Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 15 ადამიანს დაუდგინდა, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 15 ადამიანს დაუდგინდა, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 385 გახდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 ადამიანი, სულ განკურნებულთა რაოდენობა 1128-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –232

    კორონავირუსით ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ზუგდიდში ვერა ქობალიას კანდიდატურა არ განიხილება, განიხილება მურთაზ ზოდელავა — დეკანოიძე

    ზუგდიდში ვერა ქობალიას კანდიდატურა არ განიხილება, განიხილება მურთაზ ზოდელავა — დეკანოიძე

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად არა ვერა ქობალია, არამედ მურთაზ ზოდელავა განიხილება.

    “ვერა არის ჩემი მეგობარი და მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია საქართველოში და არა მხოლოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ მქონდა ვერასთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის… ვისურვებდი რაღაც კონფიგურაციით, რომ ვერა ყოფილიყო ამ პოლიტიურ მოცემულობაში, მაგრამ ვერას კანდიდატურა დღეს ზუგდიდში არ იხილება. გვყავს რამდენიმე კანდიდატი, 2-3 შემიძლია გითხრათ. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება ძალიან აქტიურად, ეს არის ბატონი მურთაზ ზოდელავა”, — თქვა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.

    მან დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა ბაღდათი-თერჯოლა-ზესტაფონი-ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში განიხილება. რაც შეეხება თელავს, აქ საბარია გიორგი ბოტკოველზე, რუსთავში — დავით კირკიტაძეზე, ხოლო საჩხერე-ჭიათურაში — გიორგი კაპანაძეზე. კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით კი ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ის “სამეგრელოს წიაღში მოიაზრება ყოველთვის”.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენმ განიხილავს ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას კონკურენტი დაუყენოს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შეიძლება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია იყოს.

  • მზად ვართ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს საჭირო დახმარება გავუწიოთ – მაკრონი

    მზად ვართ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს საჭირო დახმარება გავუწიოთ – მაკრონი

    “მზად ვართ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს საჭირო დახმარება გავუწიოთ “- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მან შეშფოთება გამოთქვა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.

    „რაც შეეხება ალექსეი ნავალნის, შეშფოთებულნი ვართ ამ სიტუაციის გამო. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს. გერმანიის კანცლერთან ერთად განვიხილეთ ეს თემა და მზად ვართ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს საჭირო დახმარება გავუწიოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

    დაჟინებით მოვითხოვთ, გაირკვეს სავარაუდო მოწამვლის გარემოებები – მერკელი ნავალნის მოწამვლაზე

    ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი და ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი  ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია. სავარაუდოდ ის მოწამლულია. ნავალნის პრესსპიკერის კირა იარმიშის განმარტებით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

  • დაჟინებით მოვითხოვთ, გაირკვეს სავარაუდო მოწამვლის გარემოებები – მერკელი ნავალნის მოწამვლაზე

    დაჟინებით მოვითხოვთ, გაირკვეს სავარაუდო მოწამვლის გარემოებები – მერკელი ნავალნის მოწამვლაზე

    “დაჟინებით მოვითხოვთ, გაირკვეს სავარაუდო მოწამვლის გარემოებები” – გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა  ეს განცხადება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გააკეთა. მან  მზადყოფნა გამოთქვა, საჭროების შემთხვევაში, ალექსეი ნავალნის გერმანულ საავადმყოფოში უმკურნალონ.

    “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო მოწამვლის გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ, რადგან ის, რაც აქამდე მოვისმინეთ, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება, დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ძალიან სწრაფად შეძლებს გამოჯანმრთელებას. თუ დახმარებას გვთხოვენ, ჩვენ მზად ვარ აღმოვუჩინოთ, მათ შორის გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებში “, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

    ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი და ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი  ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია. სავარაუდოდ ის მოწამლულია. ნავალნის პრესსპიკერის კირა იარმიშის განმარტებით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

  • პანკისში ჩაცმულობის გამო მამა-შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

    პანკისში ჩაცმულობის გამო მამა-შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    „დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაპირისპირებაში მონაწილე 1 პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

    ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • გნებავთ დააყენეთ კანდიდატურა საბურთალოზეც, ყურის აწევით და დატუქსვით ილაპარაკეთ თქვენს პარტიაში  – თაკო ჩარკვიანი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს”

    გნებავთ დააყენეთ კანდიდატურა საბურთალოზეც, ყურის აწევით და დატუქსვით ილაპარაკეთ თქვენს პარტიაში – თაკო ჩარკვიანი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს”

    “გნებავთ დააყენეთ კანდიდატურა საბურთალოზეც, ყურის აწევით და დატუქსვით ილაპარაკეთ თქვენს პარტიაში”- ეს განცხადება, დღეს ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში”  პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.

    ” ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და დაავიწყდა დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” შუშის სასახლესთან ბრძოლა და 2 ადამიანი, რომელიც  მთელ ოპოზიციურ სპექტრში ეხა თუ ვინმეს გონია ნაციონალური მოძრაობიდან რომ კანდიდატურა რომ არ დააყენეს “ხუთიანი” საბურთალოზე ამისგამო მადლობას ვიტყვი და ვაშაძესთან ისნის რაიონში დაივიწყებენ ყველაფერს რომ ეს გუშინწინდელი ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი ვაშაძეა, 20 ივნისამდე რომ ძალიან გვჭირდებოდა ეს ის ვაშაძეა მაშინ რომ ჩხარტიშვილის სიძედ არ იყო მოხსენიებული და თუ ეხა ვინმეს ჰგონია რომ მე ამიტომ ბედნიერი და კმაყოფილი და მადლობებით სავსე ვიქნები. ეხა მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას. ჩემო კოლეგებო თქვენი კეთილსინდისიერების და სინდისის მიხედვით  გნებავთ დააყენეთ კანდიდატურა საბურთალოზეც. რაღაცები აქ ვიღაცებს ერევათ და  ყურის აწევით და დატუქსვით ელაპარაკეთ ერთმანეთს თქვენს პარტიაში.” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

  • მაშველებმა მტკვარში დაკარგული  31 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა მტკვარში დაკარგული 31 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული 31 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

  • ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას თენგიზ ცერცვაძე  მკრეხელობას უწოდებს

    ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას თენგიზ ცერცვაძე მკრეხელობას უწოდებს

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებას, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს, მკრეხელობას უწოდებს.

    “რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა.მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს “ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხთან” საუბრისას.

    ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. ის ასევე ადასტურებს იმასაც, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

    „თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

    შეგახსენებთ, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობის გამო, თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეიდან კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღების აჩერებს.

    ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პროგრამიდან გასვლის შესახებ შეუტყობინებლობა ჯარიმას ითვალისწინებს.

  • ამ დღეებში გამოხტომების საგანი ვიყავი, თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ – წულუკიანი სააკაშვილზე

    ამ დღეებში გამოხტომების საგანი ვიყავი, თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ – წულუკიანი სააკაშვილზე

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის თავს მსხვერპლად არ მიიჩნევს. მისივე თქმით, სიძულვილის ენა პოლიტიკური კამპანიის ნაწილი არ უნდა იყოს.

    “მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხტომების საგანი, ვიტყოდი, რომ მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. მე ამ კონკრეტულ სუბიექტზე, რომელიც კიევში დაბუდებულა, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის და 31 ოქტომბერს ქართული ოცნება ძალიან დიდ გამარჯვებას ხალხთან ერთად აჩვენებს სწორედ ამ რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას, რომელიც უცხოეთიდან ებრძვის ამ ქვეყანას”, — ამბობს წულუკიანი.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა წულუკიანს “მახინჯი” უწოდა და თქვა, რომ ის ჰააგაში საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს.

  • “ამოღებულია ყველა სათვალთვალო კამერა”- თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

    “ამოღებულია ყველა სათვალთვალო კამერა”- თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

    გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, რათა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლონ.

    „ჩვენ უკვე დავიწყეთ სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვა და უკვე ამ რეჟიმში ვართ. ახლა ვუყურებთ და ვადგენთ თამარის გადაადგილების მარშრუტს, მასალა არის ძალიან ვრცელი და ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება მის შესასწავლად. ამავდროულად მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგები. ახლა ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობს ყველაფერი, ძალიან მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი, ყველა ჩვენს მოთხოვნას მაქსიმალურად ასრულებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ გადამოწმდება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება სატელიტურ სურათებზე, რამდენიმე დღეში იქნება პასუხი, თუ რომელი უცხოური კომპანია მოგვაწვდის ამ სურათებს. შუალედურ დასკვნაში არის მითითებული ის პრეპარატები, რაც იყო ჩანთაში. იქ ძალიან ბევრი პრეპარატია და „გუგლში“ რაც იყო მითითებული, ბევრი რაღაც არის გასარკვევი“, – განაცხადა რამიშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.