Category: ახალი ამბები

  • მომავალში ძალოვან უწყებებზე ჩვენ პრეტენზიას არ განვაცხადებთ – ბარამიძე

    მომავალში ძალოვან უწყებებზე ჩვენ პრეტენზიას არ განვაცხადებთ – ბარამიძე

    ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებით, მისი პარტია მთავრობის დაკომპლექტებისას ძალოვანი უწყებების ჩაბარებაზაე პრეტენზიას არ განაცხადებს.

    მანვე აღნიშნა, რომ ენმ კომპრომისებისთვის მზად არის.

    “თუ შსს-ზე იქნება მომავალში საუბარი ჩვენ პრეტენზიას არ განვაცხადებთ. დიდი ალბათობით ასე იქნება, რომ არავის არ ჰქონდეს ეჭვები. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იგივე პროკურატურას, რომელიც, ჩემი აზრით, დასაშლელია, ასევე, სუს-ი… იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც გირჩის ოფისში პარტიებს შორის შედგა, ჩვენ მაინცდამაინც რომ თავი მოვიკლათ, რომ გინდა თუ არა ასე იყოს, არამგონია.

    კომპრომისებისთვის მზად ვართ და ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ შევქმნათ დაბალანსებული, ცივილიზებული, პროგრესზე ორიენტირებული მთავრობა”,- განაცხადა ბარამიძემ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

  • ეპიდსიტუაცია მართვადია, ეს მათ შორის ფრენების მაქსიმალური შემცირების შედეგია – გამყრელიძე

    ეპიდსიტუაცია მართვადია, ეს მათ შორის ფრენების მაქსიმალური შემცირების შედეგია – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ფრენების გახსნის 30 სექტემბრამდე გადავადება “საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა”.

    “ქვეყანაში მიმოსვლა გაზრდილია. რამდენიმე რეგულარული ფრენა აღდგენილია. ლუფტჰანზა დაფრინავს კვირაში ორჯერ, ეარფრანსიც კვირაში ორჯერ, ბალტიკი დაფრინავს. ამავე დროს, საქართველოს ავიახაზები დაფრინავენ გარკვეული პერიოდულობით”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    მისივე თქმით, მთელ ევროპაში ფრენის მობილობა, დაახლოებით, 60-70%-ითაა შემცირებული და ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს ჯერაც არ აღუდგენია რეგულარული ფრენები, რომელიც დაპირებისამებრ, 1 ივლისს უნდა აღდგენილიყო.

    მანვე აღნიშნა, რომ მართვადი ეპიდსიტუაციის ერთერთი მიზეზი ფრენების მაქსიმალურად შემცირებაა.

    “ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და ეს სწორედ იმ ღონისძიებების შედეგია, რაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში განახორციელა. მათ შორის ერთერთი სწორედ ფრენების მაქსიმალური შემცირებაა. მესმის, ეს შესაძლებელია გარკვეული დისკომფორტია ადამიანებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის…” – თქვა ამირან გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 აგვისტომდე – პროგნოზი

    როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 აგვისტომდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება.

    მათივე ცნობით, თბილისში 19-20 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

  • ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის საგანგებო სამიტი, სადაც ბელარუსის შესახებ იმსჯელებენ

    ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის საგანგებო სამიტი, სადაც ბელარუსის შესახებ იმსჯელებენ

    დღეს, 19 აგვისტოს, ბრიუსელში დაიწყო საგანგებო სამიტი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, სადაც ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ

    “ბელორუსის ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი და თავისუფლად აირჩიონ თავიანთი ლიდერი. მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია”, – წერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი თავის Twitter-ზე.

    საგანგებო სამიტზე ბელარუსის ოფიციალური პირების სანქცირების გარდა, ასევე იმსჯელებენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებზე. იგულისხმება დემონსტრაციებზე დაზარალებულთა მხარდაჭერა, მედიაპლურალიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, სტუდენტთა გაცვლით პროგრამების მასშტაბების გაფართოება და სხვა.

     

  • შიმშილობის დაწყებას არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ბებია-ბაბუაც აპირებენ

    შიმშილობის დაწყებას არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ბებია-ბაბუაც აპირებენ

    გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის პროტესტს გენერალურ პროკურატურასთან თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც შეუერთდნენ.

    როგორც თამაზ ხომასურიძის ბებია ლიანა ხომასურიძე აცხადებს, გენერალურ პროკურატურასთან თავის შვილიშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად თვითონაც აპირებს შიმშილობის დაწყებას, ვინაიდან პროკურატურა არ აკმაყოფილებს მისი ბრალდებული შვილთაშვილის მოთხოვნას.

    მისი თქმით, არასრულწლოვანი შვილთაშვილი ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორი გაიაროს, ასევე დეტექტორი გაიარონ მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა, იაკობ ბრეგვაძემ და “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილის მგზავრებმა. ლიანა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილთაშვილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში არ მონაწილეობდა და ის უდანაშაულოა.

    „ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვის. თუ ჩემი შვილთაშვილი მკვლელი იქნება, დასაჯონ ისე,როგორც საჭიროა. სწორედ ამ პოზიციის გამოსახატად ვარ აქ მოსული. მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექმება, – განაცხადა ლიანა ხომასურიძემ.

    იგივე პიზიცია აქვს ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუას გიორგი ხომასურიძეს და ამბობს, რომ მისი შვილიშვილი შაქრაშვილის საქმესთან მიმართებით არაფერ შუაშია.

