Category: ახალი ამბები

  • სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! ფილმ “მონანიებასავით” არ დაგემართოთ – ბაჩალიაშვილის დედა

    სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! ფილმ “მონანიებასავით” არ დაგემართოთ – ბაჩალიაშვილის დედა

    ” სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! ფილმ “მონანიებასავით” არ დაგემართოთ, ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები როგორ მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე –  ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

    “სამო მაღალჩინოსანო მკვლელო!!! გირჩევნიათ გონს მოეგოთ,გეყოთ ვაჟკაცობა,რამეთუ ცოდვა გამხელილი სჯობსო და თქვენ თვითონვე აღიაროთ ჩემი შვილის მკვლელობა,რომ ფილმ “მონანიება”სავით არ დაგემართოთ.ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები,თუ როგორ ჯგუფურად მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემ გეგმებით აღსავსე შვილს სიცოცხლე.ისევ მე ვუფრთხილდები თქვენი შვილების სიცოცხლეს,რადგანაც მტერსაც არ გისურვებთ ასეთ სატანჯველს და მეორეც იქნებ ისინიც თამუნასნაირი ანგელოზები არიან.თქვენი სიცოცხლის გაწირვა გერჩივნოთ.ნეტა მე შემეძლოს ჩემი შვილისთვის ადგილის გაცვლა.???”- წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში. 

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

  • მმართველი პარტიის წევრები “ოცნების” ოფისში იკრიბებიან

    მმართველი პარტიის წევრები “ოცნების” ოფისში იკრიბებიან

    ქართული ოცნების სათაო ოფისში პოლიტ საბჭოს სხდომა იწყება. უცნობია დაესწრება თუ არა მმართველი პარტიის შეკრებას ბიძინა ივანიშვილი. ასევე უცნობია რა იქნება შეხვდრის მთავარი თემა.

    “ქართული ოცნების” წევრები, როსტომ მეფის სასახლეში, პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან

  • წერილი გადმოცემულია გახარიას ხელით – ბადრი ჯაფარიძე

    წერილი გადმოცემულია გახარიას ხელით – ბადრი ჯაფარიძე

    “წერილი გადმოცემულია გახარიას ხელით”-  ასე გამოეხმაურა ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ჯაფარიძის თქმით, პროკურატურისგან, არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოქმედება ბუნებრივი ამბავი გახდა.

    “სიმართლე არის ერთი, ეს წერილი იყო გადმოცემული გახარიას გავლით. სამწუხაროდ, პრემიერს არ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე და უთხრას საზოგადოებას, თუ რა შეხება აქვს ამ წერილთან და იყო თუ არა ის ამ წერილის გადმომცემი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების ნაცვლად ის დაკავებულია პრემიერის გათეთრებით. მაგრამ ეს მცდელობა არის უსუსური.

  • ორგანიზმში ალკოჰოლისა და კოფეინის კვალი აღმოჩნდა – ომსკის ჯანდაცვის უწყება ალექსეი ნავალნიზე

    ორგანიზმში ალკოჰოლისა და კოფეინის კვალი აღმოჩნდა – ომსკის ჯანდაცვის უწყება ალექსეი ნავალნიზე

    რუსი ბლოგერის ალექსეი ნავალნის შარდში ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ომსკის რეგიონის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

    „დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქსიბუტირატები, ბარბიტურატები, სტრიქნინი, კრუნჩხვის გამომწვევი ან სინთეტიკური შხამები არ გამოვლენილა. შარდში აღმოჩენილია ალკოჰოლი და კოფეინი“, – აღნიშნავენ უწყებაში.

    ცნობისთვის, 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის გამო თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი – ხატია დეკანოიძე

    აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი – ხატია დეკანოიძე

    “აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი”- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქი სადაც მისი კანდიდატურა განიხილება არის ისნის ოლქი ხოლო მეორე ვარიანტი – დასავლეთ საქართველო, ბაღდათი-თერჯოლა-ზესტაფონი-ტყიბულის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქი.ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტად სად იყრის კენჭს დეკანოიძე თუმცა პარტია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

    “იყო საუბარი თუ ჩვენ გენერალურ გადაწყვეტილებას მივიღებდით ისანთან დაკავშირებით, ერთ ერთი კანდიდატურა იყო ჩემი, მაგრამ ჯერ გადაწვეტილება არ მიგვიღია”- განაცხადა დეკანოიძემ.

