Category: ახალი ამბები

  • სამწუხაროა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება – უკრაინის ელჩი

    სამწუხაროა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება – უკრაინის ელჩი

    სამწუხაროა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება. ეს არ ეხმარება ვითარებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა  საქართველოსა და უკარიანის ურთიერთობის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ერთ ადამიანს, თუნდაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყოს, არ შეუძლია საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების კეთილი ნება დააზიანოს.

    „არ მჯერა, რომ ერთ ადამიანს, თუნდაც ეს ადამიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე იყოს, შეეძლოს ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების კეთილი ნება დააზიანოს ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ცხადად ვამჟღავნებთ ერთმანეთის მიმართ არსებულ განწყობებს – ჩვენ ვართ პარტნიორები, მეგობრები, ვართ სტრატეგიული პარტნიორები, არა მხოლოდ პრეზიდენტები და ორი ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ხალხი. ხალხის კეთილი ნება გვიბიძგებს, ოფიციალურ პირებსა და ხელისუფლებებს, რომ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, სააკიშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია გარკვეული გავლენის მქონეა და, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ საქართელოს ელჩი უკრაინაში, ჯერ კიდევ თბილისში რჩება, ეს არ ეხმარება ვითარებას,“ – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

    მან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოეხმო საქართველოს ელჩი უკრაინაში, სერიოზულ ნაბიჯად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ელჩი კიევში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

    “საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, რომელმაც უკან გაიხმო თავისი ქვეყნის ელჩი, სერიოზული ნაბიჯია და ეს ჩემთვის გამოწვევაა, რადგან უნდა შევაფასო ვითარება და ვიყო კავშირზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებასთან. მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს ის უკან დაბრუნდება და პირობები, მათ შორის ეპიდემიოლოგიური, თუმცა ასევე პოლიტიკური ვითარება, უფრო ხელსაყრელი და კეთილსაიმედო იქნება, რათა მოხდეს, ასე რომ ვთქვათ, ნორმალურ ვითარებასთან დაბრუნება, რადგან შემზღუდავი ზომებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობა შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს. ამიტომ უკეთესი მომავლის იმედი უნდა დავიტოვოთ და ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ველოდოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება კიდევ უფრო ძლიერი და სასარგებლო ჩვენი ხალხისთვის. გვესმის, რომ სააკაშვილის ინტერვენციის ძირითადი მიზეზი მოტივირებულია მომავალი არჩევნებით საქართველოში. მე მჯერა, რომ ქართველები, როგორც ბრძენი ხალხი, გააკეთებს თავის არჩევანს არჩევნებზე,“ – განაცხადა იგორ დოლგოვმა

    წყარო: ინტერპრესნიუსი

  • პრესის თავისუფლების ევროპული ცენტრი გიორგი გაბუნიას საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    პრესის თავისუფლების ევროპული ცენტრი გიორგი გაბუნიას საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    პრესის თავისუფლების ევროპული ცენტრი მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

    ორგანიზაციის მიმართვაში საუბარია “მთავარი არხის” წამყვანის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე. წერილში მოყვანიალია ფაქტი, როგორ დააკავეს ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას ამზადებდა.

    “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმის გასარკევად, თუ ვინ მოახდინა ორგანიზება, გასცა განკარგულება და დააფინანსა მკვლელობის შეკვეთა და დააკისროს მათ პასუხისმგებლობა. 

    ეს იქნება მკაფიო ნაბიჯი ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის თავიდან ასაცილებლად, და იმის, რომ კანონის წინაშე ყველას აგებს პასუხს” – ნათქვამია განცხადებაში.

    წერილის ასლები გაეგზავნა საქართველოში ევროკავშირის საელჩოსა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს ქრისტიან დანიელსონს.

