Category: ახალი ამბები

  • გვჯერა, ბელორუსი ხალხი შეძლებს მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას – პრეზიდენტი

    გვჯერა, ბელორუსი ხალხი შეძლებს მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას – პრეზიდენტი

    “გვჯერა, ბელორუსი ხალხი შეძლებს მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას “- საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ყველლანაირ ძალადობას ემიჯნება და სჯერა, რომ ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას. ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს.

    საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
    ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას, – წერიია პრეზიდენტის განცხადებაში.

  • მაშველებმა “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარიც იპოვეს – შსს

    მაშველებმა “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარიც იპოვეს – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ “ბაუჰაუს”-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

  • „ხავერდოვანი რევოლუციაა“, რადგან ხალხს ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა არ უნდა – მაჭავარიანი

    „ხავერდოვანი რევოლუციაა“, რადგან ხალხს ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა არ უნდა – მაჭავარიანი

    ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ჩამოყალიბდეს, რა უნდა მოხდეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, – ასე აფასებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ვანო მაჭავარიანი, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს.

    ვანო მაჭავარიანის თქმით, ბელარუსში რაც ხდება, „ხავერდოვანი რევოლუციაა“, რადგან ხალხს არ უნდა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა.

    „ფაქტია, ლუკაშენკო ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად გაბანკროტდა, მისი მხარდაჭერა არის მინიმალური, ქვეყნის გარეთაც, იქნება ეს ევროპის მიმართულებით, თუ მათ შორის, რუსეთთან, რომელმაც უბრალოდ ლუკაშენკო, როგორც „მოკავშირე“ ჩამოწერა თავისი რიგებიდან.

    სიტუაცია საკმაოდ რთულია, ერთი მხრივ, არის ხალხის მღელვარება, მოთხოვნა ცვლილებებისკენ და ლუკაშენკოს წასვლისკენ. მეორე მხრივ, არის რუსეთის პოზიცია, რომელიც არ დათმობს ბელარუსს, როგორც თავის „მოკავშირე“ ქვეყანას. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსი ხალხის პოზიცია, ლიდერები რომლებიც გამოიკვეთებიან, მათ შორის სვეტლანა ტიხანოსვკაია.მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დასავლეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, იმისთვის რომ რუსეთი შეაკავოს ნებისმიერი სამხედრო თუ სხვა ტიპის ჩარევისგან ბელარუსიის შიდა საქმეებში“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

    ამასთან, როგორც ვანო მაჭავარიანი აცხადებს, ლუკაშენკო ყველა ფრონტის ხაზზე საკუთარ ხალხთან პოლიტიკურ ბრძოლას აგებს.

    „მნიშვნელოვანია, იყოს ლიდერი, რომელიც რუსეთს არ მისცემს საბაბს სამხედრო ინტერვენციისას (პირდაპირისას თუ არაპირდაპირის) ან დივერსიისას რასაც ხშირად აკეთებს.სიტუაცია რთულია. მეორე მხრივ, არის ლუკაშენკო, რომელიც ვერ ხვდება, რომ მისი წასვლის დროა, მან დაკარგა თავის მომხრეებშიც სერიოზული მხარდაჭერა, როგორც ჩანს, მთავრობის წევრებში არიან ადამიანები, რომლებიც განიხილავენ იმ სცენარს, როდესაც ლუკაშენკო აღარ იქნება ბელარუსიის პრეზიდენტი. ალბათ, რუსებიც, ამ თვალსაზრისით ეძებენ იმ პიროვნებას, რომელიც მისაღები იქნება გარკვეულწილად, როგორც მათთვის ასევე სახალხო მღელვარების დასაშოშმინებლად“, -განაცხად მაჭავარიანმა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში 17-18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს +26, +28 გრადუსი იქნება, 19-20 აგვისტოს კი +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

  • სვანეთის სოფელ ლენჯერში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

    სვანეთის სოფელ ლენჯერში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

    სვანეთის სოფელ ლენჯერში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ადგილობრივები თავისუფალი მიმოსვლის აღდგენას ითხოვენ, რათა ოჯახების პროდუქტებით მომარაგება დროულად შეძლონ.

    ადგილობრივი გიორგი გულედანის თქმით, სოფლის გამგებელი მურთაზ გულედანი ვალდებულია, ადგილობრივებს გაყვეს მესტიის ცენტრში, რათა მათ შეძლონ პროდუქტების შეძენა, თუმცა გამგებელი ყველა ოჯახის დროულად მომსახურებას ვერ ასწრებს.

    “ვერ ახერხებს ყველად გადაყოლა-გადმოყოლას. ბევრი ოჯახი ცხოვრობს და რჩებიან პროდუქტის გარეშე. მოსავალიც არ არის იმ დონემდე მისული, რომ იმით ისარგებლონ. დამოკიდებულნი ვართ მესტიის ბაზარზე და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი’ , – განაცხადა  გულედანმა.

    ადგილობრივებს შეთანხმების იმედი აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა დროულად მოხერხდეს მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგება.

  • მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია – შსს

    მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

    საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

    ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა ბარ “ბაუჰაუსის” მიმდებარედ, მტკვარში ცხედარი იპოვეს.   ცხედარი მაშველებს წყლიდან ამ წუთებში ამოჰყავთ. შესაბამისად გარდაცვლილის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

    უწყებაში ჯერ არ დასტურდება ინფორმაცია, ნაპოვნი ადამიანი არის თუ არა ბარის დაკარგულ თანამშრომელთაგან რომელიმე.

  • ერთმანეთის მიმართ კინკლაობა სიბრიყვეა – ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებებზე

    ერთმანეთის მიმართ კინკლაობა სიბრიყვეა – ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებებზე

    „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციურ მხარეს ნებისმიერი კინკლაობა მიუღებელია და ეს არის სიბრიყვე. ამ განცხადებით ვაშაძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

    „ჩვენთვის, სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდისთვის არჩევანი მარტივია – აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კინკლაობა ოპოზიციურ მხარეს არის მართლაც არასწორი ქმედება. უფრო მეტსაც ვიტყვი, ეს არის სიბრიყვე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით რაიმე შედეგს მოიტანს საკუთარი თავისთვის, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არცერთხელ არ შევსულვართ ამ უაზრო პერიპეტიებში, რადგან ეს ხალხს არ აინტერესებს.

    ხალხი წყვეტს იმას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ – არა, ბოლშევიზმში ხომ არ ვართ, რომ მე გადავწყვიტო, რომ ვიღაც უნდა იყოს და ვიღაც- არა, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი და მე ამ ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს, როცა ვაცხადებ, რომ ვაპირებ გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,“- განაცხადა ვაშაძემ.

    მისივე თქმით, თუ ვინმე აპირებს პრემიერ-მინისტრი იყოს, საკუთარი გეგმები ხალხს უნდა წარუდგინოს.

    „ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, რომ არა მხოლოდ დაპირებები გავცეთ და აღმშენებლობის სტრატეგიაზე ვისაუბროთ, არამედ გაპიროვნებულად ვთქვათ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ დაპირებების შესრულებაზე. მე როგორც საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ვაპირებ შევქმნა 300 000 სამუშაო ადგილი, გავაიაფო წამლები მინიმუმ 30% -ით, ჩამოვწერო სესხებზე პროცენტი პენსიონერებისთვის, გავანახევრო პროცენტი ზოგადად ქართული ბიზნესისთვის, სასამართლო იყოს თავისუფალი, სხვა რას აპირებს და თუ ვინმე აპირებს იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჯერ უნდა გამოვიდეს და საკუთარი გეგმა და სტრატეგია წარადგინოს.

    ცრუ დილემებს ნუ შევქმნით საარჩევნო კამპანიის დროს – ხალხმა უნდა იცოდეს ვინ რას აპირებს გააკეთოს ქვეყანაში, რა გუნდით აპირებს ამის გაკეთებას, ვინ იღებს პასუხისმგებლობას. საარჩევნო კამპანია ეს არის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო აირჩიოს, რომ ის პრობლემები, რაშიც შეგვიყვანა ივანიშვილის დამსხვრეული ოცნებების პარტიამ, გადავწყვიტოთ.

    ერთმანეთის მიმართ კინკლაობა, მიმაჩნია, რომ არის სიბრიყვე, არასწორი და საერთო საქმეს სერიოზულად ხელს უშლის. ახლა უკვე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მართალია და ვინ მტყუანი ამ პროცესში,“- განაცხადა ვაშაძემ.

    ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაში, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი არ უნდა იყვნენ.

  • ჩვენი ელჩი ბრუნდებოდა ბელარუსში, დანიშნულების ადგილზე, რაც ბუნებრივია – თურნავა

    ჩვენი ელჩი ბრუნდებოდა ბელარუსში, დანიშნულების ადგილზე, რაც ბუნებრივია – თურნავა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო-ბელარუსს შორის ჩარტერული რეისები პერიოდულად სრულდება.

    როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რა მიზანს ისახავდა თბილისი-მინსკს შორის 16 აგვისტოს განხორციელებულ ფრენაზე გამოხმაურებები.

    „თბილისსა და მინსკს შორის ამ თვეში პერიოდულად ხორციელდება ჩარტერული რეისები. (თქვენი ტერმინით ეს სპეციალური რეისია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი). ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა. ჩვენი ელჩი ბრუნდებოდა ბელარუსში თავის დანიშნულების ადგილზე, რაც სრულად ბუნებრივია. საერთოდ არ მესმის ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

    „გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

  • აშშ-ს მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნიგერიის 3 მოქალაქე დააკავეს

    აშშ-ს მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნიგერიის 3 მოქალაქე დააკავეს

    საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია სამი პირის მიმართ. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ-სთან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.

    ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან. დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად, გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცხელებულ ინფორმაციაში.

    2020 წლის 13 აგვისტოს ო.ფ-ს, ფ.ჩ-ს და ო.მ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა), ასევე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

    საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება აქტიურად მუშაობს მსგავსი სახის დანაშაულებების გამოვლენის მიზნით, რაც მომავალშიც გაგრძელდება.