Category: ახალი ამბები

  • ცამდე მართალი ვარ, მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით – გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა

    ცამდე მართალი ვარ, მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით – გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა

    დაღუპული 11 წლის მოზარდის მამა, ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მისივე თქმით, “ძმაკაცებივით” იყვნენ.

    “ცამდე მართალი ვარ..მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით. მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? – თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“,- აცხადებს 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბლადებული მამა.

    პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

    შეგახსენებთ, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს.

    სამართალდამცველებმა დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარუდგინეს.

  • მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებასა და რეაბილიტაციას – კალაძე

    მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებასა და რეაბილიტაციას – კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. მერი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

    “მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ საპროექტო სამუშაოებს. ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებოთმცედნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე ბრიტანულმა კომპანიამ ” სი ბი ეს სტუდიოზმა” პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიძლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, მაგასაც დავუბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება”, – განაცხადა კალაძემ.

    მისი განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტუქტურა. კალაძის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს კასკადის პროექტირება და როგორც კი პროექტი იქნება, ასევე კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი.

    “გპირდებით, რომ როგორი სამუშაოებიც ჩატარდა და ძალიან მაგარი სივრცე გამოვიდა მზიურის პარკი, კიკვიძის პარკი, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, დარწმუნებული ვარ, რომ ვაკის პარკი თბილისისელების საამაყო პროექტი იქნება და ძალიან მაგარი სივრცე გამოვა რეაბილიტაციის შემდეგ”, – განაცხადა კალაძემ.

  • თითო სკამის გამოტოვებით დასხდომა, პირბადის ტარება – რა მოთხოვნების დაცვა მოუწევთ თეატრებს

    თითო სკამის გამოტოვებით დასხდომა, პირბადის ტარება – რა მოთხოვნების დაცვა მოუწევთ თეატრებს

    ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განმარტა, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ თეატრებს საქმიანობის აღდგენის შემდეგ.

    მისი თქმით, სავალდებულო იქნება შენობაში პირბადის ტარება, მაყურებლები დასხდებიან თითო სკამის გამოტოვებით, ასევე განისაზღვრება სპექტაკლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი – 3 საათი.

    “აქაც სავალდებულო იქნება სკრინინგის განხორციელება, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5 კვადრატულზე იქნება 1 ადამიანის დაშვება, განისაზღვრება ღონისძიების ზედა ზღვარი, ეს არის 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ასევე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე”, – განაცხადა ფერაძემ.

    ცნობისთვის, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.

  • ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაზიანება უხვმა ნალექმა გამოიწვია – მერია

    ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაზიანება უხვმა ნალექმა გამოიწვია – მერია

    თბილისის მერის მოადგილი, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა და აქედან გამომდინარე სანიაღვრე ქსელების გადავსებამ გამოიწვია.

    „როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით შექმნა რამდენიმე რაიონში პრობლემა, მათ შორის, იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, მოხდა უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება, დატბორვა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია.

    ამ დაზიანებისთანავე მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები, რათა უახლოეს საათებში მოხდეს დაზიანებუილი მონაკვეთის სრულად აღდგენა და მოძრაობის გახსნა. ასევე მინდა დავამატო, რომ მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, რომელზეც ვაწარმოებთ ინტენსიურ დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა,“- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

    დედაქალაქის მერმა შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაიწყოს, როგორც შესრულებული სამუშაოების, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის მიმართულებით.

    „მეც მაქვს ასევე ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაგვით გადავსება არ მოხდეს. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

  • მშობელი შენობაში ვერ შევა, სათამაშოს ვერ მიიტანს – რა პირობებით იხსნება საბავშვო ბაღები

    მშობელი შენობაში ვერ შევა, სათამაშოს ვერ მიიტანს – რა პირობებით იხსნება საბავშვო ბაღები

    საქართველოში საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, რიგი რეკომენდაციები ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია. კერძოდ, იკრძალება მშობლის შენობაში შესვლა, დადგენილია ჭურჭლის და სათამაშოების რეცხვის პროტოკოლი.

    მისი განმარტებით, იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ბავშვი ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომელმა უნდა შეიყვანოს.

    “გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა, გაწერილი იქნება ეს პროედურა დეტალურად.

