Category: ახალი ამბები

  • “ოცნების“ პროპაგანდისტებს მშვიდი ძილის საშუალება არ აქვთ! კაცმა არ იცის, შემდეგი ვინ იქნება – თეონა აქუბარდია

    “ოცნების“ პროპაგანდისტებს მშვიდი ძილის საშუალება არ აქვთ! კაცმა არ იცის, შემდეგი ვინ იქნება – თეონა აქუბარდია

    “ივანიშვილი საკუთარი ერთგული პირების მოშორებაზე გადავიდა – არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტს მშვიდი ძილის საშუალება უნდა ჰქონდეს! კაცმა არ იცის, შემდეგი ვინ იქნება” –  ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ჟურნალისტ გიორგი უძილაურის დაკავებას.

    “სუს-ის გუშინდელმა ბრიფინგმა თავისი მძაფრი სიუჟეტით და შემდეგ სუს-ის მიერ სამთავრობო მედიის მეშვეობით მოწოდებულმა ინფორმაციამ, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი დააკავეს, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, რა თქმა უნდა, უამრავი კითხვა გააჩინა.

    ამ დაკავების ანონსი მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მას შემდეგ, რაც მდინარაძე სუს-ის თანამდებობის უფროსობიდან გადააყენეს, “იმედზე“ იმის შესახებ საუბრობდა, რომ პირველ დაკავებულ ჯაშუშს, რომელიც ახალგორელი აღმოჩნდა, სხვა ქვეყნის ჯაშუშების დაკავება მოჰყვებოდა. ჯაშუშებთან წინასწარგამოცხადებული ანონსებით ბრძოლა დემოკრატიულ ქვეყნებში არ მინახავს. ამ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი, „უკრაინოლოგი“ პროპაგანდისტი არა რუსეთის აგენტი, არამედ დასავლეთის ჯაშუში ყოფილა. ამ ყველაფერმა მათ შორის სუს-ის მიმდინარე ანგარიში გამახსენა, სადაც მდინარაძის მიერ ხელმოწერილ ანგარიშში მკაფიოდ წერია, რომ თურმე დასავლეთი საქართველოს დეზინფორმაციით ებრძვის იმისთვის, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს. ასეთ არანორმალურ დასკვნებს და შეფასებებს აქვს ადგილი.

    მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ორგზის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში გაუშვა, როდესაც თავისივე ერთგული პირი გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში გაუშვა, ახლა უკვე ციხეში თავისი პროპაგანდისტი გაუშვა, თუმცა ჯაშუშობის ბრალდებით.

    გაგახსენებთ რუსული კანონის პირველად ჩავარდნის და მეორედ მიღების პროცესში როგორ უწოდებდნენ კრიტიკულად და განსხვავებულად მოაზროვნე პირებს უცხო ქვეყნის აგენტურას. ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების თუ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ როგორ დაიწყო 319-ე მუხლით გამოძიება – ეს არის საბოტაჟის მუხლი მტრულად განწყობილი ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის.

    აქ საინტერესო მამუკა მდინარაძის ანონსი იყო. თითქოს რუსეთის ჯაშუშის დაკავების თემა გადმოგდებული იყო და შემდეგ სხვა ქვეყნებზე გადავიდოდნენ. გასაგებია, რომ შემდეგი “ევროპის ჯაშუშის“ გამოვლენა უნდა ყოფილიყო.

    რატომ გიორგი უძილაური: – არა მაქვს ამაზე პასუხი! ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ბაჩიაშვილი – ივანიშვილი ამ ფორმით საკუთარი ერთგული პირების მოშორებაზე გადავიდა და არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტს მშვიდი ძილის საშუალება უნდა ჰქონდეს! კაცმა არ იცის,შემდეგი ვინ იქნება.

