Category: ახალი ამბები

  • სენაკში სამმა ნიღბიანმა ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღა

    სენაკში სამმა ნიღბიანმა ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღა

    სენაკში ბიზნესმენ თემურ ბიგვავას ოჯახი სამმა ნიღბიანმა დააყაჩაღა. შემთხვევის დროს სახლში 85 წლის ქალი იმყოფებოდა.

    არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახიდან რამდენიმე ათასი ლარი დანის მუქარით წაიღეს.

    თემურ ბიგვავას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს. ამ დროისთვის მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

  • შსს-მ ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

    შსს-მ ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

    უწყების ცნობით, აღნიშნული პირი 24 საათის განმავლობაში, ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე მამაკაცი.

  • სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს – წულუკიანი

    სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს – წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ საქართველო ჰააგაში დავას აუცილებლად მოიგებს.

    “მტკიცებულებებს ვიცნობ რაც მოვაგროვეთ და ამ მტკიცებულებებიდან ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდად. ქართველ ჯარისკაცს შეუძლია, იყოს მშვიდად, სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომავალს, შეუძლია, იყვნენ მშვიდად, რადგან ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ”,– ამბობს წულუკიანი.

    მინისტრი აღნიWordPress-ის შესახებშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც ითქვა, რომ “საქართველოს ბრალია ყველაფერი”.

    “სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს. სააკაშვილი და მისი სიის პირველი ნომერი, ბაქრაძე ამბობს, თურმე ქართველი ხალხის ინტერესის ხარჯზე კომპრომისების გზით უვლიათ. გოკა გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და სხვებმა ომის შემდგომ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც ითქვა, თურმე საქართველოს ბრალია ყველაფერი და არა სხვისი, ეს რეალურად მოღალატეობრივი საქმიანობაა“– ამბობს წულუკიანი.

    ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროცესში ჩაერთო და ექსპერტებთან ერთად აგვისტომის ომის შესახებ დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანა.  

  • ფოთი მთელი საქართველოს ეკონომიკური არტერიაა, აქ სიღარიბე არ უნდა იყოს – ვაშაძე

    ფოთი მთელი საქართველოს ეკონომიკური არტერიაა, აქ სიღარიბე არ უნდა იყოს – ვაშაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფოთის მოსახლეობას შეხვდა. ვაშაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი პრემიერობის შემდეგ ქვეყანაში არსებული პრობლემები მოგვარდება და საქართველო რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ იქცევა.

    „ფოთი არის ეკონომიკური არტერია მთელი საქართველოსი და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ადგილზე არაფერი არ რჩება შემოსავლის სახით. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არის საპორტო ქალაქი, თუ სხვა ასეთი მძლავრი შემოსავლის მქონე ქალაქი, ყოველთვის შემოსავლიდან კონკრეტული თანხა რჩება ადგილზე. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფოთმა მიიღოს სარგებელი პორტიდან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გრძნობდეს. პორტის შემდგომი გაფართოება, იგევე თევზჭერის შემდგომი გაფართოება, მათზე ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს და მათ შემოსავალს მოუტანს.

    ამიტომ მე ვამბობ, რომ ყველა გადაზიდული ტვირთიდან გარკვეული პროცენტი უნდა წავიდეს ფოთის ბიუჯეტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თევზჭერის საკითხი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს და ამ კუთხით ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. მთავარი – ფოთი არამარტო ფოთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის უნდა იყოს წარმატებული ქალაქების სიმბოლო. აქ სიღარიბე არ უნდა იყოს, აქ უნდა იქმნებოდეს სამუშაო ადგილები და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • შუახევში საპენსიო სააგენტოს თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააყაჩაღეს

    შუახევში საპენსიო სააგენტოს თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააყაჩაღეს

    შუახევში საპენსიო სააგენტოს თანამშრომელი, ნოდარ დავითაძე ცემეს და დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა მოსახლეობისთვის გასანაწილებელი პენსია, 7 000 ლარი წაართვა.

    ნოდარ დავითაძეს პენსიონერებისთვის თანხა შუახევის სოფლებში საკუთარი მანქანით გადაჰქონდა.

    “სოფლებში პენსიონერებისათვის ანაწილებდა პენსიას, საკუთარი ავტომანქანით, სოფელ ჩანჩხალოში გაანაწილა პენსია, გადადიოდა შემდეგ სოფელში, სადაც ორმა ნიღბიანმა გააჩერა, გადმოიყვანეს, ხეზე მიაბეს, სასტიკად ცემეს, წაართვეს 7 000 ლარი, – ამბობს ადგილობრივი მთავარ არხთან.

