Category: ახალი ამბები

  • ქართულმა ოცნებამ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი  წარადგინა

    ქართულმა ოცნებამ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

    დღეს ქართულმა ოცნებამ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა  ნინო ლაცაბიძეა.

    “მივიღეთ გადაწყვეტილება წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ამ ქალაქს, რომელიც დაბადებულია ქალაქ რუსთავში და ბოლო წლებში თბილისის საკრებულოში მუშაობდა ჩვენთან ერთად ეს არის ნინო ლაცაბიძე რომელიც არის ძალიან ძლიერი ქალი, თავის საქმის პროფესიონალი კარგი მეგობარი და ასევე ყველა კარგ თვისებასთან ერთად ოთხი შვილის დედა, მე მინდა ნინოს წარმატებები ვუსურვო”, — განაცხადა კალაძემ

  • მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს – ბაჩალიაშვილის დედა

    მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს – ბაჩალიაშვილის დედა

    23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშივლის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა საქართველოს გენერალური პროკურატურა დატოვეს.ისინი უწყებაში საქართველოს გენერალურ პროკურატორს შეხვდნენ.თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას პროკურატურა განაგრძობს. მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში ხუთშაბათს შედგება.

    თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას პროკურატურა განაგრძობს. მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში ხუთშაბათს შედგება.

    “თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები მასალას გაეცნონ. ხუთშაბათს მოვალთ და რაც კითხვები გვექნება ერთად განვიხილავთ. ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალუფიცირდება. გამოთხოვილია შუალედური დასკვნა და, სავარაუდოდ, ხუთშაბათისთვის იქნება”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

  • საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა, არ მივატოვებ ჩვენს ხალხს – სააკაშვილი

    საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა, არ მივატოვებ ჩვენს ხალხს – სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა.

    “ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს. ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გარეთ გაშვება. საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა, სადაც მან ფული გააკეთა, სადაც ადამიანის ცხოვრება არაფერი ღირდა. ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილიდან, შემდეგ ხორავას ქუჩის საქმე და უამრავი სხვა, ეს რაც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე.

    სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა ქვეყანაში. ნარკოტიკებმა წალეკა ახალგაზრდები, დაუსჯელობის სინდრომმა გაუხსნა კრიმინალებს ხელი და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის, გახარიას და ამ ბანდის მიერ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაჩერებელია. ეს მკვლელი, მანიაკი არის შესაჩერებელი. პირადად არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას გასაჭირში. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს. ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს“, – აცხადებს სააკაშვილი.

  • “ან არიან ნაძირლები, ან იდიოტები, ან იდიოტი ნაძირლები” – გუბაზ სანიკიძე საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე ბელორუსთან დაკავშირებით

    “ან არიან ნაძირლები, ან იდიოტები, ან იდიოტი ნაძირლები” – გუბაზ სანიკიძე საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე ბელორუსთან დაკავშირებით

    იდიოტი ნაძირლები მართავენ ქვეყანას – ასე აფასებს გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

    “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი” სანიკიძე ამბობს, რომ განცხადებაში დაფიქსირებული იყო მხოლოდ სურვილები და არა პოზიცია, რადგან, საქართველოს ხელისუფლებას მინსკის მოვლენებზე  პოზიცია საერთოდ არ აქვს:

    “ საქართველოს ხელისუფლებას ზოგადად არ აქვს პოზიცია. ამას შეიძლება ჰქონდეს სამი მიზეზი: ან არიან ნაძირლები, ან არიან იდიოტები ან არიან იდიოტი ნაძირლები. მე უფრო მესამე ვერსიას ვემხრობი, რომ იდიოტი ნაძირლები მართავენ ქვეყანას და შედეგი გვაქვს ის, რომ საქართველო არის ტოტალიტარულ ბანაკში – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

    გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ტოტალიტარული სახელმწიფოების რიცხვი სულ უფრო მცირდება. სანიკიძის თქმით ე.წ  “პოსტ კორონა” ეპოქაა, რომელიც ოლიგარქიას, ტირანიას და ტოტალიტარიზმს გაანადგურებს.

