Category: ახალი ამბები

  • დეკანოზ მამალაძის მონახულებისთვის საპატრიარქომ 2 სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუწყვიტა – მამალაძე

    დეკანოზ მამალაძის მონახულებისთვის საპატრიარქომ 2 სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუწყვიტა – მამალაძე

    თორნიკე მამალაძის ინფორმაციის, მისი ძმის, დეკანოზი გიორგი მამალაძის საპატიმროში მონახულების გამო საპატრიარქომ ორ საეკლესიო პირს, მამა ანდრია სარიას და მამა ანთინოგენეს მღვედელთმსახურება შეუწყვიტა. მისი თქმით, ამის მიზეზი დეკანოზის სამაგალითოდ დასჯაა, რადგან სხვა მღვდლემა ხმის ამაღლება ვერ გაბედონ.

    მღვდელმსახური მამა ანდრია სარიას თქმით, მსახურების შეჩერება მხოლოდ პატიმრის მონახულების გამო არ მომხდარა, კიდევ ერთი მიზეზი რატომაც მათ წინააღმდეგ საპატრიარქომ ეს სასჯელი გამოიყენა, პეტრე ცაავას მხარდაჭერაა.

    იურისტები მამა გიორგი მამალაძეს სახელმწიფო პოლიტიკის მსხვერპლს უწოდებენ. მათი განცხადებით, სახელმწიფოს გულგრილი პოლიტიკაა ისიც რომ მამა გიორგი არ შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე, უარი მიიღეს მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

    საქართველოს საპატრიარქო მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბრებში კი თორნიკე მამალაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

    დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი ბრალს უარყოფს.

  • ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს საპასუხო სანქციებით ემუქრება

    ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს საპასუხო სანქციებით ემუქრება

    ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ლიეტუვას საპასუხო სანქციების დაწესებით დაემუქრა და განაცხადა, რომ ლიეტუვას თავის ადგილს მიუჩენს.

    „ახლა ვაჩვენებთ მათ, რა არის სანქციები. თუ ისინი ჩინეთსა და რუსეთში ჩვენი გავლით პატრულირებდნენ, ახლა ბალტიისპირეთით ან შავი ზღვით იფრენენ და ივაჭრებენ რუსეთთან და ა.შ. ისინი გაძღნენ და დაავიწყდათ, რა არის ბელარუსი და ფიქრობდნენ, რომ ჩვენი ტანკებით, რაკეტებით შეშინება შეიძლება. ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს. ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

    ევროკავშირში შეთანხმდენ, რომ სანქციებს 20-მდე ბელარუსელ მაღალჩინოსანს დაუწესებენ

  • ევროკავშირში შეთანხმდენ, რომ სანქციებს 20-მდე ბელარუსელ მაღალჩინოსანს დაუწესებენ

    ევროკავშირში შეთანხმდენ, რომ სანქციებს 20-მდე ბელარუსელ მაღალჩინოსანს დაუწესებენ

    ევროკავშირი 20-მდე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, – Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

    როგორც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა განაცხადა, ლუკაშენკო სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდეს.

    სიაში ლუკაშენკოს ყოფნას ეთანხმება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსიც

    „ჩვენ გვაქვს ზოგადი არგუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შედგეს სია და ვინ უნდა იყოს მასში წარმოდგენილი,“- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თომას პეტრიჩეკმა. კითხვაზე, უნდა დაუწესონ თუ არა ლუკაშენკოს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები და უნდა გაუყინონ თუ არა აქტივები, პეტრიჩეკმა უპასუხა, რომ ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს.

    „ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, ეს პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს, თუ მოგვიანებით, თუკი პროგრესი არ იქნება“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ასევე მხარს უჭერს იმას, რომ ლუკაშენკო სიაში იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს „ტაქტიკური მიზეზები“ იმისთვის, რომ ბელარუსის ლიდერი სიის მიღმა დარჩეს.