    დაზარალებული ნოდარ დავითაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • ერთი პიროვნება მემუქრებოდა, ინვალიდის ეტლში ჩაგიცხრილავ შვილსო – სანდრო ბრეგაძე

    ერთი პიროვნება მემუქრებოდა, ინვალიდის ეტლში ჩაგიცხრილავ შვილსო – სანდრო ბრეგაძე

    პარტია ქართული მარშის ლიდერი შსს–ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლიციას მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    ბრეგაძე აცხადებს, რომ მას უკავშირდებოდა პიროვნება, რომელიც შვილის “ჩაცხრილვით” ემუქრებოდა.

    “დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება ღამის საათებში მიკავშირდებოდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას შემდეგ, რაც ის ჩემი ინვალიდი შვილის ჩაცხრილვით დამემუქრა, ინვალიდის ეტლში ჩაგიცხრილავ შვილსო, რა თქმა უნდა ამაზე ვუპასუხე უწმაწური სიტყვებით. მან ეს ჩაიწერა და შემდგომში მოიტანა პოლიციაში.

    ისინი ელოდებოდნენ, რომ მე მათ მივაყენებდი ფიზიკურ შეურაცხყოფას. როდესაც ამ პიროვნებამ ვერ მიაღწია ჩემგან შესაბამის რეაქციას, დაწერეს განცხადება პოლიციაში, რომ თითქოს და მათ ეშინიათ ჩემი. მოხდა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, რომ მე არ მივაყენო რაიმე ზიანი იმ პროვოკატორ ვინმე დოლენჯაშვილს, რომელსაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სოკარისგან აქვს ფული აღებული”,- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

    ჯერჯერობით შსს–ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

  • “თქვენ გაქვთ უფლება იოცნებოთ “ერთპარტიულ გამარჯვებაზე“,პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე”–გიგი უგულავა ენმ–ს

    “თქვენ გაქვთ უფლება იოცნებოთ “ერთპარტიულ გამარჯვებაზე“,პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე”–გიგი უგულავა ენმ–ს

    ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ფეისბუქზე წერს იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც ბოლო დღეებში დავით ბაქრაძის განცხადებებს მოყვა. დავით ბაქრაძემ რუსთავი2–ის ეთერში განაცხადა, რომ “სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან კოალიციურ მინისტრთა კაბინეტში“. ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი თქმით, ასეთი განცხადებები ხელს შეუშლის ევროპული საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ხმების გარეშე ვერ გაიმარჯვებენ. ამ დისკუსიას გიგი უგულავა დღეს ფეისბუქზე გამოეხმაურა:

    “სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია ენმ-დან ჩვენი კოლეგების აღშფოთება. დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მ. სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, “ერთპარტიულ გამარჯვებაზე” (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აიღჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა. ჩვენი, ევროპულ საქართველოს, და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა რომ განგიმარტოთ- ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არცერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ-ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია. დიახ მეგობრებო, ნებისმიერი მცდელობა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ, ჩვენგან, ევროპული საქართველოსგან, მოყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს. ცხადია, ენმ-ს გარეშე კოალიცია ვერ შედგება, ისევე როგორც კოალიციურ პროპორციებს ამომრჩეველი გადაწყვეტს. ამიტომ დავადასტუროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მკაფიო განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის.
    ენმ-ს მხარდაჭერა ნიშნავს მ.სააკაშვილის მესამე ვადას.
    ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს ევროპულ კოალიციის პირველ ვადას.
    ნიშნავს არსებით სიახლეს, 30-წლიანი მოჯადოვებული წრის გარღვევას, სამთავრობო ბატონ-ყმობის ერთხელ და სამუდამოდ გადაგდებას. მე მგონი საკმარისზე მეტი მიზეზია რატომ არ ვიღებთ თქვენს წინადადებას. მოდით ნუ ვიქნებით კომიკურები, სასაცილოა არდაჭერილი დათვის გატყავება. ჯერ საქართველო, ჯერ გამარჯვება და შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ნამდვილად არ ვისურვებდი რომ ენმ არჩევნების მეორე დღეს საკუთარი შეცდომის მძევალი აღმოჩნდეს. მანამდე ვაჩვენოთ ამომრჩეველს მაგალითი, რომ შეგვიძლია შეთანხმება მართმსაჯულების საკითხებზე, რომ ნაფიცი მსაჯულების სრულფასოვანი დამკვიდრება მოხდეს, გადასახადების შემცირებაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების/ საძოვრების/ ქონების ხალხისთვის გადაცემის სწორ და სამართლიან ფორმებზე. ვიმსჯელოთ კოალიცია რას გააკეთებს პირველ ას დღეში. მოდით თქვენი წინადადებებით, ჩვენ ჩვენით, სხვებსაც თავისი ექნებათ. ასე დისკუსიით დგება ერთობა, კოალიცია, რაც მოიტანს წარმატებას, განვითარებას თავისუფლებას.
    პ.ს. სრულიად გაუგონარია საკითხის ასე დაყენება-თქვენს მაჟორიტარებს ჩვენი ხმები არ უნდათ?! უნდათ მხარდაჭერა ივანიშვილის მანქურთების წინააღმდეგ, ისევე როგორც თქვენ გჭირდეგათ ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთანავე, არცერთ მაჟორიტარულ შეთანხმებაში ეს [პრემიერობის] საკითხი არც კი დასმულა, არათუ განხილულა. ერთიანი მაჟორიტარები ივანიშვილზე გამარჯვებისთვისაა საჭირო რაც ჩვენი საერთო ამოცანაა. ამ თემას თავიდან აღარ გავხსნი. და უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს წარმატებას ვუსურვებ“– წერს გიგი უგულავა.
  • არსებობს თუ არა ქობულეთის ე.წ. წითელ ზონად გამოცხადების რისკი – გამყრელიძის განმარტება

    არსებობს თუ არა ქობულეთის ე.წ. წითელ ზონად გამოცხადების რისკი – გამყრელიძის განმარტება

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ქობულეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აფასებს. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ქობულეთის ე.წ. ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება.

    „ქობულეთში არავითარი „წითელ ზონად“გამოცხადების საშიშროება არ არის. საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იმყოფება. თავად გახლდით ქობულეთში და საკმაოდ სიმშვიდეა, არავითარი პანიკა არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აჭარის ეპიდემიოლოგიური სამსახური, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინტენსიურად მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება“,-განაცხადა გამყრელიძემ Ipn–თან.

    ცნობისთვის, ქობულეთში, ბუნგალო “ჰავანას” 2 თანამშრომელს 15 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურა. დღეს ინფიცირება დაუფიქსირდა კიდევ 2 თანამშრომელს.

    “ჰავანას” თანამშრომლებიდან 54 პირია კარანტინში გადაყვანილი და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ჯანდაცვის წარმომადგენლებს ბუნგალოს დახურვის განკარგულება არ გაუცია, ამიტომ ისინი მუშაობას ახალი თანამშრომლებით აგრძელებენ.

  • ქობულეთში, ბუნგალო “ჰავანაში”  მომუშავე კიდევ 2 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ქობულეთში, ბუნგალო “ჰავანაში” მომუშავე კიდევ 2 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

    აჭარაში კორანავირუსით ინფიცირებულთა რიცხი 4-ით გაიზარდა, მათგან 2 ბუნგალო “ჰავანას” თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

    ახალ ინფიცირებულებს შორის ორი შემთხვევა შემოტანილია და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.

    “ჰავანას” თანამშრომლებიდან 54 პირია კარანტინში გადაყვანილი და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ჯანდაცვის წარმომადგენლებს ბუნგალოს დახურვის განკარგულება არ გაუცია, ამიტომ ისინი მუშაობას ახალი თანამშრომლებით აგრძელებენ.

    შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ქობულეთში, ბუნგალო “ჰავანას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

  • თბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    თბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, მატარებლების ლიანდაგებთან მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. ​ერთ-ერთი თვითმხილველი ფორმულას უყვება, რომ 40 წლამდე კაცს ფეხის არეში, კერძოდ არტერიაში მიაყენეს ჭრილობა.

    “ფეხში, არტერიაში დაჭრეს და სისხლდენისგან დაიცალა. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მოხდა. როცა ნახეს, ეს კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. არ იციან ვინ მოკლა, მაგრამ კამერებია დამონტაჟებული და ამოიღებენ”, – აცხადებს თვითმხილველი.

    შსს–ს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

    „გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია“, – აცხადებს უწყება.