    გასაგებია, რომ “ქართული ოცნებისთვის“ ყველანი მტრები ვართ. ისიც გასაგებია, როცა სუს-ის თავისი ანგარიშის მიხედვით პარტიასა და ქვეყანას შორის ტოლობის ნიშანს სვამს, მაგრამ “ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებისთვის მთავარი კითხვა უნდა იყოს, ვინ იქნება შემდეგი და რას უკავშირდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

  • რუსეთმა უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია – საბიგა

    რუსეთმა უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია – საბიგა

    „მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებელყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც სხვა სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და მის ყალბ მოწოდებებს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე“,

  • ტრამპმა განაცხადა, რომ ორმუზის სრუტეში „თავისუფლების პროექტი“ შეჩერდება

    ტრამპმა განაცხადა, რომ ორმუზის სრუტეში „თავისუფლების პროექტი“ შეჩერდება

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში გაჭედილი გემების ესკორტირების ოპერაცია „მოკლე დროით“ შეჩერდება, რათა შეფასდეს თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

    მისი თქმით, „თავისუფლების პროექტის“ განხორციელება, რომელიც ორშაბათს დაიწყო, პაკისტანის თხოვნით შეჩერდება — პაკისტანი მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს — ასევე სხვა ქვეყნების თხოვნითაც.

    ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „უზარმაზარი სამხედრო წარმატებებისა“ და ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში „მნიშვნელოვანი პროგრესის“ გამო.

    „სანამ ბლოკადა ძალაში რჩება, „თავისუფლების პროექტი“ — ანუ გემების გატარება ორმუზის სრუტეში — მოკლე დროით შეჩერდება, რათა გაირკვეს, შესაძლებელი იქნება თუ არა შეთანხმების დასრულება და ხელმოწერა“, — დაამატა მან.

    ტრამპის განცხადებების ფონზე, ოთხშაბათს აზიაში ვაჭრობის დაწყებისას ნავთობის ფასები მცირედით შემცირდა.

    ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ოპერაციის შეჩერება მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპმა „უკან დაიხია“ მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო მსოფლიო ნაოსნობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის გზის განბლოკვა.

    ტრამპის განცხადება მალევე გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკური რისხვა“, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო, თავის მიზნებს მიაღწია და ვაშინგტონი შემდეგ ეტაპზე — ანუ „თავისუფლების პროექტზე“ გადადის.

    „ჩვენ მშვიდობის გზას ვამჯობინებთ. პრეზიდენტს შეთანხმების დადება ურჩევნია“, — თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამშაბათს საღამოს.

    პროექტზე საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.

    „სროლა არ იქნება, სანამ პირველები ჩვენ არ გვესვრიან“, — დაამატა მან.

    მანამდე აშშ-ის ცენტრალური სარდლობა — CENTCOM — აცხადებდა, რომ გემების ესკორტირების ოპერაციაში ჩართული იქნებოდნენ გამანადგურებლები, თვითმფრინავები და 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე.

    გენერალმა დენ კეინმა, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, სამშაბათს განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ბლოკირებულია 1 500-ზე მეტი გემი, რომელთა ბორტზეც დაახლოებით 22 500 მეზღვაური იმყოფება.

  • სომხეთი და ევროკავშირი 2.5 მილიარდიან ინვესტიციებზე შეთანხმდნენ

    სომხეთი და ევროკავშირი 2.5 მილიარდიან ინვესტიციებზე შეთანხმდნენ

    ევროკავშირი და სომხეთი Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ინვესტიციებზე შეთანხმდნენ, რომელთა მოცულობაც 2,5 მილიარდ ევროს მიაღწევს.

    გადაწყვეტილება დღეს ერევანში გამართულ ევროკავშირ–სომხეთის სამიტზე მიიღეს.

    გარდა ამისა, მხარეებმა მიიღეს პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელშიც, სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში თანამშრომლობაა განსაზღვრული.

    ევროკავშირ-სომხეთის სამიტის შემდეგ ერევანმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები გააფორმა ოთხ ქვეყანასთან — დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ხორვატიასა და ბულგარეთთან.

    ევროკავშირმა ასევე 30 მილიონი ევრო გამოყო სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.

    „რუსეთმა სომხეთი მიატოვა, რის შემდეგაც რესპუბლიკამ მოულოდნელად გაიღვიძა და ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ შეტრიალდა“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

    ბრიუსელმა ასევე მხარი დაუჭირა სომხეთის „ევროპულ მისწრაფებებს“. მხარეები შეთანხმდნენ, იმოძრაონ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ, გააფართოონ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და გააძლიერონ ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის.

    თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში ცალკე, საკვანძო მიმართულებად გამოიყო.

    Global Gateway არის ევროკავშირის გლობალური საინვესტიციო სტრატეგია, რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული კავშირების, ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის განვითარება. ეს არის ევროკავშირის პასუხი იმაზე, როგორ უნდა გააძლიეროს ევროპამ პარტნიორი ქვეყნები ფულით, ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით — ისე, რომ ისინი ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე, ჩინეთზე ან სხვა ავტორიტარულ ცენტრებზე.

    ევროკომისიის განმარტებით, Global Gateway მიზნად ისახავს „ჭკვიანი, სუფთა და უსაფრთხო კავშირების“ გაძლიერებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების მხარდაჭერას. პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველი მიზანი იყო 2021-2027 წლებში 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზება.

    ეს არ არის მხოლოდ გრანტების პროგრამა. Global Gateway-ში ერთიანდება ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოების, ევროპული საფინანსო ინსტიტუტების და კერძო სექტორის რესურსები. ანუ ფული შეიძლება მოდიოდეს პირდაპირი დახმარების, სესხების, გარანტიების, კერძო ინვესტიციების ან შერეული დაფინანსების სახით. ევროკავშირი ამას „Team Europe“ მიდგომას უწოდებს — როცა ევროკავშირი, წევრი ქვეყნები და ფინანსური ინსტიტუტები ერთად მოქმედებენ.

    პოლიტიკურად Global Gateway მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტიც არის. ჩინეთს აქვს Belt and Road Initiative — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რუსეთი კი ენერგეტიკას, ბაზრებსა და უსაფრთხოებას ხშირად გავლენის ბერკეტებად იყენებს. Global Gateway-ის იდეა არის, რომ პარტნიორ ქვეყნებს შესთავაზოს ალტერნატივა: ინფრასტრუქტურა, ენერგოდივერსიფიკაცია, ციფრული კავშირები და ევროპულ ბაზრებთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, მაგრამ უფრო მაღალი სტანდარტებით — გამჭვირვალობით, გარემოსდაცვითი მოთხოვნებით და ნაკლები პოლიტიკური დამოკიდებულებით.

    სომხეთის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საინტერესოა. ევროკავშირ-სომხეთის სამიტის ერთობლივ დოკუმენტში წერია, რომ Global Gateway-ის ფარგლებში ევროკავშირის ინვესტიციები სომხეთში 2,5 მილიარდ ევროს მიაღწევს. პრიორიტეტებად დასახელებულია ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული მიმართულება — ანუ სწორედ ის სფეროები, რომლებიც სომხეთს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში და ევროპასთან დაკავშირებაში ეხმარება.

    ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული პროექტი. სომხეთისთვის Global Gateway ნიშნავს გზებს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ციფრულ ინფრასტრუქტურას, ევროპულ ბაზრებთან უკეთეს კავშირს და რუსეთისგან დისტანცირებისთვის მანევრირების სივრცის გაზრდას. ევროკავშირისთვის კი ეს ნიშნავს სამხრეთ კავკასიაში უფრო ძლიერ პოზიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სომხეთი აშკარად ცდილობს მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებას.

  • არ მჯერა, რომ უძილაური ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშია.შესაძლოა ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და აღარ მოსწონს ივანიშვილს – მიროტაძე

    არ მჯერა, რომ უძილაური ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშია.შესაძლოა ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და აღარ მოსწონს ივანიშვილს – მიროტაძე

    სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს.მგონია, რომ გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ , – ასე აფასებს პოლიტიკოსი ანი მიროტაძე სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, გიორგი უძილაური საქმეს.

