Category: ახალი ამბები

  • “სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება“–ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციაზე

    “სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება“–ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციაზე

    სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი  ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე წერს და ამბობს, რომ მათ ქმედებებში რაციონალიზმი ნაკლებადაა.
    “ჩვენი ორგანიზაცია წარმატებულად თანამშრომლობს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, გვქონდა კონსულტაციები ევროპულ საქართველოსთან, სტრატეგია აღმაშენებელთან, ლელოსთან, გირჩთან, გამარჯვებულ საქართველოსთან, რესპუბლიკურ პარტიასთან.
    რასაც ახლა ვუყურებთ, ოპოზიციაში აშკარად იკვეთება სამოქალაქო ომის ნიშნები, რაც ძალიან სამწუხარო და არასწორია. პირველ რიგში, სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება. ერთმანეთთან ბროლა არის სრული ნონსენსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ქართული ოცნების შანსები არ ჩანს ცუდად და ასე თუ გააგრძელა ოპოზიციამ კიდევ უფრო დაასხამს მის წისქვილზე წყალს. ყველაზე დიდი ძალა ოპოზიციაში, გამოცდილი და დიდი მხარდაჭერის მქონე არის ნაც მოძრაობა, რომელიც წესით ოპოზიციის ფლაგმანი უნდა იყოს და უნდა ცდილობდეს მის კონსოლიდაციას, რაც კარგი წინაპირობა იქნებოდა ხელისუფლების შეცვლისათვის. სამწუხაროდ, დღეს ამ პროცესს ვერ ვხედავთ პირიქით, ვიღაცის ჯინაზე რაღაცის კეთებას უფრო ვხედავთ. რაციონალურის ნაცვლად ემოციური ფაქტორი უფრო გამოვიდა წინ.
    კარგი მაგალითია გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ამაზე დახარჯული რესურსი. თუ ის მართლა მხოლოდ 2%იანი ოპოზიციური ძალაა მაშინ იყოს, რა პრობლემაა. თუ მას მზარდი პოლიტიკური პოზიციები აქვს და ციფრები ამას აჩვენებს, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი. ის ხმებს დაამატებს მთლიან ოპოზიციურ ყულაბაში. პირადი ვენდეტის გამო მთელი კამპანიის ორგანიზება როგორც მინიმუმ კონტროროდუქტიულია. იგივე ეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობებს, შედეგად ზარალდება პროცესი.
    ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს და აგრძელებს თანამშრომლობას პროდასავლურ ოპოზიციასთან, ჩვენ გავმართეთ და ვაპირებთ შეხვედრებს, ვაგრძელებთ და ვეცდებით ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ საქართველოში პოზიტიური ცვლილებების მოსატანად. ჩვენი სურვილია ვიხილოთ ნაკლები კინკილაობა და მეტი თანამშრომლობა, რაც უფრო რეალურს გახდიდა ოქტომბრის ბოლოს პროდასავლური ძალების გამარჯვებას.“– ამბობს ექსპერტი.
  • სიმინდს ყრიდა და მუხლებზე აყენებდა, ერთხელ თოფით კლავდა – გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

    სიმინდს ყრიდა და მუხლებზე აყენებდა, ერთხელ თოფით კლავდა – გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

    გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია ყვება, რომ მის შვილიშვილს მამა სისტემატურად სცემდა და აწამებდა, თუმცა პოლიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდა.

    “სიმინდებს დაუყრიდა ძირს და მუხლისჩოქა აყენებდა, თოთო ბავშვი რატო ტირისო. ოჯახში რაც ხდებოდა ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ. წლებია ათასჯერ მივიდა პოლიციამ იმ ოჯახში სადისტური მოპყრობის გამო. ერთხელ მე ვუჩივლე, თოფით რომ კლავდა, თავის შვილს კლავდა თოფით. თოფი ამოიღო პოლიციამ. ის თოფიც დაიმალა, ის მკვლელობის (მცდელობაც) დაიმალა. მეზობლები მეუბნებოდნენ, ჩვენც დავიღალეთო ამ კომფლიქტითქო. მიშველე, დანით დამდევს მოსაკლავადო.

    ფულს გამომიგზავნიო? არ გაღირსებო (ცოლს) უთქვამს. მაშინ თუ ფულს არ მაღირსებო, აღარც ამ შვილის ხმას გაიგონებო. ბავშვი ამბობდა, არ გამიშვა სახლშიო, არ გამატანო ამასო, იმას მაინც წაუყვანია. მაშინ პატრულის ნომერი ჩამაწერინე, სანამ მამა მოვაო”,- ყვება გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია.

