Category: ახალი ამბები

  • ინაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს “სამარცხვინო” და “პატარა ბოკერია” უწოდა (ვიდეო)

    ინაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს “სამარცხვინო” და “პატარა ბოკერია” უწოდა (ვიდეო)

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა კურიერის ჟურნალისტს, გურამ როგავას კრიტიკული კითხვების გამო “სამარცხვინო” და “პატარა ბოკერია” უწოდა.

    პირდაპირ ეთერში წამყვანმა ინაშვილს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, რის გამოც ის გაღიზიანდა. წამყვანის თქმით, აფხაზეთში ამბობენ, რომ ინაშვილს მათთან დიალოგი არ დაუმყარებია და ის მხოლოდ რუსეთის დახმარებით ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ რეპლიკისა და კითხვების შემდეგ ინაშვილმა წამყვანს მიმართა:

    “პირადად თქვენ ხართ სამარცხვინო ჟურნალისტი, რა. ძალიან მიკერძოებული და სამარცხვინო, პატარა ბოკერია ხართ. სამარცხვინოა თქვენ მიერ დასმული შეკითხვები, ეს არის საინფორმაციო შტურმი ჩემ წინააღმდეგ, გასაგებია ეს ჩემთვის, მე გპასუხობთ და თქვენ იმეორებთ – კრემლი, კრემლი, კრემლი… ” – თქვა ინაშვილმა პირდაპირ ეთერში.

    https://www.facebook.com/rustavi2/videos/325213948799641/

    ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ლაშა საკანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში მდებარე ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკანიას განცხადება დაადასტურა და განაცხადა, რომ “აფხაზეთში, ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს”.

    ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობენ და უკან აბრუნებენ.

  • პროკურატურა აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ სუს-ის მანქანები შავნაბადას ბაზისკენ უხვევენ

    პროკურატურა აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ სუს-ის მანქანები შავნაბადას ბაზისკენ უხვევენ

    პროკურატურა უარყოფს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის 3 მანქანა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დაჰყვებოდა.

    უწყების მტკიცებით, სუს-ის მანქანები ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან გზის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც შავნადაბას საწვრთნელი ბაზისკენ გადაუხვიეს. მათივე თქმით, ბაჩალიაშვილმა სვლა შეუფერხებლად გააგრძელა.

    პროკურატურა ამის დასადასტურებლად ვიდეოს აქვეყნებს:

  • რატომ მიყვებოდა ბაჩალიაშვილს სუს-ის 3 ავტომობილი – პროკურატურის განმარტება

    რატომ მიყვებოდა ბაჩალიაშვილს სუს-ის 3 ავტომობილი – პროკურატურის განმარტება

    გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცლებს, რომელშიც განმარტავს, როგორ აღმოჩნდა სუს–ის 3 ავტომობილი ბაჩალიაშვილის მანქანის უკან.

    უწყების მტკიცებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სუს–ის ბალანსზე აღრიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

    თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე”,– აცხადებს პროკურატურა.

    მათივე ცნობით, ბაჩალიაშვილის საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. ასევე, გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

    პროკურატურა აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა, რათა მათ განემარტათ, რატომ წაიშალა ბაჩალიაშვილის ფეისბუქი.  გარდა ამისა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

    “საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საზოგადოებას ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

  • მარეგულირებელმა კომისიამ ფორმულას წინააღმდეგ საზმაუს სარჩელი არ დააკმაყოფილა

    მარეგულირებელმა კომისიამ ფორმულას წინააღმდეგ საზმაუს სარჩელი არ დააკმაყოფილა

    კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მათი განცხადებით, ფორმულას საზოგადოებრივი მაუწყებლის საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ დაურღვევია.

    საქმე ეხება ფორმულას გადაცემას “ფსკერი”, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა ახალი დღის ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელი სახით გამოიყენეს.

    კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რომ ფორმულამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.

    “საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ფორმულას მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ახალი დღის ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება”, — აცხადებენ კომისიაში.

    შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

  • გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში ბორის “ჩელე” ყურუა იქნება

    გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში ბორის “ჩელე” ყურუა იქნება

    პარტია გირჩმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოხი–ხობი–სენაკის მაჟორიტარად ბორის “ჩელე” ყურუა დაასახელა. გირჩის ინფორმაციით, მათი კანდიდატი არის:

    • სამი თაობის ფოთელი;
    •  სისხლის სამართლის მაგისტრი;
    • Students for liberty-ს წევრი 2016 წლიდან;

    ბორის ყურუამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს, თუმცა მის ირგვლივ თავისულებისთვის მებრძოლი ბევრი ადამიანია.

