Category: ახალი ამბები

  • “ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია – არავინ არ ყოფილა, არც სააკაშვილი“–ნათელაშვილი

    “ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია – არავინ არ ყოფილა, არც სააკაშვილი“–ნათელაშვილი

    არის თუა არა სააკაშვილი დიქტატორი – “ღამის კურიერის” ეთერში, წამყვანმა შალვა ნათელაშვილს ვაშინგტონში გამართული აქცია გაახსენა, სადაც ის სააკაშვილს დიქტატორს უწოდებდა. ამ კითხვაზე  შალვა ნათელაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი რამდენჯერმე აარიდა და განაცხადა, რომ  ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია – არავინ ყოფილა.

    “დღეს სააკაშვილის ფაქტორიც გამოსაყენებელია ივანიშვილის მოსაცილებლად იმიტომ, რომ სააკაშვილის პოლიტიკამაც გამოიწვია მისი მოსვლა აი ამ ავბედითი, ბოროტი კაცის ხელისუფლებაში და ისიც უნდა ჩადგეს ფარვატერში, რომ ის მოვიცილოთ ერთად, აი ასე გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია – არავინ არ ყოფილა, არც სააკაშვილი და შევარდნაძე.

    პოლიტიკურ შეფასებებს არ ვიმეორებ, რადგან არ მინდა, ივანიშვილმა ამ ღამეს მშვიდად დაიძინოს. მე მინდა, რომ დალიოს სტაფილოს წვენი, მერე ატკივდეს ის მუცელი, რომელშიც ჩვენი ბიუჯეტი მოათავსა და შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდეს ბროწეულის ოყნით და მისი აქედან პირდაპირ გლდანის ციხეში გაფრენით,” – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი.

  • ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს  ქვეყანაში – თალაკვაძე

    ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში – თალაკვაძე

    სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის საფუძველი. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში – საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ატარებს სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით – გვსურს, რომ ეს ყველამ ნახოს და შეაფასოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარდაბანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა.

    „არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას”, არის ძალიან მკაფიო. „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ქვეყანაში. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვა. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და მეწარმეებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა. „ქართულმა ოცნებამ”, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო, პრაგმატული, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც დღეს ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში. ჩვენი შექმნილი პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროკავშირში, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    არჩილ თალაკვაძემ ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის უსაფრთხო ჩამოსაყვანად. მისი თქმით, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ინტერესია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო დემოკრატიას აძლიერებს და უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს ატარებს.

    „2020 წლის ოქტომბერში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატი იწურება და მე-10 მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ საქართველომ ამ წლებში გაატარა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, შექმნა უფრო სამართლიანი გარემო, შექნა უფრო სწორი თამაშის წესები, შექმნა უფრო გამჭვირვალე სისტემა, უფრო სამართლიანი სისტემა და სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაურ დარგალმა უკვე დაამტკიცა, რომ ის ღირსეული არჩევანია. მისივე თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება „ქართულ ოცნებას” საპარლამენტო გუნდი, რათა მოსახლეობასთან თანამშრომლობა შეუფერხებელი, ეფექტური და შედეგიანი იყოს.

    „მან იცის, რა სჭირდება მარნეულს, მან იცის, რა სჭირდება გარდაბანს და მას ძალიან უყვარს, ის არის უზომოდ თავდადებული ადამიანი თავისი კუთხის და თავისი საზოგადოების. სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება „ქართულ ოცნებას” საპარლამენტო გუნდში, რომ თქვენი ხმა, თქვენთან საუბარი, თქვენთან თანამშრომლობა იყოს შეუფერხებელი და იყოს ეფექტური და შედეგიანი. მინდა, გავიხსენო 2010-2012 წლები, როდესაც ზაური მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში. ამ პროგრამას ჩვენ ვახორციელებდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით. მაშინ, როდესაც დემოკრატიაზე იყო უპრეცედენტო წნეხი, ადამიანებს არ ჰქონდათ კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება, მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული, ან კონტროლირებული და დაბლოკილი, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, ელემენტარულად, ოფისების ქირაობის საშუალებასაც არ აძლევდა ხელისუფლება. როდესაც ეს პრობლემები არსებობდა ქვეყანაში, ზაურ დარგალი მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში და ჩვენ ერთად შევქმენით ქვეყანაში ცენტრები, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის, მედიისთვის, ახალგაზრდებისთვის გახსნილი იყო სივრცე. შეიძლებოდა დისკუსია, შეიძლებოდა პოლიტიკური შეხვედრები, მედიასთან ურთიერთობა და სხვა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ და ვინაიდან, იმ პროგრამაში ზაური იყო 20 საუკეთესო თანამშრომელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო კადრი და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი თქვენთვის, ვფიქრობ, რომ თქვენი საუკეთესო არჩევანი სწორედ ზაურ დარგალი იქნება და ის საუკეთესოდ შეძლებს, რომ ამ მხარის და თქვენი კუთხის ინტერესები წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • პროკურატურა ჩემი პიროვნების შესწავლით დაინტერესდა – ბაჩანა ლობჟანიძე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა

    პროკურატურა ჩემი პიროვნების შესწავლით დაინტერესდა – ბაჩანა ლობჟანიძე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა

    ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში დაიკითხა.

    მისი ინფორმაციით, გამოკითხვა იყო მიმართული იმისკენ, „რასაც ითხოვს მედია და მშობლები, რომ დაედგინათ მისი პიროვნება.”

