Category: ახალი ამბები

  • შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

    შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

    შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა მოაწერა.

    შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გლოვის დღეს, საქართველოში მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

    შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

  • შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ბიძინა ივანიშვილი ავტოკატასტროფაზე

    შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ბიძინა ივანიშვილი ავტოკატასტროფაზე

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ივანიშვილის განცხადება Facebook-ზე პარტიამ გაავრცელა.

    შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

  • არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    სამართალდამცველებმა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია არასრულწლოვანის თვითმკვლელობა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 421 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 5-ით გაიზარდა და 1137 გახდა.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 255.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ბაჩალიაშვილს ანგარიშებიდან რამდენიმე მილიონი მოახსნევინეს და მოიშორეს – ნიკა გვარამია

    ბაჩალიაშვილს ანგარიშებიდან რამდენიმე მილიონი მოახსნევინეს და მოიშორეს – ნიკა გვარამია

    ჩვენი ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გამოყენებულ იქნა ანგარიშებიდან ფულის მოხსნის მიზნით, რამდენიმე მილიონს ეხება საქმე და შემდეგ იგი მოიშორეს – ამის შესახებ, სკანდალურ განცხადებას ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს

    “მთავარ აქცენტებში” დღეს ბაჩალიაშვილსი საქმის ახალ გარემოებებზე და აქამდე უცნობ ფაქტებზე საუბრისას, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ცნობილი ის კომპანია, რომელმაც ბაჩალიაშვილს ტრანზაქციები შეასრულებინა:

    “ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და გვაქვს ეჭვები, რომელი კომპანიების ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული. ეს კომპანია ხვდება ალბათ რომ მე მას ვგულისხმობ და იფიქროს რომ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავასწრებთ მათ – ამბობს ნიკა გვარამია.

    ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებენ სახელისუფლებო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბაჩალიაშვლი აიძულეს ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე დიდი თანხა მოეხსნა და გადაეტანა

    “მთავარ აქცენტებში” წამყვანმა დღეს იმ მანქანების სანომრე ნიშნებიც გაასაჯაროვა, რომელიც მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილს უთვალთვალებდნენ. ნიკა გვარმია ამბობს, რომ სანომრე ნიშნები სუს-სს ეკუთვნის

  • შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17–მდე გაიზარდა

    შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17–მდე გაიზარდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციით გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. ამ ინფორმაციას შსს–ავრცელებს, რომლის მიხედვით ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.  დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

     შსს–ს ინფორმაციით რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

    ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

    ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

  • “ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარი მკვლელობა“–მთავარი არხის ინფორმაციით ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს სუსის მანქანები მიყვებოდნენ

    “ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარი მკვლელობა“–მთავარი არხის ინფორმაციით ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს სუსის მანქანები მიყვებოდნენ

    მთავარი არხის  დირექტორი, ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში ამბობს, რომ ფონიჭალის კამერებში დაფიქსირებული სამი მანქანა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს მისი გაუჩინარების დღეს უკან მიყვებოდნენ სუსის ოპერატიული მანქანებია. ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მან მთავარ პროკურორს მოთხოვა დაადგინონ, ვის ეკუთვნის ეს მანქანები, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ამას დრო ჭირდება. ნიკა გვარამია ამბობს, პროკურორმა ბაჩალიაშვილის დედა მოატყუა, რადგან ბაზაში უმარტივესია ნებისმიერი მანქანის მფლობელის დადგენა, მათ კი საკუთარი წყაროებით შეძლეს დაედგინათ ვისია ეს მანქანები და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანები:

    “სამივე ეს მანქანა არის სუსის ოპერატიული მანქანა. უთვალთვალებდნენ თუ არა ისინი თამუნა ბაჩალიაშვილს სამივე ერთად, ეს გამოძიების დასადგენია, თუმცა ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, ორ ვიდეოში ეს ჩანს. ხვალ რაც არ უნდა თქვას პროკურორმა, როგორც არ უნდა გააფორმოს და გადააფორმოს, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანები.

    თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა უკვე საიმისოდ, რომ ეს არ არის არათუ თვითმკვლელობა,ეს არ არის მხოლოდ მკვლელობა, ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარი მკვლელობა.

    ჩემმა კოლეგამ დავივთ ქაშიაშვილმა თავის დროზე პირველმა განაცხადა, რომ აქ იყო ჩარეული 3 მაღალჩინოსანი.

    ჩვენ არ ვიცით რამდენი მაღალჩინოსანი იყო ჩარეული საქმეში, ჩვენი ინფორმაციით თამარ ბაჩალიაშვილი გამოყენებულ იქნა ანგარიშებიდან ფულის მოხსნის მიზნით. რამდენიმე მილიონს ეხება საქმე და შემდეგ იგი უბრალოდ მოიშორეს. ჩვენ გვაქვს ეჭვები რომელი კომპანიის ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული. ეს კომპანია ალბათ ხვდება რომ მას ვგულისხმობ და ვურჩევ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ დავასწრებთ და ვისაუბრებთ ამის შესახებ.

    ჩვენი ინფორმაციით აიძულეს ბაჩალიაშვილი მოეხსნა დიდი თანხები და გადაერიცხა მათ ანგარიშებზე. მალე გვეცოდინება ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თამუნა ბაჩალიაშვილი აიძულა ასე მოქცეული ყო და ასე დასრულებულიყო მისი ცხოვრება, ანუ ვინ მოკლა ბაჩალიაშვილი.“– ამბობს გვარამია.

  • ნიღბები მოზარდებმაც უნდა ატარონ – ჯანმო

    ნიღბები მოზარდებმაც უნდა ატარონ – ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 12 წლის ზევით ბავშვებმა ზრდასრულების მსგავსად ნიღბები უნდა ატარონ, იმ რეგიონის წესების გათვალისწინებით, სადაც ისინი ცხოვრობენ.

    ჯანმოს განცხადებით უკვე არის არაერთი მტკიცებულება, რომ მოზარდები ვირუსის ისევეთივე გადამტანები არიან, როგორც უფროსები. ამასთან, ორგანიზაცია ხადს უსვამს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების როლზე კორონავირუსის გავრცელების საქმეში ჯერჯერობით კვლავ ცოტა რამ არის ცნობილი.

    ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ნიღბების ტარება არც საზოგადოებრივ ადგილებში ჭირდებათ და არც თვითმფრინავის ბორტზე. 6–დან 12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის შესახებ ადგილობრიმა ხელისუფლებებმა და ავიაკომპანიებმა გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ.

  • დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა – წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი

    დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა – წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

    პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

    შსს-ის ცნობით, გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთან, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

  • შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში არ გაიმარჯვა – ლავროვი

    შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში არ გაიმარჯვა – ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.

    მისივე თქმით, დამკვირვებლებმა არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი თქვეს.

    “აი იმ დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, რომლებსაც დასავლეთი დამოუკიდებელ დამკვირვებლებად მიიჩნევს, ძალიან რთულია ვინმე დაარწმუნო, რომ არჩევნების შედეგები გაცხადებული შედეგებისგან განსხვავდება. იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში წააგო, იმის ფონზე, რომ დამკვირვებლებმა მოწვევაზე უარი თქვეს, შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ ეს [არჩევნებზე არდასწრება], დიდი შეცდომა იყო”, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი გამოდის მოწოდებით, რომ ბელარუსში ფართო ეროვნული დიალოგი დაიწყოს.

    ბელარუსში ამ წუთებში 100 ათასი ადამიანი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. საპროტესტო მანიფესტაციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

    ათასობით ბელარუსიის მოქალაქე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.