.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1336 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1088 გამოჯანმრთელდა, 17 კი, გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის კარანტინში 7 597 მოქალაქე იმყოფება.

  • თბილისში “ Bauhaus Bar“ –ის ორი თანამშრომელი დაიკარგა. მათ პოლიცია და ოჯახი ეძებს

    თბილისში “ Bauhaus Bar“ –ის ორი თანამშრომელი დაიკარგა. მათ პოლიცია და ოჯახი ეძებს

    თბილისში, დედა ენის ბაღში მდებარე ბარის, “ Bauhaus Bar“ ორი თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი დაიკარგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბარი facebook-ზე ავრცელებს. მათი ადგილმდებარეობა გუშინ ღამის 5 საათის შემდეგ უცნობია.

    “გთხოვთ გაავრცელოთ ❗️
    !!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ“

    სტატუსის კომენტარებში ბარის ადმინისტრაცია აზუსტებს: “ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც“.

    კომენტარებში ბაია ბერუაშვილის დეიდა წერს: “არ გამოჩნდნენ. ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია. ორი წუთით გავიდნენ ბარიდან ჩანთების გარეშე და არსად ჩანან.“

    აქვე, კომენტარებში წერენ მათი ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ: “ ბაუჰაუსიდან გამოვიდნენ დილის 5 საათზე და იუსტიციის სახლის მიმართულებით წავიდნენ. ვერცხლის ქუჩაზე ფიქსირდება ბოლო ლოკაცია“.

  • “ბელარუსის თავისუფლება, თქვენი თავისუფლებაცაა“ – კუბილიუსის 7-პუნქტიანი გეგმა

    “ბელარუსის თავისუფლება, თქვენი თავისუფლებაცაა“ – კუბილიუსის 7-პუნქტიანი გეგმა

    ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ბელარუსის დახმარების 7-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს:

    • არალეგიტიმური ლუკაშენკო, რომელმაც 10 სექტემბერს, როცა უკვე მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება – უნდა დათმოს ხელისუფლება. როგორც ეს დიალოგის საკითხიცაა.
    • ხელახალი არჩევნები ლიდია ერმოშინას გარეშე, რადგან თუ საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება ძველი კადრებით, გავლენებს ხელს ვერც ევროპელი დამკვირვებლები შეუშლიან.
    • პოლიტიკური პატიმარი და სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. უნდა გათავისუფლდნენ სხვა პოლიტპატიმრებიც.
    • საერთაშორისო გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც ამ დღეებში “ომონმა” ჩაიდინა. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ან სანქციები დაეკისროთ, არამედ იმისთვისაც, რომ ეს შემაკავებელი გაკვეთილი გახდეს სხვებისთვისაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ვისი ვადის ამოწურვის თარიღიც მალე მოდის, მათ შორის ეს ეხება რუსეთსაც.
    • ევროკავშირის სანქციები; სანქციები, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა, აუცილებლად ამოქმედდება.
    • ევროკავშირის დახმარება ბელარუსს; ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ 100 მილიონ ევროსაც კი, რომელიც ლუკაშენკოს დროს გამოიყო, ისევ მიიღებს ქვეყანა. ახალ სამოქალაქო ნაციას ბელარუსში უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირი იგივენაირ შესაძლებლობებს მისცეს მათ, რაც აღმოსავლეთ პარტნიორიბის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ.
    • ანდრეი სახაროვკის პრიზი – სვეტლანა ტიხანოვსკაიას.
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

    მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბული იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

    “16 აგვისტოს, თბილისის დროით 02:31 საათზე, დაბა ტყიბულთან, მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა” – წერია სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ კლავს მინსკში სპეცრაზმი აქციის მონაწილეს

    ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ კლავს მინსკში სპეცრაზმი აქციის მონაწილეს

    ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს მინსკში, ანტისახელისუფლო აქციის მონაწილის, ალექსანდრ ტარაიკოვსკის სიკვდილის გარემოებებს. კადრებზე ჩანს, როგორ მიდის ის სპეცრაზმის თანამშრომლებთან მაღლა აწეული ცარიელი ხელებით. მეორე ვიდეოზე დაფიქსირებულია სპეცრაზმის მხრიდან გასროლის მომენტი. მანამდე ბელორუსის შსს აცხადებდა, რომ დემონსტრანტი სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა: თითქოს მას ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლის სროლასაც სპეცრაზმის მიმართულებით აპირებდა. ალექსანდრ ტარაიკოვსკი საპროტესტო აქციების ერთადერთი მსხვერპლი არ არის. კიდევ ერთი მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის ძალოვანებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უკვე ექვსი დღეა ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. აქციების პირველ დღეებში სპეცრაზმი დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდა და 7 ათასამდე ადამიანი დააკავა, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ამას მთელი ბელორუსის მაშტაბით მასობრივი აქციები და გაფიცვები მოჰყვა. ხალხი ძალადობის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა. ისინი ამბობენ, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ევროკავშირი, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე მუშაობს.

  • ფონიჭალაში ავტომობილი 7 ადამიანს  დაეჯახა. არის მსხვერპლი

    ფონიჭალაში ავტომობილი 7 ადამიანს დაეჯახა. არის მსხვერპლი

    ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში.

    “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის შეკრებილ 7 ადამიანს ავტომობილი დაეჯახა.

    ადგილობრივის თქმით, ქორწილი სრულდებოდა და სტუმრები იშლებოდნენ, რა დროსაც თეთრი ავტომობილი გამოჩნდა. თავდაპირველად ის ბოძს შეეჯახა, შემდეგ ქუჩაში ერთი ოჯახის 7 წევრს დაეჯახა.

    “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა 25 წლის ქალი და მისი 4 წლის შვილი, მათი ოჯახის ხუთი წევრი კი მძიმედ დაშავდა.

    დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

    მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა საავადმყოფოში გადაყვანილი 7 წლის ბიჭიც, რომელიც 4 დაშავებულთან ერთად სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შვიდივე პირი ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტომობილში ჩასხდომის დროს კი მათ სხვა მანქანა დაეჯახათ, რის შედეგადც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში. 4 დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.