Category: ახალი ამბები

  • ოკუპანტს არ სძინავს  და  არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ-ირაკლი სესიაშვილი

    ოკუპანტს არ სძინავს და არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ-ირაკლი სესიაშვილი

    ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

    „მე არ დავაკონკრეტებ, თუმცა, ეს არის რბილი ძალის გასატარებლად. ამაზე საუბარი გვქონდა კომიტეტის დახურულ სხდომაზე, როცა სუს- ის ანგარიშს ვისმენდით. არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის აქვს ადეკვატური რეაგირება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

    შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა.

  • სუს-ი ბაჩალიაშვილის საქმესთან კავშირს უარყოფს

    სუს-ი ბაჩალიაშვილის საქმესთან კავშირს უარყოფს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სუს-ს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

    „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.

    პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

    მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.

    მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

  • მევახშეების პარტია ნულოვანი რეიტინგით – ირმა ინაშვილი ლელოზე

    მევახშეების პარტია ნულოვანი რეიტინგით – ირმა ინაშვილი ლელოზე

    “მევახშეების პარტია, ნულოვანი რეიტინგით, არჩევნებიდან პატრიოტების მოხსნას ითხოვს” – ასე ეხმაურება  ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალინასის არჩევნებიდან მოხსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

    “მევახშეების პარტია, ნულოვანი რეიტინგით, არჩევნებიდან პატრიოტების მოხსნას ითხოვს. ადეიშვილ- მერაბიშვილის ინსტრუმენტი ბანკის და მევახშე ბანკირების პარტია!  ასე ცდილობენ დამკვიდრებას პოლიტიკაში, ყოჩაღ…ასე გააგრძელეთ.”, –  წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

  • შაქარაშვილის საქმე – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    შაქარაშვილის საქმე – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

    სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

    სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. როგორც მერიაში აცხადებენ, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ღამის ეკონომიკის სტრატეგია უკვე შეიმუშავა.

    “მან შეასრულა ის სამუშაო, რომელიც ჰქონდა დავალებული. ეს გულისხმობს კვლევების ჩატარებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას”, – აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.

    სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად 2018 წლის მარტში დაინიშნა.

  • მეორე შვილიც გყავთ და ჯობია იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული – ბაჩალიაშვილის ოჯახს ემუქრებიან

    მეორე შვილიც გყავთ და ჯობია იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული – ბაჩალიაშვილის ოჯახს ემუქრებიან

    “მეორე შვილიც გყავთ და ჯობია იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული “- გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სოციალურ ქსელში ემუქრებია. ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ოჯახმა გარდაცვალების ახალ გარემოებებზე ისაუბრა, მან გამაფრთხილებელი შეტყობინებები მიიღო რომ მათ მეორე შვილიც ჰყავთ და ჯობს “იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული”.

    ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მსგავსი შინაარსის გზავნილები უკვე გადაცემულია საგამოძიებო უწყებაში.

     

     

  • “ქართული ოცნების” ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    “ქართული ოცნების” ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    “ქართული ოცნების” ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.

    გუშინ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის სათაო ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირის 240-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს.

  • სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა – მდინარაძე

    სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა – მდინარაძე

    სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.

    „თურქეთიდან რომ შემოდიოდა, ვარშალომიძემ მიმართვა გაავრცელა და მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ის ნახოს, ვფიქრობ, კომენტარიც აღარ იქნება საჭირო. ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია. ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა. დღეს, როდესაც რუსულ თემაზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში, სტრატეგიულ გაყიდულ ობიექტებს რომ თავი დავანებოთ, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებთ რუსეთის მხარდაჭერას თავი რომ დავანებოთ, რატომ დაუჭირეს იმ ტყუილ მოცემულობას მხარი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი?“- განაცხადა მდინარაძემ.

  • პროკურატურის განცხადებით, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებს გააცნობენ

    პროკურატურის განცხადებით, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებს გააცნობენ

    საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს,- ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

    „საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ეს ცვლილებები გარდაუვალი მგონია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება – ეკა ბესელია

    ეს ცვლილებები გარდაუვალი მგონია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება – ეკა ბესელია

    ველოდები, რომ შემდგომი მთავრობა იქნება უკვე კოალიციური, ეს ცვლილებები მგონია, რომ გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება, ან ვინ როგორ ხედავს ამ ცვლილებებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, არათანაბარია პირობები, რა თქმა უნდა, სრულიად უთანასწოროა გარემო ოპოზიციისთვის ხელისუფლებასთან შედარებით. ამ პერიოდში რიგდება კოვიდის ეგიდით და პრევენციის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება, ამავე დროს, მთავრობას აქვს განსაკუთრებული პრივილეგია სრულიად უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით მაშინ, როცა მას შეუძლია შემოიღოს ყველა ტიპის შეზღუდვა ისე, რომ არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა. თანაბარი გარემო არ არის უზრუნველყოფილი ოპოზიციისთვის მაშინ, როცა ასეთი ხელგაშლილია ხელისუფლება არჩევნების წინ და ეს ყველაფერი საარჩევნო მიზნებს ემსახურება და არა სოციალურად მოქალაქეების დახმარებას, რადგან ეს უნდა მომდარიყო მაშინ, ბევრად უფრო ადრე და არა საარჩევნოდ. ამიტომ ეს არათანაბრობა და სხვადასხვა მექანიზმების ჩართვა ხელისუფლების სასარგებლოდ, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩანს. ის რომ რამდენიმე გუბერნატორი, რამდენიმე მერი არის კანდიდატად დასახელებული, რა თქმა უნდა, მათ ადმინისტრაციულო რესურსის ღიად გამოყენების პრივილეგიას ანიჭებს და ესეც არათანაბარ პირობებში ამყოფებს ოპოზიციას,”- განაცხადა ბესელიამ.