Category: ახალი ამბები

  • კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ლენჯერის კლასტერს უკავშირდება – გამყრელიძე

    კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ლენჯერის კლასტერს უკავშირდება – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ლენჯერის კლასტერს უკავშირდება.

    „დღეს, დილის 09:00 საათისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გვაქვს, მათგან 11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემის კლასტერს, თუმცა, თვითონ ლენჯერში დადასტურებულია 7, ხოლო 4 შემთხვევა გახლავთ მესტიის მუნიციპალიტეტის გარეთ. ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, რომელიც უკავშირდება ყაზბეგის კლასტერს. 5 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, გაურკვეველი არცერთი არ არის”,– ამბობს გამყრელიძე.

    მანვე აღნიშნა, რომ ბოლო 3 დღეში 1052 პირის ტესტირება მოხდა.

    “ბოლო სამი დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. მოგეხსენებთ, კარანტინში მყოფი ადამიანებიდან ბევრს უმთავრდება 12 – დღიანი ვადა. ბოლო 3 დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი 1052 პირი გამოიკვლიეს. როგორც მოგახსენეთ, დადებითი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ ლენჯერში, კარანტინში მყოფი ადამიანების პასუხი ყველა უარყოფია და ისინი საკარანტინო სივრცეს დატოვებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 411–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ლუკაშენკო იმ საწარმოებს დახურავს, სადაც მუშები გაფიცებული არიან

    ლუკაშენკო იმ საწარმოებს დახურავს, სადაც მუშები გაფიცებული არიან

    ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის დახურავს ქარხნებს, სადაც მუშები მის მმართველობას აპროტესტებენ და გაფიცულები არიან.

    “თუ ქარხანა არ მუშაობს, მაშინ მოდით, ორშაბათიდან მის კარიბჭეს ბოქლომი დავადოთ, მოდით, გავაჩეროთ… ხალხი დამშვიდდება და ჩვენ გადავწყვეტთ შემდეგ სამუშაოდ ვინ მოვიწვიოთ. თუ ვინმეს მუშაობა არ სურს, გუბერნატორებმა და აღმასრულებელი კომიტეტების თავმჯდომარეებმა არ უნდა აიძულონ,” – თქვა ლუკაშენკომ.

    ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღდეგ არაერთმა ქარხანამ გამოხატა პროტესტი. მათი თანამშრომლები გაფიცებული არიან.

    21 აგვისტოს ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში ქარხნების თანამშრომლებს გაფიცვის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

    ბელარუსში 2 კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები 9 აგვისტოს არჩევნების გაბათილებასა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირიც. საპროტესტო აქციებზე ადამიანებს ძალადობით შლიან და აკავებენ.

  • შსს-მ სოფელ ძველ სენაკში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    შსს-მ სოფელ ძველ სენაკში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.

    შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, სახლში მყოფ ადამიანებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები და ფული გასტაცა. სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

    ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • დავაკავეთ ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა – შსს

    დავაკავეთ ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა – შსს

    სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს”,– აცხადებს შსს.

    უწყების ცნობით, პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.

    გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “სამძებრო ძაღლმა დაადასტურა, რომ გიორგი ბილიკით არაგვის ნაპირზე ჩავიდა“–შაქარაშვილის ბიძა

    “სამძებრო ძაღლმა დაადასტურა, რომ გიორგი ბილიკით არაგვის ნაპირზე ჩავიდა“–შაქარაშვილის ბიძა

    გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიებს ფეისბუქით პასუხობს:
    “სიმართლე გითხრათ, რადგან საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი გარემოება ამოწურულია და მკვლელები დადგენილები არიან, აღარც “ბოტასა”-ს ნერვები მაქვს და აღარც “რემბო-თამაზა”-სი, მაგრამ დღეს ერთმა ძალიან გონიერმა ჟურნალისტმა კვლავ შემახსენა ეს ისტორია და რადგან მკითხა: “ბატონო მირიან, ხომ არ იცით სად წავიდა ძაღლის მიერ კვალის აღების ამსახველი დოკუმენტებიო”, იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო და იმავდროულად, მოვახდინო ზუსტი ციტირება თუ რა გარემოებები გამოიკვეთა ოთხფეხა მეგობრის ძალისხმევით:
    1. ჩემი ხელწერილი გიორგის სპორტული ფეხსაცმლის ჩაბარების შესახებ განთავსებულია I ტომის 279-ე გვერდზე;
    2. შემდეგი გვერდი (280 ) უჭირავს ამავე სპორტული ფეხსაცმლიდან სუნის ნიმუშის აღების ოქმს;
    3. აღნიშნულ ოქმს მოსდევს “ადგილმდებარეობის დათვალიერების” ოქმი (284 გვ).
    ზოგიერთი ციტატა მითითებული ოქმიდან:
    “მდინარე არაგვის ხიდის ქვედა ტერიტორიაზე, ექსპერტ-კინოლოგის გიორგი ვადაჭკორიას მიერ, სამძებრო ძაღლით აღებულ იქნა გიორგი შაქარაშვილის სუნის ნიმუში”.
    ახლა ვანხოთ სუნის მიხედვით საით მიემართება ძაღლი:
    “სამძებრო ძაღლი გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულა მოაჯირზე და ბილიკის საშუალებით ჩავიდა მდინარე არაგვთან”
    ბილიკის დამთავრების შემდეგ, მდინარის ნაპირამდე ძაღლმა “დაიწყო სვლა მდინარე არაგვის ნაპირამდე. შემდეგ მოტრიალდა და გააგრძელა სიარული მდინარე არაგვის ნაპირიდან გზაზე ასასვლელ ბილიკზე, რომელი ბილიკის საშუალებითაც გზიდან ჩავიდა მდინარე არაგვის ნაპირამდე”.
    საბოლოო ჯამში, ძაღლი ამოდის უკან და წყვეტს მოძრაობას
    “ხიდის ქვეშ არსებულ საავტომობილო გზაზე”.
    ამ ტრაექტორიის განმარტებას არ სჭირდება დიდი კინოლოგობა, ფაქტია, რომ ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას.
    კი ბატონო, კინოლოგია არაა ზუსტი მეცნიერება და ძაღლის უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული, მაგრამ რაც საქმეში 20 ივნისის შემდეგ დევს და კიდევ იწვევს კითხვებს, მხოლოდ იმაზე მოგახსენეთ.
    რა ვქნათ ახლა მეტი მე და ძაღლმა?!“– წერს მირიან ნიკოლაძე.
  • “ტიკარაძე ცრუობს“–თენგიზ ცერცვაძესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება გრძელდება

    “ტიკარაძე ცრუობს“–თენგიზ ცერცვაძესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება გრძელდება

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ცრუობს, როცა ამბობს რომ 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე ინფორმირებული არ იყო.

    “რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა. მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე, – წერია ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

    განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს  მარტივად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მასმედიით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ჯანდაცვის სამინისტროსაც ადანაშაულებს. ცერცვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ “ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს”  ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე თებერვალში ჰქონდა მიღებული. აღნიშნავს იმასაც, რომ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მხოლოდ 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ მიიღო.

    “ცენტრის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება?! და არა ჯანდაცვის სამინისტროს?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიუალდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

    20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვ. თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

    ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს.

  • ქართულმა ოცნებამ შეთანხმებული კანდიდატების სია გამოაქვეყნა

    ქართულმა ოცნებამ შეთანხმებული კანდიდატების სია გამოაქვეყნა

    “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. “ქართული ოცნება” დღეს საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატებზე შეჯერდა.

    “საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.

    დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც შემდეგ კანდიდატებზე მოხდა შეჯერება:

    ქუთაისში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი;

    თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი;

    ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია – კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

    ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;

    კასპის მერობის კანდიდატი – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;

    თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;

    ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

    ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ცოტნე ანანიძე;

    ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია – ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი,” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

  • თერჯოლაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

    თერჯოლაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

    ავარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და 4 მგზავრი დაშავდა. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო დაშავებულები საავადმყოფოში თვითმხილველებმა გადაიყვანეს.

    როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-2  ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.  შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა

  • საეჭვო ბოთლი და ახალი გარემოებები ბაჩალიაშვილის საქმეში. ადვოკატი გამოძიებისგან პასუხებს ითხოვს

    საეჭვო ბოთლი და ახალი გარემოებები ბაჩალიაშვილის საქმეში. ადვოკატი გამოძიებისგან პასუხებს ითხოვს

    თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი, რომელშიც საეჭვო ნივთიერებები აღმოაჩინეს. ადვოკატი დღეს მთავარ პროკურტურაში მივიდა. მას გამოძიებასთან კითხვები აქვს  ახალ გარემოებებთან დაკავშირებით.

    მისი თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ “კლოფელინის” კვალი დაფიქსირდა, თუმცა როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნის არ არის.“თვითონ ბოთლში აღმოჩენილია “კარდოლაქსი” და “დოქსილამინი”. “დოქსილამინი” ძალიან იშვიათი მედიკამენტია არ მოიძებნება. ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონულად ეძახიან “კონტროლს” რომელიც ადამიანს თიშვს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი კლოფელინის არანაირი შუშა. ეს კიდევ იმას ადასტურებს რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი“ – ამბობს მიხეილ რამიშვილი