    „დავიკითხე ხელახლა, მთლიანად. ასეთი დაკითხვა მანამდე არ ყოფილა. მკითხეს თუ რა ვიცოდი თამარის საქმიანობის შესახებ, როდის დაიწყო მუშაობა, რაზეც სრულყოფილი პასუხი გავეცი. ჩამომათვლევინეს ჩემი მეგობრების სახელი და გვარები, სად მუშაობდნენ, რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეს. ალბათ სურთ, რომ ჩემმა მეგობრებმა დამახასიათონ. ვფიქრობ, რომ ეს გამოკითხვა იყო მიმართული იმისკენ, რასაც ითხოვს მედია, ასევე მშობლები, რომ დაედგინათ ჩემი პიროვნება. აქეთაც იყო აქცენტები და ასევე ზოგადად საქმესთან მიმართებაში“, – აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.

    ლობჟანიძის თქმით, საგამოძიებო უწყებას მისი ტელეფონი სამი კვირაა ჩამორთმეული აქვს.

    „ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა, გახსნილია თუ არა ლუქი, არ ვიცი. მობილური არ არის ნივთმტკიცება, რადგან ეს არ არის დანაშაულებრივი ობიექტი. მე განვაცხადე, რომ თუ მობილურში რაიმე ინფორმაცია მაქვს, ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და მე თვითონ მივაწვდიდი ამ ინფორმაციას“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

    როგორც ლობჟანიძე აღნიშნავს, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეეხებოდა თამარ ბაჩალეიშვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს, თამარის საქმიანობას და წერილს, რომელშიც მისი თქმით, სამი პირი ფიგურირებს.

    „ყველა დეტალზე, რომელზეც ვერ მოვახერხე საუბარი, ახლა ამომწურავად და ზედმიწევნით ვისაუბრე. ასევე დავაფიქსირე, რომ თამარმა იანვარში შეიძინა ელექტროშოკი. როგორც მედიიდან გაჟღერდა, იმ მომენტში ის ესაუბრებოდა ნორვეგიაში მყოფ ქართველს და სურდა გაეგო პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ ინფორმაცია. რისთვის სჭირდებოდა ელექტროშოკი, ამაზე საუბარი თამარს ჩემთან არ ჰქონია, მაგრამ მე მაქვს ვარაუდი, რომ არსებობდა ფიზიკური პირის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

  • მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – პროკურატურა

    მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – პროკურატურა

    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

    “პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 04 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

    საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ირგვლივ, 2019 წლის 06 მარტს, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც მან გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან ხაზარაძის განცხადებით დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.

    წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა.

    გამოძიების მსვლელობისას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა.

    სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

    გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით.”- ნათქვამია განცხადებაში.

    მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. მისი ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, “რევანშის” ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო.

  • რუსი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ

    რუსი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ

    ქალაქ ომსკის საავადმყოფოს ექიმები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, ექიმებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი ესწრებოდა.

    აღსანიშნავია, რომ აქამდე ექიმები ნავალნის გერმანიის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგები იყვნენ, რასაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებდნენ. მედიაში კი გავრცელდა მოსაზრება, რომ ექიმების აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლიდან იყო ნაკარნახევი.

    ცნობისთვის, 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის გამო თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

  • ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა

    ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა

    ახალქალაქში „ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    “მთავარ” არხთან სატელეფონო ინტერვიუში ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ეს არის იმ მუქარის ასრულება, რომელსაც მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში ის იღებს.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით რაც აფეთქებას გულისხმობს.

  • უკანონო ქმედება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება – სუსი მღებრიშვილის პატირმობაზე

    უკანონო ქმედება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება – სუსი მღებრიშვილის პატირმობაზე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელების ფაქტს. მათი განცხადებით, ეს წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

    “აღნიშნული ე.წ. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას”, –  აცხადებენ უწყებაში.

     

  • “მიწა გათხარე და შიგ ციცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე” – ანა შაქარაშვილი ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს

    “მიწა გათხარე და შიგ ციცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე” – ანა შაქარაშვილი ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს

    “მიწა გათხარე და შიგ ციცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე” – გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი  განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულ ვახტან ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს.

    “თქვე არაადამიანებო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს ! და თქვენ ისიც არ გინდათ რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ !!! N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება !!! ამდენ არაფრის მომტან წივილს მიწა გათხარე და შიგ ციცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე !!!”- წერს ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, დღეს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ვახო ჩიქოვანის ტელეფონიდან გამქრალია მასალები, რომლის აღდგენა საქართველოში ვერ ხერხდება ფაილების აღსადგენად კი საქართველო ისრაელს მიმართავს.

  • ერდოღანის განკარგულებით, ხორას ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა

    ერდოღანის განკარგულებით, ხორას ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა

    თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის დეკრეტით, სტამბოლში მდებარე ხორას მართლმადიდებლური ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა.

    2019 წელს თურქეთს სახელმწიფო საბჭოს ხორას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება დაუშვებლად ცნო.

    ხორას ტაძარი, რომელიც 534 წელს, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს განკარგულებით აშენდა, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ოტომანთა იმპერიის დროს მეჩეთად გადაკეთდა. მუზეუმის სტატუსი ტაძარმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ შეიძინა.

    ქრისტიანული ტაძარი შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

  • დავით საყვარელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

    დავით საყვარელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

    საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, უკრაინაში კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა კლინიკა უკვე დატოვა და თავს კარგად გრძნობს.

    მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც საავადმყოფოდან გაწერეს.

    „ვირუსი მქონდა, ისევე როგორც სხვებს და ახლა აღარ მაქვს. უკვე სახლში ვარ გაწერილი. ნახევარ მსოფლიოს აქვს და შესაბამისად, მეც დამიდგინდა. უკვე ერთი კვირაა, რაც სახლში ვარ გაწერილი. ბოლო ტესტით ვირუსი აღარ მაქვს“, – აცხადებს საყვარელიძე IPN-თან საუბრისას.