    “არ ვიცი, პროკურატურა რატომ არ აკმაყოფილებს ჩვენი ოჯახის მოთხოვნას სიცრუის დეტექტორის გავლასთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ჩემს შვილიშვილს ვინმეზე ხელი აეღო, დანა ან იარაღი გამოეყენებინა. ჩემი შვილიშვილის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ თავიდანვე არ დაურეკა საპატრულო პოლიციას. თუმცა, იქ სხვებიც იყვნენ და რატომ არ დარეკეს, ან რატომ მიატოვეს გიორგი შაქარაშვილი?! გიორგი შაქარაშვილის მშობლების სანუგეშოდ ვიტყვი, რომ მათი შვილის სული ზეცაშია. ღმერთი იწამონ, ნუ დაგვჩაგრავენ თანამდებობით და ფულით, გაჭირვებული ხალხი ვართ. ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ”, – განაცხადა ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუამ გიორგი ხომასურიძემ.

  • ბათუმის ბულვარში განთავსდება კარვები, სადაც დამსვენებლებს კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შესთავაზებენ

    ბათუმის ბულვარში განთავსდება კარვები, სადაც დამსვენებლებს კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შესთავაზებენ

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, მოხდება ღამის კლუბების, ბუნგალოებისა და იქ მომუშავების პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა და ხვალიდან დაიწყება მათი სავალდებულო ტესტირება.

    „საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთის ერთ-ერთ კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფები, ჯამში 5 ადამიანია ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ეს ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.

    მომზადდება მასალები და აღწერა რამდენი ღამის კლუბი, რამდენი ბუნგალო არის აჭარაში, ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, რამდენი თანამშრომელი მუშაობს იქ და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    მისივე თქმით, ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარვები, სადაც დამსვენებლებს ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შესთავაზებენ.

    „ასევე ვფიქრობთ და ვმუშაობთ საკითხზე, რომ თვითონ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება.

    ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა და დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რადგან ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია,“- განაცხადა გამყრელიძემ.

  • თბილისის ზღვის მიმდებარედ იმ ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მოხდება, რომლებიც შეზღუდულ არეალში დარჩა – კალაძე

    თბილისის ზღვის მიმდებარედ იმ ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მოხდება, რომლებიც შეზღუდულ არეალში დარჩა – კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების ზონირების ძველ სტატუსს ვერ დაიბრუნებენ, მერია ადგილმონაცვლეობას შესთავაზებს. როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, მუნიციპალიტეტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას შეზღუდული ზონის სტატუსი მიანიჭა.

    “ძალიან დიდი არეალი განისაზღვრა და გარკვეული ტიპის მშენებლობების განხორციელება შეიზღუდა, რადგან თბილისის ზღვისგან დედაქალაქის მოსახლეობას კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სასმელი წყლით ამარაგებს. დავიწყეთ კვლევების ჩატარება, რომლის შემდეგაც, სანიტარიული დაცვის წესები დამტკიცდა. ასევე, განისაზღვრა გარკვეული რეგულაციები, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნული ტერიტორიის განვითარება სწორედ ამ წესებისა და რეგულაციების მიხედვით უნდა მოხდეს”, – განაცხადა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

    მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების დამტკიცების შემდეგ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილს არსებული შეზღუდვები მოეხსნა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ზონები, სადაც კერძო მესაკუთრეებს ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობა ვერ მიეცემა.

    “ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწებზე აღნიშნული პრობლემა აქვს და ზონირების სტატუსის გამო, სხვადასხვა ქმედების განხორციელებას ვერ ახერხებენ, აუცილებლად უნდა მოგვმართონ და რა თქმა უნდა, ისინი არცერთ თეთრს არ დაკარგავენ. იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მოხდება, რომლებიც შეზღუდულ არეალში დარჩა. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემა აწუხებს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ. იმის გამო, რომ მესაკუთრეებს არ გაუუარესდეთ მდგომარეობა, მოხდება მათი საკუთრების შეფასება და იმავე ფასში ადგილმონაცვლეობას შევთავაზებთ”, — განაცხადა თბილისის მერმა.

  • 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

    10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

    10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარკირება უფასო იქნება პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

    „მინდა შევეხო ზონალური საათობრივი პარკირების პროექტს, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული კონკრეტულ ქუჩებზე პროექტები, როგორც კოტე აფხაზის, ასევე ორბელიანის მიმდებარე ქუჩებზე და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე, რომ შემდეგი ეტაპი არის პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა მივუწოდო მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, რათა მოხდეს მათი კერძო ავტომობილების დარეგისტრირება სისტემაში, რადგან პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც ჰყავს კერძო ავტომობილები, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, ხოლო მათთვის, ვინც შემოსული იქნებიან სხვა უბნებიდან, პირველი 15 წუთი არის უფასო და შემდეგ რა თქმა უნდა, იქნება გადასახადი, როგორც ეს გვქონდა წინა შემთხვევებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ყველა უბანში და რაიონში იქნება ანალოგიური დამოკიდებულება, თუმცა, განსხვავებული იქნება რაიონების მიხედვით პარკირების საფასურის გადახდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან 10 სექტემბრიდან ძალაში შედის ზონალური საათობრივი პარკირების ამოქმედება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ იაქტიუროთ. არის განთავსებული საინფორმაციო ჯიხურები, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ჩვენი თანამშრონლები ყველანაირად დაგეხმარებიან თქვენი კერძო ავტომობილის დარეგისტრირებაში. ასევე, მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ ფუნქციონრებს ზონალური საათობრივი პარკირება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

  • კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების პერსონალი ინტენსიურად გაიტესტება – მთავრობა

    კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების პერსონალი ინტენსიურად გაიტესტება – მთავრობა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება.

    „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა და განსაკუთრებით ეს შეეხება შავიზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს იმ პირთა წრე, რომლებსაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეებს განეკუთვნება კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

  • მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.

    „დილიდან სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი სამაშველო ჯგუფი, მყვინთავები სპეციალური დანადგარით – ექოლოტი ჩაერთვნენ, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს“, – განაცხადეს უწებაში.