    ბებია ამბობს, რომ შვილიშვილს თავისთან დარჩენას სთავაზობდა, მაგრამ ბავშვი პასუხობდა, რომ მამამისი მასაც მოკლავდა, ამიტომ არ რჩებოდა.

    49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისასვლელად – ვაშაძე ავტოკატასტროფაზე

    2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისასვლელად – ვაშაძე ავტოკატასტროფაზე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ეხმიანება და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას ავარიის ადგილზე მისასვლელად 2 საათი დასჭირდა.

    გიორგი ვაშაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლება პირველ რიგში სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა მუშაობდეს.

    “ამ უმძიმესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად გაუმართავია სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. 2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარების მანქანას რომ მისულიყო შემთხვევის ადგილზე.

    მთა-გორიან საქართველოში, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს აწყობილი სისტემა და ამაში პირველ რიგში დამნაშავეა ჯანდაცვის სამინისტრო. ხელისუფლება, რომელიც გამართულ სისტემაზე უნდა მუშაობდეს. არაპროფესიონალიზმი, არაკვალიფიციურობა, ზედაპირულობა ყველა საქმეში, რომელსაც მოაქვს ეს უზარმაზარი ტრაგედიები და პრობლემები”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

    გადაუდებელმა დახმარების ცენტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება ამბობს, რომ სასწრაფო დახმარება გამძახებიდან 2 წუთში გავიდა, თუმცა არ ასახელებენ ადგილზე მისვლის დროს.

    დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • გადაუდებელი დახმარების ცენტრი შატილის ავტოკატასტროფაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    გადაუდებელი დახმარების ცენტრი შატილის ავტოკატასტროფაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი დუშეთში, შატილის გზაზე, მომხდარ ტრაგიკულ ავტოავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    უწყების ცნობით, მომხდარი ავარიის შესახებ ცენტრში შეტყობინება 17:13-ზე შევიდა, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების ჯგუფები 2 წუთში, 17:15სთ-ზე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა არ ასახელებენ, როდის მივიდნენ ისინი შემთხვევის ადგილზე.

    “სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.

    აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი.

    რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას”, – წერია განცხადებაში.

    დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • თუ პატრიოტთა ალიანსი არჩევნებიდან არ მოიხსნება, ეს იქნება “ოცნების” პასუხისმგებლობა – დეკანოიძე

    თუ პატრიოტთა ალიანსი არჩევნებიდან არ მოიხსნება, ეს იქნება “ოცნების” პასუხისმგებლობა – დეკანოიძე

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია რეგისტრაციიდან არ მოიხსნება, ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება.

    დეკანოიძის თქმით, პატრიოტთა ალიანსი პროპუტინისტური პარტიაა, ირმა ინაშვილი კი ბიძინა ივანშვილის ფავორიტია.

    “ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. არც ის არ არის ახალი ამბავი, რომ პატრიოტთა ალიანსი პროპუტინისტური პარტიაა, არც ის არ არის ახალი ამბავი, რომ ქართული ოცნების წიაღიდან ამოსული პარტიაა, რომ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ოპოზიციონერია ირმა ინაშვილი.

    ქართული ოცნება უზრუნველყოფს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩადიან, მიდიან-მოდიან და მერე ყოველგვარი კარანტინის და იზოლაციის გარეშე დადიან ინაშვილი და თარხან-მოურავი.

    იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მოიხსნებიან რეგისტრაციიდან, ეს იქნება პირდაპირ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

    ცენტრმა “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

    ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

    დღეს ელენე ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 26 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, სულხან ნასიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, მირცხულავას, ალიოს, წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის  გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, მიშველაძის, აბაშიძის (ნაწილობრივ)  ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, II, V, VI და VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ხევისპირის,  ბერთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელ დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, შანდორ პეტეფის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, დიდი ხეივნის, მეფე სოლომონ II, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, დიმიტრი გულიას, = გორგასალის, კრწანისის, იოსებ გრიშაშვილის, გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ხრესილის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, გურამ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.” – აცხადებს თელასი

  • იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა კრიტიკულია – ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

    იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა კრიტიკულია – ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

    უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კორონავირუსის ინფექციის გამო, მძიმეა. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიტიკოსი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

    ექიმები ვერ ახერხებენ ტიმოშენკოსთვის ტემპერატურის დაგდებას და ბოლო დღეებში 39 გრადუსზე ნარჩუნდება. ამასთანავე ცნობილია, რომ კორონავირუსით დაავადდა ტიმოშენკოს შვილი ევგენია და სიძე, არტურ ჩიჩოტკინი, რომლებსაც ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით გადააქვთ.