    შეგახსენებთ, რომ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, სუს-მა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი 2020 წლის 12 ივნისს დააკავა. გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა

  • სააკაშვილი სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა – დავით მათიკაშვილი

    სააკაშვილი სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა – დავით მათიკაშვილი

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ფბ-ზე პოსტს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის  გამონათქვამს ეხმაურება.

    “სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში.

    სიტყვა “მახინჯის” მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.

    მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!“,-წერს დავით მათიკაშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე.

     

  • ლარი გაუფასურდა

    ლარი გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0726 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0726 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.004 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6564 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6381 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0183 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა

  • შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ზ.ხ-მ და მისმა მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ზ.ხ-მ და მისმა მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ზ.ხ-მ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.

    არასრულწლოვანი სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოკითხვას, პროკურორის აცილებას და გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

    “ჩემმა შვილმა დღეს ოფიციალურად განაცხადა სასამართლოზე, რომ იგი იწყებს შიმშილობას მანამ, სანამ არ გაატარებენ სიცრუის დეტექტორს ქვეშ. მეორე მოთხოვნაა გაგრძელდეს მედიასთან კავშირი იმიტომ, რომ იმდენი დეზინფორმაცია გაავრცელეს, ჩვენ არგუმენტები გვაქვს გასაბათილებელი, ამიტომ გვინდა რომ თქვენ გააშუქოთ. მე გადავწყვიტე გენერალური პროკურატურის წინ დავიწყო შიმშილობა.

    მესამე მოთხოვნაა პროკურორის აცილება. ჩემმა შვილმა ჩამოუყალიბა მოსამართლეს, რომ ის პროკურორი, რომელიც მას სდებს ბრალს, აქვს პირადი ინტერესი იმიტომ, რომ მან გაუყალბა ჩემ შვილს ჩვენება, რომელიც შეასწორა კომპიუტერში. მე, ჩემი ცოლის ძმა და ჩემი შვილიც იქ ვიყავით, როდესაც ჩვენებას ასწორებდა. პირადი ინტერესი აქვს მას ჩემი შვილის გამტყუნებაში.

    ჩემ შვილს უჩნდება უსამართლობის გრძნობა, რადგან ვინც მის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, ის ადამიანი სდებს ბრალს. მოსამართლემ არ დაუჯერა ჩემ შვილს, ვერ დამიმტკიცებთ თქვენო და არ მიიღო პროკურორის აცილების გადაწყვეტილება.

    ამის შემდეგ დემონტრაციულად დავტოვე დარბაზი და შევპირდი, რომ მალე ის იჯდება ჩემი შვილის ადგილზე”, – აცხადებს არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა.

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. არასრულწლოვნები ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.

    ზ.ხ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება.

  • სააკაშვილმა წულუკიანს მახინჯი უწოდა  ბაია პატარაიამ კი სააკაშვილს სექსისტი

    სააკაშვილმა წულუკიანს მახინჯი უწოდა ბაია პატარაიამ კი სააკაშვილს სექსისტი

    მას შემდეგ რაც საქართველოს  ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს “მახინჯი” უწოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ მიხეილ სააკაშვილი “სექსისტად” მოიხსენია

    “ჩვეულებრივი სექსიზიმი!  სამარცხვინო დაბულინგება პოლიტიკოსი ქალისა გარეგნობაზე. რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?! პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ. 2020 წელს უკულტურობა და პოლიტიკური გოიმობაა უკვე ეს.”- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროცესში ჩაერთო და ექსპერტებთან ერთად აგვისტომის ომის შესახებ დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანა.   ამასთან დაკავშირებით, კი თეა წულუკიანმა, განაცხადა, რომ ჰააგაში დავას საქართველო მოიგებს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს აქვს შიში, რომ დავას წააგებს.  სააკაშვილმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წულუკიანის ეს განცხადება შემდეგი წარწერით გააზიარა: “ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს”.

