Category: ახალი ამბები

  • მეტროში შეფერხება იყო, რამაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია

    მეტროში შეფერხება იყო, რამაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია

    თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მოძრაობის გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა, რამაც ძაბვის ვარდნა გამოიწვია.

    მეტროს გაჩერების შემდეგ მატარებლის მგზავრები მემანქანესა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს დაუპირისპირდნენ.

    ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.

  • ნაცმოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი ერთად აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში – კობახიძე

    ნაცმოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი ერთად აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში – კობახიძე

    ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პატრიოტთა ალიანსი რუსულ საქმეს აკეთებენ.

    “სწორედ ეს აერთიანებთ მათ და სწორედ ამის გამო სხედან ერთ მაგიდაზე. ვგულისხმობ ნაცმოძრაობას, მის სატელიტებს, პატრიოტთა ალიანსს და ბურჯანაძეს. ისინი არიან გაერთიანებული რუსული საქმის გარშემო”,– ამბობს კობახიძე.

    მისივე განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის.

    “რა თქმა უნდა დაუშვებელია ზოგადად შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში და მითუმეტეს, რუსული ფულის ტრიალი. მე რამდენადაც ვიცი აუდიტის სამსახურის ფუნქციაა ამ საკითხების შესწავლა და დაველოდოთ”,– თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

    მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება კოალიციას არ შექმნის ნაციონალურ მოძრაობასთან და მის სატელიტებთან ერთად, ასევე პატრიოტთა ალიანსთან და ნინო ბურჯანაძესთან.

  • აუდიტის სამსახურმა პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების შესწავლა დაიწყო

    აუდიტის სამსახურმა პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების შესწავლა დაიწყო

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების მონიტორინგი დაიწყო.

    აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

    „სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვსწავლობთ დოსიეში ასახულ ინფორმაციებს. მოკვლევა დაწყებულია, მივმართავთ ჩვენი მანდატის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა აქტივობას“, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

    ცნობისთვის, ცენტრმა დოსიემ 2 საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიოტთა ალიანსის რუსულ კავშირებზეა საუბარი. “დოსიეს” კვლევით, პარტიამ რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა გაუშვან ეთერში და ა.შ.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა  3-ით გაიზარდა და ამჟამად 1243-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

  • 1-4 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს

    1-4 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს

    1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა და ბარში 33, 38 გრადუსი, მთაში – 31, 36, სანაპირო რაიონებში – 30, 35 გრადუსამდე. 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    „მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს“, – ნაათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • 17 სექტემბერს თბილისში მოსკოვის “დინამო” ჩამოვა

    17 სექტემბერს თბილისში მოსკოვის “დინამო” ჩამოვა

    ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის  კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეებიც გაირკვა. 17 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონი  თბილისი სტუმრად უელსურ კონაჰს დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის “ლოკომოტივი” შინ მოსკოვის “დინამოს” უმასპინძლებს.

    მოსკოვის “დინამო” რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 4-ე ადგილზეა, გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთიც წააგო.

    23-წლიანი პაუზის შემდეგ,  ქართული და რუსული კლუბები ერთმანეთს  პირველად შეხვდებიან. ქართულ-რუსული საკლუბო დაპირისპირება ფეხბურთში 1997 წლის 22 ივნისს, ინტერნეტოტოს თასზე გაიმართა. სადაც მოსკოვის ტორპედო-ლუჟნიკიმ თბილისში მერანი 91-ს ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

  • “დოსიეს“ მორიგი სკანდალური მასალა– რა ინსტრუქციებს იღებს პატრიოტთა ალიანსი რუსი კურატორებისგან

    “დოსიეს“ მორიგი სკანდალური მასალა– რა ინსტრუქციებს იღებს პატრიოტთა ალიანსი რუსი კურატორებისგან

    საგამოძიებო ცენტრი დოსიე პატრიოტთა ალიანსის შესახებ ახალ მასალას აქვეყნებს. ის მის მიერ გამოქვეყნებული წინა მასალის გამოხმაურებასაც ეხება და ამბობს, რომ განაგრძობს მასალების გამოქვეყნებას იმის შესახებ, როგორ არის აწყობილი თანამშრომლობა პატრიოტთა ალიანსსა და კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტს შორის.

