Category: ახალი ამბები

  • ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა – გიორგი გახარია

    ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა – გიორგი გახარია

    პირველი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, ეს არის ის, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

    „ 2013 წელს საქართველოდან 511 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტი იყო ექსპორტირებული, 2019 წელს 900 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტი. სხვაობა თითქმის ორჯერ მეტია. ეს ამ კუთხის შვილების დამსახურებაც არის. ახლა რომ გადავიდეთ საქმეზე და რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ, მომავალზე რომ ვიზრუნოთ – პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო, როგორც დაპირდა თითოეულ მოქალაქეს, სოფლის მეურნეობის კუთხით მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ბევრი პროგრამაა სოფლის მეურნეობის, რომელიც აძლევს შესაძლებლობას გლეხს, გახდეს ფერმერი და გახდეს ძლიერი ფერმერი. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, იმის მიუხედავად, რომ მარნეული თბილისთან ახლოს არის, ბევრი ქალაქებია, რომელიც თბილისისგან შორს არის და გლეხს, ფერმერს უწევდა ჩასულიყო თბილისში, მიეღო პროგრამებში მონაწილეობა, მისულიყო ერთ სამინისტროში, მეორეში, მესამეში. დღეს ეს ყველაფერი იქნება მარტივი, იუსტიციის სახლში მიხვალთ და ყველა სახელმწიფო პროგრამა -ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ყველაფერი გაქვთ ადგილზე. იუსტიციის სახლში მოგემსახურებიან ისე, რომ მთელ პროცესს გაივლით, თუნდაც, კონტრაქტის ხელმოწერამდე. თითოეულ ადამიანს, ვისაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, დაიწყოს ბიზნესი, გარისკოს, ამაში სახელმწიფო მიეხმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომსახურება, სახელმწიფო სერვისები თბილისში არ რჩება, მიდის თითოეულ ქალაქში, მიდის ყველა ჩვენს მოქალაქესთან, ვისაც უნდა თავის საქმე დაიწყოს, თავის თავზე, თავის ოჯახზე , რეგიონზე, ქვეყანაზე იზრუნოს,“- განაცხადა გახარიამ.

  • ოლეანდრე – მცენარე რომელიც საკმაოდ შხამიანია და სიკვდილს იწვევს, მერიამ პარლამენტის წინ დარგო

    ოლეანდრე – მცენარე რომელიც საკმაოდ შხამიანია და სიკვდილს იწვევს, მერიამ პარლამენტის წინ დარგო

    რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიამ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2020 წლის იანვრის ბოლოს, საპროტესტო აქციების პარალელურად დაიწყო.

    პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციებისა და მიტინგების მთავარი კერააა და ხშირად დემონსტრანტები აღნიშნულ ადგილაზე ბავშვებთან, ოჯახებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად მიდიან.

    თბილისის მერიის ინფორმაციით, დაირგო 2000-მდე ნერგი. დარგულ ნერგებს შორის შორის არის ოლეანდრიც (Nerium oleander), რომელიც მარადმწვანე ბუჩქია და მსოფლიოს შხამიან მცენარეების ათეულში შედის. საოცარი სილამაზისა და დეკორატიული დატვირთვის გარდა, ოლენდრი შეიცავს მეტად საშიშ შხამს ოლეანინს. 

    ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ:

    “თუ არ შეჭამ ასე არ არის მომწამვლელი, თან მეცნიერულად არ არის დადგენილი, რომ მომწამვლელია. სულ რგავდნენ ამ მცენარეს, ქალაქში უამრავ ადგილასაა დარგული”

    “ამერიკული ბოტანიკური საბჭო” აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ არ გააუმჯობესონ მცენარეების, ან კაფსულების, ტაბლეტების, ნამცხვრების, ან ექსტრაქტის მომზადება ფოთლებისგან ან ოლეანდერის (Nerium oleander) მცენარეების სხვა ნაწილები, რადგან ის შეიცავს ქიმიკატებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის გულს და გამოიწვიოს სიკვდილი – ეს განცხადება 2 დღის წინ ამერიკულმა ბოატნიკურმა საბჭომ  ოლაეანდრესთან დაკავშირებით გაავრცელა. 

