Category: ახალი ამბები

  • თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს – წულუკიანის გადაწყვეტილება

    თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს – წულუკიანის გადაწყვეტილება

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო (ხელოვნურ) განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

    ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს “ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

    • იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი;
    • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

    სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თეა წულუკიანს აკრიტიკებს.

    „წულუკიანის მავნებლობის, უცოდინრობის, ქალების ჩაგვრის და სიბნელის კიდევ ერთი გამოვლინება…ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ 1 წელი არ არის გასული ქორწინებიდან ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან… ანუ მარტო თუ ხარ შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი უნდა ილოდო ერთი წელი როდის გავა და შენი სამედიცინო შანსები კიდევ უფრო შეამცირო იმიტომ რომ თეას ესე ნებავს… კაცის და გათხოვების გარეშე. მოკლედ არაფრად აგდებს ქალებს“, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.

  • მე ვბრუნდები! – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

    მე ვბრუნდები! – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

    “ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!” , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    „უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები… და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში. ამავე დროს მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!“- განაცხადა სააკაშვილმა.

     

  • ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესია ინაშვილს ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს

    ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესია ინაშვილს ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს

    ოკუპირებული აფხაზეთის მართლადიდებლური ეკლესიის განცხადებით, ეკლესია  პატრიოტთა ალიანსის ლიდერების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატს უკან აბრუნებს.

    “აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ იღებს ქართველ დეპუტატთა მიერ ჩამოტანილ ხატს, აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით, როგორც საჩუქარი ქართული ეკლესიისგან ილორის ტაძრისთვის, და უკან უბრუნებს მას.

    ამ მისიის შესახებ აფხაზეთის მართლადიდებლური ეკლესიისთვის უცნობი იყო. მსგავსი ქმედებები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებამდე დაუშვებელია” – წერია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    რამდენიმე, დღის წინ ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლორიასთან ერთად იმყოფებოდა და ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირეს. ამის  ამსახველ ფოტომასალას კი ის თავად ავრცელებს.

    “2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი. მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყლებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ! ” – დაწერა ირმა ინაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს “მთავარმა არხმა” გაავრცელა.  „პატრიოტები“ ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს.

  • საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1447 გახდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1190-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

  • შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

    შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

    „სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული – თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას არღვევს – გიორგი ვაშაძე

    “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას არღვევს – გიორგი ვაშაძე

    “ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციის შეთანხმების დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. ოპოზიციის მიერ ისნის ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად დასახელებული გიორგი ვაშაძე ენმ-ს მიერ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას სოციალურ ქსელში  ეხმაურება.

    “ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს “ნაციონალური მოძრაობა”.

    ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში.

    ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დამარცხებას!

    სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის კანდიდატზე და ჩემთან, როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს.

    საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს!”- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

  • “მეგობრებო ნაცმოძრაობიდან, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?“–გიგი უგულავა ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე

    “მეგობრებო ნაცმოძრაობიდან, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?“–გიგი უგულავა ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე

    “მეგობრებო ნაცმოძრაობიდან, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?
    სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“– ასეთი კომენტარი გააკეთა ფეისბუქზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაზე, ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დაყენების შესახებ.
    გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხშაბათს, რამდენიმე დღიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობა თბილისში რვიდან მხოლოდ ორ ოლქში აყენებდა კანდიდატურას, დანარჩენი ექვსი ოლქი კი დანარჩენ ოპოზიციას დაუთმო.

    ისნის ოლქში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეა, რომელთანაც ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება ბოლო დროს გამწვავდა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშაძე ისნის მაჟორიტარად დასახელდა როგორც “გაერთიანებული ოპოზიცია–ძალა ერთობაშია“–ს წარმომადგენელი. მას შემდეგ კი, რაც ეს გაერთიანება დატოვა მისი კანდიდატურა საერთო კანდიდატი ვეღარ იქნება.

    ნაციონალური მოძრაობის ამ პოზიციას არ ეთანხმება დანარჩენი ოპოზიცია. ლეიბორისტების ოფისის ფორმატში მოთანამშრომლე ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პირობის დარღვევა იქნებოდა.

    თუმცა ენმ–ს წევრები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის შეთანხმება გიორგი ვაშაძემ დაარღვია.

    გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს “ძალა ერთობაშია” და ახალი საარჩევნო ბლოკი, “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.

    მანამდე კი ჯერ კიდევ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.

    “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაშაძე ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში 20 აგვისტოს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში ამბობდნენ, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის დასახელება, “ლეიბორისტული პარტიის” ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა.

