Category: ახალი ამბები

  • თუ ობიექტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შრომის ინსპექციას ექნება ბერკეტი, დახუროს – ტიკარაძე

    თუ ობიექტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შრომის ინსპექციას ექნება ბერკეტი, დახუროს – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექციას ექნება დამატებით ბერკეტი და ლეგიტიმური უფლება, დახუროს ობიექტი, თუ ის ვერ აკმაყოფილებს პანდემიის პერიოდში უსაფრთხოებისთვის დაწესებულ შესაბამის მოთხოვნებს.

    “შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ადამიანებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები. ჩვენ დღესდღეობით გვაქვს აქტიური მონიტორინგი და უკვე 100-ზე მეტი ობიექტი გვყავს დაჯარიმებული.

    რიგ შემთხვევებში, განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც, ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან; რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები და დღესდღეობით შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი ვერ აკმაყოფილებს განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც იმ საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება რომ დახუროს ობიექტი”, – განაცხადა მინისტრმა.

  • ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

    ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

    სამართალდამცველებმა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ვახო ტაბიძე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

    შვილის დაკავებას ადასტურებს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე, თუმცა, ის გურიანიუსთან საუბარში ამბობს, რომ “ბიჭმა იჩხუბა და თავად ჩაბარდა პოლიციას”.

    შსს-ს ცნობით, 2001 წელს დაბადებულ ვ.ტ-ს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.

  • ენმ-მ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლოა ვერა ქობალია დაასახელოს

    ენმ-მ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლოა ვერა ქობალია დაასახელოს

    გავრცელებული ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას კანდიდატურას განიხილავს.

    ამავე ოლქში ევროპული საქართველოდან კენჭს გიგი უგულავა იყრის, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია.

    ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობს, კონკრეტული ფიგურის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.

    ვერა ქობალია 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. 2012 წელს, ხელისუფელების ცვლილების შემდეგ ის კერძოს სექტორში მუშაობს.

  • თუ ენმ-ს სურს ისანში ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, დავამარცხებ მათ კანდიდატს – ვაშაძე

    თუ ენმ-ს სურს ისანში ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, დავამარცხებ მათ კანდიდატს – ვაშაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება ენმ-ს ლიდერების განცხადებას, რომ შეიძლება ისანში მას კონკურენტი დაუყენონ. ვაშაძე ამბობს, რომ “სიტყვის კაცია” და დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ასრულებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ისანში მას “ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატს დაუყენებს, ის მაინც გაიმარჯვებს და იბრძოლებს “დამსხვრეული ოცნებების პარტიის” დასამარცხებლად.

    „მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც“. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის – დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების ნაცვლად, ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე დავამარცხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

    ცნობისთვის, გუშინ ენმ-ს წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და თინა ბოკუჩავამ განაცხადეს, რომ მათი ამომრჩევლის მოთხოვნაა, ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში საკუთარი კანდიდატი დააყენოს, ამიტომ ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე განიხილავენ. 

  • სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა – ბაჩალიაშვილის მამა

    სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა – ბაჩალიაშვილის მამა

    თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ცხედარი და მანქანა მისი პოვნის ადგილზე სოფლებში შუქის ჩაქრობის შემდეგ მიიტანეს.

    “ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული… სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა“ – ამბობს ბაჩალიაშვილი.

    დღეს თეთრიწყაროში, იმ ადგილზე, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტები ტარდება. საქმის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დღევანდელი ექსპერიმენტის დროს ავტომანქანაში ტემპერატურას გაზომავენ. ადვოკატს ეჭვებს სწორედ ხუთდღიანი ძებნის შემდეგ აღმოჩენილ მანქანაში არსებული ტემპერატურა უჩენს.

    ექსპერიმენტში გამოიყენებენ გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანის მსგავს ავტომობილს, რომელიც იმ მარშრუტს გაივლის, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა გაიარა.

  • ვფიქრობდი, ტრავმა ჰქონდა მიღებული, ხმამაღლა ვეძახდი – გიორგი შაქარაშვილის დედის ჩვენება

    ვფიქრობდი, ტრავმა ჰქონდა მიღებული, ხმამაღლა ვეძახდი – გიორგი შაქარაშვილის დედის ჩვენება

    ტვ პირველმა გიორგი შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც შვილმოკლული დედა იხსენებს 18 ივნისს, როდესაც გიორგი დაბადების დღეზე წასვლას გეგმავდა.