    როგორც ცნობილია, ოლეანდრას ყველა ნაწილი საკმაოდ საშიშია, ის შეიცავს გლიკოზიდებს,  ოლეანდრინს, კორნერინს და სხვა ნივთიერებებს. მისი გამხმარი ფოთლები და ტოტებიც კი მომწამლავია. ოლეანდრის წვენი თვალში მოხვედრის შემთხვევაში ძალიან ადვილად აბრმავებს ადამიანებს. ოლეანდრით მოწამვლის შემთხვევაში ადამიანს აღენიშნება პირის წვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, პულსის შენელება, გონების დაკარგვა და საბოლოოოდ ლეტალური შედეგი – გარდაცვალება.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ფოთლის მტვერიც საკმაოდ საშიშია, განსაკუთრებით კი მას ბავშვები მოარიდეთ. უმჯოებიასია, რომ საერთოდ არ მიუშვათ ისინი მცენარესთან და თუ მაინც მივლენ, საგულდაგულოდ დაბანეთ ხელები. განსაკუთრებით კი მის წვენს მოერიდეთ: თუ მის გასხვლას გადაწყვეტთ, ყლორტებიდან გადმოსულ წვენს ნუ შეეხებით, სწორედ ამიტომაა ხელთათმანის გამოყენება აუცილებელი, შესაძლებელია, ხელი გაკაწრული გქონდეთ და წვენმა, შემთხვევით, შიგნით შეაღწიოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ოლეანდრი მსოფლიოს შხამიან მცენარეების ათეულში შედის.

    ოლეანდრით მრავალი ადამიანი დაღუპულა. ხალხს ხშირად თვალს ჭრის ამ მცენარის სილამაზე და ფერები, მაგრამ მისი მოწყვეტა არ შეიძლება, იმდენად საშიშია, რომ თუ მისი შხამი სხეულში მოხვდა გულს მომენტალურად აჩერებს.

  • ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს

    ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს

    ახალქალაქის დეპუტატი, ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს. მისი მტკიცებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3 კილომეტრის მოშორებით გაისმა.

    მკოინი აფეთქებას მის მიმართ მოკვლის მუქარას უკავშირებს.

    “თავდასხმა იყო, ძლიერი აფეთქება მოხდა, სამ კილომეტრში ისმოდა ყველაფერი. აფეთქება ამ ხის სიახლოვეს მოხდა, ხის ნაფოტები აქეთ-იქით ყრია. მანქანაში ყველა დამცავი ბალიში გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა. გახსოვთ ალბათ, დაახლოებით ერთი თვის წინ მე მოკვლით მემუქრებოდნენ” – ამბობს ენზელ მკოიანი.

    ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

  • ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი – ბიძინა გეგიძე

    ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი – ბიძინა გეგიძე

    ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ვაკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ ვაკის მაჟორიტარად კენჭისყრას ისევ გეგმავს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

    “ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი.

    ვინაიდან, ვაპირებ ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო კანონის თანახმად კანდიდატურის დარეგისტრირება ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ.

    ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში”, – წერს გეგიძე.

    ბიძინა გეგიძე ქართულმა ოცნებამ პარტიიდან 2019 წლის პირველ სექტემბერს გარიცხა. მაჟორიტარამა გუნდიდან გაშვება უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გამოთქმულ უკმაყოფილებას დაუკავშირა.

    ვაკეში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ელენე ხოშტარიაა, ქართული ოცნებიდან კენჭს ნოდარ ტურძელაძე იყრის, ხოლო პარტია ლელოდან – ლევან კობერიძე.