    “პოსტ კორონა” ეპოქა იქნება ხალხის უფლებების, თავისუფლებების , მოვალებების ბრძოლისათვის ეპოქა–  ამბობს სანიკიძე.

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ყველანაირ ძალადობას ემიჯნება და სჯერა, რომ ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას. ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს.

    შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. მეცხრე დღეა ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება.

     

  • საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

    საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

    საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, რომელიც 1 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ნოტამი (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის) ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა:

    „საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (30.09.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

    მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
    პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
    რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

    NOTAM-ი (Notice to Airmen) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 17.08.20-დან):“

    NOTAM-ი არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

    ხელისუფლებას ჯერჯერობით ფრენების აღდგენის გადავადებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

  • “მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები” – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურაში მივიდნენ

    “მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები” – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურაში მივიდნენ

    “რევერანსების დრო დასრულდა, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები “-  ეს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურაში შესვლამდე, მედიასთან გაკეთა.  რამდენიმე წუთის წინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში მივიდნენ

    ირაკლი შოთაძისგან, გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები, ექსპერტიზის შედეგების გაცნობასა და საქმის გადაკვალიფიცირებას ელოდებიან.

    პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა მიხეილ რამიშვილმა და თქვა, რომ ისინი ექსპერტიზის შუალედურ და საბოლოო დასკვნებს მოითხოვენ . ასევე აინტერესებთ, რატომ არ არის ამდენი ხნის განმავლობაში  ექსპერტიზის პასუხები ცნობილი მაშინ, როცა  ტოქსიკოლოგიურ დასკვნას 1 კვირაც არ სჭირდება.

  • “სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება „  –ლუკაშენკო ქარხნის მუშებს, რომლებიც სკანდირებდნენ “წადი!“

    “სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება „ –ლუკაშენკო ქარხნის მუშებს, რომლებიც სკანდირებდნენ “წადი!“

    როგორც დაანონსებული იყო, ორშაბათს ლუკაშენკო მინსკის ტრაქტორების ქარხანაში მივიდა – ეს არის ერთ ერთი ქარხანა, სადაც პარასკევს მუშათა გაფიცვა დაიწყო. ქარხანა მინსკის ტერიტორიაზე მდებარეობს: ლუკაშენკო იქ ვერტმფრენით მივიდა, რომელიც საწარმოს შიდა ეზოში დაჯდა. ლუკაშენკო თან ახლდა უმცროსი შვილი ნიკოლაი, რომელიც გუში დამოუკიდებლობის მოედანზე მის მხარდამჭერ მიტინგზეც იმყოფებოდა. ვერტმფრენიდან გადმოსვლისთანავე ლუკაშენკო გაფიცულ მუშებს კიდევ ერთხელ დაემუქრა სამსახურიდან გაშვებით.

    “ვიცი, რომ ვიღაცეები დაბოდიალობენ… რომელიღაც საწარმოში 150…, მაქსიმუმ 200… ეს ამინდს არ ქმნის ჯერ ერთი, და მეორეც: უნდა გესმოდეთ, რომ “ცუდი პრეზიდენტი“ ზედმეტ თანამშრომლებს ინახავდა, რომ ხალხი ქუჩაში არ გაეყარათ. აქედან უნდა ამოვიდეთ. ვისაც მუშაობა უნდა, იმუშაოს, ვისაც არ უნდა, არ ვაიძულებთ“– თქვა მან.

    ლუკაშენკომ მუშებს უთხრა, რომ განმეორებითი არჩევნები არ იქნება.

    “ვერ ეღირსებით, რომ ზეწოლით რამე გავაკეთო. ახალი არ ჩევნები არ იქნება. ახალი არჩევნები გნდათ? გიპასუხებთ. არჩევნები უკვე ჩავატარეთ. სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება“. – თქვა ლუკაშენკომ.

    ქარხნის მუშები მას შეძახილებით “წადი!წადი!“– დახვდნენ

    მოგვიანებით სააგენტო ბელტას ცნობით ის მინსკის საავტომობილო ქარხნის ერთ–ერთ საამქროს ესტუმრა და მუშებს ურჩია “იაფონ–ტელეფონებით“ კი არა, ტვინით იაზროვნონ. ამ საწარმოს მუშებიც გაფიცულები არიან.

