Category: ახალი ამბები

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 27 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის  მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურდიანის, მეტრეველის და მაიაკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, მაზნიაშვილის და კიევის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქია, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის და ლაღიძის  ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და სოფელი დიღმის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ათონელის, ასათიანის, ჭანტურიას, ჩაიკოვსკის და ვუკოლ ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგაშენის, ვაზიანის, არალეთის, ბჟოლეთის, ედისის, დვირის და ჟველაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • დედა თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს – გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის და

    დედა თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს – გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის და

    თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დის ცნობით, დედამისი საბერძნეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან ის უკან გააბრუნეს.

    მისი ინფორმაციით, ქალს საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

    “ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ”, – განაცხადა გარდაცვლილის დამ თინათინ აბჟანდაძემ.

    ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

  • ეჭვი მაქვს, რომ დეას ჰქონდა თამუნას ვალი, ამიტომ შეეკრა მის მტერს – თამაზაშვილი

    ეჭვი მაქვს, რომ დეას ჰქონდა თამუნას ვალი, ამიტომ შეეკრა მის მტერს – თამაზაშვილი

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის უახლოეს მეგობარს, დეა კაპანაძეს თამარის ვალი აქვს, რის გამო მტერს შეეკრა.

    “არ უნდათ მკვლელის დასახელება, იმდენად მაღალჩინოსნები არიან, რომ სუსი-ც ჩარეულია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ დეას ჰქონდეს თამუნას ვალი. იმიტომ შეეკრა თამუნას მტერს, რომ თამუნას მოშორება მაგასაც აწყობდა ამ ფულის გამო. სხვა პირებმა უბრალოდ გამოიყენეს დეა და ამასაც აწყობდა გარკვეულწილად, რადგან ასე იქცევა”,- ამბობს თამაზაშვილი.

    ცნობისთვის, დეა კაპანაძე საქმის ერთერთი მთავარი მოწმეა. მას რამდენიმე ჩვენება აქვს მიცემული. მას მედიასთან და თეონა თამაზაშვილთან კომუნიკაცია არ აქვს.

  • ეგ ყველაფერი აქამდეც დასჯადი იყო, პრობლემა კანონის აღსრულებაშია – კაპანაძე თალაკვაძის ინიციატივაზე

    ეგ ყველაფერი აქამდეც დასჯადი იყო, პრობლემა კანონის აღსრულებაშია – კაპანაძე თალაკვაძის ინიციატივაზე

    ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე თალაკვაძის ინიციატივას ეხმიანება. მისი თქმით, დაშინება და იძულება აქამდეც დასჯადი იყო, პრობლემა კი ის არის რომ კანონის აღსრულება არ ხდება.

    “ეგ ყველაფერი აქამდეც იყო დასჯადი. პრობლემა იყო არა კანონში, არამედ პრობლემა იყო კანონის აღსრულებაში. მე არ მახსოვს არც ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება დაესაჯოთ ან მოსყიდვისთვის, ან ძალადობისთვის, ან იძულებისთვის. ეს არის თავის მოწონება ჩვენს პარტნიორებთან, რომ აი, რა კარგ რაღაცებს ვაკეთებთ. რეალურად, ეს უკვე იყო კანონში. აღსრულება თუ არ მოხდა, რაც არ კარგი კანონი იყოს, არანაირი აზრი მას არ ექნება. დასჯის იურიდიული საფუძველი აქამდეც ჰქონდათ”, – აცხადებს კაპანაძე.

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს ინიციატივით გამოვიდა, ამომრჩევლის დაშინება და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს.

    მისი განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას, ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

  • ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია და ეს შეიძლება გასახარიც არ იყოს – მდინარაძე

    ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია და ეს შეიძლება გასახარიც არ იყოს – მდინარაძე

    უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია.

    “არაფერ ერთიანობასთან საქმე არ გვაქვს. ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია და ეს შეიძლება გასახარიც არ იყოს. ძლიერი ოპოზიცია ზოგადად ქვეყანას აძლიერებს და სასურველია, რომ 2020 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, ოპოზიციის ისეთი სპექტრი ვნახოთ, რომელიც რეალურად საქმეზე ილაპარაკებს და არა დესტრუქციისკენ იქნებიან მიმართულები”,- ამბობს მდინარაძე. 

    მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ ქვეყანას გამართული სისტემა აქვს, სიმართლე კი ქართული ოცნების მხარესაა.

    “გარდა იმისა, რომ გამოჩნდა ქართული ოცნება რას აკეთებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როგორ გამოჩნდა ყველაფერი კარგად, თურმე რამდენად გამართული სისტემა ჰქონია ჩვენს ქვეყანას და რამდენად შეგვძლებია, მათ შორის, კრიზისის მართვა და რამდენად გამართულად მუშაობენ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამის გარდა, ხალხმა დაინახა, რომ სიმართლესა და ტყუილს შორის, ბუნებრივია სიმართლე ერთ მხარესაა და ეს სიმართლე ჩვენ, ქართული ოცნების მხარესაა. ამიტომ, ოპოზიციის მოჩვენებითი ერთიანობა, ბუნებრივია, ვერაფერს მიაღწევს…”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება დუმს, შიშია გამეფებული – ვაშაძე

    ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება დუმს, შიშია გამეფებული – ვაშაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში სამართალდამცავი ინსტიტუციები სრულად ჩამოშლილი და დეგრადირებულია.