    Associated Press-ი წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სიის ეტაპობრივად გაფართოვებას უჭერს მხარს, ანუ იმ შემთხვევაში, თუკი ლუკაშენკო ოპოზიციასთან დიალოგს არ დაიწყებს, სიაში კიდევ მეტი ადამიანის სახელი უნდა დაემატოს.

  • ეკლესია ნამდვილად არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში – ირაკლი სესიაშვილი

    ეკლესია ნამდვილად არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში – ირაკლი სესიაშვილი

    პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ეკლესია პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა. სესიაშვილი ისურვებდა, რომ პოლიტმედიამ, რომელსაც მისი აზრით, არ აქვს მორალური სტანდარტები, ეკლესია პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩაერიოს.

    “მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტმედიას უმეტეს შემთხვევაში არ აქვს მორალური სტანდარტები, მაინც ვისურვებდი, რომ ეკლესია არ ჩარიოთ თქვენ, თორემ თავად ეკლესია ნამდვილად არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში. ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი, თითოეული ჩვენთაგანის სულიერ ცხოვრებაში და მე მას ყოველთვის პატივს ვცემ”,– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

    დღეს პრემიერმინისტრმა გახარიამ მეუფე გრიგოლთან ერთად ფოტოები გადაიღო. სასულიერო პირების ნაწილისა და ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ეკლესიის გავლენის გამოყენებას ცდილობს.

  • ისანში ოპოზიციის გამარჯვების შანსები გადავარჩინეთ – გოცირიძე

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენით პარტიამ ოპოზიციის გამარჯვების შანსები “გადაარჩინა”.

    გოცირიძე აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძემ ნაცმოძრაობის ამომრჩეველს ზურგი აქცია.

    “ჩვენ, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ ისანში ოპოზიციის გამარჯვების შანსები. მას შემდეგ, რაც მოხდა ეს მოვლენები, [ვაშაძემ] დაარღვია პირობა, გავიდა ძალა ერთობაშიადან. ჩვენ სამი ხუთი ნომრით ვმონაწილეობდით. წარმოგიდგენიათ, ისანში მონაწილეობს გიორგი ვაშაძე 5 ნომრით, რომელიც ასე იყო, სანამ იგი დაარღვევდა ამ პირობებს და გავიდოდა გაერთიანებიდან, რა თქმა უნდა, 5 ნომრის მხარდამჭერები იქნებოდნენ ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და 5 ნომრით გამოსული პროპორციული ნაწილი ჩვენკენ წამოვიდოდა. ჩვენ გვაჩვენა კვლევებმა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა ზურგი აქცია მას”, – აცხადებს რომან გოცირიძე ფორმულას ეთეღში.

    ცნობისთვის, 25 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძის კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 18:05 საათზე, თიანეთიდან 30 კილომეტრში, სოფელ მათურასთან დაფიქსირდა.

    მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო, სიღრმე – 14 კილომეტრი.

  • ცუდადა ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს, როდესაც კინკალობებს ვუსმენ – ვაშაძე

    ცუდადა ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს, როდესაც კინკალობებს ვუსმენ – ვაშაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის კვლავ ოპოზიციის საერთო კანდიდატია, უბრალოდ ნაციონალურმა მოძრაობამ დაუყენა კანდიდატი. მისი თქმით, ისანში ნაცმოძრაობის გარდა მას ყველა მხარს დაუჭერს, საკუთარი კანდიდატის დაყენებით კი ენმ–მ დიდი შეცდომა დაუშვა.

    ვაშაძე აღნიშნავს, თაკო ჩარკვიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა იმიტომ შექმნა, რომ კულუარული თამაშები და კინკლაობა მობეზრდა.

    “არ შემიძლია და მომბეზრდა კინკლაობა, მომბეზრდა კულუარული თამაშები. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა საჯარო სივრცე, ხალხთან კონტაქტი, მათი ნუგეში, ახალი პროექტების შექმნა, განვითარების გეგმების კეთება, და ჭორაობა, იმან გატეხა პირობა – იმან გადააგდო ერთი, ამან მეორე. ცუდადა ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს, როდესაც კინკალობებს ვუსმენ. ასეთი ადამიანი ვარ, ჩემი ტვინი კვდება, როგორც კი კინკალობაში შევდივარ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მე ჩემი გზა მაქვს და საქართველოს აღმშენებლობის პროცესში ლომის წვლილს შევიტან ჩემს თანაგუნდელებთან ერთად”, – ამბობს ვაშაძე.

    ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატია ისნის ოლქში. ძალა ერთობაშიას დატოვების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატი, ხატია დეკანოიძე დააყენა.

  • ცესკომ საარჩევნო უბნების გასანათებლად 15 000 სანთელი შეიძინა

    ცესკომ საარჩევნო უბნების გასანათებლად 15 000 სანთელი შეიძინა

    საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერით 15 000 სანთელი 3 135 ლარად შეიძინა.

    ფლანგვის დეტექტორს ცესკოში უთხრეს, რომ სანთლების შეძენის მიზანი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე 2017-2020 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 245 806 400 ლარი გამოიყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2013-2019 წლებში თანამდებობაზე ყოფნის 63 თვის განმავლობაში 47 თვე თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემია/დანამატს იღებდა.

  • მე “ოცნების” სატელიტი კი არა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქნები – ძიძიგური

    მე “ოცნების” სატელიტი კი არა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქნები – ძიძიგური

    კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, ის სააკაშვილს კოალიციას არ შეუქმნის, თუმცა ივანიშვილთან თანამშრომლობას განიხილავს. მისი თქმით, მიუღებელია ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა.

    ძიძიგურის განცხადებით, ის პარტიები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ან ქართულ ოცნებას კოალიციას შეუქმნიან, არა მათი სატელიტები, არამედ საკონტროლო პაკეტის მფოლობელები იქნებიან.

    “ლაპარაკობენ სატელიტები და ა.შ. კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ საკონტროლო პაკეტს ფლობს ყველა, ვინც მონაწილეობს კოალიციურ მთავრობაში. მე პირობითად ვამბობ, 3% აიღო ერთმა რომელიმე პარტიამ, მეორემ 5%, ქართულმა ოცნებამ აიღო 46% და სამმა პარტიამ გააკეთა კოალიცია. ყველა პარტია არის საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

    სააკაშვილს ვინც შეაქმნევინებენ კოალიციას ისინი სატელეტებად წასასვლელად ემზადებიან? სატელიტებად კი არა, ხელისუფლებაში მიდიან”. [ოცნების] სატელიტი როგორ ვიქნები, საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქნები, ჩვენ თან არას თქმაც შეგვიძლია”,– ამბობს ძიძიგური ტვ პირველის ეთერში.

     

  • მასწავლებლებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიის წევრობა – ელისაშვილი

    მასწავლებლებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიის წევრობა – ელისაშვილი

    პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლებს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს უნდა აეკრძალოთ პარტიის წევრობა და აგიტაციაში მონაწილეობა. მისი თქმით, პარლამენტში პირველ რიგში ამ ინიციატივის გასატანად იბრძოლებს.

    “როგორც თავდაცვის სამინისტროს და შსს სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ აკრძალული პოლიტიკური პარტიის წევრობა და პარტიის სასარგებლოდ აგიტაციასა და პროპაგანდაში მონაწილეობა, ისევე, ჩვენ მივაღებინებთ პარლამენტს კანონს, რომ აიკრძალოს მასწავლებლების, საბავშვო ბაღემის და განათლების სისტემის თანამშრომლების მონაწილეობა. უნდა აიკრძალოს, რომ ეს ადამიანები უნდა ფიქრობდნენ მარტო ცოდნის ამაღლებაზე და ამ ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემაზე”,– ამბობს ელისაშვილი რუსთავი 2–ის ეთერში.

    მისი თქმით, განათლების სამინისტრო მასწავლებელს არა კვალიფიკაციას, არამედ “მეტი ხმის” მოტანას სთხოვს, შემდეგ კი “დარბიან ეს გათქვირული ქალები ტელეფონებით და სიებით”. ელისაშვილის აზრით, ეს უნდა აიკრძალოს.