Category: ახალი ამბები

  • ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი, ამას შევძლებთ – ვოლსკი ოპოზიციაზე

    ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი, ამას შევძლებთ – ვოლსკი ოპოზიციაზე

    ქართული ოცნების დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტობის კანდიდატის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია.

    მისი თქმით, არა ოპოზიციამ, არამედ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას საარჩევნო ხმები.

    “რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი.

    ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი და ამას შეძლებს სახელისუფლებო რგოლი. მე ვფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე შანსები აქვთ ოპოზიციას, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, 30–მა ოპოზიციურმა პარტიამ დეკლარაცია მიიღო, რომელიც საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვას და გამჭვირვალობას ითვალისწინებს.

    გარდა ამისა, დღეს ოპოზიცია 2 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატზეც შეთანხმდა. ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი.

     

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქართულ ოცნებას ჯამში 34 000 ლარი შესწირა

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქართულ ოცნებას ჯამში 34 000 ლარი შესწირა

    ზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუამ ქართულ ოცნებას ჯამში 34 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    მოსამართლე მზია თოდუა 2006-2015 წლებში “ბანკ ქართუში” ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას. 2012 წელს ის “ბანკი ქართუს” დირექტორატის წევრი იყო.

    2018 წლიდან 2020 წლის 17 მარტამდე კი თოდუა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა

    საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა

    საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.

    შესაბამისი გადაწყვეტილება არხის სამეურვეო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვასილ მაღლაფერიძემ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

    თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2012 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს. ამ დროისთვის ის არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ასევე, მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორია.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდება.

    შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე გადაწყვეტილების მიზეზად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას ასახელებს. მისი განმარტებით, თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

  • ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ – 30 პარტიის დეკლარაცია

    ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ – 30 პარტიის დეკლარაცია

    ოპოზიციამ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო.

    30 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა დეკლარაციის ტექსტზე, რომლის მიხედვით 2020 წლის არჩევნებზე პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ.

    დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად იმუშავებენ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დაუყენეს.

    დოკუმენტის მიხედვით, პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება, ამ ამოცანის მისაღწევად კი ოპოზიცია თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას აპირებს.

    დეკლარაციის თანახმად, „საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, თანხმდება, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს“.

    „ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.

    ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება.

    ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

    ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას”, – წერია დეკლარაციაში.

  • დიდუბეში მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ჯაფარიძეს, საბურთალოზე უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ – მელია

    დიდუბეში მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ჯაფარიძეს, საბურთალოზე უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ – მელია

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მკაფიოდ მხარს უჭერს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურად დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, საბურთალოს ოლქში კი “უბრალოდ” საკუთარ კანდიდატს არ დააყენებენ.

    “ჩვენ მკაფიოდ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად, რაც შეეხება საბურთალოს, ჩვენ იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ. ბევრი ღირსეული კანდიდატია საბურთალოს რაიონში ოპიზიციიდან თავმოყრილი და ჩვენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ კანდიდატი არ დავაყენოთ”,– განაცხადა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

    ოპოზიციის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი.

  • წარმატებები, კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ! – ხატია დეკანოიძე ჯაფარიძეს

    წარმატებები, კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ! – ხატია დეკანოიძე ჯაფარიძეს

    ენმ–ს ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას ეხმიანება და ჯაფარიძეს უპირობო ლიდერს უწოდებს.

    “უაღრესად პრინციპულია წარსულის განსახიერების, ვოლსკის დამარცხება დიდუბე-ჩუღურეთში. წარმატებები.. კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ!”,– მიმართავს დეკანოიძე ზურაბ ჯაფარიძეს.

    დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქზეც შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე. 

  • მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ოლქში – ოქრუაშვილი

    მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ოლქში – ოქრუაშვილი

    “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყველაზე რთულ ოლქში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. “რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა”,– თქვა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა საბურთალოს ოლქში.