    ნაციონალური მოძრაობის წევრმა,  სალომე სამადაშვილმა დღეს „მთავარის“ ეთერში განმარტა, რომ პარტია თავიდანვე უჭერდა მხარს ფართო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას „ოცნების“ კანდიდატების წინააღმდეგ.

    „სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ჩვენ მხარი ერთიან კანდიდატებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში და დღესაც მხარს ვუჭერთ ბატონ ნათელაშვილს, ქალბატონ ხოშტარიას და სხვებს. თუმცა, რაც შეეხება ისანს, აქ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა კანდიდატის გარშემო, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულ კანდიდატად დასახელდა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ვაშაძის გარშემო შეცვალა მისი შანსები, რომ დაამარცხოს ივანიშვილის კანდიდატი“, – ამბობს სამადაშვილი.

    მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტ საარჩევნო ოლქში მოიგოს, რაც შეეხება დეკანოიძის კანდიდატურას – „ძალიან დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის ის კანდიდატი, რომელიც აღნიშნულ ოლქში დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს.  მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ვაშაძის წარდგენა მოხდა, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას – „ძალა ერთობაშია“ და სწორედ ამ გაერთიანების სახელით დასახელდა ის. ამის შემდგომ მან გადაწყვიტა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი დაეყენებინა საბურთალოს ოლქში კანდიდატად. გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება.

    ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, მან თავად გადაწყვიტა ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთობაში და ამ გადაწყვეტილების გამო გახდა აუცილებელი ისნის ოლქთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლა“, – აცხადებს სამადაშვილი.

    ენმ–ს წევრების მტკიცების მიუხედავად “ლეიბორისტულ ფორმატში“ შეკრებილი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას არ მიესალმება და არასწორ ნაბიჯად თვლის:
    “ჩვენ შეთანხმების ერთგული ვრჩებით, შესაბამისად ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ.კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო.“ – ამბობს გიგი უგულავა.
    ხატია დეკანოიძემ ისანში მის მაჟორიტარად დასახელების შესახებ ფეისბუქზე დაწერა:
    “ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ : თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად.
    მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის.
    მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის.
    შეხვედრამდე.. #თქვენიხატია“
  • ახალი ფიგურა ბაჩალიაშვილის საქმეში: ვინ არის კაცი, რომელმაც 112–ში დარეკა

    ახალი ფიგურა ბაჩალიაშვილის საქმეში: ვინ არის კაცი, რომელმაც 112–ში დარეკა

    „თამარ ბაჩალიაშვილის საქმე არის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე თავიდან ჩანდა ერთი შეხედვით“ – აცხადებს ჟურნალისტი ელისო კილაძე და საქმეში გამოჩენიოლ ახალ დეტალზე საუბრობს. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიაში“, გადაცემა „ბარიერში“ განაცხადა, გუშინგვიან ღამით მას დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც გაეცნო, როგორც გელა მაკარიძე.

    „ძალიან უცნაური ისტორია მოყვა. უცნაური ისტორია არის ის,რომ მისი ტელეფონიდან დაირეკა 24 აგვისტოს 112-ში დღის 3 საათზე, მაშინ, როცა მას ტელეფონი თან არ ჰქონდა, დატოვებული ჰქონდა სახლში, თვითონ არ დაურეკავს. მისი ტელეფონით 112-ში დაირეკა თემურ სოხაძის სახელით, რომელმაც 112-ში განაცხადა, რომ არის ძალიან მნიშვნლეოვანი ინფორმაციის მატარებელი ბაჩალიაშვილის საქმეზე. გელა მაკარიძე წაიყვანეს დაკითხვაზე, გამოკითხეს, დაუსვეს უცნაური კითხვები – რა შეხება აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახთან. დაუსვეს კითხვები ბაჩანა ლობჟანიძესთან ნაცნობობასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს და არ იცნობს ბაჩალიაშვილის საქმის არც ერთ ფიგურანტს. გამოუშვეს დაკითხვიდან და დაახლოებთ ათი დღეა საჭირო, რომ ექსპერტიზა და ხმის იდენტიფიკაცია მოხდესო.

    რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი და მე შევხვდით გელა მაკარიძეს, ვთხოვეთ, თუ კიდევ დაიბარებენ, ან სხვა მიმართულება გაჩნდება ბაჩალიაშვილის საქმეზე, ჩვენ შეგვატყობინოს. წარმოდგენაც კი არ აქვს, რატომ შეიძლება უკავშირდებოდეს ვინმე თემურ სოხაძე მას და მისი ტელეფონიდან განხორციელებულ ზარს. მას უთხრეს, რომ არსებობს ჩანაწერი“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

  • “ბაჩალიაშვილის ამბავი თუ გასკდა, თქვენ გადაგაყოლებთ ამას აუცილებლად“– გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას

    “ბაჩალიაშვილის ამბავი თუ გასკდა, თქვენ გადაგაყოლებთ ამას აუცილებლად“– გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას

    „ყველაფერი ზედაპირზე დევს, ქართული სახელმწიფო არ არსებობს, ქვეყენა, როგორც კულტურილი ერთეული, არ არსებიბს. მორღვეულია. არაფერი შეგვრჩა – სიცრუე, ტყუილი, ღალატი, სიმხდალე, ბრძოლიდან გაქცევა, დამალვა სოროში, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი – ყველ ეს ანტისიბრძნე ამუშავდა. ეს არის საათზე დაყენებული ბომბი, რომელიც აფეთქდება. აფეთქება იქნება, თუ ეს ხელისუფლება დარჩა“ – განაცხადა გადაცემა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გუბაზ სანიკიძემ. მისივე თქმით, ქვეყანა გავსებულია რუსული დაზვერვით.

    გუბაზ სანიკიძემ თამარ ბაჩალიაშვლის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილის „თოფიანი კაცები“ და „ოცნების“ ხელისუფლება ამ საქმეს გადაყვება. „ ხალხო, ქვეყანა გავსებულია რუსული დაზვერვით. თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, ვისი იმედი გაქვთ ამ ხელისუფლებაში, ერთი კაცის, ან ქალის? ძალიან მძიმე დღეში ვართ. თოფიანი კაცებისგან შეიძლება ძალიან დიდი უსიამოვნო სიურპრიზები გველოდებოდეს უახლოეს პერიოდში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახელმწიფო არის ბიძინა, ყველანი, ვინც მის ბრძანებებს ასრულებთ, თოფიანო კაცებო, თქვენი სამშობლო არ არის საქართველო, თქვენი სამშობლოა ბიძინე. ჭორვილიზაცია მიდის საქართველოსი. საქართველო პოლიტიკური სოფელია უკვე. დაყრუებული სოფელია საქართველო. საქმე გვაქვს დღეს ბიძინას მონებთან. „ქართული ოცნების“ მომსახურე პერსონალო, თქვნ არ ხართ საქართველოს სტრუქტურები. ისე მიდის ბაჩალიაშვილის ამბავი, თუ გასკდა, თქვენ გადაგაყოლებთ ამას აუცილებლად. ძალიან ბევრს, რამდენიმე ათეულ კაცს მოგიწევთ სერიოზული პასუხისმგებლობა.

    ბევრნი ხართ უკვე, ძალიან მომრავლდით, მაგრამ რიცხვს მნიშვნელობა არ აქვს. მომავალი ხელისუფლება აუცილებლად დაკავდება თქვენი პოლიტიკური განადგურებით და პასუხისგებით. ამის პატიება არ შეიძლება. „ქარული ონების“ მომხრები რომ გქვიათ და საქათმე რომ ხართ ბიძინასი, რომ კრიახობთ, ქათმებო, რომ იძახით რევანშიო , რევანში არ არის ცუდი რამ . რევანში არის ძალიან სერიოზული, ჯანმრთელი საქმიანობა. სამართლის აღდგენა რევანშის ერთ-ერთი სახეობაა. არა, თქვენ გაგულავებთ ზუსტად ამ ქვეყანაში და თქვენ შეგაჭმევინებთ ამ ქვეყანას, თქვენი შიზიკი ბიძინას ჭკუაზე მოეწყობა ეს ქვეყანა. ვისაც არ მოგწონთ ეს ქვეყანა, მიბრძანდით რუსეთში. ჩვენ არ გვყავას პრორუსული ხელისუფლბა, ჩვენ გვყავს რუსული ადმინისტრაცია.“– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

  • “ეს არ არის თვითმკვლელობა, ეს არის მკვლელობა“ – თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

    “ეს არ არის თვითმკვლელობა, ეს არის მკვლელობა“ – თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

    23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, თვითმკვლელობის ვერსია არაადეკვატურია, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში რეალურად მკვლელობა მოხდა. როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ოჯახი მზად არის საჭიროების შემთხვევაში ცხედრის ეგსჰუმაცია მოითხოვოს:

    “ვისაუბრეთ არაკვალიფიციურ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლის გამოსწორებსაც ახლა გამოძიება ცდილობს. ყველა დარღვევაზე, რაც არის, ხელმეორედ მოუწევს გამოძიებას, ყველაფერი თავიდან ჩაატაროს. თვითმკვლელობა ძალაში ვერანაირად ვერ დარჩება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მკვლელობა. სულ რომ ექსჰუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ. დაველოდებით ამ თვის ბოლოს, თუ რა შედეგს მოგვცემს გამოძიება“ – ამბობს რამიშვილი.

    თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან გავიდა და ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მეხუთე დღეს ის  თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.