    „ჩვენი ურთიერთობა 20-ზე მეტ წელს ითვლის. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ გიორგი უძილაური არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგი, მით უმეტეს, ჯაშუში არ იქნება. 2 წელია გიორგი არ მინახავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფლანგზე ვიმყოფებით, სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს. ის ამბავი, რაც დღეს მასზე გავიგე, მგონია, რომ გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩემთვის რთული სათქმელია. შესაძლოა, უძილაური მართლა ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ არა ვინმესთვის გადასაცემად, არამედ შეიძლება ინფორმაცია დაუგროვდა ამ ხნის განმავლობაში.[…]რულად ვარ დარწმუნებული, რომ ის არც ერთ სამსახურს არ გამოიყენებდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად. სერიოზულად მიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ აქვს ადგილი უძილაურის მიმართ გარკვეულ ანგარიშსწორებას. არ ვიცი ვინ არის დამკვეთი. შეიძლება აღარ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. იმდენად გაუგებარია ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, რომ თურმე წლების განმავლობაში ჯაშუშობდა და ამის მიუხედავად ჯაშუში ჰყავდათ. თურმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ და ამას არ აცხადებენ. გარდა ამისა, არავინ იცის რა ინფორმაციები უნდა გადაეცა“, – განაცხადა მიროტაძემ.

  • სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა

    სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა

    თბილისის სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა. ეს ინფორმაცია  სასულიერო აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

    “კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ, მოწოდებულ მასალებზე, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მეუფე იობს განათლება დაუდასტურდა”. – თქვა ლაშხმა.

    5 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიაში კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

    მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი განცხადებით, “2 თვის წინ იდო, ნახა დიპლომი” რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო  წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა.

  • მოუწია  კობახიძესთან მისვლა და საუბარი – პაპუაშვილი ზელენსკიზე

    მოუწია კობახიძესთან მისვლა და საუბარი – პაპუაშვილი ზელენსკიზე

    ეს ინიციატივა რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო განწირულია მარცხისთვის. შეგახსენებთ, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე და მოუწია მისვლა ირაკლი კობახიძესთან და მასთან საუბარი.

    ასე რომ, ვფიქრობ რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედია, ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები კარგ შედეგს არ მოუტანს.

    მისი ინიციატივა იყო, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არამხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან მიმართებით, რომლებიც საქართველოსთან სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები, ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან მიმართებით, საბოლოო ჯამში, იმედია რომ გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის სიმცდარეს. ჩვენ მზად ვართ გადავიაზროთ ურთიერთობები.

    განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა.

  • ევროდეპუტატები ივნიშვილის სანქცირებას ითხოვენ –  EU-ს საგარეო კომიტეტის ანგარიში

    ევროდეპუტატები ივნიშვილის სანქცირებას ითხოვენ – EU-ს საგარეო კომიტეტის ანგარიში

    ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით, 14-ის წინააღმდეგ, საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში მიიღო, რომელიც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ივნისის შუა რიცხვებში გავა.

    ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

    ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყანებს, მიიღონ კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, ოფიციალური პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ. ეს მოიცავს სანქციების სიების გაფართოებას, აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე.

    ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტის პოზიციას, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა; დოკუმენტი გმობს „ქართული ოცნების“ სრული ავტორიტარიზმისკენ სვლას; ხაზს უსვამს დემოკრატიულ უკუსვლას, პოლიტიკურ რეპრესიებს, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროებას, მათ შორის, „ოცნების“ მიერ მიღებული შემზღუდავი კანონებით; დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე, სამართალდამცავების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაზე, მომიტინგეებისა და დაკავებულების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
    ანგარიში მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, რადგან ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

    დოკუმენტში ხაზს უსვამს, რომ საქართველო კვლავ არაა თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის შემდეგ, „ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ ისწრაფვის;

    საბოლოოდ, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან, მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის შეცვლაზე.

  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

    ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ  ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გიორგი უძილაურია.

    ინფორმაცია თავდაპირველად სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ,  „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა.  „რუსთავი 2“  წერს, რომ „უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა“.

    გიორგი უძილაური 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილთან მუშაოდა. 2016 წლის მარტიდან ის იყო „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, სისტემურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე.

    სუსს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის, თუმცა “კურიერი” წერს, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

    გამოძიება 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

    შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

    უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.

  • ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა მაღალჩინოსანი დააკავა

    ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა მაღალჩინოსანი დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს.  დაკავებული ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

    “სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობისა და სხვადასხვა უწყებებში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემატურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას.

    დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები, შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

    უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებებთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან. გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედიის სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, რეგიონის ქვეყნების მიმართულებით” – განაცხადეს სუს-ში.