Category: ახალი ამბები

  • ” ვინა? ვინ არის?”- სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

    ” ვინა? ვინ არის?”- სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

    ” ვინა? ვინ არის?” –  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაიხსენა თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. ზურაბიშვილი  არ პასუხობს კითხვას, თუ რას ფიქრობ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე.

    – მიხეილ სააკაშვილმა გაკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თქვენი შეფასება როგორია?

    – ვინ? ვინ არის? 

    – თქვენი შეფასება როგორია, მისცემთ თუ არა მოქალაქეობა?

    – პასუხს მოგცემთ ახლავე, მე მინდა მოგილოცოთ მარიამობა, შეგეწიოთ მისი მადლი. 

    27 აგვისტოს საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

  • როცა ჩავთვლით საჭიროდ, აუცილებლად დაბრუნდება –  ზალკალიანი უკრაინიდან გამოწვეულ ელჩზე

    როცა ჩავთვლით საჭიროდ, აუცილებლად დაბრუნდება – ზალკალიანი უკრაინიდან გამოწვეულ ელჩზე

    “როცა ჩავთვლით საჭიროდ, აუცილებლად დაბრუნდება”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა , დავით ზალკალიანმა “მთავარი არხის”  ეთერში განაცხადა. მისი თქმით   კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს უკრაინაში მაშინ დააბრუნებენ, როცა ამის საჭიროება იქნება.

    როგორც მინისტრმა თქვა, ის, რომ ელჩი მაისში გამოიწვიეს და ამ დრომდე არ დაბრუნებულა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას საფრთხეს არ უქმნის.

    “მე მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და კომუნიკაცია ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუდმივად ვარ მასთან კავშირზე, უკრაინელებმა იციან ჩვენი ამ საკითხთან დაკავშირებული პოზიცია და ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, ის აუცილებლად დაბრუნდება”, — აღნიშნა დავით ზალკანლიანმა.

    საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.

  • მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში 3 ბავშვი გადაარჩინეს

    მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში 3 ბავშვი გადაარჩინეს

    გლდანის მასივში ერთ-ერთი მრავალსართლიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

    მათივე ცნობით, ბინაში სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

    შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო – სამაშველო ტექნიკის მობილიზება.

    ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

    მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა.

    უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს.

    ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    აღნიშნულ საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული. ერთ მათგანს ბრალად განზრახ მკვლელობა, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

  • ზუგდიდის სოფელ წყაიაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა

    ზუგდიდის სოფელ წყაიაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა

    ზუგდიდის სოფელ წყაიაში უბედურ შემთხვევას 9 წლის ბარბარე კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა.

    მცირეწლოვანის გადარჩენას ექიმები დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოპოერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარებამ სპეციალიზირებლი მანქანით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება – რატიანის შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობაზე

    მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება – რატიანის შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობაზე

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება.

    „თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან“, – განაცხადა რატიანმა.

    შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

  • საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1455 გახდა.

    ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1196-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252

     

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

     

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

  • სალომე ზურაბიშვილი  მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

    სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მარიამობას ულოცავს. “გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

    ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთგატანისა და გატანისა!”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

  • მინსკში საპროტესტო აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავეს

    მინსკში საპროტესტო აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავეს

    ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავეს.

    უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან Associtated Press-ის, Reuters-ის, BBC-ის, რადიო თავისუფლების, ТАСС-ისა და РИА-ს ჟურნალისტები.

    თვითმხილველების თქმით, ისინი ფურგონებით იზოლატორში გადაიყვანეს და პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს.

    ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

    ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები ევროკავშირს და ცალკეულ სახელმწიფოებს არ უღიარებიათ.

    მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

  • კომპასი დაკარგა ეს ოხერი? რამდენი წელია, “რაზგონს” იღებს – ელისაშვილი სააკაშვილზე

    კომპასი დაკარგა ეს ოხერი? რამდენი წელია, “რაზგონს” იღებს – ელისაშვილი სააკაშვილზე

    პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიხელ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და კითხვას სვამს, რით ვერ ჩამოვიდა საქართველოში ამდენი წელია? მისი თქმით, ასეთი განცხადებებით ის ქართულ ოცნებას აძლიერებს.

    “ასეთ არასერიოზულ რაღაცებს რატომ აკეთებს, ვერც ვხვდები. კომპასი დაკარგა ეს ოხერი? საქართველო არ იცის, სად არის? რამდენი წელია, “რაზგონს” იღებს და რით ვერ ჩამოვიდა საქართველოში, არ იცის, სად არის? ხომ არის თვითონ უკრაინაში, დახედოს, არის მერე ზღვა და მერე არის საქართველო, რაღაცნაირად უნდა მოვიდეს საქართველომდე თუ მოსვლის შნო და თავი აქვს, თუ არადა, რავიცი ახლა, ასეთი განცხადებებით ის ქართულ ოცნებას ეხმარება და აძლიერებს, მეტი არაფერი,”– განაცხადა ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.