    დღეს ბელორუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომელშიც მთელი ქვეყნის უმსხვილესი საწარმოები მონაწილეობენ. ქარხნების თანამშრომლები ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევნებში ყველა კანდიდატის დაშვებას, ყველა პოლიტპატიმრის გაავისუფლებას და იმ ადამიანების გადადგომას ითხოვენ, ვინც ქვეყანაში ძალადობა დაუშვა, მათ შორის შსს–ს და სპეცდანიშნულების რაზმების ხელმძღვანელობის გადადგომას.

  • “მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ” – წულუკიანი დავით ბაქრაძეზე

    “მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ” – წულუკიანი დავით ბაქრაძეზე

    სასაცილოა, დავით ბაქრაძე ამას ახლა რომ მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერზე დავით ბაქრაძეზე განაცხადა.

    „რა თქმა უნდა, ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. უბრალოდ, სასაცილოა, დავით ბაქრაძე ამას ახლა რომ მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ის იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, პარლამენტის სპიკერი. ის იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი ცუდი ხალხი იყვნენ. არ ვიცი, ამას რა ჰქვია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

  • საერთაშორისო რეგულარული ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

    საერთაშორისო რეგულარული ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს და მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე და რეისებზე ბილეთების შეძენისგან.

    „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია). შესაბამისად, თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

    სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.

    რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php“,-აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “ისწავლეთ ბელორუსებისგან დემოკრატიის დაცვა“– რას წერს დასავლური მედია პროტესტზე, ლუკაშენკოზე და პუტინზე

    “ისწავლეთ ბელორუსებისგან დემოკრატიის დაცვა“– რას წერს დასავლური მედია პროტესტზე, ლუკაშენკოზე და პუტინზე

    დემოკრატიის არნახულად მასობრივმა ზეიმმა მინსკში ბელორუსი დასავლური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. ბელორუსის თემა წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე მოხვდა. კომენტატორები ეპითეტებს, რჩევებს და პროგნოზებს არ იშურებენ:

    რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, როგორ მოიქცევა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რამდენი დარჩა ლუკაშეკოს “ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ პოსტზე.

    ლუკაშენკო შეშინებულია, შფოთავს და პუტინის იმედი  აქვს. დასავლეთი უნდა დაეხმაროს ბელორუსების დაიბრუნონ თავისუფლება ისე, რომ რუსეთთან საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშებში არ ჩაითრიონ. ამერიკელებმა კი საერთოდაც დემოკრატიის დაცვა მათგან უნდა ისწავლონ საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, როცა ტრამპი მორიგ ვადაზე იყრის კენჭს – ასეთია შეფასებები დასავლურ მედიაში.

    ვნახოთ კონკრეტულად რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები:

    Times

    “ბელარუსი – ეს შავი ხვრელია, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი მსოფლხედვითაც. ქვეყანას მრავალმხრივ განვითარებული და ბრწყინვალედ განათლებული მოსახლეობით ხშირად აღარც ვაგდებთ ანგარიშში, რადგან “ევროპის უკანასკნელ დიქტატურად“ ვთვლით. ეს  შეფასება სწორია, თუმცა ზედაპირული.“– წერს ბრიტანული გამოცემა.

    მისი აზრით დასავლეთი გულგრილია ბელორუსული პროტესტების მიმართ, რადგან მათში არ ჩანს მკვეთრი გეოპოლიტიკური ქვეტექსტი, არ არსებობს დაპირისპირება საზოგადოების “პროევროპულ“ და “პრორუსულ“ ნაწილებს შორის. არავინ არ აღმართავს გამარჯვებულთა მოედანზე მდებარე სტელასთან თავისუფლების ქანდაკების ასლს, როგორც ეს იყო ტიანანმენზე 1989 წელს. მინსკში არ ჩანს ევროკავშირის დროშები, როგორც ეს 2014 წლის კიევში და მანამდე ათი წლით ადრე თბილისში იყო.

    “ეს მასების ფართო, ნაციონალური აჯანყებაა მათი მმართველების სიძულვილის, სისასტიკის, ტყუილის, მფლანგველობის წინააღმდეგ.“– წერს გაზეთი.