    პირველად ტიმოშენკოს პრესმდივანმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტიკოსს კორონავირუსი ჰქონდა.

  • შატილის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრები კარანტინს 24 საათში დატოვებენ – მთავრობა

    შატილის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრები კარანტინს 24 საათში დატოვებენ – მთავრობა

    საქართველოს მთავრობის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში დაეხმარებიან. მთავრობა გამონაკლისს დაუშვებს და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ.

    მთავრობის ინფორმაციით, მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

    “სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.

    ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

    პროცესში აქტიურად ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები. აღნიშნულ პროცესებს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობოთ მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი.

    ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ” – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

    დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • არ არის გამორიცხული ევროპული საქართველო ან ენმ ითხოვდეს ფულს რუსეთისგან – თევდორაძე

    არ არის გამორიცხული ევროპული საქართველო ან ენმ ითხოვდეს ფულს რუსეთისგან – თევდორაძე

    “ეს იყო ევროპული საქართველოს მიერ დადგმული სცენარი”,- ასე ეხმიანება პატრიოტთა ალიანსის წევრი გოჩა თევდორაძე 24 აგვისტოს ცენტრ “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას, რომელშიც პატრიოტთა ალიანსსა და კრემლს შორის ფინანსურ კავშირებზე არის საუბარი.

    თევდორაძე აცხადებს, რომ სტატიაში მოყვანილი მასალა თავისუფლად შესაძლებელია დოკუმენტები ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტს ასახავდეს და არა პატრიოტთა ალიანსისას.

    „არსებობს რაღაც ფარატინა ფურცელი… მე გეუბნებით ახლა დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ეს არის არა პატრიოტთა ალიანსის, არამედ ევროპული საქართველოს ან ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტი და ამ თანხის მოთხოვნას აპირებენ თავად რუსეთის ფედერაციისგან. თავად უნდათ ეს. ამ განცხადებას ვაკეთებ და მითხარით საწინააღმდეგო არგუმენტი“, – ამბობს თევდორაძე.

    თევდორაძე აცხადებს, რომ ევროპულმა საქართველომ საგამოძიებო სტატია ირმა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტით გაღიზიანების გამო შეაქმნევინა.

    “გაჩნდა რაღაც იმედის ნაპერწკალი და ეს აუტანელი გახდა ევროპული საქართველოს მესვეურებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხნის წინ წარმოვადგინეთ კვლევა, ვისაუბრეთ პოლიტიკურ რეიტინგებზე. არ გამოვრიცხავ, რომ მათ სურთ რუსეთიდან ან სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება”,- განაცხადა თევდორაძემ ტვ პირველის ეთერში.

    ცენტრმა “დოსიემ” გამაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

    ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

    დღეს ელენე ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

  • ეს გამოძიება სააკაშვილმა და ბოკერიამ დაუკვეთეს, პოლიტიკური აფიორაა – ინაშვილი

    ეს გამოძიება სააკაშვილმა და ბოკერიამ დაუკვეთეს, პოლიტიკური აფიორაა – ინაშვილი

    “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურაში მათი პარტიის რუსეთიდან დაფინანსების გამოსაძიებლად სარჩელის შეტანა პოლიტიკური სპექტაკლი და აფიაროაა. მისი თქმით, ცენტრს “დოსიეს” გამოძიება მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ დაუკვეთეს, შემდეგ კი მათმა ტელევიზიებმა გაავრცელეს.

    “სააკაშვილმა და ბოკერიამ ამ ინტერნეტ გამოცემას თვითონ გაუგზავენს თავიანთი N გამოძიება, არავითარი ფაქტები და დოკუმენტები ეს არ არის. თვითონ დაადებინეს ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე კომენტარი გააკეთებინებს მათსავე მატყუარა აგენტს, ვინმე კუროპტევს, შემდეგ ამ ტყუილზე ტყუილი სიუჟეტები მოამზადეთ თქვენ, მათივე ტელეარხებმა, ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ტყუილ კომენტარზე, ტყუილ სიუჟეტებზე დაწერილი ტყუილი განცხადება შედის პროკურატურაში, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, ეს არის აფიორა, – თქვა ირმა ინაშვილმა.

    მანვე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” კვლევით,”ბოკერიას ჯგუფს” 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, “სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის” მხარდაჭერა კი 3,5% ვერ წვდება.

    ცენტრმა “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

    ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

    დღეს ელენე ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.