Category: ახალი ამბები

  • აგროდაზღვევის პროგრამა ნერგებზეც, მათ შორის ვაზზეც გავრცელდება – გახარია

    აგროდაზღვევის პროგრამა ნერგებზეც, მათ შორის ვაზზეც გავრცელდება – გახარია

    პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აგროდაზღვევის პროგრამა ნერგებზეც, მათ შორის ვაზზეც გავრცელდება.

    მისი თქმით, ამ დრომდე პროგრამა მხოლოდ მიღებული მოსავლის რისკს აზღვევდა.

    “გარდა იმისა, რომ ჩვენს ფერმერები ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მთავარი ისაა, რომ ეს [აგროდაზღვევის] პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის რისკს. ბევრ ჩვენს ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი, უფრო ხარისხიანი ნერგები იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები”, – თქვა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

    რაც შეეხება პროგრამის ბენეფიციარებს, ეს შეეხება ყველას, ვისაც მოსავალი ან ნერგები 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაუზარალდა.

  • შალვა შავგულიძემ პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

    შალვა შავგულიძემ პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

    მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის ოპოზიციის კანდიდატმა, შალვა  შავგულიძემ პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

    მისი თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.

    “საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “თავისუფალი დემოკრატები. ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა”, -განაცხადა შავგულიძემ.

  • რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

    რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს.

    კირა იარმიშის თქმით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. საავადმყოფოში სამართალდამცველებიც გამოიძახეს.

    პოლიტიკოსის პრესსპიკერი ვარაუდობს, რომ ნავალნი მოწამლეს.

    იარმიშის თქმით, საწამლავი, სავარაუდოდ, ჩაიში იყო შერეული.

    “ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა”.

    მანვე აღნიშნა, რომ ნავალნი  ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა.

    “ჩაის გარდა არაფერი დაულევია. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე საჭირო ოთახში გავიდა და გონება დაკარგა”, – აცხადებს პრესმდივანი.

  • “როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად იცით ცურვა?” – ამირხანაშვილის ახალი ჩვენება

    “როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად იცით ცურვა?” – ამირხანაშვილის ახალი ჩვენება

    “რადიო თავისუფლება” გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალებიდან ოქროს მოწმის, გური ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს.

    გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ ოქმის საფუძველზე დაუმძიმდა ბრალი 5 ბრალდებულს და მათ დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წარედგინათ.

    გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის მეხუთე ოქმი 2 აგვისტოთი თარიღდება.

    “თავისუფლების” ცნობით, ამირხანაშვილი გამომძიებელს უხსნის, რომ წინა ოთხი გამოკითხვისას ის სტრესულ მდგომარეობაში იყო და ზოგიერთი დეტალის გახსენება მხოლოდ მოგვიანებით შეძლო.

    ჩვენებაში ამირხანაშვილი დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს და ფრაზებს, რომლებიც მას თბილისისკენ გზად “ტოიოტა ქამრიში” მჯდომს უთხრეს ან გაიგო.

    ჩვენებაში ამირხანაშვილი ყვება, რომ “ტოიოტა ქემრიდან” გადმოსული მდევრებისგან თავის დასაღწევად ფერადი შენობის უკან შეირბინა და “ორმოს მსგავს დაბლობზე” ჩავარდა, საიდანაც მალევე ამოვიდა და დაინახა, რომ “ტოიოტა ქემრის” სამი მგზავრი – ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ, მეორად საავტომობილო გზაზე სწრაფი სირბილით და გინებით ჩარბოდნენ. ამირხანაშვილი ამბობს, რომ ისინი სწორედ იქით გარბოდნენ, სადაც მანამდე მდევრებისგან გაქცეულმა ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინეს.

    ჩვენების მიხედვით, 7-8 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილი კვლავ ბუჩქებში ჩაიმალა, რადგან ავტომობილის კიდევ ორი მგზავრი და მძღოლი არ ჩანდენენ და შეშინდა. შემდეგ არაგვის ხიდის ქვემოდან, მეორადი გზიდან მომავალი ხმა მოესმა, ამჯერად გინების გარეშე. როგორც ამირხანაშვილი ყვება, ეს პირები ყვიროდნენ, რომ დამალულები გამოსულიყვნენ და მათ არაფერს დაუშავებდნენ.