    “უკვე დროა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შევხედოთ როგორც რეალურად არსებულ ადგილებს, რეალური ადამიანებით დასახლებულს, და არა ჩვენი გეოპოლიტიკური თამაშების სამაგიდო თამაშის ფიგურებს. სანამ ჩვენ დემოკრატიის ბედზე თეორიულად ვკამათობთ, ბელორუსები დემოკრატიისთვის თავისუფლებით და სიცოცხლით რისკავენ. მათ ჩვენზე კარგად ესმით ჩვენი ფასეულობები. ჩვენი მერყეობა სამარცხვინოა.“

    Le Monde

    წამყვანი ფრანგული გამოცემა ევროკავშირს მოუწოდებს ბოლო მოუღოს “ევროპის შუაგულში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დიქტატორის ომს.“

    “ევროპის მოსაზღვრე ბელორუსისთვის ეს არ არის მინსკის აჯანყების ან მისი დასავლურ ბანაკში გადაბირების საკითხი. ეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის საკითხია, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება“– წერს გაზეთი და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას დაგმონ რესპრესიები და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინონ მოქალაქეების სწრაფვას თავისუფალი არჩევნებისკენ.

    “ბელორუსებს პირველად არ პარავენ არჩევნებს და პირველად არ ცემენ იმის გამო, რომ მათ ეს არ მოსწონთ. არასოდეს ცვლილებების წყურვილი არ ყოფილა ასეთი ნათელი, რეპრესიები კი ისეთი სასტიკი, როგორც ახლა. თუმცა გარე დახმარების გარეშე მინსკის მოედანი ნაკლებად თუ შეძლებს ლუკაშენკო საღ აზრს დაემორჩილოს“ – ასკვნის გამოცემა.

    მეორე სტატიაში კი, რომელიც უკვე რუსეთიდან არის დაწერილი გააზეთი ფრანგებს მოუთხრობს როგორ მოუთმენლად  ელოდებიან ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები მოვლენების განვითარებას მეზობელ ქვეყანაში.

    “რუსული ოპოზიცია არ მალავს საკუთარ აღფრთოვანებას მეზობლად დაწყებული პატარა რევოლუციით – ალექსეი ნავალნიდან დაწყებული ხაბაროვსკის მაცხოვრებლებით დამთავრებული. ამბობენ, რომ ამბოხებულმა ბელორუსებმა მათ იმედი დაუბრუნეს“.

    იმედი იმის, რომ მშვიდობიანი პროტესტის წარმატება სამუდამოდ შეცვლის რუსების წარმოდგენას ძალაუფლების ცვლილების გზების შესახებ, რომლებიც პროპაგანდამ ჩამოაყალიბა: ან “კარის გადატრიალება“, ან სისხლიანი მაიდანი, ქაოსი და ომი.

    New York Times

    წამყვანი ამერიკული გამოცემის აზრით კვირას გამართულმა მაშტაბურმა აქციამ აჩვენა, რომ ლუკაშენკომ ადამიანების დაშინება ვერ შეძლო ძალადობით და “ნატოს შემოჭრის მუქარით. “

    “ლუკაშენკომ როგორც ჩანს, გათვალა, რომ ქვეყნის დასავლეთ საზღვართან გამოგონილი სამხედრო კრიზისის გაბუქება საუკეთესო გზაა ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორებაში რუსეთის დახმარების მოსაპოვებლად“– წერს გამოცემა და ხაზს უსვამს ბელორუსის მმართველის რიტორიკაში მკაფიო შემობრუნებას, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ კრემლს მისი დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.

    დიდი ხანია შეშლილი ლუკაშენკო სახით აღმოასვლეთით ბრუნდება, ყველაფერი დანარჩენით კი დასავლეთისკენ, მისი ქაოტური ქცევა კი სულ უფრო მეტად ღლის პუტინს, და უკვე საკითხავია, უნდა თუ არა მას საქმის დაჭერა მომავალში ლუკაშენკოსთან– წერს  New York Times.

    Washington Post

    ამერიკული გამოცემა ტირანების შესახებ სპეციალურ სვეტს აქვეყნებს, რომლის ავტორი იელის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოტი სნაიდერია. პროფესორი წერს, რომ ბელორუსებმა ამერიკელებს დემოკრატიის დაცვის გაკვეთილი აჩვენეს მათი არჩევნებისთვის, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს.