  • ამოღებულია როუტერი, რომლითაც დაადგენენ მოხდა თუ არა კომპიუტერში უკანონო შეღწევა – ბაჩალიაშვილის სახლში საგამოძიებო ქმედებები ჩატარდა

    ამოღებულია როუტერი, რომლითაც დაადგენენ მოხდა თუ არა კომპიუტერში უკანონო შეღწევა – ბაჩალიაშვილის სახლში საგამოძიებო ქმედებები ჩატარდა

    პროკურატურის წარმომადგენლებმა დაღუპული თამარ ბაჩალიაშილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

    სამართლდამცველებმა ბინიდან ინტერნეტის როუტერი ამოიღეს, რომელიც კონკრეტული მოწყობილობის ინტერნეთთან კავშირს უზრუნველყოფს და შესაძლოა, ეს როუტერი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ამით შეიძლება დადგინდეს, მოხდა თუ არა თამარ ბაჩალიაშილის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევა.

    23 წლის პროგრამისტის მამა ამბობს, რომ მან გამოძიებას ახალი გარემოების შეახებ უამბო, რის შემდეგაც პროკურატურამ როუტერის ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა. როგორც ოჯახი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამდე, ავტომობილი  ოჯახის  სახლთან ხშირად იდგა მანქანაში მსხდომი პირები კი ლეპტოპით გარკვეულ ქმედებებს ატარებდნენ.

    თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებისა და სიკვდილის შემდეგ კი მეზობლებმა სახლთან უკვე “შკოდას” მარკის ავტომანქანა დააფიქსირეს, საიდანაც მათ ფოტოებს უღებდნენ.

    “ბევრჯერ მყავს შემჩნეული შავი ტოიოტა ქამრი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ღამე იჯდნენ შიგნით და კომპიუტერი ეჭირათ. უცოხ მანქანს რომ ვხედავდი ბიჭებს შევეკითხე და ყველამ თქვა რომ არ არის უბნის მანქანაო” – განაცხადა  ბაჩალიაშვილების მეზობელიმა.

    ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, გოგონას გაუჩინარებამდე სახლთან ხშირად იდგა “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილი, შიგნით მყოფი პირები კი ლეპტოპით გარკვეულ ქმედებებს ატარებდნენ.

    დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე ბაჩალიაშვილების 2 მეზობელიც დაიბარეს, რათა “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილის შესახებ დეტალები გაირკვეს.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან იყო, ხოლო ბიძგების სიმძლავრემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა.

    “დღეს, თბილისის დროით 15:50 საათზე, დაბა ჯავასთან მოხდა 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში

  • “ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს” – სააკაშვილი წულუკიანზე

    “ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს” – სააკაშვილი წულუკიანზე

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს “მახინჯი” უწოდა.

    სააკაშვილმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წულუკიანის განცხადება შემდეგი წარწერით გააზიარა: “ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს”.

    თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ჰააგაში დავას საქართველო მოიგებს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს აქვს შიში, რომ დავას წააგებს.

    ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროცესში ჩაერთო და ექსპერტებთან ერთად აგვისტომის ომის შესახებ დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანა.  

  • პარლამენტი, სამინისტრო გამორიცხეთ – ვასილ მაღლაფერიზე ოცნების სიაში შესაძლო ყოფნაზე

    პარლამენტი, სამინისტრო გამორიცხეთ – ვასილ მაღლაფერიზე ოცნების სიაში შესაძლო ყოფნაზე

    ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დატოების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ პარლამენტში ან რომელიმე სამინიტროში თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. მისი თქმით, მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებს.

    “ტელევიზიები გამოთქვამდნენ ვარაუდს… რომ აღარ დასვათ შემდეგი შეკითხვები, პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდა ბელორუსიაც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით, მაქვს ორი საგანმანათლებლო პროექტი. ამას გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ როგორ იქნება საქმე,” – თქვა მაღლაფერიძემ.

    დღეს ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

    დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მაღლაფერიძის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.

    მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი დღესვე გამოცხადდა.