Category: ახალი ამბები

  • 21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

    21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

    21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ორ სოფელში ინტენსიური ტესტირება კვლავ გაგრძელდება.

    „უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ეცნობება მოსახლეობას“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

  • ინციდენტი თელავში – 9 წლის მოზარდი პნევმატური იარაღით დაიჭრა

    ინციდენტი თელავში – 9 წლის მოზარდი პნევმატური იარაღით დაიჭრა

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა.

    ის მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მოზარდები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.

    “თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოყვანილია არასრულწლოვანი. აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი პნევმატური იარაღის ტყვია. დაზიანებული იყო ღვიძლის ქსოვილი. ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა,” – ამბობს თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

  • ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ პროკურატურის ბრალდებები სიცრუეა – შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

    ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ პროკურატურის ბრალდებები სიცრუეა – შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა გვიან ღამით მცხეთაში, არაგვის ხიდთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

    დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ პროკურატურის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მათი ექსპერიმენტით დადასტურდა.

    “ჩვენ ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექვსივე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების დადგენილებაში არის სიცრუე. მე-6 ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა, ფაქტიურად, შეუძლებელი იყო და ვერ ჩატარდა, რადგან მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა”, – ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

  • საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 361 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი კვლავ 1098-ია.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –302.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

  • არსებობს  მყარი არგუმენტები, რის გამოც საზოგადოება ქართულ ოცნებას ენდობა – არჩილ თალაკვაძე

    არსებობს მყარი არგუმენტები, რის გამოც საზოგადოება ქართულ ოცნებას ენდობა – არჩილ თალაკვაძე

    “არსებობს მყარი, უდავო არგუმენტები, რის გამოც საზოგადოება ქართულ ოცნებას ენდობა და მხარს უჭერს”, –  ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დმანისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.არგუმენტებად თალაკვაძე ასახელებს, რომ “ქართულმა ოცნებამ ყველაზე კარგად შეძლო ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლებისა და საკუთრების დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა”.

    „ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, დაგვეცვა ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება რომელიც, ყველას გახსოვთ, რომ წინა წლებში უხეშად იყო დარღვეული. ჩვენმა ხელისუფლებამ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, შეძლო ეფექტური, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება. რით უკავშირდება ეს ყველაფერი დმანისს? რით უკავშირდება ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქებს და სოფლებს, ჩვენს ოჯახებს? რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული მშვიდობა, სტაბილურობა, ზრუნვა ადამიანზე, მისი დაცულობა, სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი – ეს არის, რაც თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს ჩვენს სახელმწიფოში სჭირდება განვითარებისთვის ქალაქში, სოფელში და ჩვენს საზოგადოებაში. ამ წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა სწორედ თქვენი მხარდაჭერით შეძლო ამ შედეგების მიღწევა, თუმცა, ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები და პროექტები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. გამოცდილი გუნდით და იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ ამ წლებში თქვენი მხარდაჭერით დავაგროვეთ, მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებას მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ პოლიტიკას სთავაზობს, აქვს მკაფიო დღის წესრიგი, პროგრესული გეგმა და სურს საქმის კეთება.

    “სწორედ ამისთვის, როგორც ადრე, მოვედით დღესაც, რათა ჩაგაბაროთ ანგარიში და გთხოვოთ მხარდაჭერა, ვინაიდან ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის არჩევნები, რომლითაც საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და საკუთარ საზოგადოებას, ისევე, როგორც პარტნიორებს, უმტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსია დასავლურ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის. ეს თავისთავად ნიშნავს უკეთეს ეკონომიკას ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთეს განათლებას ჩვენი შვილებისთვის და უკეთეს პირობებს ჩვენი საზოგადოების ხანდაზმული წევრებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მოვედით თქვენთან დმანისში, ისევე, როგორც მივალთ საქართველოს ყველა კუთხეში, ბევრ სოფელსა და ქალაქში, რათა შევხვდეთ ჩვენს მოქალაქეებს, განვამტკიცოთ ნდობა და ერთად ავიღოთ პირობები მომავალთან დაკავშირებით“,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. მისი თქმით, მოქმედი დეპუტატი გამოცდილი საჯარო მოხელე, პროგრესული და შრომისმოყვარე ადამიანია, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია.