    “2020 წლის 18 ივნისს დილით სახლიდან გავედი დაახლოებით 10:30 საათისთვის, ამ დროს გიორგი ისევ ეძინა, მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა ქალაქგარეთ. მას შემდგომ გიორგი აღარ მინახავს. ამის შემდეგ, სანამ გიორგი წავიდოდა დაბადებისდღეზე სოციალურ ქსელ ფეისბუქის მესენჯერში მომწერა, რომ უნდა წასულიყო ფალიაშვილის ქუჩაზე სალონში. ამის შედგომ, იმის გამო რომ გიორგის ტელეფონი არ ჰქონდა, დავურეკე გურამ ამირხანაშვილს დაახლოებით 20:00 საათისთვის და ვკითხე, წავიდნენ თუ არა დაბადების დღეზე, რა დროსაც გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, რომ იყო დიდუბის მეტროსთან, ელოდებოდა გიორგი და უნდა წასულიყვნენ დაბადების დღეზე.

    ამის შემდეგ დაახლოებით 24:00 საათისთვის დავრეკე გურამ ამირხანაშვილის ტელეფონზე, ვესაუბრე გიორგის და ვკითხე, თუ როდის მოვიდოდა სახლში, რაზეც მან მითხრა რომ დაბრუნდებოდა დილით. ასევე, ვუთხარი რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი. ამ დროს გიორგი მესაუბრა ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, შეშფოთება ან ნერვიულობ არ ეტყობოდა, მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით”,- წერს ჩვენებაში შაქარშვილის დედა.

    მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ შაქარაშილის გაუჩინარების შესახებ გურამ ამირხანაშვილმა შეატყობინა, რის შემდეგაც ისინი მცხეთაში, მის მოსაძებნად წავიდნენ.

    “დაახლოებით დილის 7:00 საათისთვის სახლში დარეკა მისმა მეგობარმა, გურამ ამირხანაშვილმა და იკითხა, გიორგი იყო თუ არა სახლში მოსული, რის შემდგომაც ვუთხარით რომ გიორგი ღამით სახლში არ იყო დაბრუნებული. გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, რომ მცხეთაში დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბი, რის გამოც ის დაიმალა და ამის შემდგომ მან ვეღარ ნახა გიორგი. ამაზე ძალიან გავნერვიულდე და ჩემს ქალიშვილთან, ანი შაქარაშვილთან, გურამ ამირხანაშვილთან, ლაშა გურეშიძესთან, მაკა ნადირაძესთან და ოლეგ ბობოხიძესთან ერთად წავედით მცხეთაში გიორგის მოსაძნებნად. პარალელურად, ყველამ ჩვენი საშუალებებით დავიწყებთ მისი მოძიება გიორგის სანაცნობოში და მეგობრებში, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩავედით მცხეთაში და გურამ ამირხანაშვილმა გვაჩვენა ადგილი, სადაც ბოლოს ნახა გიორგი. აღნიშნული ადგილი არის მცხეთაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, არაგვის ხიდის მიმდებარედ, ხიდის ქვეშ გამავალი მეორეხარისხოვანი გზა.

    ჩვენ პირველად მივედით იმ ადგილას, სადაც იყო დაბადების დღე, შემდგომ წამოვედით ხიდებთან და გურამმა გვაჩვენა ადგილი, სადაც თვითონ დაიმალა და ასევე ადგილი, საითაც მან დაინახა, რომ გიორგი გარბოდა, რის შემდეგაც აღნიშნულ პერიმეტრზე დავიწყეთ გიორგის მოძებნა. ვფიქრობდი, რომ მას ჰქონდა რამე ტრავმა მიღებული, ხმამაღლა ვეძახდით მას და ვეძებდით აღნიშნულ პერიმეტრზე. თან დასახმარებლად დავრეკეთ 112-ზე და განვაცხადეთ გიორგის დაკარგვის ფაქტის შესახებ. რის შემდგომაც უკვე ინტენსიურად დაიწყო გიორგის სამძებო სამუშაოები”,- ყვება ჩვენებაში თამუნა შალვაშვილი.

    მას ასევე ეკითხებიან, ჰყავდა თუ არა გიორგის შეყვარებული, რაზეც პასუხობს, რომ ბოლო პერიოდში მას შეყვარებული არ ჰყოლია.

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა. პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს.

    19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

  • საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო – ტიკარაძე

    საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო.

    მისივე თქმით, ფრენების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მიიღება, თუ როგორი იქნება კოვიდინფექციის გავრცელება.

    „ეს არის გლობალური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა, სექტემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს რეგულარული ფრენების აკრძალვა, მინისტრი პასუხობს, რომ “ყველაფერი შესაძლებელია”.

    შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

  • ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდებათ – გახარია

    ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდებათ – გახარია

    პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდებათ და მათ არ მოუწევთ “ჯიბიდან გადახდა”.

    გახარიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

    ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამის 8 ათასი ლარით გაზრდის შესახებ. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • რატომ დატოვეს “თავისუფალი დემოკრატები” გოგუაძემ, ბარამიძემ და შავგულიძემ – განმარტება

    რატომ დატოვეს “თავისუფალი დემოკრატები” გოგუაძემ, ბარამიძემ და შავგულიძემ – განმარტება

    შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს.

    მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, ისინი “ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გააგრძელებენ თანამშრომლობას ევროპულ საქართველოსთან და არჩევნებში მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, “რაზეც მათგან უპირობო შეთავაზება აქვთ”.

    შავგულიძემ პარტიის დატოვება ვრცელი განცხადებით განმარტა:

    “საზოგადოებას ალბათ ახსოვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ როგორ დატოვა თავისუფალი დემოკრატების რიგები პარტიის ლიდერთა დიდმა ნაწილმა, რომელთა უმრავლესობა მალევე ქართული ოცნების ხელისუფლებაში აღმოჩნდა.

    ამ მოვლენათა შემდეგ, 2017 წლის თებერვალში ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, შევქმენით გამგეობის ახალი შემადგენლობა, რომელშიც პარტიაში დარჩენილ ძველ წევრებთან ერთად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შემომატებული მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც იქნა შეყვანილი, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, ჩვენთან ერთად გამკლავებოდნენ პარტიაში შექმნილ სირთულეებს.

    სამწუხაროდ, მიუხედავად თავდაპირველად გამოხატული შემართებისა, განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის 4 წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად, პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი”. – წერს შავგულიძე.

    მისივე თქმით, მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, 20 ივნისისთვის პარტიის გამგეობის ყველა წევრი, განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ ერთხმად უჭერდა მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას.

    შავგულიძე წერს, რომ პარტიაში საარჩევნო სიაზე შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა “სრულიად მოულოდნელად”, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის უმრავლესობამ პარტიის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა.

    “კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მე-2 ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე.

    მე არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს, 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია და შესაბამისად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში. ამგვარად, მე ვერ ვხედავდი არგუმენტს იმის დასაშვებად, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მას მე-2 ადგილი დაეკავებინა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პარტიის ისეთი ლიდერების წინ, როგორებიც გახლდათ ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ლევან სამუშია, რომელთა შრომითაც იყო შექმნილი პარტიის სახე, მისი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი.

    სამწუხაროდ, გამგეობის აღნიშნული უმრავლესობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თავის პოზიციაზე დარჩა”,- აცხადებს შალვა შავგულიძე.

    მისივე განცხადებით, გამოჩნდა სხვა გარემოებებიც, რომელთა გამოც გამგეობის წევრების მიმართ უნდობლობა გაიზარდა.

    მაგალითად:

    “ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი – ექიმი, დევი ტაბიძე. სავალალო ის არის, რომ არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის ზემოხსენებული წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ.

    ამგვარად, მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე; არ ვარ დარწმუნებული, რომ თავისუფალი დემოკრატების პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ; მათთან ერთად ვეღარ გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. ბრძოლას, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმე გახდება და რომელიც აუცილებლად გამარჯვებამდეა მისაყვანი, ჩვენი ქვეყნის პროგრესული და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად.

    ამგვარად, ვეღარ ვხედავ აღნიშნულ პირებთან ერთ პოლიტიკურ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას. და რადგან ისინი პარტიის გამგეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია თავისუფალი დემოკრატები”,- წერს შავგულიძე და აღნიშნავს:

    “ივანიშვილის ხელისუფლებამ თავისუფალი დემოკრატების რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოახერხა. მსგავსმა სიმპტომებმა ამჟამად, 2020 წლის არჩევნების წინ იჩინეს თავი. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და თავისუფალ დემოკრატებში დარჩენილი ადამიანები ქართული ოცნები პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან”. – წერს შავგულიძე.

  • არჩევნები უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანი ხალხის ჯანმრთელობაა – გახარია

    არჩევნები უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანი ხალხის ჯანმრთელობაა – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები მაღალი ხარისხით უნდა ჩაატაროს, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.

    რამდენიმე თვეა, გვიწევს ყოველთვიური მუშაობა იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

    თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების”,- აცხადებს გახარია მთავრობის სხდომაზე.