  • ამბროლაურში დღეს  მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

    ამბროლაურში დღეს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა  გახსნეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში  29 წლის კაცი გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს იპოვეს.

  • ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით თვენახევრის ჩვილი მოათავსეს

    ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით თვენახევრის ჩვილი მოათავსეს

    ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით თვენახევრის ჩვილი მოათავსეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, კლინიკაში თვენახევრის ჩვილთან ერთად ასევე მისი მშობლებიც მოათავსეს. ჩვილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

    ჩვილის დედა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, მამა კი სხვა კლინიკაშია მოთავსებული.

    ბოლო მონაცემებით საქართველოში:

    • კორონავირუსის ინფიცირებულია – 1394
    • გამოჯანმრთელებულია – 1132
    • მათ შორის გარდაცვლილია – 17
    • კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 903
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -278, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41პაციენტი.
  • ანომალური ზაფხული 2020:ზოგან გვალვა, ზოგან წყალდიდობა. მეცნიერები პლანეტას დათბობის ახალ რეკორდს უწინასწარმეტყველებენ

    ანომალური ზაფხული 2020:ზოგან გვალვა, ზოგან წყალდიდობა. მეცნიერები პლანეტას დათბობის ახალ რეკორდს უწინასწარმეტყველებენ

    2020 წლის ანომალური ზაფხული ტემპერატურულ რეკორდებს ხსნის და პლანეტას ქარიშხლების, ხანძრების, გვალვის და წყალდიდობის დამანგრეველ სეზონს უქადის. ზოგი ქვეყანა სიცხისგან იწვის, ზოგან კი წყალდიდობა და ყინვაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილების მორიგი დასტურია და 2020 წელს კლიმატზე დაკვირვების ბოლო 150 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხულების ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ.

    ასეთი რეკორდები ცუდ ტრადიციად იქცა: ბოლო 20 წლიდან 19 წელი ყველაზე ცხელი წლების ოცეულში შედის, ბოლო 6 წელი კი ამ რეიტინგის პირველ ექვსეულს იკავებს. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე წლევანდელი წელიც დაემატება რეიტინგის სათავეს, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა.

    ვარაუდები იმის შესახებ,  რომ გლობალური დათბობა დაჩქარდა, მორიგ ჯერზე დადასტურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დამტკიცებული პარიზის შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა, უნდა გადაიხედოს.

    თუმცა ამისთვის ახლა შეუფერებელი დროა: კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მორიგ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირა, რის გამოც ბევრ ქვეყანაში “მწვანე დღისწესრიგმა“ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

    2020 წლის ივლისი 1880 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი ზაფხულების სამეულში მოხვდა: ხმელეთის და ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურა 20–ე საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე 0.92 გრადუსით მაღალი აღმოჩნდა და სულ 0.1 გრადუსი დააკლდა გასული წლის ივლისის აბსოლუტურ რეკორდამდე, და ეს მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში ჩვეულებრივზე შედარებით ცივი ზამთრის წყალოთ მოხდა.

    რატომ არის საშიში ექსტრემალური სიცხე:

    ბრიტანეთის სამეფო მეტეოსამსახურის მონაცემებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიცხე უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები. ტემპერატურის ზრდის გამო დედამიწის ზედაპირზე ნიადაგი შრება, ყინულები კი დნება.

    წელს ივლისში არქტიკის ყინულოვანი საფარი ოთჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ბოლო 40 წლის საშუალო მაჩვენებელი. ჩრდილოეთის საზღვაო გზა პრაქტიკულად მთლიანად გათავისუფლდა ყინულისგან.