    „მინდა, ასევე, გამოვთქვა ჩემი ძლიერი მხარდაჭერა ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის, გოგი მეშველიანის მიმართ. ეს არის ძალიან წესიერი საჯარო მოხელე, პროგრესული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში საქმიანობს პარლამენტში და ამავე დროს, ის რჩება ჩვენი საზოგადოების, თითოეული თქვენგანის უშუალო მოკავშირედ და პარტნიორად. თითოეული თქვენგანის ხმად პარლამენტში. მან წარმატებით იმუშავა ოლქში, სადაც აირჩიეს და მჯერა, რომ წარმატებით იმუშავებს ახლაც, როდესაც თქვენი მხარდაჭერა ექნება. ურთულეს დღეებში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც და როდესაც ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამ მხარეში, ჩაკეტილი იყო კარანტინის გამო რაიონები, გოგი იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო დღემდე, სანამ არ გაიხსნა რაიონი, რჩებოდა საკუთარ ხალხთან, რჩებოდა იმ რაიონში, რომელმაც ის აირჩია. სანამ ყველა საკითხი ბოლომდე არ ამოიწურა, სანამ არ გაიხსნა მიმოსვლა, სანამ არ გაიხსნა პროდუქციის გატანა და არ მოწესრიგდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუ სხვა საკითხები, რომელიც იმ სოფელში და იმ რაიონში იყო, გოგი რჩებოდა ბოლომდე თავის ხალხთან და იმ ზონაში, რომელიც ჩაკეტილი იყო. სწორედ ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორი ადამიანი არის ის და რატომ იმსახურებს იგი თქვენს მხარდაჭერას, გახლავთ სწორედ ეს მაგალითი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ ბევრთაგან, რომელზეც მე შემიძლია გესაუბროთ. მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ, რატომ უნდა აირჩიოთ და რატომ გთხოვთ, რომ აირჩიოთ გოგი მეშველიანი: მას აქვს გამოცდილება როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის, მას აქვს კონტაქტები, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობები მთავრობასთან, და ასევე, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ გოგი მეშველიანი ყველაზე და სხვებზე უკეთ მოახერხებს თქვენთვის საჭირო პროექტების, საკითხების გადაწყვეტას, მათ მიტანას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე, იმ პრობლემების გადაჭრას საკანონმდებლო ცვლილებების გზით, რომელიც ამ საზოგადოებას, დმანისს და მთელ საქართველოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, გავუწიო მას რეკომენდაცია და დავახასიათო, როგორც ძალიან კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები – კალაძე

    საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები – კალაძე

    მე მჯერა, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახებთ და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბოლნისში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე განაცხადა.

    კახა კალაძის თქმით, ყველა არჩევნების დროს ისინი იღებდნენ ძალიან მაღალ შეფასებას და დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც იგივე განმეორდება.

    „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები. სიამაყით მავსებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ჩემს ხალხს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ენაზე მივმართავ, ენაზე, რომლის დამწერლობის უძველეს ნიმუშთაგანი სწორედ აქ, ჩვენთვის განსაკუთრებულ საეკლესიო ძეგლზე – ბოლნისის სიონის კედლებზეა შემონახული.

    სწორედ ამ კუთხის შვილია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იღწვოდა ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად.

    2012 წელს, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყანა მოძალადე რეჟიმისგან გაათავისუფლა, დაამკვიდრა ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა, რამაც ჩვენ დაგვაახლოვა ევროპულ ოჯახთან, მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის უფლება. ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის შვილს, რომ ქართული პასპორტით თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში.

    ყველა კარგად ხედავთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ჯანდაცვა, მეწარმეობის ხელშეწყობა, თუ სხვა მიმართულებები.

    ამავდროულად, დიდი ყურადღება ექცევა განათლებას და საამაყოა, რომ სულხან-საბას მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 150-მდე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა.

    ამ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე, დიდი გამოწვევებია. გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. შესაძლოა ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ არ არის მარტივი, მაგრამ ყველაფერი არის შესაძლებელი, მთავარია ჩვენ დავდგეთ ერთად“,- განაცხადა კალაძემ.

    კახა კალაძის თქმით, 2012 წლის მერე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით.

    „ბევრი რთული ვითარება გვაქვს გამოვლილი. მინდა, გავიხსენო 2012 წელი. ყველას გვახსოვს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში , როგორი მდგომარეობა სუფევდა, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი ზეწოლა, როგორი წნეხი იყო ასეთ ოჯახებზე. ეს ჩვენ ყველამ ერთად საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებზე გამოვცადეთ. თუმცა ამასთან იყო ძალიან დიდი სულისკვეთება ჩვენი ერთობისა და ზუსტად ამ ერთობამ მიგვიყვანა გამარჯვებამდე და მშვიდობიანი გზით, როგორც ეს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით ყველაფერი ცუდი , რაც იყო და რაც ხდებოდა ჩავაბარეთ წარსულს.

    2012 წლის მერე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით, უამრავი პროგრამა ამოქმედდა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობას, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ხელი შევუწყოთ იმას , რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა.

    არ იფიქროთ, რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ რაც გაკეთდა მაგარია და გულზე ხელი დავიკრიფოთ.

    ჩვენ გვინდა კიდევ უფრო ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად უფრო წინწასული, უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა და ამისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ და მივაღწიეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამჯერადაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველა კარგად ხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მე მჯერა, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს , საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახებთ და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ყველა არჩევნების დროს ჩვენ ვიღებდით ძალიან მაღალ შეფასებას და მე დარწმუნებული ვარ ამჯერადაც იგივე განმეორდება“,- განაცხადა კალაძემ.

  • გოგა ხაინდრავას ფილმს 100 ათასი ლარით აფინანსებენ

    გოგა ხაინდრავას ფილმს 100 ათასი ლარით აფინანსებენ

    რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის გადასაღებად აფხაზეთის ა.რ.-ის ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დააფინანსებენ. მინისტრმა ნიჟარაძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და ფილმს მუჰაჯირებზე გადაიღებენ.