    მისი განცხადებით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა.

    „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ ორ ოლქზე(დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო) დაგვესრულებინა საერთო შეთანხმება, რომ სახელისუფლებლო მედიას და პარტიას არ ჰქონოდა ის ქილიკი, რასაც ის ორი თვის განმავლობაში აგრძელებდა, რომ თითქოს ოპოზიციას არ შესწევს იმის ძალა და უნარი, სრულფასოვნად შეთანხმდეს თბილისის ოლქებზე. ეს შეთანხმება შედგა. ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და პატივი, რომ ოპოზიციური თანხმობით ვიქნები დასახელებული საბურთალოს ოლქში. სხვადასხვა შემოთავაზებები იყო ამ ორი თვის განმავლობაში და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას. ჩემთვის ასეა ცხოვრება – რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

    კითხვაზე, რა შეიცვალა ივნისის შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ არ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატი, ოქრუაშვილი ამბობს, რომ შეთავაზება თავად ოპიზიციის მხრიდან მიიღო.

    „შეიცვალა ის, რომ ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო შემოთავაზება ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, ეს იყო ჩემი ერთგვარად წინა ხაზზე გაშვება ამ გაერთიანების მხრიდან და მე ამას სიამოვნებით დავთანხმდი, მაგრამ ვიდრე არსებობდა გარკვეული სახის პატარა პრობლემა, რომ შეიძლება ჩემი კანდიდატურა ხელისშემშლელი გამხდარიყო საერთო შეთანხმების მიღწევისთვის, მე ამ დროს გავერიდე პროცესს და ბუნებრივია, როცა მივიღე შეთავაზება, მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

    ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქზეც შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე. 

  • ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო, ის “ქართული ოცნების” სახეა – ზურაბ ჯაფარიძე

    ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო, ის “ქართული ოცნების” სახეა – ზურაბ ჯაფარიძე

    ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი დიდუბე–ჩუღურეთში, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძიე ამბობს, რომ აპირებს ქართული ოცნების კანდიდატი, გია ვოლსკი დაამარცხოს და მისი აზრით, ამაში ოპოზიციის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება.

    ჯაფარიძის თქმით, გია ვოლსკი ქართული ოცნების სახეა.

    “ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. გია ვოლსკი არის ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ვიცე-სპიკერია, მანამდე ფრაქციის თავმჯდომარე იყო, არის ერთ-ერთი მთავარი კომენტატორი მიმდინარე მოვლენებზე ოცნების მხრიდან და ვაპირებ რომ დავამარცხო. ცხადია, ეს მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეს მნიშვნელოვნად წამადგება ამ ბრძოლაში”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქზეც შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე. 

  • საბურთალოზე ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება

    საბურთალოზე ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება

    ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში თბილისის დარჩენილ 2 ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატზე შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე–ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე.

    ოქრუაშვილის კონკურენტი ქართული ოცნებიდან დავით სერგეენკოა, ხოლო ლელოდან ბადრი ჯაფარიძე.

    ახლა ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი, რომელთა სიაც შემდეგნაირად გამოიყურება:

    • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
    • გლდანი – ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
    • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
    • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
    • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
    • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).
    • დიდუბე–ჩუღურეთი – ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი)
    • საბურთალო – ირაკლი ოქრუაშვილი (გამარჯვებული საქართველო).
  • დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

    დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

    დღეს ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და  თბილისში დარჩენილ ორ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.

    დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება. მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან გია ვოლსკია, ამავე ოლქში კენჭს ანა დოლიძე და ლელოს წევრი, ლევან სამუშიაც იყრის.

    ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს ოლქში გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

    ახლა ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი, რომელთა სიაც შემდეგნაირად გამოიყურება:

    • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
    • გლდანი – ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
    • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
    • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
    • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
    • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).
    •  დიდუბე–ჩუღურეთი – ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი)
    •  საბურთალო – ირაკლი ოქრუაშვილი (გამარჯვებული საქართველო).