Category: ახალი ამბები

  • პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დაახვედრებს ნათელ “კაბინეტს” და  დიდი ხნით მოუწევს პრემიერობანას თამაში –  მათიკაშვილი სააკაშვილზე

    პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დაახვედრებს ნათელ “კაბინეტს” და დიდი ხნით მოუწევს პრემიერობანას თამაში – მათიკაშვილი სააკაშვილზე

    “ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ “კაბინეტს” დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

    „ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული – მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

  • იაგო ხვიჩია მაჟორიტარად ბათუმში იყრის კენჭს

    იაგო ხვიჩია მაჟორიტარად ბათუმში იყრის კენჭს

    გირჩის ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია მაჟორიტარად ბათუმში იყრის კენჭს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ “კურიერთან” საუბარში დაადასტურა, რომ ის კენჭს ბათუმში იყრის. მისივე თქმით, 22 მაჟორიტარული ოლქიდან “გირჩი”, სავარაუდოდ, 8-10 ოლქში დააყენებს საკუთარ კანდიდატს.

    “ვფიქრობთ, 8-10 ოლქში წარვადგინოთ მაჟორიტარი კანდიდატები. პირველად ვამბობ თქვენთან, საჯარო სივრცეში, რომ მე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს. ვხედავ ბათუმში ყველაზე მეტ რესურსს, სადაც ყველაზე მეტად შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გარდა. გარდა ამისა, ბათუმი არის ჩემთვის ყველაზე სპეციფიკური ადგილი, ბევრი რამე მაკავშირებს ბათუმთან,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

  • სუროგაციით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება –  მეუფე ნიკოლოზი

    სუროგაციით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

    “ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვის დაბადება ემსხვერპლება ხოლმე, და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი?”-  ასე ეხმაურება, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი),  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების შესახებ ინიციატივას.

    “ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვის დაბადება ემსხვერპლება ხოლმე, და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი? რა ვთქვი გაიგეთ? ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი არის რამდენიმე სხვა ბავშვის ფასი. როცა ხელოვნური  განაყოფიერება ხდება ერთდროულად ნაყოფირდება  რამდენიმე კვერცხუჯრედი ეს ნიშნავს იმას რომ დაბადებულია ბავშვი უკვე ჩასახულია სული მინიჭებული აქვს, მერე ის რამდენიმე სიკვდილი ერთის გადასარჩენად ხდება.” მეუფე ნიკოლოზი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით ირკვევა, რომ სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეეძლებათ და ქორწინებიდან, სულ მცირე 1 წელია გასული ან მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ისინი ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფებიან.

     

  • სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები „მიჰა ჰამოდის“ ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“ და ხელისუფლობანას თამაშობენ- ხუხაშვილი

    სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები „მიჰა ჰამოდის“ ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“ და ხელისუფლობანას თამაშობენ- ხუხაშვილი

    „ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ, შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაზე მმართველი გუნდის შემდეგნაირად გამოხმაურებას: “Miha Hamodii”.

    „ ეს არის შუმერული თამაში, როდესაც ერთი აცხადებს რომ „მოვდივარ“ და არ მოდის, მეორე კი, აქ ამბობს „მივდივარ“ და არ მიდის. ამ შუმერული თამაშის მონაწილეები ვართ.

    „ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ. ჰყავთ სპეციალისტი, რომელიც SMS-ით უგზავნის მესიჯბოქს და შემდეგ ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“. ამას სხვა რამეს ვერ ვუწოდებ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავის კომპლექსებს „ქართულ ოცნებაში“ ასე გამოხატავენ. რა ვქნათ, ჩვენ იძულებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუყუროთ.

    „ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილი საშიში არ არის, ეს არის პოლიტტექნოლოგიური თემა. მიშას თავისი ელექტორატისთვის და მხნეობისთვის სჭირდება იმის გაცხადება, რომ ის მოდის არჩევნების წინ, ხელისუფლება კი ცდილობს ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს – „მგელი მოდის, მგელი მოდის“ იძახოს, ამით ორივე მხარე ცდილობს მიიღოს სარგებელი. ერთი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მეორე-ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის სტატუსს. ამას პროვინციულად უხარისხოდ ფუთავენ.

    დიდი ბოდიში, როდესაც ქალაქის მერი და უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი „მიჰა ჰამოდის“ იტყვის, გემოვნებაზე, შესაძლოა, არ დაობენ, მაგრამ ძალიან სევდის მომგვრელია ასეთი გემოვნების ადამიანები რომ ხელისუფლებობანას თამაშობენ“, – განცხადა ხუხაშვილმა.

    შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დააანონსა. “ქართული ოცნება” საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა წარწერით “Miha Hamodii”.

    „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი „მიჰა ჰამოდი“ ჟუნრნალისტებთან შეფასა და განაცხადა: „ჰამოვიდეს, რა ვქნა“. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი შემდეგი განცხადება გააკეთა: „სააკაშვილს რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი ელოდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა“.

     

    წყარო: ინტერპრესნიუსი

  • თუ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილს პრემიერად დაასახელებს, იგივე წრეზე წავალთ და 31 ოტომბერს იქნება „რეფერენდუმი“ – ხარშილაძე

    თუ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილს პრემიერად დაასახელებს, იგივე წრეზე წავალთ და 31 ოტომბერს იქნება „რეფერენდუმი“ – ხარშილაძე

    თუ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილს პრემიერად დაასახელებს, იგივე წრეზე წავალთ და 31 ოტომბერს იქნება „რეფერენდუმი“ –  ასე აფასებს „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაასახელოს.

    „ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვერ ჩამოვა, რადგან ამას კანონი უკრძალავს. ასევე, ისიცაა, რომ კონტრპროდუქტიულია, იმიტომ, რომ საკმაოდ უარყოფითი რეაქცია აქვს თვითონ მიხეილ სააკაშვილი დასახელებას პრემიერად, როგორც პირველი პირის აღქმას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება და ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ მათ უფრო ახალ სახეზე გაეკეთებინათ გათვლა. ერთი რამ აშკარაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ისევ იგივე წრეზე წავალთ, ისევ იქნება „რეფერენდუმი“- მიშა თუ ბიძინა. ასე არ გამოდის, „ნაცმოძრაობა“ მაგას უნდა მიხვდეს და დაანებოს თავი ამ „რეფერენდუმის“ ჩატარებას ყოველ არჩევნებზე“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

  • “მიშას გარეშე ვერ ვიგებთ, მარტო მიშაც ვერ იგებს“–დავით ბერძენიშვილი

    “მიშას გარეშე ვერ ვიგებთ, მარტო მიშაც ვერ იგებს“–დავით ბერძენიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი 2020–ის არჩევნებში სააკაშვილის ფაქტორზე, მის შესაძლო ჩამოსვლაზე, ოპოზიციის დაპირისპირებაზე და შანსებზე წერს:

    “კიდევ ერთხელ ისნის ოლქზეც და მიშას ფაქტორზეც.

    ბევრი პარტია კი უჭერს მხარს გიორგი ვაშაძეს, მაგრამ მათი ჯამური რესურსი ნაცების და მათი პარტნიორების რესურსს მაინც ჩამორჩება( ან არ აღემატება). არც ბევრს იმუშავებენ, ჩემი აზრით.

    ნაციონალების ამომრჩევლები აღარ დაუჭერდნენ მხარს გიორგის ისანში, პრემიერობის “პრეტენზიის”( რეალურად, რამდენიმეპროცენტიანი სუბიექტის მიერ საარჩევნო ტექნოლოგიად ამ ფსევდოპრეტენზიის არჩევის) და სხვა დაძაბულობის მერე, მით უმეტეს.
    ეს მოცემულობა იყო.

    ისანში ოპოზიციური მანდატის მოგების შანსი ახლა გაცილებით მეტია.

    თუ გიორგი ვაშაძის მხარდაჭერა იმდენად მზარდია, რომ 5 ნომრის მფლობელ ხატია დეკანოიძეს და მოქმედ მაჟორიტარ დავით ჭიჭინაძეს მაინც გაუსწრებს( არ ველოდები ასეთ შედეგს, მაგრამ ხომ შეიძლება, ვცდებოდე), მაშინ მოუგია ოლქი მეორე ტურში. და თუ ჭიჭინაძე მართლა ისე მაგარია, როგორც საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს 5 ნომერი იქნება თუ არა )))))

    ჭიჭინაძის, აგრეთვე ლელოს და სხვათა კანდიდატების ყოფნა გარდაუვალს ხდიდა, რომ ოპოზიცია პირველ ტურშივე ვერ გაიმარჯვებდა ისანში. ასე შეხედეთ.

    პრაგმატულად ოპოზიციური მანდატისთვის ბრძოლა ახლა უფრო რეალისტურია.