    „განხორციელდეს შპს კინო და ღვინოს პროექტის დოკუმენტური ფილმის „მუჰაჯირების ციკლიდან“ გადასაღებად, საჭირო საქონელი და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით 100 000 ლარის ოდენობით“ – ნათქვამია განკარგულებაში, რომესაც თან ნიჟარაძის ხელმოწერა ახლავს.

    ცნობილია, რომ 100 ათასი ლარის გამოყოფის ბრძანებას მინისტრმა ხელი 13 აგვისტოს მოაწერა, შპს კინო და ღვინოს დირექტორმა ხაინდრავამ კი ფული 7 აგვისტოს მიიღო.

    რატომ მიიღო ხაინდრავამ ბრძანებაზე ხელმოწერამდე 5 დღით ადრე თანხა, ამ კითხვაზე მინისტრი აცხადებს, რომ ეს მას არ ეხება და ვინ გამოიყენებს გამოყოფილ ფულს ფილმის გადასაღებად ამას კომისია ადგენს.

     

  • შაქარაშვილის საქმე – არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ და ბებიამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

    შაქარაშვილის საქმე – არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ და ბებიამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

    გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. ზ.ხ. და მისი ოჯახის მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ისინი ითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს.

    ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს,ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

    როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოიკითხოს, ასევე სიცრუის დეტექტორი გაიაროს ახვლედიანმა, ამირხანაშვილმა და საქმეზე წარმოდგენილმა იმ მოწმეებმა, რომლებიც ადვოკატის თქმით, ყველა გამოკითხვის დროს ჩვენებებს ცვლიან.

  • “ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან არჩევნებამდე აღიარებს  ივანიშვილი მარცხს” – ნიკა მელია

    “ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან არჩევნებამდე აღიარებს ივანიშვილი მარცხს” – ნიკა მელია

    “ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან არჩევნებამდე აღიარებს ივანიშვილი მარცხს”-ეს განცხადება, ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას გააკეთა.  როგორც ის აცხადებს,  2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს ერთადერთ გზა – ხმების მოპარვა დარჩა, რის შესაძლებლობასაც მელიას თქმით, ოპოზიცია მას არ მისცემს.

    “მე პირადად ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან ქართული ოცნების არცერთ აქტივისტს, პოლიციის უფროსს, თუ პროკურორს, არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბოს.

    გლდანის რაიონში, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით დამაჯერებლად მოვიგებ პირველივე ტურში და ერთდერთი შანსი ბიძინა ივანიშვილის დარჩენილი აქვს- უნდა მოიპაროს და ამას ნამდვილად არ დავუშვებ. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დავიცავ ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ხმას და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ. იგივეს გააკეთებს ყველა ოპოზიციური კანდიდატი…არჩევნებამდე აღიარებს ბიძინა ივანიშვილი მარცხს”- განაცხადა მელიამ.

  • შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მოთხოვნა, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვის თაობაზე, არ შესრულდება – ზ.ხ.-ს  ადვოკატი

    შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მოთხოვნა, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვის თაობაზე, არ შესრულდება – ზ.ხ.-ს ადვოკატი

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს,ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

    როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოიკითხოს, ასევე სიცრუის დეტექტორი გაიაროს ახვლედიანმა, ამირხანაშვილმა და საქმეზე წარმოდგენილმა იმ მოწმეებმა, რომლებიც ადვოკატის თქმით, ყველა გამოკითხვის დროს ჩვენებებს ცვლიან.

    ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ-მ შიმშილობა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გამოაცხადა.

    “ასევე შუამდგომლობა დავაყენეთ იმ პროკურორის აცილების თაობაზე,რომელიც მის გამოკითხვას ესწრებოდა და მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა განხორციელდა. აქედან გამომდინარე მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა და არ იქნება აცილებული ის პროკური, აცხადებს შიმშილობას.

    დღეს სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოადგინა, ასევე წარმოადგინა მტკიცებულებები,რასთან მიმართებითაც ჩვენი პოზიცია უარყოფითია”,- განაცხადა გელხაურმა

    პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ იზიარებს კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ლ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

    ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

    რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღევანდელ პოროცესზე სასამართლომ პროკურატურის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მის დასაშვებობას არ ეთანხმებოდა.

    მისივე განმარტებით, დღეს წარდგენილი მტკიცებულებები მოიცავს ვიდეო-მასალას,სადაც ბრალდებულების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული.

    “რაც შეეხება ჩემი კოლეგის აცილების საკითხს, რაზეც სასამართლომ იმსჯელა და მიიჩნია, რომ არასრულწლოვან ზ.ხ.- ს და მისი ადვოკატის პოზიცია დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, პროკური სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა აცილებული. დადასტურდა , რომ ის ქმედება,რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს, არ არის შემხებლობაში ჩემს კოლეგასთან და ამიტომ არც აცილების საფუძველი არ იყო”, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

    საქმეზე შემდეგი პროცესი 20 აგვისტოს 14:00 საათზე ჩაინიშნა.