    ამირხანაშვილის თქმით, იმ პირებმა, ვინც ახვლედიანსა და შაქარაშვილს გაეკიდნენ, შენობას შემოუარეს და მას მიაგნეს, “დაღლილებმა და აფორიაქებულებმა“. შემდეგ მათთან “ქემრი” გაჩერდა, მალევე კი ხიდის ქვემოდან, მეორადი საავტომობილო გზიდან ამომავალი კიდევ ორი მდევარი დაინახა – ამირხანაშვილის თქმით, ესენი იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

    ჩვენების მიხედვით, გაგნიძემ დანარჩენებს მკაცრად უთხრა, რომ ამირხანაშვილი მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

    დიალოგის დეტალები, რომელთაც ამირხანაშვილი ბოლო გამოკითხვისას იხსენებს, შემდეგია:

    “არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, “როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?”. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, “რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული”, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი”, – წერია გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში.

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა.

    პროკურატურამ გამოაქვეყნა შემთხვევის ვიდეო რეკონსტრუქცია, რომლის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი წყალში გადააგდეს.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 9 ადამიანს დაუდასტურა, 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 9 ადამიანს დაუდასტურა, 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 370 გახდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10  ადამიანი, სულ –  1108.  ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –278.

     

  • ვნახოთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს – კალაძე კრიმინალზე

    ვნახოთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს – კალაძე კრიმინალზე

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში კრიმინალის დონემ მოიმატა, ტყუილია.

    მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლამდე კრიმინალური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იყო.

    „ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შედარებითი. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც წარსულს ვიხსენებთ. ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება. ყველაფერი არის შედარებითი. აშკარად დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თუ იმას ვიტყვით, მოგვწონს არსებული სიტუაცია? რა თქმა უნდა, არა. გვინდა, ბევრად უკეთესი იყოს. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი ძლიერი, როგორც განვითარებული ევროპული ქვეყანა”,- განაცხადა კალაძემ.

  • “შეცდომას თუ დაუშვებ, შენი დაჭერა მომიწევს” – “მთავარის” ინფორმაციით, ამირხანაშვილს გამომძიებლები სწერდნენ

    “შეცდომას თუ დაუშვებ, შენი დაჭერა მომიწევს” – “მთავარის” ინფორმაციით, ამირხანაშვილს გამომძიებლები სწერდნენ

    მთავარი არხის ინფორმაციით, ხელში ჩაუვარდათ ტელეფონი, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი და საქმის მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი სარგებლობდა.

    წყარო “მთავარს” უყვება, რომ ეს ტელეფონი მთავარ მოწმეს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა. ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან აპარატი დაკარგა.

    მთავარი არხის მტკიცებით, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ამირხანაშვილს მათთვის არ უნდა დაერეკა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებები უნდა გაეგზავნა.

    მთავარმა ნომრები გადაამოწმა და დაადგინა, რომ ისე ეკუთვნის ერთერთ სახელმწიფო უწყებას.

    რაც შეეხება მიმოწერას, ამირხანაშვილი მიმოწერისას ადრესატს იმ დეტალებს ეუბნება, რომელიც ბოლო პერიოდში შაქარაშვილის საქმეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

    სმს მიმოწერა 10 აგვისტოდან იწყება.

    მთავარის ცნობით, ამირხანაშვილს წერენ, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.

    ამირხანაშვილი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს და წერს, რომ საკმაო სტრესშია და ვეღარ გაიგო რა ილაპარაკოს და ამბობს, რომ მამაოსთან უნდა საუბარი.

    აღნიშნული მიმოწერისა და მობილურის შესახებ ჯერჯერობით კომენატარი  არ გაუკეთებია არც საგამოძიებო უწყებას და არც გური ამირხანაშვილს.

  • გადავწყვიტე, სრული სიმართლის გასაჯაროვება – ვასამბეგ ბოკოვის წერილი ციხიდან

    გადავწყვიტე, სრული სიმართლის გასაჯაროვება – ვასამბეგ ბოკოვის წერილი ციხიდან

    რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებიდან შუამავლის გავლით ვასამბეკ ბოკოვისგან წერილი მიიღეს. ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე ივნისში დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას აპირებდა.

    “მე დღეს გადავწყვიტე გავასაჯაროვო სრული სიმართლე, მოვყვე ის, რაც სინამდვილეში მოხდა და გავაცნო საზოგადოებას ზუსტი რეალობა” – სწერს ბოკოვი რუსთავი 2-ს.

    მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ნოემბერში პანკისში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაპირისპირებული მხარეების შერიგება იყო.

    “ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგების შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ”. – წერია წერილში.

    ბრალდებული აღნიშნავს, რომ მისი ჩამოსვლის მეორე მიზეზი ბიზნესის დაწყება იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეუცვალა.

    “12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს. სახელმწიფო ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას იღებს და დღემდე მამყოფებს პატიმრობაში ერთადერთი მიზნით, რომ ჩააწყნაროს ჩემი საქმის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი”. – წერია წერილში.

    შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვი ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავა. 15 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით თბილისში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული.

    სუს-მა იმავე საღამოს დაადასტურა, რომ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

  • შესაძლოა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს

    შესაძლოა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს

    ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაძლოა, ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეს კონკურენტად მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი დაუყენოს.

    ენმ–ს წევრის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, მათ მხარდამჭერებთ აწუხებთ, რომ პარტიას ისანში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავთ, სწორედ ამიტომ, პოლიტსაბჭო კანდიდატის დაყენების საკითხს განიხილავს.

    “ეს წუხილები არსებობს თვითონ ამომრჩევლებს შორის და პირველად არ ვავრცელებთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მაგრამ რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატს, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია…

    მსჯელობის საგანი იყო [გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენება], იმიტომ, რომ ამომრჩევლის მხრიდან ასეთი გულის წუხილი რომ მოდის, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს განვიხილოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ ჩამოვყალიბებულვართ”. – ამბობს ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.

    თინა ბოკუჩავას განცხადებით, ენმ-ს გადაწყვეტილება თბილისის მხოლოდ და მხოლოდ ორ ოლქში იყო კანდიდატურის დაყენება იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულიყო, თუმცა, მისივე განმარტებით, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

    “ძალიან მოულოდნელი იყო გიორგი ვაშაძის ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის გადადგა პოლიტიკური ერთობიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამიტომ, ვნახოთ. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიაში, ჩვენთვის უმთავრესი არის ის, რომ გვყავდეს კანდიდატები, რომლებიც გაიმარჯვებენ”. – თქვა თინა ბოკუჩავამ ფორმულასთან.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ 27 ივლისს “ძალა ერთობაშია” დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი იუმორისტული სკეტჩის გამო ფორმულას მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

    საზოგადოებრივი მაუწყებელი იუმორისტული სკეტჩის გამო ფორმულას მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

    საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია ფორმულას იუმორისტულ გადაცემა “ფსკერს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საჩივრის მიზეზი გადაცემა ფსკერის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული იუმორისტულ-სატირული სკეტჩია.

    ფსკერის მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანებსა და ჟურნალისტებს განასახარიებენ და ბიუჯეტიდან პირველი არხისთვისა და სხადასხვა უწყებისთვის გაცემულ დაფინანსებას წყალში გადაყრას ადარებენ. ოთხი ადამიანი, რომლებსაც მაისურებზე აწერიათ საპენსიო ფონდი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს რკინიგზა და სპორტისა და კულტურის სამინისტრო, თბილისის ზღვაზე აწყობენ “საჩვენებელ ფულის ყრას”

    “მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეტჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის “ახალი დღე” უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და “არაიუმორისტული” ფორმით, გადაცემა “ფსკერის” სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. ნდობა — ეს არის ერთ-ერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც “იუმორის” სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება”, — წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარში.

    სკეტჩში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერის ბრენდირებაა გამოყენებული, სწორედ ამ საფუძვლით დაობს პირველი არხი მარეგულირებელში შეტანილ საჩივარში.

    გადაცემა ფსკერის ავტორისა და წამყვანის, ნიკა ქავთარაძის შეფასებით, აღნიშნული საჩივარი გამოხატვის თავისუფლების შეზღვისკენ არის მიმართუმედი აქვს, რომ მარეგულირებელი კომისია საჩივარს იუმორით შეხედავს.

    “ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ რაღაც უცნაური შეფუთვით გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ. ამაშია მთავარი პრობლემა იმიტომ, რომ კომედიაა. ეს არის აქ მთავარი, რომ ეს არის იუმორისტული გადაცემა და შესაბამისად, აქ არ არსებობს შეზღუდვა”, — აცხადებს ნიკა ქავთარაძე ფორმულას ეთერში.

    https://www.facebook.com/Fskeri.ge/videos/3424203820924428/