    “ამ არჩევნებში მე ვიქნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გირჩიდან.

    პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, ანუ იმდენივე გამოცდილება მაქვს, რამდენიც ფინანსური სახსრები.

    სამაგიეროდ, ბევრი იდეისთვის თავდადებული ტიპია ჩემს ირგვლივ და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩხუბს, ძიძგილაობას და ასე შემდეგ, არ მგონია, სხვა რამ სჭირდებოდეს კიდევ.

    დაგააფდეითებთ ხოლმე”,– წერს ყურუა.

    მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან ირაკლი ხახუბია იქნება, ევროპული საქართველოდან კი გიგა ბოკერია.

    გირჩმა მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიცია რეგიონებში საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა.

  • პრემიერად სააკაშვილის დასახელება ლოგიკურია ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში – დეკანოიძე

    პრემიერად სააკაშვილის დასახელება ლოგიკურია ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში – დეკანოიძე

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე, ამბობს, თუ ენმ გაიმარჯვებს, ლოგიკური იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელონ.

    “ნებისმიერი პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მათ შორის მძლავრი პარტია ისეთი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, ამ პარტიისა და ყველა პარტიის სურვილი, მისწრაფება და რწმენა არის გამარჯვება და ჩვენი რწმენა ასეთია.

    ამიტომ ასეთ პარტიას, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება, როგორ ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და როგორ წარმოგვიდგენია ამ ბრძოლაში შესვლა, ამიტომ, სრულიად ლოგიკურია და ამაში ვერავინ ვერ შემოგვედავება, არც ერთი არგუმენტი არ ექნება ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს დასახელებული როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში”,– თქვა დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში.

    პარტიას ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ამბობენ, რომ ეს ცნობილი სექტემბრის დასაწყისში გახდება.

  • 10 სამარშრუტო დერეფანი თბილისში, სადაც 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

    10 სამარშრუტო დერეფანი თბილისში, სადაც 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

    თბილისის მერია 10 სამარშრუტო დერეფანს აქვეყნებს, სადაც 10 და 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს.

    თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით,, განახლებული სისტემით საშუალო მოლოდინის დრო 7 წუთი, მაქსიმალური კი 15 წუთი იქნება.

    • I დერეფანი – ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი.
    • II დერეფანი – უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ოეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, მოსკოვის გამზირი.
    • III დერეფანი – თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი
    • IV დერეფანი – ჭავჭავაძის გაზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის გამზირი
    • V დერეფანი – ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
    • VI დერეფანი – უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა
    • VII დერეფანი – ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა
    • VIII დერეფანი – დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, საგდურის მოედანი
    • IX დერეფანი – დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა
    • X დერეფანი – ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა  .
  • წალენჯიხაში მიკროავტობუსი მე-2 კლასელ ბავშვს დაეჯახა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია

    წალენჯიხაში მიკროავტობუსი მე-2 კლასელ ბავშვს დაეჯახა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მუნიციპალიტეტის მერის, ბესიკ ფარცვანიას თქმით, დაშავებულს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

    „დეტალები მეც არ ვიცი, სოფლის რწმუნებულმა რა ინფორმაციაც გადმომცა ისაა, რომ ბავშვი არის მეორე კლასში და მიკროავტობუსი დაეჯახა. მას ზუგდუდის საავადმყოფოში უტარდება ოპერაცია“, – ამბობს ბესიკ ფარცვანია.

  • მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები – კახა კალაძე

    მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები – კახა კალაძე

    თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ის მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ იქნება, ის ყველას მერი უნდა იყოს, მათ შორის იმისიც, ვინც ტროტუარებს უფრო ხშირად იყენებს, ამის შესახებ მან თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე განაცხადა.

    “მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ”, – განაცხადა კალაძემ.

  • ჰამოვიდეს, რა ვქნა – კალაძე სააკაშვილზე

    ჰამოვიდეს, რა ვქნა – კალაძე სააკაშვილზე

    თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს  მორიგი ტყუილი და ბლეფია.

    “არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი. არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში. ჰამოვიდეს, რა ვქნა”, — განაცხადა კალაძემ.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.

    მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.