    წინაისტორია ასეთია: ცენტრ დოსიეს ხელთ აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები და ოპერატიული მონაცემები გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან. წარსულში “კაგებეს“ და “გრუს“ ოფიცერი  ლონდონში და ჰელსინკში ჯაშუშობდა, შემდეგ კი ნაციონალური სარეზერვო ბანკის საფარქვეშ, 2012 წელს კი ვლადიმერ პუტინმა ის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართელოს უფროსად დანიშნა.

    ახლო აღმოსავლეთიდან გავლენის აგენტების ანგარიშებიდან და პოლიტიკოსებზე , საზოგადო მოღვაწეებზე და ჟურნალისტებზე შედგენილი საცნობარო დოკუმენტებიდან ჩანს არა მხოლოდ დიდი ინტერესი, არამედ სამმართველოს თანამშრომლების აქტიური მონაწილეობა პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიაში 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ფინანსური ხარჯთაღრიცხვები და წინასაარჩევნო მეთოდიკები.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერების დასახმარებლად სამმართველომ კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავა. მიხეევს პერსონალურად კურირებენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები – “ფეესბეს“ თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და “გრუს“ ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

    ჩერნოვის უწყებიდან მრავალრიცხოვან დოკუმენტებზე დაყრდნობით დოსიე წერს, რომ პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის სავარაუდო ხარჯები მინიმუმ 8 430 625 აშშ დოლარია. ამას ემატება 700 000 დოლარი პოლიტტექნოლოგების მუშაობის ანაზღაურება.

    დოსიე იმასაც უსვამს ხაზს, რომ მისი პირველი მასალის გამოქვეყნება ირმა ინაშვილის ოკუპირებულ აფხაზეთში ფარულ სტუმრობას დაემთხვა, რომელმაც საქართველოში სკანდალი გამოიწვია. ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა ინაშვილი ქვეყნის ინეტერესების ღალატში დაადანაშაულა და მისი პასუხისმგებლობა მოითხოვა. დოსიე წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით შეტევების მოგერიებაში მას კრემლის კონსულტანტები ეხმარებოდნენ.

    გენერალ ჩერნიშოვის საქაღალდეებში არის ირმა ინაშვილის მედიით გამოსვლის თეზისები და წინასწარ მომზადებული პასუხები:

    “ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო”;

    “მილიონ ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ და 70% სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ვემსახურებით”

    “არსებობენ ისეთები, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში საბრძოლო იარაღს იღებენ, ჩვენ კი ღალატში გვადანაშაულებენ. ვინ და რატომ აკეთებს ამას? ის, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდა, ვისაც აწყობს, რომ ჩვენი შვილები დაიღუპონ”

    “მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს, რომ სამუდამოდ გამოირიცხოს  ქვეყნისა და ხალხის დამღუპველ ომში ჩათრევა. ამისთვის გთავაზობთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს”

    გარდა ამისა, დოსიეს მიხედვით რუსმა კონსულტანტებმა პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია, აგიტატორების სამახსოვრო, მუშაობის გეგმა და ა.შ. მოუმზადეს. სტრატეგიაში წინასაარჩევნო ღონისძიებების მთელი კომპლექსია მოყვანილი:

    აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში  აჭარის მაცხოვრებლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ, ამის ორგანიზატორი შეიძლება იყოს რომელიმე ახალი ძალა, მაგალითად, აჭარის დაცვის ახლადშექმნილი არაფორმალური კომიტეტი და სხვა.

    მაჟორიტარობის კანდიდატების აქცია – „წაიყვანე ბავშვები სკოლაში“, რაც ღარიბი ოჯახებისთვის სასკოლო ნივთების გადაცემას გულისხმობს.

    საკანონმდებლო ინიციატივა – ყველა ქართველს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის რუსეთში, უნდა შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, გაიხსნას საარჩევნო უბნები მათ შორის რუსეთში.

    28 აგვისტოს, მარიამობას – ლიდერები მივიდნენ რომელიმე მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხატს აჩუქებს – გადაეცით მონასტერს/ეკლესიას საჩუქარი რუსეთის ქართული ეკლესიისგან (შეიძლება არჩილ ჭყოიძის გავლით გადაცემა). საპასუხოდ ისინი გადმოსცემენ მოსკოვში არსებულ ქართულ ეკლესიას ანალოგიურ საჩუქარს გადმოსცემენ … მიზანი არის იმის ჩვენება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მსგავსია საკვანძო საკითხებში – რუსეთთან და რუსებთან, როგორც ერთმორწმუნე ძმებთან, ურთიერთობის აღდგენა.

    დოკუმენტებში წერია სოციალურ ქსელებში დაგეგმილი კამპანიის შესახებაც:

    5 სექტემბრამდე – მოძებნეთ ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც მზად არიან შეგხვდნენ, შეხვდნენ პარტაქტივს, შემდეგ კი განათავსონ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ.

    27 სექტემბრამდე – პატრიოტული სიმღერის კონკურსი. ონლაინ ფლეშმობი   „ვმღერით ერთად“.

    1-ელ ოქტომბრამდე – ფლეშმობის ჩაშვება სოციალურ ქსელებში – „მხარდაჭერის მარში“ – მედია სახეები, სპორტსმენები, ექიმები, მსახიობები და ა.შ. გამოხატავენ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას.

    პატრიოტთა ალიანსის მიმოწერა ინსტრუქტორებთან

    დოსიე ასევე აქვეყნებს დოკუმენტებს, სადაც, მათივე თქმით რუს ინსტრუქტორებთან პარტიის მიმოწერაა მოცემული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მოსკოვიდან “პატრიოტთა ალიანსთან” კამათი უწევთ მათი არასაკმარისი სისწრაფის გამო.

    საარჩევნო კლიპებთან დაკავშირებით, “პატრიოტთა ალიანსის” პასუხში ვკითხულობთ, რომ ისინი შეაგროვებენ ათეულობით ადამიანს, და აგვისტოს ბოლომდე დაამზადებდნენ ვიდეორგოლებს, რომლებშიც ეს ადამიანები პარტიის მიმართ მხარდაჭერას ან მისი წევრების მიმართ სიმპატიას გამოხატავენ. ალიანსი კრემლის კურატორებს ამ ადამიანების პირად ინფორმაციასაც პირდება, ფოტოგრაფიების ჩათვლით.

    “მათ შორის არიან გამოჩენილი ადამიანები,  მაგალითად, პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერლები თათარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, რაგბისტი ფარციყანაშვილი, კარატისტი კაკაბაძე, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირის თამჯდომარე, გონაშვილი, გენშტაბის ყოფილი უფროსი ნიკოლაიშვილი,  ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი და სხვა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები არიან და ღიად უჭერენ მხარს. მათი ვიდეო მიმართვები ობიექტივზე მთელი სექტემბერი და ოქტომბერი იტრიალებს. ჯერჯერობით ადრეა.” – წერენ თბილისიდან მოსკოვში.

    დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ “პარტრიოტთა ალიანსი” რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა რჩევას ვერ ასრულებს. მაგალითად, როგორც ჩანს, მათ ომის წლისთავზე მიტინგის გამართვას სთხოვდნენ, პასუხად კი პატრიოტთა ალიანსი წერს, რომ ეს შეუძლებელია და თავს იმართლებს. ამასთან, ანგარიშს აბარებს კურატორებს ობიექტივზე გასული გადაცემების შესახებ, რომლებიც სამხედრო მიუმხრობლობას ეხება:

    “რაც შეეხება აგვისტოს ომს. ირმას და დავითის მონაწილეობით გადაცემები გავიდა 6,7,9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს გავიდა მხოლოდ კლიპები. ამ გადაცემებს უკვე მოჰყვა რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ დღეს მიტინგის მოწყობა -თბილისში არსებული სიტუაციის სრულიად ვერგაგებაა. ჩვენც კი არ გვაპატიებენ ამ თემაზე ამ დღეს მიტინგის მოწყობას,“ – წერენ თბილისიდან.

    მასალის სრული ვერსია

  • “თქვენ იგონებთ” – მდინარაძე უარყოფს რომ მის მძღოლს კორონავირუსი აქვს

    “თქვენ იგონებთ” – მდინარაძე უარყოფს რომ მის მძღოლს კორონავირუსი აქვს

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში მდინარაძე ხუმრობს, რომ  მისი თანამშრომელი ნიკა გვარამიას დაცვის წევრებთან მეგობრობს და ამიტომ ყველამ უნდა ვიფრთხილოთ. სერიოზულად კი ოცნების ლიდერი გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს:

    “ტყუილია ეს ყველაფერი, თქვენ იგონებთ, როგორ უნდა დავადასტურო. ჩემი მძღოლი 4 დღეა საერთოდ არ ყოფილა ოფისში, თქვენთვის რომ იცოდეთ და მაინც გაიტესტა და ხვალ იქნება პასუხი შუადღისკენ. ტყუილია ეგ ამბავი. დღეს გაიტესტა და ხვალ იქნება. ”

    გუშინ და დღეს ქართულ ოცნებაშიკორონავირუსი უკვე 5 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

  • სააკაშვილმა შექმნა ეს ქვეყანა და მან უნდა მართოს – ვარშალომიძე

    სააკაშვილმა შექმნა ეს ქვეყანა და მან უნდა მართოს – ვარშალომიძე

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა “ეს ქვეყანა” და მანვე უნდა მართოს.

    “მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს აუცილებლად. არამარტო უნდა ჩამოვიდეს, არამედ უნდა მართოს ეს ქვეყანაც იმიტომ, რომ ამ კაცმა შექმნა ეს ქვეყანა და დღეს მართლაც, სირცხვილია, როცა მესამე პრეზიდენტი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფება და ქართული პასპორტი არ გააჩნია. მე პირადად ვამაყობ, რომ მისი გუნდის წევრი ვარ. ზუსტად მისი გუნდის წევრობის დროს შეიქმნა ეს სასწაულები, როგორიც ბათუმის სასწაულია და სხვა. ამიტომ, მისი ჩამოსვლაც, გაპრემიერებაც და მმართველობაც შესაძლებელია. ამას უბრალოდ ბრძოლა სჭირდება”,– თქვა ვარშალომიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ის ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

  • სოფიო კილაძე რომ რეფორმებზე ილაპარაკებს… – ზურაბ ჯაფარიძე

    სოფიო კილაძე რომ რეფორმებზე ილაპარაკებს… – ზურაბ ჯაფარიძე

    პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სოფო კილაძეს არც უსმენს და თუ სადმე მისი კომენტარი შეხვდება, სერიოზულად არც აღიქვამს.

    “ამ ქალს ზოგადად აღარ ვუსმენ. Facebook-ზე თუ შემხვდა, მაქსიმუმ დავცინო. მაგ ხალხს სერიოზულად არ ვუყურებ. სოფიო კილაძე რომ რეფორმებზე ილაპარაკებს…”, – აცხადებს ჯაფარიძე ფორმულას ეთერში.

    დღეს ქართული ოცნების წევრმა, სოფო კილაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რას ფიქრობს ოპოზიციის მემორანდუმზე, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც გირჩია, ასე უპასუხა: “უუფ, გირჩის გატარებული რეფორმა არ გაიშვა…”.