    წინა რეკორდის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არქტიკაზე პოლონეთის ტერიტორიის ხელა ყინული დადნა. ბოლო 45 წლის განმავლობაში კი მისი მოცულობა ორი მესამედით შემცირდა. ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა, 21–ე საუკუნის შუა პერიოდისთვის ჩრდილოეთით ზღვის ყინული საერთოდაც აღარ დარჩება.

    ეკვატორთან ახლოს კი ექსტრემალური დათბობის შედეგები ცხოვრებას ურთულებს მეზღვაურებს და სანაპირო ტერიტორიების მაცხოვრებლებს. წელს ქარიშხლების სეზონი უჩვეულოდ ადრე დაიწყო და უკვე ივლისისთვის ტროპიკებში უკვე ცხრა შტორმი დათვალეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ზაფხულის შუა პერიოდისთვის.

    ეკვატორთან ძლიერი ქარები ლა ნინიას ფენომენის ჩასახვაზე მიუთითებს. ეს არის წყნარ ოკეანეში ტემპერატურის დაცემა, რაც გახურებულ ატლანტიკასთან ერთად იმას ნიშნავს, რომ 2020 –ში ძლიერი ქარიშხლების სეზონი გველის.

    აშშს ატმოსფერული მოვლენების ნაციონალური სამმართველო 25 –მდე ციკლონს ვარაუდობს, ნაცვლად ჩვეულებრივი 12–ისა, რომელთაგან ნაწილი უკიდურესად დამანგრეველი იქნება.

    ევროპის ნაწილში ზაფხულში უკიდურესი სიცხე იყო იმ დროს, როცა მეორე ნაწილი წყალდიდობას და სიცივეს უმკლავდებოდა.

    მაგალითად, ფინეთში ნორმაზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა და ტემპერატურა ჩვეულებრივზე ბევრად დაბალი იყო, როცა საფრანგეთსა და პორტუგალიაში ბოლო 90 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული ქონდათ.

    სწორედ ამით არის საშიში გლობალური დათბობა მეცნიერების მტკიცებით. ის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრ ცვალებადობას და ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს.

    პლანეტის გახურება დამკვირდებული გაგრილების სისტემის და წყლის და ჰაერის ცირკულაციის სისტემის დარღვევას იწვევს, შედეგად კი ქარიშხლების, ტროპიკულ წვიმებს, გვალვებს და ყინვებს.

    ნორმისგან გადახრა იმდენად გახშირდა, რომ ევროპა მაგალითად ზედიზედ უკვე მესამე გვალვიან ზაფხულს უძლებს, რაც მოსავალზე და ეკონომიკაზე აისახება. ზედიზედ სამწლიანი გვალვა ევროპის ბოლო 250 წლის ისტორიას არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში გვალვა გახშირდა, 2003 წელს კი ლამის ბიბლიური მაშტაბის გვალვა იყო, როგორიც მხოლოდ რამდენიმე ასწლეულში ერთხელ ხდება.

    ევროპის მსგავსი სიტუაციაა ამ ზაფხულს ატლანტიკის მეორე მხარე. აშშ–ს სამხრეთ დასავლეში სიცხისგან იტანჯებიან, ცენტრალურ შტატებში კი ზომაზე მაღალი ნალექიანობაა.

    დათბობის და მისი შედეგების ყველაზე ნათელი მაგალითი მორიგ ჯერზე კალიფორნია გახდა. მან საკუთარი ტემპერატურული რეკორდი მოხსნა: სიკვდილს ველზე ტემპერატურამ  54.5 გრადუსს მიაღწია. შემდეგ კი მთელ შტატში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად ენერგოსისტემამ ვეღარ გაუძლო კონდიციონერების და მაცივრების მაქსიმალური გამოყენების შედეგად გადატვირთვას და დენის გამორთვებიც დაიწყო.

    კალიფორნიაში საშუალო ტემპერატურა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანობაში პლანეტაზე, ნალექების რაოდენობა კი მცირდება. ბოლო ათწლეულში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყეების ფართობი 40%–ით გაიზარდა.