    მისი თქმით, დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არსებული კრიმინალური მდგომარეობაა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულიად ჩამოშლამ გამოიწვია

    “დღეს ქვეყანაში შიმშილთან ერთად უმთავრესი პრობლემა კრიმინალი გახდა. ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება დუმს. დამნაშავეები დაკავებულები არ არიან. ქვეყანაში მომატებულია კრიმინოგენური ფონი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ ქუჩაში ღამით, სიბნელეში გამოსვლის, ირგვლივ შიშია გამეფებული. ეს არის უმძიმესი ვითარება, რაც მოიტანა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულმა ჩამოშლამ. ბოლო ორი ღამის განმავლობაში თბილისში დასდევს ჩვენს მხარდამჭერებს, ემუქრებიან, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლონ კრიმინალს. როცა ამდენი პოლიციელი დროს კარგავს ინფორმაციების ძებნით, რომ ჩვენი მხარდამჭერები არსებული საბანკო დავალიანების გამო დააკავონ, ელაპარაკებიან მუქარის ტონით და ამ ფონზე არ ებრძვიან კრიმინალს, ძალიან სამწუხაროა. დღეს ქვეყანაში სრულიად დეგრადირებულია სამართალდამცავი ინსტიტუციები”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • შეუძლებელია, 13 მლნ დახარჯო და გზა პირველივე წვიმაზე ჩავარდეს – აბესაძე ხიზანიშვილის ქუჩაზე

    შეუძლებელია, 13 მლნ დახარჯო და გზა პირველივე წვიმაზე ჩავარდეს – აბესაძე ხიზანიშვილის ქუჩაზე

    ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის ჩანგრევას მერიის არაპროფესიონალიზმითა და ბიუჯეტის მფლანგველობით ხსნის.

    მისი თქმით, შეუძლებელია მერიამ გზის დაგებაზე 13 მილიონი ლარი დახარჯოს და პირველივე წვიმაზე გზის საფარი ჩავარდეს.

    “შეუძლებელია 13 მილიონი ლარი დახარჯო, კაპიტალური რეკონსტრუქცია მოახდინო გზის და პირველივე წვიმაზე გზის საფარი მთლიანად ჩავარდეს. არ ჰქონდეს დაგეგმილი პროფესიულ დონეზე და განხორციელებული სანიაღვრე ქსელების მოწყობა და შემდგომ ბავშვურად თავს იმართლებდე, თითქოს რაღაც განუსაზღვრელი ოდენობის ნალექი მოვიდა, კარგად ვიცით, რომ სხვა ძველი გაკეთებული გზებიც არ ჩავარდნილა. სწორედ იქ ჩავარდა, სადაც მერიამ ახლახანს დაამთავრა რეკონსტრუქცია.

    ეს არის მათი მხრიდან მფლანგველობა, ბიუჯეტის ფულის მოპარვა, რა თქმა უნდა არაპროფესიონალიზმი და ამას კიდევ დასჭირდება რამდენიმე ასეული ათასი რომ გამოსწორდეს”,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

    შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

    მერიამ გზის ჩანგრევა უხვი ნალექით ახსნა. 

  • 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

    11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

    თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

    ბრალდებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, დანაშაული მას არ ჩაუდენია და „ცამდე მართალია“. 

    მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა: თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს.

    სამართალდამცველებმა დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარუდგინეს.

  • მზად ვართ, დამკვირვებლები ჩარტერული რეისებითაც ჩამოვიყვანოთ – თალაკვაძე

    მზად ვართ, დამკვირვებლები ჩარტერული რეისებითაც ჩამოვიყვანოთ – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია არჩევნებისთვის ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს და არჩევნები დადებითად მეტმა შეაფასოს.

    მისი თქმით, მათ ჩამოსაყვანად მთავრობა მზადაა სპეციალური ჩარტერული რეისებიც დანიშნოს.

    “ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითაც ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიასა და ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით. ამისთვის ჩვენ ორი თვის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კოვიდპანდემიის პირობებში განვსაზღვრეთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები.

    შესაბამისად, არსებობს სრული მზადყოფნა, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში. როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები გააკეთებენ განაცხადებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დამატებითი წარმომადგენლები ჩამოყვანონ, ხელისუფლება მაშინვე სათანადო ნაბიჯებით უპასუხებს. ჩვენ როგორც ხელისუფლება მზად ვართ, ჩარტერული რეისების დასანიშნადაც კი, რომ ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

     

  • ამომრჩევლის დაშინება და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება – თალაკვაძე

    ამომრჩევლის დაშინება და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება – თალაკვაძე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩევლის დაშინება და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება.

    “ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც”,- ამბობს თალაკვაძე.

    მისი განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას, ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

    პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებეულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

    მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მიზანია, რომ საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს.