Category: ახალი ამბები

  • მხარს ვუჭერთ ქართული ოცნების მიერ აღებულ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს – ლავროვი

    მხარს ვუჭერთ ქართული ოცნების მიერ აღებულ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს – ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მხარს უჭერს “ქართული ოცნების” მიერ აღებულ ურთიერთობის ნორმალიზების კურსს. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გამოცემა Труд-თან ინტერვიუში განაცხადა.

    მან აღნიშნა, “ქართველი პარტნიორები” ხანდახან ანტირუსულ “კარტს ათამაშებენ”.

    ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების მომხრეა.

    “მხარს ვუჭერთ ქართული ოცნების მიერ აღებულ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს. ჩვენი პოზიცია ასეთია: რაც უფრო მეტია ნორმალიზაცია, მით უკეთესი. არავითარი შეზღუდვა რუსეთის მხრიდან არ არსებობს. თუმცა, ჩვენი ქართველი პარტნიორები პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ, რაც არათანმიმდევრულია.

    სამწუხაროდ დადებითი დინამიკა, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში, 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენების გამო შეწყდა, მაშინ როდესაც ნაციონალ-რადიკალების ქმედებების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა. ვიმედოვნებთ, რომ ფრენების აღდგენის საკითხი უახლოესი მომავალის საკითხია”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

  • თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში 4 სახის მედიკამენტი ფიქსირდება, საიდანაც 1 ქართულ ბაზარზე არ იყიდება

    თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში 4 სახის მედიკამენტი ფიქსირდება, საიდანაც 1 ქართულ ბაზარზე არ იყიდება

    23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, მის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება.

    ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს, რომლის ინფორმაციითაც, დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში მხოლოდ წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა ფიქსირდება.

    „დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა.

    შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა დასახელებულია 4 სახეობის პრეპარატი, მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.

    შუალედური დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული,“ – ნათქვამია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს – თალაკვაძე ლავროვის განცხადებაზე 

    საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს – თალაკვაძე ლავროვის განცხადებაზე 

    საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, – ასე ეხმაურება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს.

    „ლავროვის განცხადებაზე ხელისუფლების პოზიცია პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გაახმოვანა. მე, რასაკვირველია, შემიძლია ის გითხრათ, რომ საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენ მხარესაა – ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რა საკვირველია, საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე.  მე მინდა გითხრათ, საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება, დარწმუნებული ვართ, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“, – განაცხადა თალკავაძემ.

    შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.

  • ქართული ოცნება საარჩევნო სიას სექტემბერში წარადგენს –  არჩილ თალაკვაძე

    ქართული ოცნება საარჩევნო სიას სექტემბერში წარადგენს – არჩილ თალაკვაძე

    “ქართული ოცნება საარჩევნო სიას სექტემბერში წარადგენს”- ამის შესახებ თეთრწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

    “სიაში იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და, ასევე, იქნებიან ახალი თანაგუნდელებიც, რომლებიც მეტ ენერგიას და მეტ მოტივაციას შემოიტანენ გუნდში. მათ შორის, მინდა გითხრათ, რომ იქნებიან წარმოდგენილები ქალი პოლიტიკოსები, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდასაჭერად”, — განაცხადა თალაკვაძემ.

  • ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან –  გახარია

    ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან – გახარია

    პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან, თუმცა ერთი და იგივე დონის განათლება ვერ მიეწოდებათ.

    „ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებს, ეს არის ძალიან ცუდი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა“, – განაცხადა გახარიამ თეთრიწყაროს მაჟორიტარის წარდგენისას.

    პრემიერის თქმით, განათლების ინფრასტრუქტურამ “უნდა უზრუნველყოს ის, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენი ნიჭიერი ბავშვები სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად კონკურენტუნარიანები იყვნენ“.

    მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ ადამიანს, ვინც გლეხია და ფერმერობა უნდა.

    „ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ის რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი მტერი კი არა, მისი პარტნიორია და სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია რისკის თავის თვაზე აღების, შეუძლია ნაბიჯი გადადგას და გახდეს მეწარმე. იმას ვინც გლეხია და უნდა, რომ გახდეს ფერმერი, მას უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი – კელი დეგნანი

    მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი – კელი დეგნანი

    საქართველოში აშშ- ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტში უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი. მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პარტიებს შორის თანამშრომლობა.

    “მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს უფრო პლურალური, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი. მთავარია, რომ პარტიებმა ითანამშრომლონ ერთმანეთთან,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

    აღნიშნული განცხადება მან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას გააკეთა.

  • წამლების კვალი ბაჩალიაშვილის ორგანიზმში – რა წერია ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში

    წამლების კვალი ბაჩალიაშვილის ორგანიზმში – რა წერია ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში

    თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ აღებულ ნიმუშებში წნევის წამლების კვალი აღმოჩნდა.

    “ბაჩალიაშვილის ცხედარის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული”, – წერია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში.

    დასკვნაში ასევე წერია, რომ აღმოჩნდა ანთების საწინააღმდეგო წამლების კვალიც, თუმცა უცნობია, თამარ ბაჩალიაშვილს მიღებული ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური/ალკოჰოლური ნივთიერებები. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, აღებულია შესაბამისი სინჯები და პასუხი საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

    “წერია სხვადასხვა აბები, მაგრამ არ არის მითითებული [რამდენი], მანდ არ არის ნარკოტიკები, მანდ არ არის ფსიქოტროპული, მანდ არ არის ფსიქოაქტიური… არის ანთების საწინააღმდეგო გარკვეული აბები, რომელსაც შეიძლება ადამიანი იღებდეს ყოველდღე. ეს გადამოწმდება, გადაეგზავნება შესაბამის სპეციალისტებს, სხვადასხვა ქვეყნის ტოქსიკოლოგებს და დაველოდებით საბოლოო დასკვნას” – ამბობს ადვოკატი.

    თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.  პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს როგორც ტენიანობა, ისე ჰაერის ტემპერატურა.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

  • “ქართლმა ოცნებამ” გაატარა რეფორმები, რომლებმაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა – კალაძე

    “ქართლმა ოცნებამ” გაატარა რეფორმები, რომლებმაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა – კალაძე

    პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ რეფორმები გაატარა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მისი თქმით, ქვეყანა სწორ რელსებზე დგას.

    „სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი, მიეღო შემოსავალი. უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დგას. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და სახელმწიფოს მხარდაჭერასა და თანადგომას საჭიროებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანისა და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების მხარდასაჭერად“,-განაცხადა კალაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ის ხელისუფლება გაისტუმრა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა.

    „მაშინ, როდესაც ძალიან დიდი შიში და ზეწოლა იყო, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით მშვიდობიანი არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“,-განაცხადა კალაძემ.

  • პანკისში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

    პანკისში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

    შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის 20 აგვისტოსაც დააკავეს ერთი კაცი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ.

    გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან დაესხა და სცემა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით” – აცხადებს შსს.

    ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საოჯახო სასტუმორს 18 მობინადრე საკარანტინო ზონაში, ხოლო 3 მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

    “გუშინ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება ქობულეთის კონტაქტები. ჩატარდა PCR გამოკვლევა, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა ქობულეთში, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – თქვა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, ეს შემთხვევა ქობულეთში “ჰავანას კლასტერს” არ უკავშირდება.

    ამ დროისთვის აჭარაში სულ 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. უწყების ცნობით,ამჯამად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    21 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

    ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1385 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.