  • 2017-2019 წლებში შსს-მ ავტომობილების შენახვაზე 101 მილიონი ლარი დახარჯა

    2017-2019 წლებში შსს-მ ავტომობილების შენახვაზე 101 მილიონი ლარი დახარჯა

    არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე 2019 წელს 4503 ავტომობილი ირიცხებოდა. ავტომობილების მოვლა-შენახვასა და საწვავზე 2017-2019 წლებში 101 935 331 ლარი დაიხარჯა.

    შს სამინისტროს საკუთრებაში მყოფი ავტომობილებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით SKODA და TOYOTA-ს ფირმის ავტომობილი ფიქსირდება (SKODA -1673 ავტომობილი, TOYOTA – 1474 ავტომობილი).

    აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში სამინისტროების მიერ საწვავში დახარჯული თანხების რაოდენობა იზრდება. 2018 წელს სამინისტრომ საწვავის შესაძენად 17 273 196 ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წელს 2.9 მილიონი ლარით მეტი.

    შსს – საწვავი / მოვლა-შენახვა

    • 2017 – 25 255 550 / 13 882 505
    • 2018 – 17 273 196 / 13 932 686
    •  2019 – 20 216 896 / 12 090 288
    • ჯამი: 62 745 642 / 39 189 689

    ფლანგვის დეტექტორის დათვლით, მხოლოდ 2019 წელს შსს-ს მიერ ავტომობილების მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯები საკმარისი იქნებოდა 12 000 სოციალურად დაუცველს მიეღო 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება.

  • ხაინდრავა ამბობს, რომ ენმ-ს “ბულინგის” შემდეგ მისი ფილმი აღარ დაფინანსდა

    ხაინდრავა ამბობს, რომ ენმ-ს “ბულინგის” შემდეგ მისი ფილმი აღარ დაფინანსდა

    რეჟისორი გოგა ხაინდრავა უარყოფს ინფრომაციას, რომ აფხაზებზე ფილმის გადასაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მისი პროექტი 100 000 ლარით დააფინანსა, თუმცა ადასტურებს, რომ გარკვეული თანხის მოსაპოვებლად მან აფხაზეთის მთავრობას მართლაც მიმართა.

    მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ საკუთარ სტუდიაში “კინო და ღვინო” დაიწყო მუშაობა დოკუმენტური ფილმების ციკლზე, სახელწოდებით “სიმართლე აფხაზეთის შესახებ”, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფილმი მუჰაჯირობის შესახებ.

    ხაინდრავას მტკიცებით, ფილმების ციკლის საერთო ღირებულება დაახლოებით 370 000 ლარს უტოლდება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კი მხოლოდ მისი მესამედის დაფინანსების შესახებ მიმართეს.

    “აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი იმიტომ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კულტურის სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს ზუსტად მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. “ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კვლევა და მათი გაღრმავება” ჰქვია ამ პროგრამას”, – განაცხადა ხაინდრავამ.

    ხაინდრავა აღნიშნავს, რომ პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავდა, დაფინანსების გაცემა კი ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ნაციონალური მოძრაობისა და ტელევიზიების ბულინგის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ პროექტის შეჩერების შესახებ განკარგულება გასცა.

    “იქაური რეაქცია გასაგებია – მთლიანად კონტროლდება ФСБ-ს მიერ, საქართველოში ამას სათავეში ედგა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, ტელევიზია – მთავარი და ფორმულა. აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. თუ ვინმესთვის ეს ფილმი საფრთხეს წარმოადგენდა, ეს მხოლოდ რუსეთია”,- ამბობს ხაინდრავა პრესკონფერენციაზე.

    ცნობისთვის, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც, პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხაინდრავას კომპანიის მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, გამარტივებული შესყიდვით დაფინანსდა.

    აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ ნებართვის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმართა და დოკუმენტაციას თან ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც დაურთო.

    აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ პროექტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებას “გაუგებრობა” უწოდეს და რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ წელს გოგა ხაინდრავას კომპანია ფილმის გადაღების შეკვეთას არ მიიღებს.