    ბაღის დაწყებამდე ძიძებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლება თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას.

    განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვის მიმართ, უნდა შედგეს გრაფიკი, ბავშვების რაოდენობა იყოს დაბალანსებული თითოეულ ჯგუფში, იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან, ასევე, ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექციაც რთულად ჩასატარებელია.

    წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს, რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან,” – თქვა ბექა ფერაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ სათამაშოები უნდა გაირეცხოს 37 გრადუსზე და გაშრეს.

  • შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე დაამტკიცონ კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა – გამყრელიძე

    შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე დაამტკიცონ კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე შედის და შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე იგი უკვე დაამტკიცონ.

    “ვაქცინის წარმოება შედის ფინალურ ეტაპზე, დღეს კლინიკურ კვლევას გადის ცხრამდე ვაქცინა, სამი მესამე ფაზის კვლევებშია, ამიტომ შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა. ვაქცინების გლობალური ალიანსის კოორდინირებით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით და ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო.

    იქ არის პირობები ვაქცინის მიღების, ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდის და Astrazeneca-ს ერთობლივი წარმოების ვაქცინა. იქ არის პირობები, რომელსაც წაუყენებენ ქვეყანას, როგორ, რა ეტაპები უნდა გავიაროთ განაცხადთან დაკავშირებით. ამაზე იყო დღეს განხილვა საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა”,- ამბობს გამყრელიძე.

    26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 436-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 150 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19.

  • მკვლელებო, შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ გულში ლახვარს, როცა არ მოელით – თამაზაშვილი

    მკვლელებო, შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ გულში ლახვარს, როცა არ მოელით – თამაზაშვილი

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელებს შეისწავლის. მისი თქმით, თუ ვინმე მკვლელებს ხელს აფარებს, უარესი ცოდვა მიუძღვის.

    “მკვლელებო!!! არ გეგონოთ მოვდუნდი და დამავიწყდით. ნუ გეშინიათ, ყურადღებას არ მოგაკლებთ. ისევე შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ გულში ლახვარს, როცა არ მოელოდებით. როგორც თამუნას მოექეცით, რომელმაც არ იცოდა სიკვდილთან შესახვედრად თუ მიდიოდა. აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება, აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით. თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ, სატანებო!!! და თუკი ვინმემ რამე იცით და ხელს აფარებთ მკვლელებს, მაშინ მკვლელებზე უარესი ცოდვა მიგიძღვით”,– წერს ფეისბუქზე თამაზაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

    საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

  • როდის გაიხსნება სკოლები, ბაღები, კინოთეატრები და თეატრები – გახარიას განმარტება

    როდის გაიხსნება სკოლები, ბაღები, კინოთეატრები და თეატრები – გახარიას განმარტება

    პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.

    მისი თქმით, მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში თანმიმდევრულ მიდგომას ინარჩუნებს.

    “ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებსა და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებსა და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერს 2 სექტემბრიდან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

    მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

    მტკვარში, ორთაჭალაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

    ამ წუთებში მაშველები წყლიდან ცხედრის ამოყვანას ცდილობენ.

    თვითმხილველის ცნობით, დაინახა, როგორ გადახტა კაცი ხიდიდან. ადგილზე მაშველები და მყვინთავები მუშაობენ.

  • გაგნიძის ადვოკატები იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

    გაგნიძის ადვოკატები იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

    შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები დღეს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.

    ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ბრეგვაძე უკვე თვეებია გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც, კანონის გათვალისწინებით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.

    “ვაპირებთ, შევიტანოთ განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. კერძოდ, ის ჩვენებაში მიუთითებს, რომ ტოიოტა ქამრის მისვლის დროს სამი პირი გადმოვიდა მანქანიდან და ორ პირს 10 წუთის განმავლობაში სცემდა. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იქ სხვა ინციდენტს ჰქონდა ადგილი”, – აცხადებს ნემსიწვერიძე.

    ფოტოგრაფი ბრეგვაძე შაქარაშვილთან და მის მეგობრებთან ერთად დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც საქმეში ბრალდებულები თავს დაესხნენ. ბრეგვაძე ჩვენებაში ყვება, რომ მან გაქცევა და მშენებარე სახლში დამალვა მოასწრო, შემდეგ კი პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისში დაბრუნდა.