    2020 წლის არა მხოლოდ ზაფხული, არამედ მთელი წელი ანომალიებით გამოირჩევა, რაც უკვე  ნორმა ხდება. იანვარ–ივლისში პლანეტა ჩვეულებრივზე 1.05 გრადუსით უფრო მეტად გახურდა.ევროპამ და აზიამ ტემპერატურული რეკორდები მოხსნეს.

    ამერიკელი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2020 წელი ბოლო 141 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წლების ხუთეულში შევა და დიდი ალბათობით რეკორდული იქნება.

    გლობალური დათბობის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მოილაპარაკა ატომსფეროში სათბურის გაზების გატყორცნის შემცირებაზე იმ იმედით, რომ პლანეტაზე ტემპერატურის მატებას შეაჩერებენ, თუმცა ეკოლოგები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ეს არასაკმარისია, განსაკუთრებით შეთანხმებიდან აშშ–ს გასვლი სშემდეგ.

    2020 წლის ცხელ ივლისში მეცნიერებმა ახალი არგუმენტი მოიყვანეს:

    მათ  ხელახლა გადათვალეს წარსულში შექმნილი მოდელები და დაასკვნეს, რომ გამონაბოლქვის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების შემთხვევაში ტემპერატურის მატების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. ამიტომაც ნახშირმჟავა გაზების ატმოსფეროში კონცენტრაციის ბუნებრივი იმედის შემცირება არ უნდა გვქონდეს და მკაფიო ზომები უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანომალური ზაფხულები სულ უფრო გახშირდება.

  • სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა კაცი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს

    სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა კაცი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში  29 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. როგორც ირკვევა,  მას მეზობელი სოფლის ახალგაზრდებთან დაპირისპირება ჰქონდა.

    გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები მუშაობენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.

  • ზ.ხ.-ს მამა რომელიც შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა, არ გამორიცხავს, რომ დღესვე დააკავონ

    ზ.ხ.-ს მამა რომელიც შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა, არ გამორიცხავს, რომ დღესვე დააკავონ

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც თამაზ ხომასურიძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოკითხვაზე დაბარებულია მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე. კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება „თეთრი ისარი”, რომელმაც მას მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც სხვა საქმეზე “შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული”.

    ხომასურიძე არ გამორიცხავს, რომ ის დღესვე დააკავონ. მისივე განმარტებით, დღეს მის საცხოვრებელ სახლში სამართალადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები.

    „ჩემს სახლში ჩხრეკის მიზნით შემოვიდა გამომძიებლების 5-კაციანი ჯგუფი. ჩემზე უკვე ზეწოლა წამოვიდა, ჩემი გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ დაკავებით და რაღაცას იმიზეზებენ, რომ დამაკავონ. შესაძლოა, ახლავე დამაკავონ. იციან, რომ რაღაც ინფორმაციას ვფლობ. შსს-ში დამიბარეს ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერში გუშინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე. მე ეთერში არ მითქვამს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციაა დაგეგმილი, ვთქვი, რომ სხვა საქმეზე განაჩენია გამოტანილი. მე ამ დაჯგუფების “თეთრი ისარი” ფანი ვარ… ჩემი სახლიდან ჩხრეკის შედეგად წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და საბუთები. ყველაფერი გადმოყარეს, წაიღეს თავდაცვის სამინისტროს საბუთი, არ ვიცი, ამაში რა ინფორმაცია უნდა იპოვონ. არ გამაფრთხილეს ჩაატარეს ისე ჩხრეკა. ჩხრეკას არ ესწრებოდა ჩემი ადვოკატი”,- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

    ამასთან, თამაზ ხომასურიძის თქმით,დღეს ის არ აპირებს, მის ბრალდებულ შვილთან დაკავშირებით გამომძიებლების კითხვებს უპასუხოს. ხომასურიძე შსს-ში ადვოკატ გიორგი გელხაურთან ერთადმივიდა.