    “კარგი იქნება ვისწავლოთ ადამიანებისგან, რომლებიც რისკავენ დემოკრატიისთვის ჩვენზე ბევრად უარეს გარემოებებში. ბელორუსები გვასწავლიან, როგორ უნდა დაიცვა არჩევნებში გამარჯვება ავტორიტარული ქაოსის პირობებში“– წერს ის.

    Standard

    ავსტრიული გამოცემა სტატიაში სათაურით “ლუკაშენკო პუტინის კუნთებს ათამაშებს“– ბელორუსში ამჟამინდელ პროტესტს განსაკუთრებულს უწოდებს. ბელორუსები ქუჩაში ადრეც გამოდიოდნენ, მაგალითად 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ ახლა ოპოზიციას მოსახლეობის ფართო ფენები შეუერთდნენ.

    “ამჟამად ყველაფერი სხვაგვარად არის. ახლანდელი პროტესტი სხვა დონეზე გადავიდა“– წერს გამოცემა. ლუკაშენკოსთან დაკავშირებით კი ყველაფერი პირიქით არის : ის სულ უფრო მეტს ნერვიულობს, საკუთარი მმართველობის 26 წლისთავზე კი პოლიტიკურ კრიზისზე სულ უფრო მოუქნელად რეაგირებს.

    Libération

    ფრანგული ლიბერალური გამოცემა ლუკაშენკოს საბჭოთა ეპოქის უკანასკნელ დინოზავრს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის ძალიან შეშინებულია. მისი მთავარი იმედი კი პუტინია.

    “ყირიმის დაპყრობით პუტინმა თქვა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. მაგრამ მზად არის თუ არა ის ახალი ფრონტი გახსნას, როცა ეპიდემია და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს? და თანაც ბელორუსის წინააღმდეგ, სადაც უკრაინისგან განსხვავებით საერთოდ არ არსებობს ანტირუსული განწყობები?“– კითხულობს გაზეთი და ევროკავშირს რჩევას აძლევს.

    “ევროპა სწორად იქცევა, როდესაც ცდილობს მის ზღურბლთან რეპრესიებში დამნაშავეები სანქციებით დასაჯოს. თუმცა ეს ისე არ უნდა გააკეოთს, რომ დარჩეს შთაბეჭდილება, თთქოს ის ამბოხებას საკუთარი გამორჩენის გამო აქეზებს“.

    Gazeta Wyborcza

    “ლუკაშენკო “რუსულ რულეტკას“ თამაშობს და მოსახლეობას აშინებს: დარჩით ჩემი ერთგულები, თორემ რუსებს დავუძახებ. ლუკაშენკო ბელორუსებს რუსეთის შეჭრით აშინებს. ეს სასოწარკვეთილების და მზარდი შიშის ნიშანია ბელორუსის ხელისუფლებაში“– წერს პოლონური გამოცემა.

    გაზეთ იხსენებს, რომ ლუკაშენკო დასავლეთთან ფლირტაობდა და გამეტებით იცავდა ბელორუსის სუვერენიტეტს რუსეთის ხელყოფისგან, და ამას “ლოგიკურ და თანმიმდევრულ პოლიტიკას უწოდებს დიქტატორისთვის, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება პუტინს გაუყოს და მისი ვასალი გახდეს.“

    ახლა კი, ლუაშენკო თავად ქმნის საფრთხეს სუვერენიტეტისთვს და “ბელორუსის სუვერენიტეტის უკანასკნელი დამცველი“ მყისიერად შემობრუნდა მისი მოსისხლე მტრისკენ. თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს – წერს გაზეთი.

    “პუტინისთვის დახმარების სათხოვნელად მიმართვა  აიხსნება მისი სურვილით, რუსეთის არმია ბელორუსში იხმოს, თუ საკუთარი არმია უღალატებს. ეს უფრო ძალის დემონსტრირებაა, ფსიქოლოგიური შეტევა ნომეკლატურისა და პროტესტის მონაწილეთა მერყევ ნაწილზე. “– წერს პოლონური გაზეთი.