    ოლიმპიური პრინციპი ხომ არაა, მთავარი მონაწილეობა რომ იყოს. თითოეულ ოლქში(თბილისში და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით) გამარჯვება გვაახლოებს არჩევნებში ბიძინას დამარცხებასთან. ვვარაუდობ, რომ 10-12 მანდატიანი უპირატესობით მაინც დაამთავრებს ოპოზიცია პროპორციულ სისტემით პირველ ტურს( 55/45 შედეგით ოპოზიცია/ ბიძინას ორბიტა)…ამიტომ თითოეული ურბანული ოლქი განსაკუთრებულია.

    არჩევნები კი თვლითაა. საერთოოპოზიციური გამარჯვებაა ამოცანა და არა ამა თუ იმ პარტიის მანდატების რაოდენობა( ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები). სწორედ ამიტომ მოვითხოვდი კატეგორიულად, რიმ ნაცბლოკს და სხვა სუბიექტებსაც რეგიონებში ყველგან დაეყენებინათ კონკურენტუნარიანი კანდიდატები, რათა მათში ყველაზე ძლიერი სწორედ კონკურენციით გამოვლენილიყო. წინასწარი შეთანხმებები გაზრდიდა მონაწილეობის ” ოლიმპიურ პრინციპს” და არჩევნებში ჯამურად ოპოზიციის დამარცხების საფრთხეს.

    ყველაფერი მიდის სწორად.

    კიდევ ერთი აქტუალური საკითხი – მიხეილ სააკაშვილის გაცხადებული გადაწყვეტილება, ქართულ პოლიტიკაში სრულად დაბრუნების შესახებ.

    კაი ხანია, შეთანხმებული ვართ:
    1. მიშას გარეშე ვერ ვიგებთ;
    2.მარტო მიშაც ვერ იგებს;

    მოზომილი, შემრიგებლური, ბოდიშის თანხლებით კორექტული ტექსტი ადასტურებს, რომ იგი სხვა პარტიებთან და მათ ამომრჩევლებთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავს საკუთარ პარტიულ და პერსონალურ პოლიტიკურ წარმატებას.

    ცხადია, მისი ამომრჩევლის სრული მობილიზებისთვის მიშას დამაჯერებელი აქტიურობა( ვნახოთ, მართლა იქნება თუ არა პრემიერობის გაცხადებული კანდიდატი) მნიშვნელოვანია. არც ერთ “მიშისტურ” ხმას ნაცბლოკი ა(აღ)რ დაკარგავს.

    საარჩევნო კამპანიის სტილი გვაჩვენებს, მოხერხდება თუ არა ნაციონალების ლიდერობით შექმნილი საარჩევნო ბლოკისთვის იმ პოტენციური ამომრჩევლების მოზიდვა, რომლებიც არც წარმომავლობით, არც მენტალობით ნაციონალები არ არიან, უფრო მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ ძირითადად იმ ცხრა წელშიც და ამ რვა წელშიც. მიშას ბოდიშის ადრესატები ხომ სწორედ ისინი არიან, მეტწილად.

    ოპოზიციური – ნაცური და არანაცური, პროდასავლური ხმების ჯამი თანაზომადია და ჯამში ორ მესამედამდეა.

    საარჩევნო პროცესში აქტიურობაზე, ინტელექტზე, განვითარების გასაგებ და დამაჯერებელ გზავნილებზე ბევრ სფეროში, “მიშა მოდის” სახელისუფლებო(და არა მარტო) ნეგატიური პროპაგანდის ეფექტის არსებით შემცირება/ განეიტრალებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად აღმოვჩნდებით არანაცური წარმომავლობის რესპები და სხვებიც იმ არანაცური მესამედიდან(თუ მეოთხედიდან) ნაცბლოკისთვის, 5 ნომრისთვის ორიენტირები.

    ნაწილისთვის უფრო კი. სხვები კი სხვების, “მესამეების” ამომრჩევლები იქნებიან…ოპოზიციური ზიარჭურჭელია.

    ოპოზიციური ხმები არ დაიკარგება…თუ ერთმანეთის ლანძღვა/გინებას, იარლიყებს შევეშვებით.

    ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლება აუცილებლად იქნება კოალიციური. არც ერთი საარჩევნო სუბიექტი არ იქნება არც საკმარისი და არც სასარგებლო მომავალი პროდასავლური, დემოკრატიული კოალიციისთვის. ორზე მეტ სუბიექტს ვვარაუდობ კოალიციაში.

    ვის რა პოზიცია ექნება მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს.

    ყველაფერი იქნება უკეთ!“– წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე.

  • ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა

    ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა

    გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის – ზ.ხ.ს მამა ამბობს, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი თქმით, მოწყობილობა საძინებელ ოთახში იპოვა და ეჭვი აქვს, რომ ის პოლიციამ დადო რადგან სახლში მის გარდა მხოლოდ ადვოკატი მამამისი და პოლიცია იმყოფებოდნენ.

    “აქ ჩემი და პოლიციის გარდა არავინ ყოფილა. ალბათ პოლიციამ დადო. მოვიდნენ და მკითხონ უარზე ხომ არ ვარ”, – ამბობს თამაზ ხომასურიძე.

    თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ  მოგვიანებით პოლიცია დაადგენს არის თუ არა მის სახში ნაპოვნი  მოწყობილობა მოსასმენი აპარატი.

  • ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას ხალხისას, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს – ილია მეორე

    ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას ხალხისას, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს – ილია მეორე

    დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რა არის მომავალი ჩვენი სამშობლოსი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ბრძანა.

    როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული, სხვა ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია.

    „გილოცავთ ამ დღეს, მარიამობას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის. სიონი და თბილისელები არიან, როგორც დედა-შვილნი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან. არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რა არის მომავალი ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას, ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერი, იყავით გახარებული , სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ ყოველთ“, – ბრძანა პატრიარქმა.

  • განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან და მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის – მეუფე შიო

    განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან და მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის – მეუფე შიო

    დღევანდელი დღე გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

    “ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავ დღეს, ყოვლადწმინდა ღვითსმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ. რა მცნებები, რა ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მან თქვა, რომ ყოველ სიტყვას მისი ძის, იესო ქრისტესი გულში იმარხავს. მისი უმთავრესი ცნება არის ის, რომ ჩვენ აღვასრულოთ ის, რასაც უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს, ეს არის მისი ცნებები და ცხოვრების გზა. ეს არის ორი მთავარი მაგალითი, რომელიც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გულში ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს ყველაფერს და აღვასრულოთ მისი ცნებები.

    ჩვენ სახარებას ხშირად ვკითხულობთ. ხან ერთი მონაკვეთი იმოქმედებს ჩვენზე, ხან მეორე. ეს ყოველთვის განახლებადია. ეს ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ უფალი ამ სიტყვებით ჩვენ მოგვმართავს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის ცნებებს, მის სიტყვას, ვეცადოთ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან, იმისთვის, რომ მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. დღევანდელი დღე გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს არის ნიშანი, რომ განსაკუთრებით მფარველობს ჩვენ ქვეყანას. უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გადარჩენა და გამრავლება. ამინ!”- განაცხადა მეუფე შიომ.

  • ღრმა თანადგომას გიცხადებთ – მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს შატლის ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

    ღრმა თანადგომას გიცხადებთ – მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს შატლის ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

    მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პატრიარქ ილია მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

    “უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედს და მოვახსენებთ: დიდად დავმწუხრდით, როდესაც მედიის საშუალებით შევიტყვეთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი საბედისწერო უბედური შემთხვევის შესახებ, რომელსაც ჩვიდმეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, სხვანი კი დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ლოცვითა მოვაპყრობთ სულიერთა თვალთა ჩვენთა თქვენდამი, პატივცემულისა და ფრიად საყვარელისა და სიბრძნით აღვსილისა მიმართ, უნეტარესო, და სრულიად მორწმუნე კრებულისა მიმართ საქართველოს მოძმე ეკლესიისა, ღრმა თანაგრძნობას გიცხადებთ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩემი მდაბლისა სახელით და ვევედრებით უფალს, უსამართლო სიკვდილით აღსრულებულ ჩვენთა უმანკოთა მოყვასთა სულებს განუსვენოს, მათი ოჯახის წევრების გულებს ნუგეშის სალბუნი მოუფონოს და ზეგარდამო ნუგეში მიჰმადლოს სრულიად საქართველოს მწუხარე, მამაც და ტანჯულ ერს, სიყვარულისა და ერთსულოვნების მტკიცე და შეურყეველი ჯაჭვით რომ შეკავშირებია კონსტანტინეპოლის წმინდა ეკლესიას.

    მიმგებელნი, თქვენო უწმინდესობავ, ძმური ამბორისა, ვრჩებით უფლისა მიერ ფრიად მოყვარულნი და პატივისმცემელნი თქვენნი.

    თქვენი ღირსებისა და უნეტარესობის ქრისტესმიერ საყვარელი ძმა ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი” – ნათქვამია წერილში.