  • „ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი არ დამძიმებულა,  აბსურდული განცხადება გაავრცელეს“ – ადვოკატი

    „ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი არ დამძიმებულა, აბსურდული განცხადება გაავრცელეს“ – ადვოკატი

    ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.ირმა ჭკადუა მომხდარს საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა და გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.

    “ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.

    დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ:

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

    რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

    შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

    რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს”, – წერს  ირმა ჭკადუა.

    შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • “კამერებიდან ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა” – რამიშვილი

    “კამერებიდან ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა” – რამიშვილი

    “კამერებიდან ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა” – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა.

    “დათვალიერებულია დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე. ასევე ვნახეთ ექსპერტიზის შუალედური პასუხები და თავიდან დაიკითხა თამარის დედა, იმიტომ, რომდროთა განმავლობაში ძალიან ბევრი არსებითი მნიშვნელობის ფაქტები ახსენდება მას, მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია – განაცხადა  მიხეილ რამიშვილმა.

    ბაჩლიაშვილის ოჯახის ადვოკატის ამბობს, რომ გამოძიებაში ისეთი საეჭვო ფაქტობრივი ნიუანსები შეინიშნება, რაც აქამდე გამოძიებასაც არ ჰქონდა. მისივე თქმით, თავიდან დაიკითხა თამარ ბაჩლიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსენა.

  • ხვიჩა  მღებრიშვილს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ღამურების მოპარვას ედავებოდა 3 თვე მიუსაჯეს

    ხვიჩა მღებრიშვილს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ღამურების მოპარვას ედავებოდა 3 თვე მიუსაჯეს

    ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო პროკურატურა მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობას ედავებოდა.

    სასამართლომ მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში სცნო დამნაშავედ. ამ დრომდე ხვიჩა მღებრიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

    შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.

  • მთელი არეულობის უკან აშშ დგას – ლუკაშენკო

    მთელი არეულობის უკან აშშ დგას – ლუკაშენკო

    ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და სიტუაციის არევაში აშშ-სა და ევროკავშირს დასდო ბრალი.

    “მთელი არეულობის უკან ისინი იდგნენ. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. ახლა როგორც დავინახეთ, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს გამოყენებას ცდილობდა. მათ სურთ ბალტიისა და შავი ზღვების კორიდორის შექმნა, ე.წ სანიტარული კორდონის მოწყობა – ბალტიის სამი ქვეყნის, ჩვენი და უკრაინის გამოყენებით. გეგმის შესრულებას მხოლოდ ჩვენ ვაკლდით“, – განუცხადა ლუკაშენკომ აგროკომბინატდერჟინსკიში” შეკრებილებს.

    ლუკაშენკშო ვარშავაში არსებულ ბაზაზე საუბრობს, რომლიდანაც, მისი მტკიცებით, ბელარუსს დაძაბულობისა და დაპირისპირების პიკში სამხედრო საფრთხე ემუქრება.

    “ყველაფერს აშშ გეგმავს და აკეთებს, ევროპელები კი მათ არიან აყოლილები – აკეთებენ იმას, რასაც ჩასძახებენ. ვარშავასთან ახლოს სპეციალური ცენტრიც კი დააფუძნეს. სრულიად შესწავლილი გვაქვს იქ რასაც აკეთებენ. მათი ტანკები მზადყოფნაში არიან. განა შემთხვევითია, როდესაც ახლომახლო სიტუაცია იძაბება, მათი ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები მაშინვე მოქმედებას იწყებენ”, – ამბობს ლუკაშენკო.

    9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნებში ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ ცნო. ლუკაშენკოს დასავლური სამყარო სანქციებით ემუქრება. ხელისუფლება დემონსტრანტების დაშლას ძალადობითა და რეპრესიებით ცდილობს. დემონსტრაციებზე მიტანილი იერიშის შედეგად, ამ დროისთვის 4 ადამიანია დაღუპული, ათასობით ადამიანი კი საპატიმროში იმყოფება.